globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 30th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ალია“: „ამერიკა ჩვენი პარტნიორია, მაგრამ გვაიძულებს გავფერადდეთ, ანგარიშს არ უწევს ჩვენს ღირებულებებს“ // რა ბერკეტებსა და მეთოდებს გამოიყენებს აშშ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად?

,,GHN – ჯი-ეიჩ-ენი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რადგან უკვე შეიქმნა კავკასიის ვილაიათი, უნდა ველოდოთ უარესს“

რეზონანსი: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „პანკისზე მეტად გაურკვეველი სიტუაცია ქვემო ქართლსა და აჭარაშია”

„ვერსია“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „საქართველოს მოსახლეობას ფიზიკური საფრთხე ემუქრება! ხალიფატმა საქართველო ,,ისლამური სახელმწიფოს” საზღვრებში მოაქცია“

რეზონანსი: ასოცირების წლისთავი // “ევროკავშირთან უფრო აქტიური პოლიტიკა რომ გვქონოდა, შესაძლოა, იმაზე წინ ვყოფილიყავით, ვიდრე დღეს ვართ”

———————-

„ალია“, 30 ივნისი, 2015 წელი

„ამერიკა ჩვენი პარტნიორია, მაგრამ გვაიძულებს გავფერადდეთ, ანგარიშს არ უწევს ჩვენს ღირებულებებს“ // რა ბერკეტებსა და მეთოდებს გამოიყენებს აშშ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად?

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო ერთსქესიანთა ქორწინება, რამაც მართლმადიდებელი სამყარო შოკში ჩააგდო.

განსაკუთრებით ნიშანდობლივია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადება, რომ შტატები ყველაფერს გააკეთებს მსოფლიოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად. ეს განცხადება სახიფათო სიგნალია ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ეფუძნებიან ტრადიციას, რელიგიასა და კულტურას. რა თქმა უნდა, ამერიკელების პირველი სამიზნე საქართველო გახდება. შესაძლოა, პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო აღმოჩნდეს ის საცდელი ქვეყანა, სადაც გლობალიზაციის პროცესში ამერიკელები შეეცდებიან, უკვე მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონის შემდეგ პირდაპირ მოთხოვნასა და ვალდებულებაში ჩაგვიწერონ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება.

საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების წინააღმდეგობრივი განცხადებების მიუხედავად, რეალობა აბსოლუტურად სხვაა. მაგალითად, თუკი ამ საკითხის შეფასებისას პრემიერი ორი წლის წინანდელ განცხადებას იმეორებს, რომ ის აუცილებლად ჩაწერს საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო, სურვილების დემონსტრირება ერთია, ფაქტი – მეორე, საზოგადოებაში ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ადამიანთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თუ მოითხოვს ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებასა და კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაჩენას, ეს იქნება მისი სწორი გადაწყვეტილება, ხოლო რადიკალური ფრთა, რომელთა ნიღაბიც ლიბერალიზმია, იმიტომ, რომ ისინი სწორედ „ლგბტ“ საზოგადოების დაცვაში იღებენ ფულს, მკვეთრად უპირისპირდებიან პრემიერ- მინისტრს.

(…)

თუკი ამერიკელები, როგორც პარტნიორ ქვეყანას, იძულებულს გაგვხდიან, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთ და ჯონ კერი თავისი მუქარისშემცველი განცხადების შესრულებას დაიწყებს, არ არის გამორიცხული, ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვმა იმატოს. მაშინ „ენდიაი“-სა და „აირაი“-ს კვლევების დამკვეთს არ უნდა გაუკვირდეს, რატომ აქცია ზურგი ქართველმა ხალხმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მართალია იარაღითა და სამხედრო ძალით არ გვიპყრობს, მაგრამ სპობს ყველაზე მთავარს.

როგორც იქნა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა. მას შეურიგებელი პოზიცია აქვს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციასთან, რომელიც მსოფლიოს 20 ქვეყანაში უკვე დაკანონებულია და მეტიც, ამერიკის შეერთებული შტატების თეთრი სახლის ადმინისტრაციაში სპეციალურად დაუშვეს შტატი და დანიშნეს პიროვნება თანამდებობაზე, რომელიც „ლგბტ“ საზოგადოების კუთხით იმუშავებს… აი, რას აცხადებს ვლადიმერ პუტინი: „ჩვენ ვხედავთ, როგორ წავიდა ზოგიერთი ევროატლან-ტიკური ქვეყანა თავისი ტრადიციების, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობების წინააღმდეგ, რაც დასავლური ცივილიზაციის საფუძველს წარმოადგენდა. ისინი უარყოფენ ზნეობრივ საწყისებს და ნებისმიერ ტრადიციულ იდენტობას, ეროვნულს, კულტურულს, რელიგიურსა და სამართლებრივსაც კი…“.

ამ შემთხვევაში საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების ინტერესი თანხვედრია. უცნაურია, მაგრამ ისტორიაში ხშირად დგება ისეთი მომენტი, როცა ქვეყნები გადაშენებას მტერთან შეკვრას ამჯობინებენ… იმ მტერთან, რომელთანაც ბევრი საერთო აქვთ – რელიგიური, კულტურული. ამერიკა ჩვენი პარტნიორია, მაგრამ გვაიძულებს, გავფერადდეთ, ანგარიშს არ უწევს ჩვენს ღირებულებებს და ახდენს ჩვენს დისკრიმინაციას. მას ჩვენ ასეთი არ ვჭირდებით – თავმოყვარე, ღირსეული, მებრძოლი, ტრადიციების მიმდევარი და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ხალხი. როგორ შეიძლება ქართველს ელაპარაკო პიდარასტობაზე, ლესბოსელობაზე, მაშინ, როცა მისი ღირებულება არის – მამული, ენა და სარწმუნოება.

დღეს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი ქვეყანაში არის ეკლესია, ყველაზე გავლენიანი პიროვნება არის პატრიარქი. მას მოსახლეობის 90 პროცენტი ენდობა, ამერიკელების მიერ დაკვეთილი კვლევები ერთსა და იმავე მონაცემს იღებს ქართველი ხალხისგან, სწორედ ეს არის ამერიკელების თავის ტკივილი. ისინი ვერ ხვდებიან, რა მოგვიხერხონ, როგორ გამოგვგლიჯონ ყველაზე მთავარი – დედა ეკლესია, რომლის გარშემოც ერია გაერთიანებული. თუკი ამერიკა ამ პოლიტიკის გატარებას გვაიძულებს, ეს ნიშნავს, რომ კავკასიის მარგალიტს – საქართველოს დაკარგავს, რადგან ხალხი ხედავს იმ დიდი მინუსის ფონზე, რასაც ამერიკელები გვთავაზობენ, პლუსი არ არის.

დღემდე ჩვენ ნატოსაგან არც „მაპ“-ი მიგვიღია და ასეთ ტერიტორიებდაკარგულ ქვეყანას, რომელსაც კონფლიქტი აქვს რუსეთთან, ნატოში არავინ მიიღებს, ეს ყველაფერი ოცნებაა. უბრალოდ, მათ ჩვენ ვჭირდებით როგორც კოლონია, რომელსაც მშვენიერი გასასვლელი აქვს შავ ზღვაზე. მათ ვჭირდებით კავკასიაში იმ ეპიცენტრად, საიდანაც გააკონტროლებენ ამიერკავკასიას… და რაღა თქმა უნდა, თითოეულ თქვენგანს, ვისაც კი ალან დალესის პროგრამა წაგიკითხავთ, უმალვე ამოგიტივტივდებათ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის რიგით მესამე დირექტორის გეგმა, რომელიც „დალესის გეგმად“ არის წოდებული… ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო დაუმორჩილებელი ქვეყნების დამორჩილებისა.

გავიხსენოთ, რას ამბობდა ალენ დალესი: (…) „ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანების გასარყვნელად, ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვქრთამოთ, გავხრწნათ ისინი, ახალგაზრდებისგან ჩვენ შევქმნით ჯაშუშებს, კოსმოპოლიტებს…“.

დღეს ბევრი გონიერი ადამიანი სვამს კითხვას, – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული პარტიების ლიდერები როგორ აპირებენ პარტნიორობის გაგრძელებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუკი სახელმწიფო მდივნის პოზიცია არის ისეთი, რომ ვალდებულებას იღებს, ყველა ქვეყანაში ამ კანონმა იზეიმოს და ერთსქესიან წყვილებს მოძღვარმა ჯვარი დაწეროს და სამოქალაქო ქორწინებაში გაფორმდნენ?

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ამ საკითხზე ერთი პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული და ყველა ღარიბაშვილის მიმდევარი არ არის. შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, ვიდრე აშშ-ს უზენაესი სასამართლო ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების გადაწყვეტილებას გამოიტანდა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შემოგვაპარა, რომ სქესის შეცვლის პროცედურა უნდა გამარტივდეს.

(…)

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა „ალიასთან“ ინტერვიუში ვადებს ასახელებს, დაახლოებით 3-დან 5 წელიწადში საქართველოშიც მიიღებენ ერთსქესიანთა ქორწინების კანონს. ამერიკელები ჯერ რეკომენდაციას მოგვცემენ, შემდეგ ვალდებულებად ჩაგვიწერენ, როგორც მოკავშირე ქვეყანას, რომ მათ სურვილს დავემორჩილოთ. ეს დრო კი საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, როგორც ეს ირლანდიაში მოხდა, რეფერენდუმი ჩატარდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

აი, რას აცხადებს „ალიასთან“ საუბარში კახა კუკავა:

„არც ილია მეორე, არც ღარიბაშვილი და არც მანანა კობახიძე ქვეყანაში გადაწყვეტილებებს არ იღებენ. გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი და ეს გახლავთ – ბიძინა ივანიშვილი… როდესაც ანტიდისკრიმინაციულ კანონზე იყო კენჭისყრა, კობახიძემაც მშვენივრად მისცა ხმა, გუგული მაღრაძემაც, რომელიც დღეს აცხადებს, რომ თურმე ევროპარლამენტარებს დაუსვა კითხვა – როგორი იქნება მათი პოზიცია, თუ საქართველო ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციაზე უარს იტყვის და ევროპელებმა გვითხრეს, ყველა თავისი ტრადიციების მიხედვით იხელმძღვანელებსო, არ დაიჯეროთ გუგულის პრუტუნი. ჩვენ გვახსოვს საპატრიარქოს პროტესტი ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით და ისიც გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა კინაღამ პრესკონფერენცია მოაწყო და ხმამაღლა გვითხრა, პატრიარქის სადღეგრძელო არ დალიოთო. მათ შორის კონფლიქტი ზუსტად ერთ კვირაში ამოიწურა ამ კანონის მიღების შემდეგ. ასევე, მოხდება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის დროსაც. საპატრიარქოდან ჩვენ მოვისმენთ კრიტიკულ განცხადებებს, მაგრამ მერწმუნეთ, ყურადღებას არავინ მიაქცევს და შედეგი იქნება იგივე. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ანგარიშში უკვე გაჩნდა ჩანაწერი,  ომ საქართველოში სექსუალური უმცირესობები იჩაგრებიან, ეს არის უკვე გზავნილი, რომ მოემზადონ და ხალხი მოამზადონ ამ კანონის მისაღებად. (…) ბიძინა ივანიშვილმა ყველა მოქრთამა, ყველა იყიდა, მე ვარ გაოცებული, სამწუხაროდ, ჩვენმა ხალხმა ამ ცდუნებას ვერ გაუძლო, ჩვენმა ხალხმა გამოიარა შევარდნაძის, მიშას ძალადობრივი ეპოქა და დავინახეთ, რომ წინააღმდეგობის გაწევის იმუნიტეტი აღმოგვაჩნდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს მშიერი ერი მაღალ მატერიებზე ვეღარ ფიქრობს და მოქრთამვას ამიტომ ვერ უძლებს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას შეძლებენ და, რა თქმა უნდა, მხარდამჭერებიც ეყოლებათ. იქნება საპროტესტო გამოსვლებიც, მაგრამ ამაოდ… რადგან ის მოქრთამული ადამიანები, ვინც დღეს ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, სწორედ ისინი იტყვიან, რომ ეს არის გზა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. მთავარი მაინც ისაა, ხალხი რას გადაწყვეტს, აირჩევს სატანის თაყვანისცემას თუ ღვთის რწმენას…“.

,,GHN – ჯი-ეიჩ-ენი”, 29 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: რადგან უკვე შეიქმნა კავკასიის ვილაიათი, უნდა ველოდოთ უარესს

მირანდა ნაბახტეველი

,,ისლამურმა სახელმწიფომ” კავკასიაში საკუთარი პროვინცია, ე.წ. ვილაიათი შექმნა. ამის შესახებ, ტერორისტული დაჯგუფების პრეს-მდივანმა აბუ მუჰამედ ალ ადანიმ განაცხადა. კავკასიის ვილაიათი დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და ყარაჩაევო-ჩერქეზეთს აერთიანებს. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მოქმედმა ამბოხებულთა დაჯგუფების ლიდერებმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ერთგულების ფიცი უკვე დადეს. “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულება შეჰფიცა “კავკასიის იმარატმაც,” რომელიც რუსეთში “ალ-ქაიდას” ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლებოდა. კონკრეტულად რატომ გააქტიურდა რადიკალური ისლამი კავკასიაში, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნეს უახლოეს პერიოდში საქართველო და რა ტაქტიკით უნდა იმოქმედოს ჩვენმა ხელისუფლებამ საფრთხის მინიმალიზაციისთვის? ,,ჯი-ეიჩ-ენი” ექსპერტს კავკასიის საკითხებში მაუკა არეშიძეს ესაუბრა.

- ბატონო მამუკა, რას ფიქრობთ, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩრდილო კავკასია?

- არსად წერია, რომ ისლამისტებმა საკუთარი პროვინცია, ე.წ. ვილაიათი მხოლოდ ჩრდილო კავკასიაში შექმნეს. მილოცვაში, თუ ბრძანებაში, რომელიც მათი ხელმძღვანელებისგან გავრცელდა, ყველგან წერია სიტყვა კავკასია. აქედან გამომდინარე ჩათვალეთ, რომ ,,ვილაიათი კავკასია” არის მთლიანი კავკასიის რეგიონი.

- საფრთხე გაცილებით უფრო მასშტაბურია?

-საფრთხე ისედაც დიდი იყო, ახლა მით უმეტეს, გაიზარდა, რადგან ჩემი ინფორმაციით, ამ ოფიციალურ ბრძანებას, თუ მილოცვას მოჰყვა, არაოფიციალური მიმართვა ხელმძრვანელობისგან, რომ სირიაში და ერაყში ადგილობრივი ბოევიკების თუ ისალამისტების წასვლა საჭირო აღარაა, ჯობია დარჩნენ ადგილზე და გააგრძელონ ის საქმიანობა, რასაც ერაყსა და სირიაში ეწევიან ისლამური სახელმწიფოს მეომრები.

- რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს უახლოეს პერიოდში უშუალოდ საქართველო?

- შეიძლება ამ წუთში საფრთხე საქართველოს წინაშე არ დგას, მაგრამ თქვენი მეშვეობით მკითხველს მინდა ერთი რამ შევახსენო: 15 წლის წინ, როცა პირველად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რადიკალურმა ისლამმა შემოუტია კავკასიას და მათ შორის საქართველოს ლაპარაკი იყო მხოლოდ პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებზე, ახლა უკვე საუბარია პანკისის გარდა, ქვემო ქართლსა და აჭარაზე. ამ ყველაფერს რაც ხდება თუ წავუყრუებთ, ზეგ მაშინ საუბარი იქნება საქართველოს სხვა რეგიონებზეც. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ კახეთზეც იყო საუბარი, პანკისიც კახეთია, მაგრამ დანარჩენ კახეთზეც უკვე საუბარი დაიწყო. რახან უკვე შეიქმნა კავკასიის  ვილაიათი, არ ვიცით ცენტრისგან ისინი რა ბრძანებას მიიღბენ. ჩვენ უნდა ველოდოთ უარესს, ანუ იმის განმეორებას, რაც დანარჩენ მსოფლიოში ხდება. მოგეხსენებათ, როცა კავკასიის ვილაიათის შექმნის შესახებ გახდა ცნობილი, ზუსტად იმ დღეს, მსოფლიოს სამ სხვადასხვა ქვეყანაში – საფრაგეთში, ტუნისსა და ქუვეითში ისმალისტებმა სხვადასხვა ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ერთ დღეს მარტო 90 ადამიანი დაიღუპა. ასე რომ, არ ვიცით რა ბრძანებას მიიღებენ კავკასიაში დარჩენილი ისლამისტები. ასევე, გასათვალისწინებელია შემდეგ საკითხები: უნდა შეიქმნას რელიგიის შესახებ კანონი, უნდა შეიქმნას მუსლიმანური საგანმანათლებო სისტემა, რომელიც ტრადიციული ისლამის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, ასევე რეგიონებში უნდა შეიცვალოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან სოციალური სიდუხჭირე ხელს უწყობს ახალგაზრდების წასვლას რადიკალურ ისლამისტრ დაჯგუფებებში.

- რას ურჩევთ ხელისუფლებას საფრთხის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რა მიმართულებით უნდა გააქტიუროს მუშაობა?

- პირველ რიგში, ოპერატიული მუშაობაა გასაძლიერებელი, სადაც შედის ინფორმაციის შეგროვება, ლიდერების გამოვლენა. ასევე, მნიშვნელოვანია რადიკალური ისლამისტების გადაადგილების შეზღუდვა. რაც შეეხება სტრატეგიული საქმიანობის კუთხით მუშაობის გაძლიერებას – აუცილებელია ქართველმა სპეცსამსახურება მჭიდო თანამშრომლობა დაიწყონ პროფესიონალებთან, ადამიანებთან ვიც იცნობენ ისლამისტურ იდეოლოგიას, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების მენტალიტეტს, წეს-ჩვეულებებს და ა.შ. მოკლედ სტრატეგიული თვალსაზრისით პროფესიონალების გამოყენებაა საჭირო. ასევე, საჭიროა ჩვენი მეზობელი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა, პირველ რიგში, აზერბაიჯანთან.

- თუ განიხილავთ ამ მიმართულებით რუსეთთან თანამშრომლობას?

- შესაძლებელია რუსეთთან თანამშრომლობაც, ოღონდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

- ხელისუფლების ქმედებებიდან, განცხადებებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, აანალიზებენ იმ საფრთხეებს რის წინაშეც საქართველო შესაძლოა აღმოჩნდეს?

- ხელისუფლებამ, ბოლო დროს, ამის გაანალიზება დაიწყო. ვერ გეტყვით, რომ ამ მიმართულებით მმართველი გუნდის ქმედება განსაკუთრებით ეფექტურია, თუმცა, ჩამოვთვლი რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც სწორად გადადგეს: კიბერბრძოლა, ანუ ინტერნეტსივრცეში ქართულენოვანი ისლამისტური საიტების დაბლოკვა. გარკვეული მუშაობის შედეგია ისიც, რომ ჩვენი მოქალქეების რიცხვი, რომელიც სირიასა და ერაყში მიდიოდნენ საბრძოლველად, შემცირდა. ასევე, გარკვეულწილად საინტერესო ოპერაცია ჩატარდა პანკისში იმ ადამიანების გამოსავლენად, ვისაც ახალგაზრები სირიაში საბრძოლველად მიჰყავდათ. ეს ყველაფერი შეიძლება კოსმეტიკური პროექტია და ბოლომდე არ ამოძირკულა რაც ამოსაძირკვი იყო, მაგრამ საჭირო ოპერცია ჩატარადა. ყველაფერი ის რაც ჩამოვთვალე, არის ნაწილი პრობლემასთან ბროლის, მაგრამ მხოლოდ ამ მეთოდებით პრობლემის ლიკვიდაცია შეუძლებელია.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში რადიკალური ისლამისტური საფრთხის გაძლიერება ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნის შემდეგაა მოსალოდნელი?

- ეჭვი მეპარება, არა. ნატოს საწვრთნელი ბაზა მთავარი დარტყმის ობიექტი ვერ გახდება. სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანაში ბევრად უფრო სერიოზული ბაზებია განლაგებული და ჩვენთან არის მხოლოდ საწვრთნელი ბაზა. ჩვენ უნდა კარგად ვიცოდეთ რა არის რადიკალური ისლამისტების სპეციფიკა. მათი სამიზნეა ნაკლებად დაცული სამოქალაქო ობიექტი, ზუსტად იმისთვის, რომ ხალხი რაც შეიძლება დაშინდეს და საკუთარი ხელისუფლების იმედი გაუცრუვდეს. ეს არის მთავარი ამოცანა. მე ნატოს საწვრთნელ ბაზაზე თავდასხმას არ ვვარუდობ.

- ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით, რადიკაური ისლამი რუსეთში ფეხს ვერ მოიკიდებს, იზიარებთ მის პოზიციას?

- მოკიდებული აქვთ უკვე ფეხი. ის ვინც დაინიშნა კავკასიის ვილაიათის ხელმძრღვანელად, არის წარმოშობით დაღესტნელი, მისი ნამდვილი გვარია სარალიევი. ეს კაცი კავკასიის იმარატის შემადგენლობაში იბრძვის დაახლოებით 7 წელია. თუ აქამადე იყო ეს ამბავი, ახლა რატომ გაუკვირდა კადიროვს. ნუ დაგავიწყდებათ გასული წლის ოქტომბერში გროზნოში მოხდა თავდასხმა ქალაქის სხვადასხვა ინფასრტქტურზე. ასე რომ, ეს არის მხოლოდ ნათქვამი და მეტი არაფერი.

რეზონანსი“, 30 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „პანკისზე მეტად გაურკვეველი სიტუაცია ქვემო ქართლსა და აჭარაშია”

იაგო ნაცვლიშვილი

(შემოკლებით)

„ისლამურმა ხალიფატმა“ ჩამოაყალიბა თავისი ადმინისტრაციული ერთეული კავკასიაში და მისი საშუალებით ახორციელებს კონტროლს ამ ტერიტორიაზე. კონკრეტულად პანკისზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კავკასია ნიშნავს მთელ კავკასიას და არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას. იატაკქვეშეთში თუ არსებობს ჯგუფი, რომელიც ემორჩილება ისლამურ ხალიფატს, გარკვეული კონტროლის განსახორციელებლად ესეც საკმარისია. მეორე საფრთხეა ის, რომ შესაძლოა ხალიფატმა გააძლიეროს თავისი სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ კავკასიაში, ამას ხალიფატის ხელმძღვანელობა არც მალავს, რომ მისი ინტერესია, ჩრდილოეთ კავკასია აქციოს პლაცდარმად და შემდეგ მთელ კავკასიაში გაავრცელოს”, – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას “საქართველოს გეოსტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია.

(…)

რეზონანსი”: გასულ კვირაში ტერაქტები განხორციელდა საფრანგეთსა და ტუნისში. ამ მიმართულებით რა საფრთხის წინაშეა საქართველო?

ვახტანგ მაისაია: ისლამურმა ხალიფატმა ჩამოაყალიბა თავისი ადმინისტრაციული ერთეული კავკასიაში. ხალიფატი მისი საშუალებით ახორციელებს კონტროლს აღნიშნულ ტერიტორიაზე. შესაძლოა მთლიანად კავკასიას ვერ აკონტროლებს, მაგრამ მის ზოგიერთ შემადგენელ ნაწილს, ისეთებს, როგორიცაა დაღესტანი და ჩეჩნეთი, მათ უკვე აკონტროლებს.

რეზონანსი”: პანკისის ხეობაზე რა შეგიძლიათ თქვათ?

ვახტანგ მაისაია: კონკრეტულად პანკისზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ კავკასია ნიშნავს მთელ კავკასიას და არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას. იატაკქვეშეთში თუ არსებობს ჯგუფი, რომელიც ემორჩილება ისლამურ ხალიფატს, გარკვეული კონტროლის განსახორციელებლად ესეც საკმარისია. საუბარი მაქვს იმაზე, რომ საზოგადოება ემორჩილებოდეს იმ კანონებს, რომელიც გავრცელებულია ხალიფატის ტერიტორიაზე – შარიათულ სამართალზე ვსაუბრობ. მეორე საფრთხეა ის, რომ შესაძლოა ხალიფატმა გააძლიეროს თავისი სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ კავკასიაში, ამას ხალიფატის ხელმძღვანელობა არც მალავს, რომ მისი ინტერესია, ჩრდილოეთ კავკასია აქციოს პლაცდარმად და შემდეგ მთელ კავკასიაში გაავრცელოს. (…) კავკასიაში საბრძოლო ოპერაციების დაწყების მაღალი ალბათობა არსებობს. მიმაჩნია, რომ გადაბირების საშუალება არცერთ და არც მეორე მხარეს არ უნდა მიეცეს.

რეზონანსი”: მეორე მხარე ვინ არის?

ვახტანგ მაისაია: ვსაუბრობ ისლამისტურ ხალფატზე და რუსეთის ფედერალურ ძალებზე. რუსეთმაც შესაძლოა ეს ფაქტი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენოს.

რეზონანსი”: რუსეთი როგორ გამოიყენებს ამას საკუთარი ინტერესებისთვის?

ვახტანგ მაისაია: როგორც რუსეთი ამას პანკისის ხეობაში აკეთებდა 2003 წლამდე არსებული ვითარებისას. დაახლოებით ისეთნაირადვე გამოიყენებს. ანუ შესაძლოა ათასი ბრალდებები და პროვოკაციები წამოვიდეს. რუსეთს თავისი ინტერესები გააჩნია კავკსიაში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში და ბუნებრივია რუსეთი ყველანიარდ შეეცდება გააძლიეროს თავისი სამხედრო ძალები ამ არეალში.

რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება გამოირჩევა აგრესიული ფორმით და მე ვფიქრობ, რომ მას არ დასჭირდება რამე განსაკუთრებული საბაბი ამისთვის. მითუმეტეს, რომ რუსეთს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს დასავლეთთან, აშშ-რუსეთის ურთიერთობა ძალიან მძიმე ფაზაში შედის.

რეზონანსი”:არსებულ ვითარებაში ჩვენს ხელისუფლებას აქვს რამე ბერკეტი ვითარების დასარეგულირებლად?

ვახტანგ მაისაია: მთავარი მომენტია, რომ ჩვენ პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ არც ერთ მხარესთან და არც მეორესთან. მთავარი საკითხი ეს არის და ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითავისოს ეს საფრთხეები. სამწუხაროა, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ეს სერიოზულ საფრთხედ არ მიაჩნია. ვისაც ვგულისხმობ, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გამგები გაიგებს. მათი განცხადებები ასეთ აზრს ტოვებს. სჯობს, რომ ყველა სერიოზულად მივუდგეთ ამ საფრთხეებს. ხელისუფლება და საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, რათა არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ.

რეზონანსი”: სპეცსამსახურების მხრიდან საჭიროა თუ არა განსაკუთრებული მობილიზება იგივე პანკისის ხეობაში?

ვახტანგ მაისაია: არა მარტო პანკისში, მას დავანებოთ თავი. ამ მხრივ იქ საკმაოდ სტაბილური ვითარებაა. ადგილობრივი მოსახლეობა კარგად არის მობილიზებული და გაცნობიერებულიც არსებული გამოწვევის მთელ სიცხადეზე. იქ ნაკლებად ჩანს ამ საფრთხის რეალური პერიპეტიები. თუ ხელოვნურად არ დაძაბა იქ ვითარება გარკვეული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა, პანკისელებს შეუძლიათ ადეკვატური პასუხი გასცენ არსებულ გამოწვევებს.

პანკისელების მობილიზება რომ არ იყოს, ახლა გაცილებით მეტი ადამიანი იქნებოდა სირიასა და ერაყში. გაცილებით უფრო გაურკვეველი სიტუაციაა ქვემო ქართლსა და აჭარაში. აქ რა ხდება, ნაკლებად არის ცნობილი საზოგადოებისთვის. ასევე ეს საფრთხე არსებობს აფხაზეთში, დე-ფაქტო კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც უკვე არიან ისლამური ხალიფატის წარმომადგენლები.

რეზონანსი”: პანკისიდან ახალგაზრდების გადინება კვლავ მიმდინარეობს. დღეს გახდა ცნობილი, რომ სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა – 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი. არსებობს რამე რესურსი იმისთვის, რომ რეგიონიდან ახალგაზრდების გადინების პროცესი როგორღაც შევაჩეროთ?

ვახტანგ მაისაია: არ ვიცი, როგორ უნდა შეაჩერო ეს. ადამიანი მიდის თურქეთში და იქიდან ხვდება სირიასა თუ ერაყში. ან საერთოდ არ წავა თურქეთში, წავა რომელიმე ევროპულ სახელმწიფოში, იქიდან ჩავა თურქეთში და მერე გადავა სირიაში. სირიაში ევროპიდან ჩავიდა ჩატაევი, რომელიც თურქეთის საზღვართან საერთოდ არ დაფიქსირებულა.

საჭიროა უფრო მეტი აგენტურული მუშაობა და აქტიური ღონისძიებების გატარება, ეს უკვე სპეცსამსახურების საქმეა. პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხებით ამის აღმოფხვრა ძალიან რთულია. ძნელია განსაზღვრო ვინ არის ისლამური ხალიფატის მიმდევარი. კავკასიური ლიდერების შეხვედრაზეც შეუძლებელია ამ საკითხის გადაწყვეტა. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ სპეცსამსახურების იმედად უნდა ვიყოთ.

„ვერსია“, 29 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „საქართველოს მოსახლეობას ფიზიკური საფრთხე ემუქრება! ხალიფატმა საქართველო ,,ისლამური სახელმწიფოსსაზღვრებში მოაქცია

ნინო კომახიძე

(შემოკლებით)

ისლამური ხალიფატი, სირიის შემდეგ, ჩრდილოკავკასიას ღიად პირველად დაემუქრა – ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ,,კავკასიის ვილაიეთის” დაარსება დაანონსა. ,,ვილაიეთის” მმართველი ,,იმარატის” დაღესტნის ფრთის მეთაური მუჰამად ალ კადარი იქნება. აღსანიშნავია, რომ ,,ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ,,მაღალჩინოსანი” პანკისელი ომარ ალ შიშანია, რომელსაც მუქარისშემცველი ვიდეო არაერთხელ გაუვრცელებია. შემთხვევითი, ალბათ, არც ისაა, რომ ამას წინათ, თბილისის ცენტრალურ უბანში, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთი ცოცხალი მოწმის, ზელიმხან ხანგოშვილის მოკვლა სცადეს, რომელიც ისლამურ ხალიფატს უპირისპირდება. ხანგოშვილის მთავარ მოწინააღმდეგედ ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე ახმედ ჩატაევი ითვლება, რომელიც დღეს ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ რადიკალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს.

რას ნიშნავს ხალიფატის მიერ გამოქვეყნებული რუკა, სადაც საქართველო, საბერძნეთი და სხვა ევროპული ქვეყნები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საზღვრებშია მოქცეულნი, რას იზამს რუსეთი ჩრდილოკავკასიაში, რა როლი ექნება საქართველოს ახალ რეგიონულ გადანაწილებაში და რატომ დუმს ხელისუფლება კარსმომადგარ საფრთხეზე? – ,,ვერსიის” რესპონდენტი, ,,კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი მოვლენათა განვითარების ტრაგიკულ სცენარზე ლაპარაკობს.

- თავის დროზე, როცა ხალიფატის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ისრაელის შემდეგ მისი მომდევნო სამიზნე ჩრდილოეთ კავკასია იქნებოდა, ჩვენმა ორგანიზაციამ განგაშიც ატეხა. სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო ფორმალური ორგანიზაციებია – ჩვენს განცხადებებსა და ინიციატივებზე პასუხი აქამდე არ მოგვისმენია, ვერც ქმედით ნაბიჯებს ვხედავთ, დღემდე ვერც საქართველოს ეროვნული უშიშროების კონფენცია მოვისმინეთ და ვერც _ ქართული ჯარის მშენებლობის გეგმა თუ თავდაცვის ეროვნული დოქტრინა. არ ვიცით, რეალურად, თავდაცვის რა სისტემა გვაქვს, რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით განვითარებას როგორ ვაპირებთ, ჩვენი ქვეყანა რა ძირითადი საფრთხეების წინაშე დგას და მათი გააქტიურების შემთხვევაში, რა გეგმა გვაქვს, ვინაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ვის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და ა.შ. ყველაფერი ეს აბსოლუტურად გაურკვეველია.

- ჩვენს მეზობლად, ,,ისლამური სახელმწიფოსმიერ ,,კავკასიურ ვილაიეთისდაფუძნება ძირითადი საფრთხე არაა? რა გადალაგება მოხდება რეგიონში და და ჩვენი და რუსეთის ურთიერთობაში რა შეიცვლება?

- ისლამური სახელმწიფოს საფრთხე საქართველოს საზღვრებთან კი არა, უკვე საქართველოს საზღვრებშია. ეჭვი მეპარება, ისლამური ხალიფატის ხელმძღვანელობა ჩვენსკენ 40 000-იან ლაშქარს გამოუძღვეს, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ასევე კავკასიაში დასაყრდენი უკვე ჰყავს და არავინ იცის, ამ ხალხის რა მიმართულებასა და დავალებას მისცემს. თუ ისლამური ხალიფატი რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დაიწყებს, საქართველო ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგება – ან რუსს უნდა დავეხმაროთ ან ხალიფატს. შუალედური პოზიცია არ არსებობს. ამ ბრძოლაში ავტომატურად ჩართული აღმოვჩნდებით. ისლამური ხალიფატი თავისი იდეოლოგიითა და ქმედებებით მიუღებელია, რუსეთი კი საგარეო პოლიტიკით და მასთან, პრაქტიკულად, საომარ მდგომარეობაში ვართ.

(…)

- „ისლამური ხალიფატის“ სასარგებლოდ, როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი ქისტი იბრძვის. ბატონო ზაალ, ამის მიზეზი რა არის?

- ამ მიმდინარეობის იდეოლოგია მსხვერპლშეწირვა და თვითმკვლელობაა. ასეთები შეიძლება, საქართველოშიც არიან, მათ შორის როგორც მებრძოლი მოჯაჰედები, ისე ე.წ. გადამბირებელები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით იეჰოვას მოწმეებს ჰგვანან.

(…)

_ დღეს თურქეთი იმ ქვეყნების სიაშია, ვისაც ხალიფატი პირდაპირ ემუქრება. ასევე გამოქვეყნდა რუკა, სადაც საქართველო, საბერძნეთი, გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები ისლამური სახელმწიფოს ნაწილადაა მოაზრებული. ეს რას ნიშნავს?

- ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობას, აბსოლუტურად უდანაშაულო და დაუცველ ადამიანებს ფიზიკური საფრთხე ემუქრებათ. ჩემი აზრით, ყველაფერი ეს ჩრდილოკავკასიაში რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში გადაიზრდება. ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ომი რასაც ნიშნავს, 1994-99 წლებში უკვე ვნახეთ, ეს ახალი ომი კი წინასგან განსხვავებული და გაცილებით დაუნდობელი იქნება. ვინმე არც მეგობრული საქართველოს ინტერესებს გაითვალისწინებს და არც _ ეთნიკური კავკასიელების. დიახ, ეს პირდაპირ შეეხება საქართველოს – ბოლოსდაბოლოს, ჩვენთან 500 000-ზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს, თუნდაც ქვემო ქართლსა და აჭარაში და, რა თქმა უნდა, პირდაპირი საფრთხე გვემუქრება. რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა მძიმე შეიარაღებას თუ გამოიყენებს, რომელიც შორ მანძილზე მოქმედებს, საერთოდ არ ვიცი, ასეთ ვითარებაში მზად რისთვის ვიქნებით. ახლა ორცეცხლშუა ვართ და სწორედ დროა, მოკავშირეები ქვეყნის გარეთ ვეძებოთ _ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი იქნება ეს თუ სტრატეგიული პარტნიორი აშშ. ცალკე აღებული, ამ პრობლემას ვერცერთი სახელმწიფო ვერ მოაგვარებს. ეს ღია ომი არაა, სადაც მტერსა და მის პოზიციებს ღიად ხედავ _ ეს პარტიზანული ომი და თვითშეწირვაა, ამიტომ სად, რა და როდის აფეთქდება, არავინ იცის. ჩვენი ორგანიზაცია სასოწარკვეთილია, რადგან 2009 წლიდან ამ კითხვებს ვსვამთ და პასუხებს ვერ ვიღებთ. ამ კითხვების დასმის ჟამი კიდევ ერთხელ მოვიდა და ახლა უნდა გაცხადდეს, ვინ კაცია და ვინ _ არაკაცი, ვინ პატრიოტი, თაღლითი, მამაძაღლი, ,,გნიდა” და ლაჩარია.

- ყველაფერ ამის ფონზე, საქართველოს მეორე სირიად ქცევა ემუქრება?

- საქართველოს, ერთი მხრივ, გარესაფრთხეებისა და მეორე მხრივ, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების მიზეზით, სირიიზაცია ემუქრება. ქვეყანა იდეოლოგიურად უკვე გახლეჩილია – ვიღაცას ევროკავშირის წევრობა სურს, ვიღაცას _ ევრაზიული სავაჭრო კავშირისა. ეს შეიძლება, შიდადაპირისპირების საგანი გახდეს და სირიაშიც ყველაფერი ასე დაიწყო: ვიღაც რუსეთთან კარგი ურთიერთობის მომხრე იყო, ვიღაც წინააღმდეგი. მერე, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთმანეთთან მიტინგებზე ჩხუბი დაიწყო, ორივემ თოფი ისროლა და ოპოზიციას რადიკალური ისლამი დაეხმარა.

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხალიფატის კავკასიური ,,ფილიალიდა ისლამური სახელმწიფო, რომელიც ჩვენგან 500 კილომეტრშიც არაა, გაერთიანებას მოახერხებენ?

- ეს, რა თქმა უნდა, რეალური სცენარია, უბრალოდ, დროის წინასწარმეტყველებაა შეუძლებელი. მთელი ამ მოვლენების საბოლოო მიზანიც ეგაა _ ამ ორი წარმონაქმნის გაერთიანება.
რეზონანსი“, 30 ივნისი, 2015 წელი

ასოცირების წლისთავი

ევროკავშირთან უფრო აქტიური პოლიტიკა რომ გვქონოდა, შესაძლოა, იმაზე წინ ვყოფილიყავით, ვიდრე დღეს ვართ”

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმის მიღების შანსი – სწორედ ესაა სპეციალისტთა აზრით, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან (2014 წლის 27 ივნისიდან) გასული ერთი წლის შედეგი.

ისინი იმ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სარგებელზე მსჯელობენ, რაც ქვეყანამ გასული წლის განმავლობაში მიიღო, ან შეეძლო მიეღო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხა. საბოლოო ჯამ,ში კი, ამ პერიოდის მუშაობას ნაყოფიერად აფასებენ.

(…)

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულება იმ მოცულობით, რა მოცულობითაც უკვე ზალაშია შესული, თანამშრომლობას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს, მათგნა წამყვანი კი ორი მიმართულებაა: ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შემოღება და დიალოგი სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. გარდა ამისა, თანამსრომლობა ასევე გულისხმობს პოლიტიკურ, სოციალურ, უსაფრთხოების სფეროს და ასე შემდეგ, ანუ ყველა იმ მიმართულებით, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის დღის წესრიგშია.

„ჩვენ ძირითადად ყურადღებას ორ მომენტზე ვამახვილებთ. პირველ რიგში ეკონომიკურ თანამშრომლობაზე – საქართველოსთვის ევროპული ბაზრის ნაწილი უკვე გაიხსნა. სპეციალისტების აზრით, ამ ფაქტმა ჩვენ ურთიერთვაჭრობას გარკევეული სტიმული მისცა. მართალია, შედეგები ჯერ მოკრძალებულია, ვინაიდან ვაჭრობა სრული მოცულობით მხოლოდ მაშინ განვითარდება, როცა დოკუმენტის რატიფიცირებას ყველა სახელმწიფო მოახდენს. რაც სეეხება სავიზო რეჟიმს, ამ სფეროში საქართველომ გარკვეული სამუსაოები უკვე შეასრულა, დარჩენილის რეალიზებას კი წლის ბოლოს ევროპელი ექსპერტები შეაფასებენ. თუკი ისინი ჩათვლიან, რომ ყველაფერი შესრულებულია, მაშინ უვიზო რეჟიმის დაწესებაზეც დაიწყება მოლაპარაკება“, – ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი.

ექს-მინისტრის აზრით, თუ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ამ ერთი წლის მანძილზე საკმაოდ ინტენსიური იყო, არის გარკვეული შედეგები, თუმცა ძირითადი სამუშაო მაინც წინ არის.

(…)

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია კი ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად თავად ასოცირების ხელსეკრულების ხელმოწერას მიიჩნევს და ამბობს, რომ ბევრმა სახელმწიფომ, რომელსაც ამის სურვილი ჰქონდათ, ეხ ვერ მოახერხეს, მაგალითად, უკრაინამ. შესაბამისად, პოლიტოლოგი დადებით მომენტად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოს, სხვებისაგან განსხვავებით, აქვს შესაძლებლობა სამომავლოდ ევროპასთან ინტეგრაციას მიაღწიოს და ეს წარმატებული ნაბიჯია, განსაკუთრებით კი კავკასიის რეგიონის რთული სიტუაციის გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ საქართველო ახლა, უნდა თუ არ უნდა, მაინც ვალდებულია ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს, ანუ დაუხლოვდეს ევროატლამტიკურ სივრცეს. ეს სამომავლოდ მოსახლეობისთვისაც კარგია. ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველომ რეგიონული იზოლაცია გაარღვია, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად აღმოჩნდა. საქართველო უკვე აღარ იყო არც დსთ-ის და არც ევრაზიული კავშირის წევრი, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. ასოცირების შეთანხმებამ კი საშუალება მოგვცა ამ სიტუაციიდან გამოვსულიყავით“.

მიიღო თუ არა საქართველომ იმ სარგებლის მაქსიმუმი, რისი მიღებასაც ასოცირების შეთანხმებაზე ხემოწერით იმედოვნებდა? ამ კითხვაზე კორნელი კაკაჩია ასე პასუხობს: „რაც შეეხება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას, ის ამ ეტაპზე ვერ მივიღეთ, მაგრამ ხელისუფლებას რომ ძალიან მოენდომებინა, შეიძლებოდა უკეთესი პოზიცია გვქონოდა, თუმცა ამ მიზნის მიღწევა გარეშე ობიექტურმა მიზეზებმაც დაამუხრუჭა. საერთოდ, საგანგაშო მაინც არაფერი გვაქვს. თუკი საქართველო დარჩენილ მოთხოვნებს შეასრულებს, მომავალი წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებას მიიღებენ. ეს უკვე ასოცირების შეთანხმების კონკრეტული შედეგი იქნება და ამას მოსახლეობაც იგრძნობს“, – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

Comments are closed