globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 30 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 30th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“, 30 დეკემბერი, 2014 წელი

ნინო ბურჯანაძე: „ნაციონალებს ჩვენთვის გინება რომ გაებედათ, ინტერვიუების მიცემის თავი არ ექნებოდათ“
(შემოკლებით)
„პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 2014 წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე დიდი დრო დაუთმო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებზე საუბარს’, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი შორენა მარსაგიშვილი).
ნინო ბურჯანაძის შეფასებით, „სამარცხვინოა, ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სამჯერ განაცხადა, რომ მზადაა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდეს, ჩვენი პრეზიდენტი კიმ იმას ამბობს, რომ უცხოელ პარტნიორებს შევეკითხები და მერე გადავწყვეტ, შევხვდე თუ არაო. თუ ჩვენ გვგონია, რიომ რუსეთის პრეზიდენტს სხვა საქმე არ აქვს და მხოლოდ საქართველოს ხელმძღვანელებთან შხვედრაზე ფიქრობს, ძალიან ვცდებით“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოში ამ შეხვედრის მიმართ სკეპტიკური განწყობა შეიმჩნევა და მიაჩნიათ, რომ ის არანაირ შედეგს არ მოიტანს. ექს-სპიკერის თქმით კი, საქართველოს უფრო მეტად სჭირდება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, ვიდრე რუსეთს. „ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა სხვა სახელმწიფოების ინტერესებს სევწირეთ, საქართველო გადავაქციეტ რუსეთისა და სხვა სუპერსახელმწიფოებთან დაპირისპირების პოლიგონად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია“, – განაცხადა ექს-სპიკერმა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, წინა ხელისუფლება ხშირად ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომელიც საქართველოსთვის საზარალო იყო – ამის მაგალითად მან ნატოს ბაზების შესახებ გაკეთებული განცხადება გაიხსენა. „თუმცა დღესაც ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, რომ ჩვენივე ნაბიჯებით საკუთარ თავს მტრობთ. ჩვენი მოქმედებით რუსეთს ხელები გავუხსენით, რომ მოსკოვს საკუთარი ინტერესები განეხორციელებინა. ჩვენ სულ მუდამ ნატოს წევრობასა და ბაზებს გავიძახით, არადა, ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ალიანსში წევრობაზე ლაპარაკი არ არის“.
„ჩვენი ხელისუფლება დღეს რუსეთს ისევ ვაშლებსა და ხილზე ესაუბრება, მაგრამ ეს საკმარისი და ეფექტური აღარ არის, აუცილებელია პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირება“, – ხაზი გაუსვა ნინო ბურჯანაძემ. მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ადრე გაკეთებული მისი ყველა პროგნოზი გამართლდა: „როცა ჩვენ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანაზე ვსაუბრობდით, ვთქვით, რომ თუ პოლიტიკური ურთიერთობები არ იქნება მოგვარებული, ერთ მშვენიერ დღეს რუსული ბაზარი შეიძლება ისევ დაიხუროს-მეთქი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არის მესიჯები რუსული ბაზრის შესაძლო დახურვის თაობაზე“. მისი თქმით, ქვეყანა პრობლემების შანსს ყოველდღე კარგავს: „ეს უპირველეს ყოვლისა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებს ეხება“, – აღნიშნა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

„რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ დავით ზალკალიანთან: „უვიზო რეჟიმი კონფლიქტების მოგვარებაშიც დაგვეხმარება“
ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და პარტუია „თავისუფალი დემოკრატების წევრი დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეოპოლიტიკურ ასპექტებზე საუბრობს და ერთგვარად აჯამებს 2014 წლის შედეგებს (ესაუბრება იაგო ნაცვლიშვილი).
„ასოცირების ხელსეკრულების გაფორმებით ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავედით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო დრესვე გაწევრიანდება ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ გადავდივართ პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური თანდათანობითი ინტეგრაციის ეტაპზე. თვითონ პროცესი – ევროკავშირისაკენ სვლა – საქართველოს დიდ სიკეთეს მოუტანს.
რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზების პირველი ფაზის დასრულებას, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საგარეო პოლიტიკის კუთხით. საქართველომ ეს ფაზა ზალიან დიდი წარმატებით დაასრულა და ამას ჩვენი პარტნიორებიც აღნიშნავენ. ახლა გადავდივართ იმპლემენტაციის ფაზაზე. თუ ჩვენი ხელისუფლება ამ ფაზისთვის აუცილებელ მოთხოვნებსაც წარმატებით შესრულება, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ 2015 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმს (ვიზის გარეშე) დაამყარებს.
ვიზების ლიბერალიზება ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია არამარტო თავისუფალი მიმოსვლის თავალსაზრისისთ, არამედ კონფლიქტების მოგვარების კუთხითაც. კერძოდ, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ექნებათ შესაძლებლობა, რომ მათაც ისარგებლონ ევროპაში უვიზო მიმოსვლით… ისინი საერთაშორისო მოლაპარაკების დროსაც ამბობენ, რომ იზოლირებულნი არიან და ვერ გადაადაგილდებიან. უვიზო რეჯიმი მათ ამ პრობლემის დაძლევაში დაეხმარება, ანუ სავიზო ლიბერალიზება კონფლიქტების მოგვარების კუთხითაც უნდა დავინახოთ“, – ამბობს დავით ზალკალიანი.
რაც შეეხება ნეგატიურ საგარეოპოლიტიკურ მოვლენებს: დავით ზალკალიანი ურყოფით ფაქტად მიიჩნევს რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. მისი თქმით, საქართველომ ბევრი რამ გააკეთა რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად (ვაჭრობისა და მიმოსვლის აღდგენა), მაგრამ ამ ნაბიჯებმა კონფლიქტების მოგვარებაზე დადებითი გავლენა ვერ მოახდინა.
„რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების მავნე შედეგების გასანეიტრალებლად საჭიროა საერთაშორისო ბერკეტების უფრო აქტიურად გამოყენება, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, მუდმივი კონტაქტი უმაღლეს თანამდებობის პირებთან, რათა მათ დაინახონ, რომ ეს არის ჩვენი უმწვავესი პრობლემა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეეცადა, რომ ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებს ამ დესტრუქციული ქმედების შეფასება მოეხდინათ. იყო გამოხმაურება ევროკავშირის უმაღლესი კომისრის მხრიდან, მაგრამ გასაკეტებელი ჯერ კიდევ ბევრია. მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე განცხადებების გაკეთება ან ცალკეული თანამდებობის მქონე პირების გამონათქვამები არასაკმარისია. აუცილებელია მეტი აქტიურობა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, საჭიროა აქტიური მუშაობაარაფორმალურ დონეზეც, სატელეფონო საუბრების დროს.
ჩვენი ერთადერთი ბერკეტი სწორედ ისაა, რომ მოვახდინოთ ამ საკითხის რაც სეიძლება მაღლა აწევა. როცა რუსეთს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავის მართლება უწევს, ამ დროს ის იძულებული ხდება სამომავლოდ აღარ გაიმეოროს მსგავსი დესტრუქციული ქმედება.
2014 წელს პოზიტიური იყო აგრეთვე ნატოსტან ურთიერთობაც: ალიანსისი მიერ ჩვენთვის მონიჭებული გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი და ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური იყო’, – ამბობს დავით ზალკალიანი
მინისტრის ყოფილი მოადგილის შეფასებით, 2014 წელს გრძელდებოდა „ძალიან წარმატებული თანამშრომლობა აშშ-სთან“. მისი თქმით, „აღნიშვნის ღირსია პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის შედეგები, თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან მისი შეხვედრა. იშვიათია, როდესაც რამდენიმე თვის წინ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს აშშ-ის პრეზიდენტი მასპინძლობს. აშშ-ში ვიზიტის წარმატებაში ქართველი დიპლომატების როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკაში არაერთგზის დააფიქსირეს ჩვენი ქვეყნისადმი მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ სამომავლო წარმატებები დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო საერთაშორისო დონეზე აღებულ ვალდებულებებს. პოლიტიკური დევნის ნიშნების ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სივრცესთან, რაც გამოჩნდა კიდეც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან მიმართებით“.
დავით ზალკალიანმა სინანულით აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა შემაჯამებელი პრეს-კონფერენციის დროს „სრულად არ ჩამოთვალა ჩვენი საგარეოპოლიტიკური წარმატებები, რის გამოც გული დამწყდა. ჩვენ ხომ ეს ყველაფერი ერთად გამოვიარეთ. როგორც ჩანს, მან იმიტომ არ ისაუბრა ჩვენს წარმატებებზე, რომ ჩვენ დღეს ოპოზიციაში ვართ, რომ კრიტიკულ შენიშვნებს გამოვთქვამთ. იმ სიკეთის დავიწყება არ უნდა მოხდეს, რასაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ“.
რაც შეეხება პერსპექტივას, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური კურსი უნდა გააგრძელოს: „ველოდები, რომ უფრო მეტი სიმწვავით დადგება ჩვენი პრობლემები საერთაშორისო არენაზე. იმასაც ველოდები, რომ ხელისუფლება დაინახავს იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც ჩვენს საგარეო პოლიტიკაში არსებობს“.

„რეზონანსი“, 30 დეკემბერი, 2014 წელი
თქვენი აზრით, ქვეყნისთვის 2014 წლის მოვლენებიდან რომელი იყო ყველაზე დადებითი და რომელი უარყოფითი?
თქვენი აზრით, ქვეყნისთვის 2014 წლის მოვლენებიდან რომელი იყო ყველაზე დადებითი და რომელი უარყოფითი? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ ადამიანებს მიმართა.
გია მურღულია (ფილოლოგი): რთული კითხვაა! შეიძლება გამიჭირდეს პასუხის გაცემა. დადებითი მოვლენა ალბათ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაა. საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. უარყოფითი მოვლენა ალბათ ის არის, რომ ადამიანები მაინცდამაინც დიდი ძალისხმევით არ გამოირჩეოდნენ, რომ საქართველოსთვის ბევრი სიკეთე მოეტანათ და ახალ წელს უშლიან ერთიანობისა და საზოგადოების კონსენსუსის მოღწევას.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): დადებითი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაა. უარყოფითი ეკონომიკის ვარდნა, ვალუტის კურსის ვარდნა, ეკონომიკის გაჩერება, სოციალური მდგომარეობის გაუარესება და კიდევ უარყოფითია ეს ენის მოჩლექვა რუსეთის მიერ ექსპანსიური პოლიტიკის წინაშე.
დავით მაღრაძე (პოეტი, პუბლიცისტი): ასოცირების ხელშეკრულება არის ყველაზე დადებითი მოვლენა. რაც შეეხება უაყოფით მოვლენას, საყდრისის აფეთქებას ვთვლი.
ნინა წკრიალაშვილი (მომღერალი): (…) ძალიან ვწუხვარ, საქართველო უკრაინაში მომხდარ მოვლენებს ემიჯნება.

Comments are closed