globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 31 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 31st, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი//მთელი კვირა“: „ოცნების“ ტოტალური გამარჯვება // საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია სრული კრახით დასრულდა

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ჩხუბი, სიტყვიერი დაპირისპირება, ქეიფი და ბანქოს თამაში // როგორ ჩატარდა მეორე ტური რეგიონებში

„რეზონანსი//მთელი კვირა“: სად და რატომ წავიდა დავით უსუფაშვილი

„რეზონანსი//მთელი კვირა“: გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა დავით უსუფაშვილის მიერ “რესპუბლიკური პარტიის” დატოვება? (გამოკითხვა)

——

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „რესპუბლიკელების“ სხვა ლიდერებს ისეთი პოლიტიკური ხედვები აღმოაჩნდათ, რაც მიუღებელია“

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „დავით უსუფაშვილს დიდი გეგმები აქვს და მარტივად არ დახურდავდება“ // „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალები“ მთავარ ოპოზიციად დანიშნა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან: „ნაციონალები“ მოქალაქეების დაზაფვრას კიდევ ერთხელ ეცადნენ“ // „არჩევნების შემდეგ პარტიები თავიანთ სტრატეგიას გადახედავენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „ამ არჩევნებს დადებითად ვერ შევაფასებ“ // რას უწუნებს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ახლანდელ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „სამიდღემჩიო მოსამართლეობა აბსოლუტური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გელა ხუციშვილთან: რატომ გართულდა მიმოსვლა სარფის საბაჟოზე // „საქართველომ სასაზღვრო რეჟიმი აუცილებლად უნდა გაამკაცროს“

——

„კვირის პალიტრა“: ნატო: ბრძოლა შავი ზღვისთვის!!!

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „თინა ხიდაშელის განცხადება პოლიტიკური სპეკულაციაა“ // ნატოს ბევრ რამეს ვთხოვდით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები არ კმაყოფილდებ­ოდა

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან: „კონსტიტუციაში­ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ურთიერთკონტროლის სისტემა დარღვეულია“ // გახდება თუ არა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე?

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „პრეზიდენტობაზე კახა კალაძე აკეთებს გათვლას“

„კვირის პალიტრა“: როგორ ავირჩიოთ პრეზიდენტი // პრეზიდენტს, რომელსაც მხოლოდ ლენტების გაჭრისა და გვირგვინების მიტანის ფუნქცია დარჩა, ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია არ სჭირდება“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ვიღაცებს ჩემზე ენა გაექცათ, ძალიან იაფად იყიდებაო“

——————-

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ოცნებისტოტალური გამარჯვება

საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია სრული კრახით დასრულდა

ეკატერინე ბასილაია

“ოცნებამ” დიდი ხნის სურვილი და ქადილი აასრულა და “ნაციონალები” მაჟორიტარულ ფლანგზე სრულად გაანადგურა, ისე რომ ერთი მანდატიც არ არგუნა. მეორე ტური “ოცნების” აბსოლუტური გამარჯვებით დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, მმართველმა პარტიამ ერთი ოლქის – ხაშურის გარდა, ყველა მოიგო და საკონსტიტუციო უმრავლესობაც გაინაღდა. მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პირველ ტურში მარნეულსა და ახალციხეში უპირატესობა ჰქონდა, მეორე ტურში ამ ოლქებშიც დამარცხდა და პირველად პარლამენტში მაჟორიტარის გარეშე იქნება. მე-9 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 44 პროპორციული სიით და 72 – მაჟორიტარულით ჯამში 116 დეპუტატი ეყოლება, უფრო მეტი, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის იყო საჭირო.

სრულ გამარჯვებაზე პირველი განცხადება “ქართული ოცნებიდან” უბნების დახურვისთანავე, ღამის 8 საათზე გაკეთდა. პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ არჩევნებმა დემოკრატიულად და სამართლიანად ჩაიარა და მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა “ქართულ ოცნებას”.

კახა კალაძის ამ საზეიმო განცხადების პარალელურად კი გაყალბებაზე საუბარი დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ”. მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა რურუას თქმით კი, ეს იყო ტერორიზმის გარემო, “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი იკადრა და “ასეთი საქციელით შეიძლება, მთელი არჩევნები გამოცხადდეს უკანონოდ”. “ეს არის ძალიან უსინდისო, ძალიან სამარცხვინო და ძალიან უკანონო ბრძოლა, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ ეწევა ხელისუფლება,” – განაცხადა რურუამ.

პროტესტის ყველა ფორმის გამოყენება დააანონსა გიგა ბოკერიამ, თუმცა, დიდი ალბათობით, “ნაციონალები” მხოლოდ გაყალბებაზე განცხადებებით შემოიფარგლებიან და აქციები არ იქნება, ისე როგორც ეს იყო პირველი ტურის შემდეგ.

საარჩევნო უბნები ყველგან ღამის 8 საათზე დაიხურა. ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურში მივიდა 929 265 ამომრჩეველი, რაც საერთო ამომრჩევლის 37,5%-ია. ოლქების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა მცხეთის 37-ე საარჩევნო ოლქში, სადაც გამოცხადდა ამომრჩეველთა 62.5%; ყველაზე დაბალი აქტივობა კი დაფიქსირდა გორის 41-ე ოლქსა და ზუგდიდის 65-ე ოლქში, სადაც მივიდა – 21%-ზე ცოტა მეტი. ეს ის ოლქებია, სადაც ოპოზიციიდან მეორე ტურში გასულ წარმომადგენელს საკუთარი კანდიდატურა მოხსნილი ჰქონდა.მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური სულ 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. ამათგან 49 ოლქში წარმოდგენილი იყო “ქართული ოცნების” წევრი და ერთ ოლქში “ოცნებასთან” აფილირებული დამოუკიდებელი კანდიდატი. სახელისუფლებო კანდიდატების მოწინააღმდეგე 44 ოლქში იყო “ნაციონალური მოძრაობა”, 2 ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი და თითო-თითო ოლქში “თავისუფალი დემოკრატებისა” და “მრეწველების” წარმომადგენლები.

ორმა მაჟორიტარობის მსურველმა ხელისუფლებასთან ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა – ერთმა “ნაციონალებიდან” სანდრა რულოვსმა” ზუგდიდის ერთ-ერთ ოლქში და მეორემ, “თავისუფალი დემოკრატებიდან” ირაკლი ალასანიამ გორში.

პირველადი შედეგები გამოცხადდა შუა ღამის 12 საათისთვის, როდესაც დათვლილი იყო მონაცემების 50%-ზე მეტი, სულ 1250 საარჩევნო უბნის მონაცემები. 50 ოლქიდან 48 ოლქში გამარჯვებული იყო “ოცნება”, ხაშურში – “მრეწველების” კანდიდატი სიმონ ნოზაძე, მთაწმინდის ოლქში კი – დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც “ოცნება” უჭერდა მხარს.

ცესკოს შეფასებით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 131 საჩივარი და ძირითადი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს “სამართლიანი არჩევნები”. მაგალითად, ზუგდიდის ორ უბანზე ხმის დათვლის დროს ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა. ერთ კონვერტში ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათები, მეორეში კი იყო მინაწერი, რითიც იგი ადასტურებდა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის ფაქტს.

ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 54 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 35, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში 39 საჩივარი.

ოცნებისა და ნაცმოძრაობის ურთიერთბრალდებები

აყველაზე დაძაბული საათები უბნების დახურვის შემდეგ, ღამის 8 საათიდან დაიწყო და ამ მხრივ გამორჩეული მარნეული და მთაწმინდა აღმოჩნდა.

„ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა რურუა, რომელმაც როგორც ჩანს, გაიგო რომ აგებს, არეულობის მოწყობას გეგმავს. ირაკლი კობახიძის თქმით, რურუა აპირებს არეულობისთვის გამოიყენოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია “ოლმედია”, რომლის ათასობით წარმომადგენელი დარეგისტრირებულია ცესკოში დამკვირვებლად და ეს ადამიანები ცდილობენ ხელოვნურად შეაფერხონ საარჩევნო კომისიების მუშაობა მთაწმინდის ოლქებში. მან ასევე განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულშიც გეგმავს ახალგაზრდების მობილიზებას და რამდენიმე უბანზე არჩევნების ჩაშლას.

ნიკა რურუამ ბრალდებას სიცრუე უწოდა და ბრალდებითვე უპასუხა. თქვა, რომ უბნების დარბევა სწორედ რომ “ოცნების” გეგმაა.

“ქართული ოცნების” სპიკერის, ირაკლი კობახიძის ცრუ განცხადება, ვითომდა ჩვენ მიერ ე.წ. არეულობის დაგეგმვის შესახებ, შეიძლება ემსახურებოდეს ერთ მიზანს: კერძოდ, იმას, რომ იმ უბნებზე, სადაც “ქართული ოცნების” მარიონეტი პირწმინდად წააგებს არჩევნებს, თვითონ მოაწყონ უბნის დარბევა მართული ბრბოების ხელით, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სამეგრელოს რამდენიმე უბანსა და მარნეულში. ამით მმართველი პარტია მთელი არჩევნების ლეგიტიმურობას ჩააგდებს სერიოზულ საფრთხეში, რადგან ის ხელისუფლება, რომელიც თვითონვე არღვევს კანონს, საკუთარ გარდაუვალ აღსასრულს ეპატიჟება”, – განაცხადა ნიკა რურუამ.

პირველი ტურის მსგავსად დაძაბულობის ეპიცენტრი ისევ იყო მარნეულში. ჯერ დღის განმავლობაში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა “ოცნების” კანდიდატ თამაზ ნავერიანსა და “ნაციონალ” გიგა ბოკერიას შორის. საღამოს კი გიგა ბოკერიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ “ოცნების” წარმომადგენლის, ზაზა ბაირამოვის საუბრის ამსახველი ვიდეო, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი მარნეულის 86-ე უბანზე და თუ აქ შედეგები არ გაუქმდება, პროტესტის ყველა ზომას მიმართავენ. მისი თქმით, ივანიშვილი გაყალბებისა და დაშინების ბინძურ მეთოდებს იყენებს.

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა არა მარტო ერთი უბნის, არამედ მთლიანად მარნეულის 36-ე ოლქის შედეგების გაუქმება მოითხოვა. მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში არჩევნები მიმდინარეობდა გაყალბების, დაშინებისა და დარღვევების ფონზე და აქედან გამომდინარე, ამ არჩევნებმა არ ასახა მარნეულის ამომრჩევლის ნება.

400 ბიულეტენის ჩაყრას მტკნარი სიცრუე უწოდა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ: “წინასწარი მონაცემებით, 86-ე უბანზე სულ ხმა მისცა 380-მა ამომრჩეველმა. შესაბამისად, მტკნარი სიცრუეა ის, რომ ვიღაცამ 400 ბიულეტენი ჩაუშვა ყუთში. უბანზე კენჭისყრა მიმდინარეობდა სამართლიანად და გამჭვირვალედ. ექსცესებსა და დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია,” – განაცხადა მარნეულის საოქლოს თავმჯდომარემ.

დარღვევებს გამორიცხავს მარნეულში მყოფი სოზარ სუბარიც: „ვიდეო არ მინახავს და ვერ გეტყვით ვერაფერს. აბსოლუტურად ყველა უბანზე იყვნენ დამკვირვებლები. რამე დარღვევას გამოვრიცხავ. თუ ერთ უბანზე მოხდა სერიოზული დარღვევა შეისწავლონ და გაუქმდეს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა. მან თქვა, რომ “ქართულ ოცნების” კანდიდატს დამაჯერებელი უპირატესობა აქვს. შუაღამის 12 საათისთვის კი, როდესაც ცესკომ პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა და თქვა, რომ ერთი ოლქის გარდა ყველგან “ქართული ოცნება” იგებდა, მარნეულში “ოცნებამ” ფეირვერკებით ზეიმიც დაიწყო.

რეაქციები ორ დაპირისპირებულ ბანაკში

“ქართული ოცნების” ოფისში გაკეთდა განცხადებები, რომ არჩევნები იყო დემოკრატიული და მშვიდი და მოსახლეობამ თქვა, რომ ის კიდევ 4 წელი ენდობა “ქართულ ოცნებას”. “ამჟამად უკვე დათვლილია უბნების უდიდესი ნაწილი და, შესაბამისად, ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება ყველა საარჩევნო ოლქში, გარდა ერთი ოლქისა”, – განაცხადა კობახიძემ და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის.

“ნაციონალურ მოძრაობაში” კი პირიქით, საუბარი იყო, რომ არჩევნებმა ჩაიარა შიშის, დაშინების და წნეხის ფონზე და ის ბევრგან გაყალბდა. “ეს არის არჩევნები, სადაც ვერ ვისაუბრებთ ადამიანების მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვაზე,” – ამბობს ელენე ხოშტარია. მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ადამიანების დაშინება ხდებოდა. “არქაული მეთოდი – კარუსელი გაიხსენეს, ამის აღიარება ცესკოსაც მოუწია. მარნეულში გაყალბების დიდ მასშტაბზეა საუბარი. შუქის ჩაქრობა – ასევე არქაული მეთოდის გამოყენება, ეს არის არჩევნები, სადაც ვერ ვისაუბრებთ ადამიანების მხრიდან თავისუფალი ნების გამოხატვაზე,” – მიიჩნევს ელენე ხოშტარია.

დამარცხებული აჰმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ მარნეულში ასეთი უღირსი არჩევნები შევარდნაძის მერე არ ყოფილა და “ქართული ოცნების” გამარჯვება იყო უღირსი.

“ამ არჩევნების ლეგიტიმაციას ვაყენებთ ეჭვქვეშ, რადგან ეს იყო უღირსი გამარჯვება”, – განაცხადა იმამკულიევმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებდა, რომ მთაწმინდის ოლქში სალომე ზურაბიშვილს გაემარჯვა. “ეს არჩევნები 2002 წლის არჩევნებს მაგონებს. ასეთი უსინდისოდ გაყალბებული არჩევნები იყო შევარდნაძის დროს და ესეც აუცილებლად ცუდად დამთავრდება,” – განაცხადა სამადაშვილმა.

ნიკა რურუას შეფასებით, მთაწმინდაზე ყველა უბანთან ზონდერჯგუფები იყვნენ მობილიზებულები და აშინებდნენ ჩვეულებრივ დაუცველ ადამიანებს, ან არ მისულიყვნენ ან მისთვის ხმა არ მიეცათ.

პირველადი შედეგების და მათი სრული მარცხის გამოცხადების შემდეგ რატომღაც “ნაციონალების” არცერთ ლიდერს არ განუცხადებია, რომ ისინი მათი ხმების გაყალბებას აქციით გააპროტესტებდნენ.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ჩხუბი, სიტყვიერი დაპირისპირება, ქეიფი და ბანქოს თამაში

როგორ ჩატარდა მეორე ტური რეგიონებში

ნინო ქეთელაური

არჩვნების მეორე ტურებმა საქართველოს რეგიონებში ურთიერთბრალდებების, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. განსაკუთრებული დაძაბულობით, ისევ მარნეული გამოირჩეოდა, სადაც დილიდანვე “ნაციონალური მოძრაობის” და “ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას მოხდა. მეორე ტურებს არ მოკლებია არც კურიოზები, მაგალითად, ახალციხესა და გურჯაანში ხმის მიცემა მუსიკის, ხოლო გურიაში დალევისა და კარტის თამაშის ფონზე მიმდინარეობდა.

წინასწარი განცხადებები და ურთიერთბრალდებები

მოსალოდნელ პროვოკაციებსა და არჩევნების ჩაშლის მცდელობებზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მხრიდან მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები. ჯერ იყო და “ნაცმოძრაობამ” გააკეთა განცხადება, რომ გორში, ქუთაისში და რუსთავში საარჩევნო უბნებთან დიდი რაოდენობით სპორტსმენების მობილიზებას ჰქონდა ადგილი. “რამდენიმე ოლქში არის დაპირისპირების საფრთხე. ჩვენ ვხედავთ დიდი კონცენტრაციით სპორტსმენებს, რომლებიც იკრიბებიან მაგალითად, გორში, ქუთაისში, რუსთავში. გორში განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციია სოფელ გარეჯვარში, 50-ე უბანთან, სადაც ამ ყველაფრის კოორდინაციას ახდენს ზურაბ მურადაშვილი”, – განაცხადა “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით “ქართულ ოცნებაშიც” გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გარკვეულ პროვოკაციებს და უბნების დარბევას გეგმავდა. რაც შეეხება სპორტსმენების მობილიზებას, ამას “ოცნებაში” “სიცრუე” უწოდეს.

“ამაზე ჩვენ თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ. ვერცერთი ფაქტი ვერ იქნება წარმოდგენილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მხრიდან სპორტსმენების რაიმე მობილიზაციაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს არის დეზინფორმაცია და შესაძლოა ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებდეს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” გარკვეული პროვოკაცია ჰქონდეს დაგეგმილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ახალციხე-ადიგენის ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი აქტივისტებს საარჩევნო უბნების ჩაშლის მიზნით მითითებებს აძლევდნენ. ზოგადად კი ხმის მიცემის პროცესმა რეგიონებში შედარებით მშვიდად ჩაიარა.

სიტყვიერი დაპირისპირება ქვემო ქართლში

ხმაურითა და დაპირისპირებით ყიზილაჯლოს 50-ე უბანი გამოირჩეოდა, სადაც ინციდენტი რამდენიმეჯერ მოხდა. დაძაბულობა “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლის ორმა საჩივარმა განაპირობა, რომელიც მარკირების პროცედურის დარღვევასა და “ოცნების” კომისიის წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეების არჩევანის კონტროლს უკავშირდებოდა. კომისიის თავმჯდომარემ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელს საარჩევნო უბანი დაატოვებინა.

50-ე საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა დამკვირვებლის მიერ აღმოჩენილ ფაქტს, სადაც საარჩევნო კაბინაში რიცხვი “41″ ეწერა. აღნიშნული ფაქტი ყველა დამკვირვებელმა დაადასტურა, რაც უბანზე კანონსაწინააღმდეგო აგიტაციას წარმოადგენს. თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ეს არის პროვოკაცია და კაბინაში ციფრები თვითონ იმ დამკვირვებელმა დაწერა, ვინც კაბინის ფარდა გადაწია.

დამკვირვებელსა და კომისიის წევრებს შორის კამათი უბანზე აურზაურში გადაიზარდა, რის გადასაღებადაც მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბანზე შესვლა ვერ შეძლეს. შესასვლელ კარში კომისიის ერთ-ერთი წევრი და ერთ-ერთი დამკვირვებელი ჩადგნენ. როგორც შემდგომ კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, მედიის წარმომადგენელთა ერთბაშად შეშვება უბანზე კენჭისყრის პროცესს ჩაშლიდა, რის გამოც კომისიამ რამდენიმე წუთით მედიის წარმომადგენელთა უბანში ყოფნა შეზღუდა.

კომისიის თავმჯდომარემ დახმარებისათვის პოლიციას მიმართა. მდგომარეობა კიდევ უფრო მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თამაზ ნავერიანი მივიდნენ. გიგა ბოკერიასა და მას შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. ბოკერია ამ უბანზე შედეგების გაბათილებას ითხოვდა და ყურადღებას იმ პირებზე ამახვილებდა, რომლებიც მისი თქმით, ფარულ ვიდეო ჩაწერებს ახორციელებდნენ.

“გარკვეული ადამიანები პირდაპირ მოითხოვდნენ ამომრჩევლებისგან დაეფიქსირებინათ, თუ ვის მისცეს ხმა”, – განაცხადა ბოკერიამ, რომლის განმარტებითაც აღნიშნული დარღვევები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დააფიქსირა, რის გამოც ის უბნიდან გააძევეს.

ადგილზე ჩასულმა სოზარ სუბარმა და თამაზ ნავერიანმა თავის მხრივ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს და “ნაცმოძრაობა” რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს.

მდგომარეობა დაიძაბა დაბა შაუმიანის #8 საარჩევნო უბანზეც, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი საარჩევნო უბნიდან გააძევეს. “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლის თქმით, კომისიის თავმჯდომარის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მან ის საარჩევნო უბანზე მოქალაქისთვის აგიტაციის გაწევის პროცესში დააფიქსირა და გადაიღო. კომისიის თავმჯდომარე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის უბრალოდ მოქალაქეს ესაუბრებოდა.

“ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან უბნების დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა რუსთავის #29 მაჟორიტარულ ოლქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი, რომლის თქმითაც უბნებზე პარტიის წარმომადგენლებზე კრიმინალები ზეწოლას ახდენენ, რის გამოც ორმა წარმომადგენელმა უბანი დატოვა. თუმცა, ჩიქოვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის თავმჯდომარის თქმით, უბნებზე “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებიდან და დამკვირვებლებიდან ზეწოლის გამო უბნის დატოვებაზე ინფორმაცია არ შესულა.

მოგვიანებით, “ნაცმოძრაობამ” ამომრჩევლის მოსყიდვაში “ოცნება” დაადანაშაულა და სია გაასაჯაროვა, სადაც ჩამოწერილი იყო კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, თითოეულ მათგანს კი “10″ ჰქონდა მიწერილი. პარტიის განცხადებით, ეს ფურცელი “ქართული ოცნების” კოორდინატორს დაუვარდა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტების გარდა მარნეულისა და რუსთავისა, სხვა რეგიონებშიც ფიქსირდებოდა.

რუსთავის #24 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, თამაზ ზაზაძის განცხადებით კი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მან უბრალოდ 10 ლარი ახლობელს მისცა და სთხოვა მაღაზიიდან 10 ლიტრიანი წყალი და სიგარეტი მოეტანა.

ჩხუბი გორში

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, გორში სოფელ ქვემო სოდისში, 45-ე უბანთან პარტიის მხარდამჭერი სცემეს. პარტიის წევრების განცხადებით, სოფელ სოდისში, გორის საკრებულოს წევრმა, კობა ბერიანიძემ “ზონდერებთან ერთად” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი სცემა.

“ქართული ოცნების” განცხადებით კი, გორში, 45-ე უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მიერ იყო პროვოცირებული.

როგორც “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარმომადგენელმა, ალბერტ მერებაშვილმა საარჩევნო უბანთან მყოფ მათ აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც აღნიშნული ინციდენტი მოჰყვა. “ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში პირველად ჩვენს აქტივისტებთან სწორედ ალბერტ მერებაშვილი შევიდა, რომელმაც დაარტყა ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს, რასაც ორმხრივი ჩხუბი მოჰყვა. დაშავებულები არიან ორივე მხრიდან, ასევე თავად ალბერტ მერებაშვილი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულ ფაქტს მერებაშვილის მამის დაკავება მოჰყვა, რაზეც, როგორც კობახიძემ განმარტა, იმედა მერებაშვილმა პოლიციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის დააკავეს.

ოპოზიციის ბრალდებები კახეთში

“ქართულ ოცნებას” ამომრჩევლებზე ზეწოლასა და დაშინებაში ადანაშაულებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თელავი-ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შაქრო ტერტერაშვილი. მისი თქმით, ამომრჩევლების დაშინებას პანკისის ხეობის სოფლებში ჰქონდა ადგილი, სადაც საარჩევნო უბნებზე მყოფმა პარტიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის დარღვევაც დააფიქსირეს.

“ჩვენს ამომრჩევლებს პანკისის ხეობაში აშინებენ და აშანტაჟებენ. ჩვენმა დამკვირვებლებმა ხეობის საარჩევნო უბნებზე დარღვევებიც დააფიქსირეს. დუისის #26 საარჩევნო უბანზე შეიყვანეს ერთი მოქალაქე, რომელსაც ვადაგასული პირადობით მიაცემინეს ხმა. ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ეს მოქალაქე იმ უბანზე სიაში საერთოდ არ იყო. მას, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქის სახელზე მოაწერინეს ხელი.

“გარდა ამისა, ჩვენმა დამკვირვებელმა სოფელ ხალაწანის #8 უბანზე დაწერა საჩივარი, რადგან მისვლისას აღმოჩნდა, რომ საარჩევნო კაბინა და ინვენტარი სწორად არ იყო მოწყობილი. ამ ფაქტზე უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა დაწერეს საჩივარი და ჩვენ სათანადო რეაგირებას ველოდებით”, – განაცხადა შაქრო ტერტერაშვილმა.

მანდარინები და მარკირება აჭარაში

ბათუმის 63-ე უბანზე პირებს, რომლებსაც ხმის მიცემა უნდოდათ, მაგრამ ხელზე მარკირება დაუფიქსირდათ, მიზეზად მანდარინის ჭამა დაასახელეს. ამ უბნის ნაკადის მომწესრიგებელმა 8-10 მარკირებაგავლილი ამომრჩეველი დააფიქსირა, რომლებსაც ხმისმიცემის უფლება არ მისცეს. “მანდარინს ჭიშკართან არიგებენ, თუ რა ხდებოდა არ ვიცი. ვისაც ჰქონდა მარკირება ხელზე, მიზეზად დაასახელა, რომ ჭამა მანდარინი. დაიბანეს ხელი, მაგრამ მაინც ჩანდა მარკირების კვალი. უარი ვუთხარით, არ მივაცემინეთ ხმა და განაწყენებული წავიდნენ. სამი ადამიანი ძალიან გაჯიუტდა, წინააღმდეგობა გაგვიწია, მათი პირადობების ქსეროასლები გადავიღეთ და გვაქვს საქმეში. მანდარინი ჩვენ წინააღმდეგ გამოიყვანეს”, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

აჭარაში “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კარუსელის დატრიალების მცდელობაზე საუბრობდა მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები საარჩევო უბნების გარშემო აგიტაციასაც აწარმოებენ, რაც კანონდარღვევაა.

“12 საათიდან შეიმჩნეოდა რამდენიმე უბანზე ფაქტი, რომელმაც მიიპყრო ჩვენი, კომისიის წევრების ყურადღება. უკვე მარკირებაგავლილი რამდენიმე ქალბატონი ცდილობდა ისევ უბანზე შესვლას ხმის მისაცემად. 38-ე, 33-ე, 50-ე, 30-ე, მე-8 და 26-ე უბნებზე ფიქსირდებოდა აღნიშული ფაქტები. კომისიის წევრების აქტიურობის და შესაბამისი რეაგირების შედეგად, ამ ქალბატონებმა განმეორებით ხმის მიცემა ვერ შეძლეს.

“ამ ფაქტებთან დაკავშირებით შეგვიძლია კიდევ უფრო სარწმუნო ინფორმაცია მოგაწოდოთ – არსებობს ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ამ დარღვევის თაობაზე. ასევე რამდენიმე ფაქტი იყო, როცა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პირდაპირ აგიტაციის წარმოებას ჰქონდა ადგილი საარჩევნო უბანთან იმ მანძილის დაუცველად, რაც კანონშია მითითებული”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ქეიფი და ბანქოს თამაში გურიაში

ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის #15 უბანზე ალკოჰოლის მიღებისა და ბანქოს თამაშის ფაქტი დაფიქსირდა, რისი გადაღების გამოც, “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.

კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ “ეს არავის გასარკვევი არ არის და თავისუფალ დროს, კომისიის წევრი სადაც უნდა, იქ წავა”.

საარჩევნო უბანზე მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ პოლიციის და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გამოძახება გახდა საჭირო.

“ნაცმოძრაობა” მარნეულის შედეგების გაუქმებას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს. მათი განცახადებით, მთელი დღის განმავლობაში არჩევნები მიმდინარეობდა გაყალბების, დაშინებისა და დარღვევების ფონზე და აქედან გამომდინარე, ამ არჩევნებმა არ ასახა მარნეულის ამომრჩევლის ნება.

“თუ არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ჩვენ მივმართავთ დემოკრატიული პროტესტის ყველა ზომას”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბდა.

“ჩვენი ამოცანა არის მომავალში კვლავ გვქონდეს ის ვითარება, რომ იმ ტიპის ქმედებებითაც ვერ შეძლებენ არჩევნების გაყალბებას, როგორც დღეს მოხდა და ამ ამოცანას აუცილებლად მივაღწევთ”, – განაცხადა ბოკერიამ.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

სად და რატომ წავიდა დავით უსუფაშვილი

ელზა პაპოშვილი

სად წავიდა დავით უსუფაშვილი, შექმნის თუ არა ის ახალ პოლიტიკურ ძალას და რა შანსები აქვს, მას როგორც პოლიტიკურ ლიდერს – ამის შესახებ “მთელ კვირასთან” პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები საუბრობენ. მათი განცხადებით, უსუფაშვილმა “რესპუბიკური პარტიიდან” წასვლით სწორი ნაბიჯი გადადგა, რადგანაც ახლა ქართულ “პოლიტიკურ ბაზარზე” ახალი ძალის სერიოზული მოთხოვნილებაა, ხოლო ამ შანსს ვინც გამოიყენებს, ბაზრის დაკავებასაც ის მოახერხებს. თუმცა, პოლიტოლოგების აზრით, რთულია იმის თქმა, მოახერხებს თუ არა ის არჩევნების შემდეგ დაქსაქსულ და დაბნეულ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, რადგანაც უსუფაშვილი არ არის იმ დონის ქარიზმატული ფიგურა, რომელსაც ყველა პოლიტიკური ძალა გაყვება. ექსპერტების აზრით, უსუფაშვილს ამ ბაზარზე გარკვეული პროდუქტის მიწოდება შეუძლია. ხოლო რა ხარისხის პროდუქტს მიაწვდის და რა სახის ელექტორატის დაკავებას მოახერხებს, ამას კი უკვე დრო აჩვენებს.

დავით უსუფაშვილის განმარტებები

“მივიღე ადამიანურად მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების შესახებ”, – განაცხადა შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის დამფუძნებლებს, სხვა ლიდერებს აქვთ შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები, რომლებსაც არ იზიარებს, მაგრამ რომელთა რეალიზებასაც ხელს არ შეუშლის. ხოლო ის ცალკე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს.

“მე ინდივიდუალურ რეჟიმში ვაგრძელებ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს 2-3 თვეში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით – მეტი პრობლემის გამო მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის.

“ამ დიალოგის და ერთობლივი განსჯის შემდეგ შევჯერდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც არსებული გამოწვევების ადეკვატური იქნება. ფაქტია, რომ ევროპულ სახელმწიფომდე და კეთილდღეობამდე ვერ მიგვიყვანენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ვერც სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიუროკრატიული კონგლომერატები, ვერც ერთად ჩადენილი პოლიტიკური ცოდვების გამო კონსოლიდირებული ჯგუფები და ვერც მომცრო პოლიტიკური სამეგობროები შესაბამისი მომცრო ელექტორატით.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსის მქონე ახალი ტიპის პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც პოლიტიკურ-გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიულობის აუცილებლობა და არა მისი მიუღებლობა, შეცვლადობა და არა შეუცვლელობა, ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა. მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ფეხზე მყარად ის, რაც მართლაც ერთადერთი და შეუცვლელია – ქართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს სამშობლოს სათანადოდ უპატრონებს”, – აცხადებს უსუფაშვილი.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრებმა უსუფაშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყვეს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციამ დაგეგმილზე ორი დღით ადრე გაჟონა. მან მადლობა გადაუხადა “რესპუბლიკური პარტიის” წევრებსა და განსაკუთრებით დავით ბერძენიშვილს, რომელმაც, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, “პოლიტიკურად გაზარდა”.

მიზეზები და პერსპექტივა

ანალიტიკოსი და პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დავით უსუფაშვილმა სხვა პოლიტიკური ლიდერებისაგან განსხვავებით, რომლებმაც პარტია დატოვეს, სრულიად სხვა ნაბიჯი გადადგა და მათი ქმედებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მას ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაედგა, რადგანაც მისი მსგავსი პოლიტიკური ფიგურა ქვეყანას ახლა ძალიან სჭირდება და მისი “რესპუბლიკურ პარტიაში” დარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. ანალიტიკოსის აზრით, უსუფაშვილს სერიოზული პოტენციალი აქვს, რომლისთვისაც ამ პარტიაში ყოფნა მომგებიანი არ იქნებოდა, რადგანაც ეს პარტია რეალურად ნაკლები დიაპაზონის მქონე პოლიტიკური კლუბი უფროა, ვიდრე პარტია.

“დავით უსუფაშვილის წასვლას არჩევნებსაც არ დავუკავშირებ, რადგანაც “რესპუბლიკური პარტია”, თავისი სპეციფიურობიდან გამომდინარე, ვერასდროს ვერ პოულობს ელექტორალურ ბაზას. დავით უსუფაშვილს კი ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ ამ კუთხით უფრო მეტი ამბიციები ჰქონდეს. ვფიქრობ მისი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ძალიან კარგია, მითუმეტეს, როცა მთელი პოლიტიკური ელიტა ფაქტიურად დიდ დეპრესიაში იმყოფება. მისი მსგავსი ფიგურის დამოუკიდებლად გასვლა და ახალი ძალის შექმნა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება. მას აქვს ის თვისებები, რაც ახლა ქართულ პოლიტიკას ძალიან სჭირდება და ასეთი იშვიათია. ძალიან დასანანი იქნებოდა, რომ ის პოლიტიკას დაეკარგა. უსუფაშვილი მიხვდა, რომ “რესპუბლიკურ პარტიაში” დარჩენა საბოლოო ჯამში მას თავისი პოტენციალს ბოლომდე გახსნის საშუალებას არ მისცემდა”, – ამბობს გია ხუხაშვილი. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უსუფაშვილი ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია, ის არ არის იმ დონის ფიგურა და იმ ქარიზმის მატარებელი ადამიანი, რომ მან არჩევნების შემდეგ დაქსაქსული ოპოზიციის გაერთიანება ერთ ალიანსად მოახდინოს. ხუხაშვილის აზრით, მის ირგვლივ პარტიების კონსოლიდაცია ვერ მოხდება, რადგანაც ამ ტიპის ლიდერი არ არის.

მაკონსოლიდირებელი ლიდერები მისი გადმოსახედიდან უფრო სხვა ქარიზმის მატარებლები არიან. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე ახალ პოლიტიკურ ძალებზე მოთხოვნილებაა, ხოლო პოლიტიკასაც ბაზრის პრინციპები ახასიათებს – თუ მოთხოვნილებაა, მაშინ მიწოდებაც უნდა მოხდეს.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ უსუფაშვილს ამ ბაზარზე გარკვეული პროდუქტის მიწოდება შეუძლია, ხოლო რა ხარისხის პროდუქტს მიაწვდის და რა სახის ელექტორატის დაკავებას მოახერხებს, ამას კი უკვე დრო აჩვენებს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ არჩევნებმა პარტიებს შიგნით ბევრი წინააღმდეგობები გააჩინა და სამომავლო გეგმებზე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს განსხვავებული აზრი აღმოაჩნდათ. საყვარელიძის თქმით, იმედგაცრუების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებში მსგავსი ძვრები ბუნებრივია. მისი აზრით, ირაკლი ალასანიაც და დავით უსუფაშვილიც სწორად მოიქცნენ, როდესაც ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღეს. ფაქტია, რომ ამ პოლიტიკური სპექტრით, რაც არჩევნების შემდეგ დარჩა, საქართველოს მომავალი სწორად ვერ განვითარდება და გარკვეული კითხვის ნიშნების ქვეშ შეიძლება დადგეს. ამიტომაც საყვარელიძე ფიქრობს, რომ ახალი პარტიები უნდა შეიქმნას, სხვაგვარად ქვეყანა ვერ განვითარდება.

„დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილება ძალიან სწორი და დროულია. რა თქმა უნდა, მან ქვეყნისთვის აუცილებელი და საჭირო გადაწყვეტიელბა მიიღო. ახალი პოლიტიკური ძალები უნდა შეიქმნას, რომელიც ახალგაზრდებზე ორიენტირებული იქნება, რომლიც ახალ სახეებზე, ახალ იდეებზე და ახალ სტრატეგიაზე გააკეთებს აქცენტს. როგორც ალასანიას, ისევე უსუფაშვილს უნდა გავუგოთ. ორივემ ქვეყნისთვის საჭიროდ როგორც ჩათვალეს, ისე მოიქცნენ. “რესპუბლიკური” პარტია რომ პარლამენტში ვერ მოხვდებოდა, ამას ბევრი ვარაუდობდა და ანალიზს აკეთებდა. მათ საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში სწორი ტაქტიკა არ ჰქონდათ არჩეული. “რესპუბლიკელები” ამბობდნენ, რომ თუ საზოგადოებას ჩვენი არ ესმის, მაშინ მით უარესი მათთვისო. “ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ინტელექტუალების კლუბს შეიძლება ჰქონდეს. ასეთ რამეს არცერთი პოლიტიკოსი არ ამბობს, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა სურს. თუ უსუფაშვილი ამ ინტელექტუალური ქედმაღლობის უკუგდებას მოახერხებს და ადამიანებთან მათთვის გასაგებ ენაზე ისაუბრებს, ალბათ მისი ახალი პოლიტიკური ძალისთვის ეს პერსპექტიული ნაბიჯი იქნება”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

პოტენციური პარტნიორები

რამაზ საყვარელიძის ვარაუდით, თუ დავით უსუფაშვილმა “რესპუბლიკელები 2″ შექმნა, მაშინ შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც ეს მის ძველ პარტიაში იყო.

რამაზ საყვარელიძე დიდი ალბათობით გამორიცხავს, რომ ალასანიასა და უსუფაშვილის მხრიდან რაიმე ერთობლივი პოლიტიკური ძალა შეიქმნას. მისი აზრით, თუ ის ინფორმაცია სწორია, რომ ირაკლი ალასანია თავის კარიერას აშშ-ში გააგრძელებს, მაშინ მისი უკან დაბრუნება ნაკლებად მოსალოდნელია.

პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ თუ უსუფაშვილი ახალ პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებს, სჯობს საზოგადოებას ახალი სახეები წარუდგინოს, ვიდრე ძველი, ნაცნობი და წაგებული ადამიანები.

“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი წევრი ანი მიროტაძის განცხადებით, ის, რაც “რესპუბლიკურ” პარტიაში ხდება, ეს მათი პირადი პრობლემებია და ალბათ პოლიტიკოსების მხრიდან ამის შეფასება კორექტული არ იქნება. მისი თქმით, დავით უსუფაშვილი დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკური ფიგურაა, რომლის დაკარგვის ფუფუნებაც ჩვენს ქვეყანას არ აქვს. ამიტომაც მისი პოლიტიკური რესურსი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებული უნდა იქნას. ანი მიროტაძის განცხადებით, თუკი უსუფაშვილი მათთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და მათი შეხედულებები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში ერთმანეთს დაემთხვევა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სასარგებლოდ მათ შორის დიალოგი შედგება.

“გამომდინარე იქიდან, რომ “ეროვნული ფორუმი” სახლში წასვლას და ქუდის დახურავს არ აპირებს, ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებთ, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის ბრძოლას დაიწყებს. ჩვენი შეხედულებები რამდენად დაემთხვევა უსუფაშვილის თუნდაც ახალი პოლიტიკური ძალისას, ამას დრო და სიტუაცია გვიჩვენებს. ალბათ საზოგადეობას კარგად ახსოვს, რომ ჩვენმა პარტიამ, პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობისკენ და გაერთიანებისკენ უკვე მოუწოდა. ვნახოთ როგორ მოხდება ჩვენი წინადადების მიღება და განხილვა. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ რა გადაწყვეტიელბას მიიღებს. პოლიტიკური პარტიები არ უნდა არსებობდნენ იმისთვის, რომ მხოლოდ პოლიტიკურ ველზე იტივტივონ. მათ ქვეყნის განვითარებაში თავისი როლი უნდა ჰქონდეს. სხვაგვარად, ჩვენი აზრით, ასეთი პოლიტიკური ძალის არსებობას აზრი არ აქვს”, – ამბობს ანი მიროტაძე.

“რესპუბლიკელთა” გამოხმაურება

დავით უსუფაშვილის პარტიიდან წასვლას “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აფასებს. მისი თქმით, ეს უსუფაშვილის პირადი გადაწყვეტილებაა და მას ყველამ პატივი უნდა სცეს. სამნიძის თქმით, მისი პარტიიდან წასვლა დიდი დანაკლისია, თუმცა სამომავლო პოლიტიკური გეგმების განხორციელებაში წარმატებებს უსურვებს.

“დავით უსუფაშვილი არის პროფესიონალი, კვალიფიციური პოლიტიკოსი, როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვის. შესაბამისად, სადაც არ უნდა იყოს ის, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს. ის შედეგები, რაც არჩევნებში მივიღეთ, ცხადყოფს, რომ დაბალანსების პოლიტიკა და მთავარი პარტნიორის, მთავარი მრჩევლის პოლიტიკა მცდარი გზა იყო. ჩვენი დამარცხება გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ ჩვენმა ამომრჩევლემა ოპოზიციაში ცალკე მდგომად ძალიან გვიან დაგვინახა და ჩვენი აღქმა, როგორც ოპოზიციური ძალის, ვერ მოასწრო. ჩვენ ამის შესახებ პარტიაში უკვე დიდი ხანია ვმსჯელობთ და მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ პარტიაში ახალი ძალების გაძლიერება და შემოყვანა გვჭირდება. სწორედ ეს იყო ის საკითხი, რის გამოც დავით უსუფაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და პარტია დატოვა. ეს პარტიისთვის ძალიან დიდი დანაკლისია, თუმცა მას წარმატებებს ვუსურვებთ”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა დავით უსუფაშვილის მიერ “რესპუბლიკური პარტიის” დატოვება?

სალომე სარიშვილი

(შემოკლებით)

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარტია დატოვა და განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, დამფუძნებლებსა და სხვა ლიდერებს შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები აქვთ, რასაც იგი არ იზიარებს, თუმცა მის რეალიზებასაც ხელს არ შეუშლის. (…)

გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა დავით უსუფაშვილის მიერ “რესპუბლიკური პარტიის” დატოვება? – ამ კითხვით საზოგადოების წარმომადგენლებს მივმართეთ.

ნინო ლაპიაშვილი (ა/ო “სუფთა პოლიტიკა): “ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება, რადგან “რესპუბლიკური პარტიისთვის” მარცხი პირველი არ ყოფილა. ხოლო, ისეთ პოლიტიკოსს, როგორიც დავით უსუფშვილი გახლავთ, ქვეყნის დასავლური კურსის განსაზღვრაში საკუთარი წვლილის შეტანა პარლამენტის გარეთაც შეეძლო. ამ დროს კი მოცარიელებულ პოლიტიკურ ველს ვიღებთ და ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები საკუთარ პარტიებს ემშვიდობებიან. ჩანს, რომ ჩვენ ვეღარ დავინახავთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც დასავლური კურსის უალტერნატივობას საკუთარი პარტიებიდან გვიმტკიცებდნენ. ჩემი აზრით, უსუფაშვილის არგუმენტები ნაკლებად დამაჯერებელი იყო და შესაბამისად, ნაკლებად გამართლებულიც.”

მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი): “მეჩვენება, რომ უსუფაშვილმა, როგორც პოლიტიკოსმა საკუთარი თავი უკვე ამოწურა. ხოლო ის ნაბიჯი, რაც მან პარტიიდან წამოსვლით გადადგა, უკვე განწირულ ნაბიჯზე მიუთითებს. ძალიან საეჭვოდ მეჩვენება ის აზრი, რომ უსუფაშვილი მოქმედი პოლიტიკოსის სტატუსს ინდივიდუალურ რეჟიმშიც შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ გაუჭირდება. ვფიქრობ, მისი გადაწვეტილება გამართლებული იყო, რადგან მოგახსენეთ, რომ მან ჩემი აზრით, საკუთარი თავი ამოწურა.”

ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): “ვფიქრობ, მას “რესპუბლიკური პარტია” უფრო ადრეც უნდა დაეტოვებინა. მართალია, დავით უსუფაშვილის პარტიაში მისვლა მათთვის შენაძენი იყო, მაგრამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს “რესპუბლიკელებს” დიდად არ წაადგათ. მიუხედავად იმისა, რომ “რესპუბლიკელები” 30-წლიან არსებობას ირწმუნებიან, ამ პარტიამ ვერ მოახერხა და ვერ შეძლო საზოგადოების მოთხოვნებზე აპელირება. ვერ მოახერხა ქვეყნის მოსახლეობისთვის ისეთი პრინციპების შეთავაზება, რაც მათ ღირებულს გახდიდათ.

უფრო მეტიც, “რესპუბლიკური პარტია” იმ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავდა, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იყო. აქედან გამომდინარე ქართველ ხალხს მათი დანარჩენი კონცეფციები არ აინტერესებდა, ხოლო უსუფაშვილის იქ ყოფნა მისთვის ზიანი იყო. ვფიქრობ, იგი ცალკე აქტიურობით დასავლურ პარტიებს ვერ ჩაანაცვლებს, რადაგან მას ამის ქარიზმა არ გააჩნია.”

ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ “ერისიონის”  სამხატვრო ხელმძღვანელი): “ნათქვამია – “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო”, ჰოდა, უსუფაშვილმაც ზუსტად ეს გააკეთა და სწორადაც მოიქცა. მას არც ჭკუა აკლია, არც გონება და არც სხვა რამ. ალბათ რაღაც კიდევ ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით, თუმცა მას ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად ვუწონებ, რადგან ნიჭიერი კაცია და არც მარტო გაუჭირდება თავის დამკვიდრება“.

———————-

„კვირის პალიტრა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით უსუფაშვილთან: „რესპუბლიკელებისსხვა ლიდერებს ისეთი პოლიტიკური ხედვები აღმოაჩნდათ, რაც მიუღებელია

რუსუდან შელია

რესპუბლიკური პარტია დავით უსუფაშვილმა­ ისე დატოვა, საზოგადოებისთვის კონკრეტული პოლიტიკური გეგმები არ გაუცნია – ცნობილია მხოლოდ ის, რომ 2-3 თვეში ყველა პოლიტიკურ ძალასთან ინტენსიურ დიალოგს გეგმავს, ვინც შრომისა და ცვლილებებისთვის ეფექტიანი გზების მოძიებისთვისაა შემართული:

- პარტიიდან ჩემი წამოსვლის შესახებ ინფორმაცია იმაზე ადრე გავრცელდა, ვიდრე ვგეგმავდი – მინდოდა 31 ოქტომბერს საზოგადოებისთვის განმემარტა, რატომ გადავწყვიტე პარტიიდან წამოსვლა, განცხადება პარტიის თავმჯდომარესთან ერთად უნდა გაკეთებულიყო, თუმცა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, ამიტომ მოვლენებს მეც დავასწარი. ვწუხვარ, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებმა ჩემი ნაბიჯის შესახებ მედიიდან შეიტყვეს.

- რა გახდა პარტიიდან თქვენი წამოსვლის მთავარი მიზეზი?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანურად მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მივიღე. ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ საქმიანობაზე უარს ვამბობ, პირიქით, ოპოზიციურ ველზე აქტიურად ვიმუშავებ, მაგრამ ეს უკვე სხვა ტიპის საქმიანობა იქნება და არა რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად მოქმედება. ჩემი გადაწყვეტილება კი იმით არის განპირობებული, რომ პარტიის მომავალზე პარტიის თავმჯდომარეს, მის დამფუძნებლებსა და სხვა ლიდერებს ისეთი პოლიტიკური და ტაქტიკური ხედვები აღმოაჩნდათ, რაც, ჩემი აზრით, მიუღებელია.

- რას გულისხმობთ?

- ეს ხედვები მიუღებელია იმის გამო, რომ, ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო შემცირდება პარტიის გავლენა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე, წინააღმდეგობას კი იმ მარტივი მიზეზით ვერ მოვახერხებ, რომ”რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლების ღვაწლს ქართულ პოლიტიკაში დიდ პატივს­ ვცემ – ვაღიარებ მათ რესურსსაც რესპუბლიკური პარტიის მომავლის განსაზღვრაში.

არც ის მავიწყდება, რომ სწორედ ამ პარტიაში ავიდგი ფეხი, პოლიტიკოსად კონკრეტულად დავით ბერძენიშვილმა მაქცია, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი, თუმცა პარტიიდან მივდივარ. პარტიის დატოვებაზე არჩევნებამდეც ბევრი მიკიჟინებდა, მაგრამ პარტიასთან ერთად 25 წელი განვვლე და არჩევნებზეც მათთან ერთად უნდა წავსულიყავი. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ჩემს საარჩევნო ოლქსა და საერთოდ, ქვეყანაშიც, თუმცა, ერთად მივიღეთ არჩევნების შემდეგ დაფიქსირებული შედეგი. ამიტომ არჩევნების შემდეგ პარტიასთან ერთად ჩაძირული, ახლა ინდივიდუალურად გავაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, პარტია კი, დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას პოლიტიკაში კვლავ იტყვის.

- სად ან ვისთან აპირებთ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, მაგალითად, შემოთავაზების შემთხვევაში კონკრეტულ მაღალ თანამდებობაზე თანხმობას ხომ არ გეგმავთ?

- როგორც გითხარით, ვიქნები დამოუკიდებელი და აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას გავაგრძელებ. დაახლოებით ორი-სამი თვე მჭირდება, რომ ინტენსიური დიალოგი ვაწარმოო ყველა იმ ძალასთან, ვინც დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული საქართველოს მშენებლობით არის დაინტერესებული, ვისაც აქვს შემართება პოლიტიკური ბრძოლის გასაძლიერებლად. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიმარჯვოს, ვისაც ექნება ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსი. რაც შეეხება თანამდებობებს, მომავალი ორი კვირის განმავლობაში საზოგადოება პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მიხილავს, ორი კვირის შემდეგ კი სახელმწიფო თუ სასამართლო პოსტზე წასვლას არ ვაპირებ.

- არჩევნების შემდეგ ტენდენციად იქცა ლიდერების პარტიიდან წასვლა. თუ აპირებთ, მაგალითად, ირაკლი ალასანიასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას?

- მზად ვარ დიალოგისთვის ყველასთან, ვინც მიიჩნევს, რომ ყურების ჩამოყრის დრო არ არის – არც უსასოობაში უნდა გადავცვივდეთ, პირიქით, ყველა ადამიანთან ვისაუბრებ, ვინც ენერგიით არის სავსე და მზადაა სერიოზული, დამღლელი პოლიტიკური საქმიანობისთვის და ვისაც საქართველო ევროპის ნაწილად წარმოუდგენია. ეს არ იქნება ორ-სამ დღეში, ამას რამდენიმე თვე დასჭირდება. პირველ რიგში, მე მოსმენისთვის ვარ მზად, რადგან ბოლო წლებში ისეთ რეალობაში ვიყავით, ძირითადად, მე ვსაუბრობდი და საზოგადოება მისმენდა. ახლა მოვუსმენ ხალხს.

- საინტერესოა, თქვენთან ერთად თინა ხიდაშელი პარტიის დატოვებას არ გეგმავს?

- ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, თინა ხიდაშელი არ გეგმავს ჩემს დატოვებას.
———————-

„ახალი თაობა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „დავით უსუფაშვილს დიდი გეგმები აქვს და მარტივად არ დახურდავდება“ // „ქართულმა ოცნებამ ნაციონალები მთავარ ოპოზიციად დანიშნა

რატომ დატოვა დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკელები, შექმნის თუ არა ახალ პარტიას, რატომ გარბიან პოლიტიკოსები პოლიტიკიდან, რა საფრთხე შეუქმნა საკუთარ თავს „ქართულმა ოცნებამ“? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- პარტიებიდან ლიდერების წასვლის პროცესი წინა კვირასაც გაგრძელდა. 28 ოქტომბერს მიშა მაჭავარიანმა აიღო პოლიტიკური ტაიმაუტი, 29 ოქტომბერს კი დავით უსუფაშვილმა დატოვა რესპუბლიკური პარტია. რასთან გვაქვს საქმე?

- მიხეილ მაჭავარიანის ამბავი საერთოდ არ არის საინტერესო. რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, მისი გადაწყვეტილება კანონზომიერი და ლოგიკურია. რესპუბლიკური პარტია ელექტორალური თვალსაზრისით უპერსპექტივო ძალაა, რასაც მისი არსებობის ისტორიაც ადასტურებს. უსუფაშვილის პოლიტიკური წონა ბევრად აღემატება რესპუბლიკური პარტიის წონას. ის საჭიროა ქართული პოლიტიკისთვის. ამ დიაპაზონს მისი ყოფილი პარტია ძალიან უვიწროებდა და უპერსპექტივოს ხდიდა. ჩემი აზრით, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, დამოუკიდებლად რომ გადაწყვიტა მოქმედება.

- ამბობთ, ის საჭიროა ქართული პოლიტიკისთვისო და რესპუბლიკელებში დარჩენის შემთხვევაში აღარ იქნებოდა საჭირო?

- რესპუბლიკური პარტია მისთვის იყო ღუზა, რომელიც წინ წაწევის საშუალებას არ აძლევდა. ამიტომაც დაიწყო მან ახალი პოლიტიკური სტარტი. ეს როგორც მისთვის, ასევე ქვეყნისთვისაც კარგია. მისი მსგავსი ფიგურა ბევრი არ გვყავს. ქართულ პოლიტიკაში ცოტაა ისეთი ხალხი, რომელსაც კომპეტენციაც აქვს და სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარიც. რა გზაც უნდა აირჩიოს, მე მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.

- მის მომავალთან დაკავშირებით უამრავი ვერსია ვრცელდება. ზოგი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად წავა, ზოგი სხვა უწყებაში უწინასწარმეტყველებს მუშაობის დაწყებას. თავად ამბობს, რომ არცერთ სახელმწიფო სამსახურში არ წავა. თქვენი აზრით, საით წავა მისი გზა?

- არა მგონია, რომ ის სახელმწიფო სამსახურში მუშაობას დათანხმდეს. ეს მისთვის პოლიტიკურად არ იქნება მომგებიანი. მე ვფიქრობ, მან უფრო გრძელი თამაში დაიწყო და ასე მარტივად არ დახურდავდება, პარტიიდან წამოსვლის სანაცვლოდ რომელიმე თანამდებობაზე წამოსკუპდეს. ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში მრავლად არიან. ბოლო დღეებში ამის ბევრი მაგალითი ვიხილეთ. პარტიიდან წამოსვლის სანაცვლოდ თანამდებობის მიღება ძალიან იაფფასიანია.

- დავით უსუფაშვილისნაირი ფიგურები ბევრი არ გვყავსო და თუ რაიმე თანამდებობას დათანხმდება, ქვეყნისთვის ხომ კარგი იქნება?

- ქვეყნისთვის კარგი იქნება, მაგრამ მისთვის – არა. დავით უსუფაშვილი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და ასეთ შეცდომას არ დაუშვებს. მან, როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ გრძელი თამაში წამოიწყო.

- ახალ პარტიას ხომ არ შექმნის?

- ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, რაღაცას აუცილებლად გააკეთებს.

-იხეილ მაჭავარიანის წასვლაზე თქვით, ეს საინტერესო არ არისო და რატომ არ მიგაჩნიათ საინტერესოდ, ის ხომ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო?

- გარდა იმისა, რომ მისი ამბავი ჩემთვის საინტერესო არ არის, ბევრის არაფრის თქმა არ შემიძლია მის გადაწყვეტილებაზე. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ტაიმაუტის აღება და არც ისაა ცნობილი, რა ტენდენციებთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე. არ გამოვრიცხავ, რომ მაჭავარიანი დაიღალა. ის უფრო ძალაუფლების კუთხით უყურებს ყველაფერს, იმასაც კარგად ხედავს, თუ რა პროცესები ვითარდება საკუთრივ ნაციონალურ მოძრაობაში. უსუფაშვილისგან განსხვავებით, ის არასდროს ყოფილა ისეთი საკვანძო ფიგურა, რომ მის წასვლა-მოსვლას რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს პოლიტიკური პროცესისთვის.

- არჩევნების შემდეგ ჩვენთან ხშირად წასულან პოლიტიკიდან, მაგრამ წელს ეს პროცესი ძალიან გააქტიურდა. თქვენ ამას რას უკავშირებთ?

- მასობრივი წასვლა „ქართული ოცნების“ „დამსახურებაა“. ნაცვლად იმისა, რომ დანაპირები შეესრულებინათ და ნაცმოძრაობა თამაშიდან გაეყვანათ, მთლიანად მოუსუფთავეს პოლიტიკური ველი, გრძელვადიან პერსპექტივაში თავიანთ ერთადერთ ალტერნატივად ნაციონალური მოძრაობა დანიშნეს. ახლა ხომ ყველასთვის ნათელია, რომ სისხლიან 9 წელიწადზე საუბარი და ხელისუფლების აგრესიული პოლიტიკა მიმართული იყო არა ნაცმოძრაობის, არამედ მესამე არჩევანის წინააღმდეგ, რითაც `ქართულმა ოცნებამ~, ფაქტობრივად, მესამე არჩევანი გაანადგურა. აი, ამას მოჰყვა პარტიებიდან ლიდერების წასვლა, რითაც ისევ და ისევ ნაცმოძრაობას შეუქმნეს კომფორტი პოზიციების გასამყარებლად. ახლა პოლიტიკურ მოზაიკას რომ გადავხედოთ, ყველა პარტია დანგრეულია, ყოფილი ხელისუფლება კი დემოკრატიის გარანტად და `ოცნების~ ერთადერთ ალტერნატივად მოგვევლინა. ეს არაფრით შეესაბამება იმ სურვილებსა და მიზნებს, რომლებზედაც მუდმივად აპელირებდა ხელისუფლება.

- ამის გამო ხელისუფლება მხარდამჭერებს არ დაკარგავს?

- რა თქმა უნდა, დაკარგავს. მას ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ უჭერდა მხარს, რომ სჯეროდათ, ნაციონალებს პოლიტიკური ველიდან გაიყვანდა. ნაციონალების წინააღმდეგ განწყობილ ელექტორატს უკმარისობის გრძნობა უკვე დღეს ჩამოუყალიბდა, იმედგაცრუებაც სახეზეა.

- ელექტორატის იმედგაცრუება თავს როდისთვის იჩენს, მომავალი წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თუ უფრო გვიან?

- ჩემი აზრით, ეს რამდენიმე თვეში იჩენს თავს. ნაციონალების ამბავი არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს. სამწუხაროდ, ისინი ძალაუფლებით ტკბებიან და ბევრი რამ შეუმჩნეველი რჩებათ.

მათ კარგად უნდა ახსოვდეთ სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების სეგმენტი. ამ ხალხს აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა აგუგუნდება, როგორც ამას პრემიერ-მინისტრი გვპირდებოდა. ქვეყნის აგუგუნება ასე მარტივად ვერ მოხდება და ამ სეგმენტსაც გარკვეული იმედგაცრუების პერიოდი დაუდგება. იმედგაცრუება თავს 6 თვიდან ერთი წლის დიაპაზონში იჩენს თავს.

„ქართულ ოცნებას“ კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ აბსოლუტურ ძალაუფლებას აბსოლუტური პასუხისმგებლობა მოსდევს, შეუსრულებელ დაპირებებსაც ვეღარ გადააბრალებენ სხვებს. შესაბამისად, წინ მინიკრიზისები გველოდება, მათ შორის, სოციალური ხასიათის, რაც ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი არ ყოფილა. მთავარ ოპოზიციურ ძალად დანიშნული „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხას. მან ამის გასაკეთებლად ყველა ინსტრუმენტი შეინარჩუნა. „ქართული ოცნების“ ერთადერთი არგუმენტი სისხლიან 9 წელიწადზე უკვე ფარსად იქცა. „ქართულ ოცნებას“ უახლოესი პერიოდი თაფლობის თვე ექნება, სადღაც 6 თვის შემდეგ სირთულეები დაიწყება.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება დაპირებების შესრულებას ვერ შეძლებს?

- ძალიან მინდა, რომ შეძლოს, მაგრამ მეეჭვება, შენარჩუნდეს ის პოზიტიური აურა, რომელსაც დღეს გიორგი კვირიკაშვილი ასხივებს. ეს ადამიანი მართლაც პოზიტიურად გამოიყურება. ერთია, როცა ვიღაც პოზიტიურად გამოიყურება, მაგრამ მეორეა შენი მაცივარი, სადაც რაღაც გაჩნდება ან არ გაჩნდება. ცარიელი პოზიტივის გამოსხივებაც მობეზრდებათ ადამიანებს. ძალიან მინდა, ვცდებოდე, მაგრამ ყველა გზა კრიზისისკენ მიდის. დღევანდელი ხელისუფლების ნდობის კრედიტი დიდი არ არის. მას ამომრჩევლის მხოლოდ 25%-მა მისცა ხმა. 25%-ის მხარდაჭერით მათ აბსოლუტური ძალაუფლება მიიღეს. შესაბამისად, ლეგიტიმაცია არის ძალიან დაბალი. ეს დაბალი ლეგიტიმაცია `ოცნებას~ იმის ფუფუნებას არ აძლევს, რომ რადიკალური და არაპოპულარული რეფორმები გაატაროს. არადა, ეს რეფორმები ქვეყანას სჭირდება.

- თუ რეფორმები ქვეყანას სჭირდება, რატომ არ უნდა გაატარონ?

- ასეთი აგრესიული რეფორმების გატარების შემთხვევაში, მას დღეს-ხვალ პრობლემები გაუჩნდება. როდესაც მაღალი ნდობა არ გაქვს, ბუნებრივია, ეს პრობლემები ხელისუფლებას საფრთხეს შეუქმნის. გამოსავალი არც რეფორმების გატარებაზე უარის თქმაშია. უკმაყოფილება ასეთ შემთხვევაშიც გაჩნდება. განაწყენდება ის ხალხი, რომელიც ცვლილებების მოლოდინშია. ასეთ არასახარბიელო სიტუაციაშია დღეს ხელისუფლება. მისთვის ყველა გზა სარისკოა.

„ახალი თაობა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნუკრი ქანთარიასთან: „ნაციონალები მოქალაქეების დაზაფვრას კიდევ ერთხელ ეცადნენ“ // „არჩევნების შემდეგ პარტიები თავიანთ სტრატეგიას გადახედავენ

„ახალი თაობა“ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ესაუბრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, პარლამენტის უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას

- გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ დაავალა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს, სპეციფიკური ფორმით შემოხაზონ კანდიდატები მეორე ტურში, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა განხორციელდა...

- ეს სიცრუეა. ეს დეზინფორმაცია მიზნად საზოგადოებაში დეზორგანიზაციის შეტანას ისახავს. ასეთ დავალებას არავინ იძლევა. მთავარია, ამომრჩეველმა ბიულეტენში ორი არჩევანი არ გააკეთოს და ამის გამო არ მოხდეს მისი გაბათილება.

- ვინ გაავრცელა ეს დეზინფორმაცია?

- ვინ გაავრცელებდა? მოწინააღმდეგე მხარემ. ნაციონალები ამითაც შეეცადნენ მოქალაქეების დაზაფვრას. პირველ ტურშიც ასე იყო და ახლაც, მეორე ტურის დროს ჩვენი ამოცანაა არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება. 30 ოქტომბერს კახეთში ვაკვირდები არჩევნებს, უბან-უბან დავდივარ და ყველგან სიმშვიდეა. 8 ოქტომბერმაც, ძირითადად, მშვიდად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით თითო-ოროლა ექსცესს.

- 8 ოქტომბრის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქართული ოცნება მოსალოდნელ გადატრიალებებსა და არეულობაზე ხმას აღარ იღებს. მათი თქმით, არჩევნების წინ ამ თემების წამოწევა და ნაცმოძრაობის დადანაშაულება წინასაარჩევნოდ დაგჭირდათ...

- ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას” არაფერი გამოუგონებია. ნაცმოძრაობას ნამდვილად ჰქონდა ასეთი გეგმები. იყო ბაქიბუქი ოდესიდან, არსებობდა საუბრების ჩანაწერები. ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა ასეთი გეგმები. ამიტომ გაკეთდა პრევენციული განცხადებები. ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ მოხდა. 8 ოქტომბერს, ღამით, ნაციონალური მოძრაობა შეიკრიბა ცესკოს შენობასთან, თუმცა მალევე დაიშალა. ნაციონალები მიხვდნენ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ. მათ ხალხი არ აჰყვა. როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ მათი გეგმები შეცვლილია. გადატრიალებისთვის მზადების ნიშანწყალიც არ ჩანს. ამიტომ აღარ ვსაუბრობთ ამ თემაზე. ნაცმოძრაობა არ ამბობს უარს ცალკეული პროვოკაციების მოწყობაზე, მაგრამ ფართომასშტაბიანი არეულობისათვის მზადება დღის წესრიგში აღარ არის.

- მომავალი პარლამენტის კონფიგურაციაზე რას იტყვით?

- ჩემი სურვილი იყო, ნაციონალურ მოძრაობას ბევრად ნაკლები მანდატი მიეღო ან სულ არ მოხვედრილიყო პარლამენტში. სასურველი იქნებოდა, ნაცმოძრაობის მანდატები სხვა პარტიებს გადაენაწილებინათ. სამწუხაროა, რომ ეს არ მოხდა. არჩევანი ამომრჩეველმა გააკეთა.

- მესამე ძალად წარმოდგენილი იქნება პატრიოტთა ალიანსი, სხვებმა კი ბარიერი ვერ გადალახეს...

- როგორც ჩანს, პატრიოტთა ალიანსმა ამომრჩევლის გარკვეული სეგმენტი მიიმხრო. ამ ბლოკის მიერ წარმართული საარჩევნო კამპანია აქტიური და რადიკალური იყო. სხვა ძალებმა ამომრჩევლის დაინტერესება ვერ შეძლეს.

- თქვენი აზრით, დავით უსუფაშვილის წასვლა რესპუბლიკური პარტიიდან არჩევნების შედეგებს უკავშირდება?

- ალბათ. ეს მისი პიროვნული გადაწყვეტილებაა. ამგვარი რამ მოხდა თავისუფალ დემოკრატებშიც. დრო იცვლება. პოლიტიკური ძალებიც, ალბათ, შეიტანენ ცვლილებებს თავიანთ საქმიანობაში. ბევრი გადახედავს თავის საარჩევნო სტრატეგიას.

„ახალი თაობა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნანა დევდარიანთან: „ამ არჩევნებს დადებითად ვერ შევაფასებ“ // რას უწუნებს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ახლანდელ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

არჩევნების კარგად ჩატარებისთვის ცესკოს მთავარი მნიშვნელობა ენიჭება. როგორ იმუშავა 2016 წლის არჩევნებში ცესკომ? – „ახალი თაობის“ კითხვებს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი პასუხობს.

- ქალბატონო ნანა, როგორ აფასებთ ცესკოს მუშაობას? ძალიან ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ დარღვევებისა და გაყალბებების შესახებ. უშუალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ კი ნაკლები იყო პრეტენზია. როგორია თქვენი პოზიცია?

_ საქმე ის არის, რომ ცესკოში ციფრებთან, მონაცემებთან და შედეგებთან კავშირი არის ბოლო მომენტში, როდესაც ოლქიდან მოსული შედეგების შეჯამება ხდება. ძირითადი პროცესი მიმდინარეობს უბანზე. ყველაფერი ხდება უბანზე, დარღვევა იქნება ეს, გაყალბება თუ სხვა რამ. რაც შეეხება უბნებს, იქ, მოგეხსენებათ, კომისიები პარტიული ნიშნით არის დაკომპლექტებული. ამიტომ ადგილებზე საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე პარტიებს შორის გარიგებები.

- საით მიანიშნებთ?

- ამ არჩევნებზე, ყველა პროგნოზით, უნდა ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტი და მივიღეთ ორპარტიული პარლამენტი. გვახსოვს კარგად, რომ პატრიოტთა ალიანის სამი დღე 4,99%-ზე იყო გაჩერებული. ეს 15 უბანი ვერა და ვერ დაითვალეს 3 დღის განმავლობაში.

- ეს ხელოვნური პროცესი იყო?

- სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას, რომ 72 საათის განმავლობაში 15 უბანი ვერ დაითვალეს?! შეგახსენებთ, ეს ემთხვევა იმ მომენტს, როდესაც სააკაშვილმა თქვა, რომ ნაციონალები პარლამენტში არ შევიდოდნენ. დავუშვათ, არ შესულიყო ნაციონალური მოძრაობა, გამოდიოდა, რომ „ქართული ოცნება“ რჩებოდა მარტო და ეს არავის აწყობდა.

- ამიტომ შეიყვანეს პატრიოტთა ალიანსი?

- დიახ და ამასობაში ნაციონალურმა მოძრაობამ გადაიფიქრა და პატრიოტთა ალიანსი შევიდა იმ მინიმალური 5,01%-ით. იქ რომ მანიპულაციები იყო, ყველა მონაწილე სუბიექტი აღნიშნავს. პირველ დღეებში, არჩევნების შემდეგ, ყველა მონაწილე სუბიექტი იყო გაჩუმებული და უყურებდა ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც ზუსტად იცოდა, რამდენი მხარდამჭერი ჰყავდა და რა შედეგი უნდა ყოფილიყო. არის კიდევ სხვა საეჭვო მომენტები.

- საეჭვოში რას გულისხმობთ?

- 2003 წელს, როდესაც მე ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, 3 მილიონ 200 ათასი ამომრჩეველი იყო. იმის მერე კიდევ გავიდა ხალხი საზღვარგარეთ, შობადობის ბუმიც არ არის საქართველოში. თუმცა აღმოჩნდა, რომ იმრავლა ამომრჩეველმა და 3 მილიონ 500 ათასამდე ავიდა მისი რაოდენობა.

- საით მიანიშნებთ, რომ სიები გაბერილი იყო?

- კი არ მივანიშნებ, პირდაპირ ვამბობ. ჩვენმა კანონმდებლებმა არა და არ შეიტანეს ცვლილება კანონში. საქმე ის არის, რომ ქვეყნიდან გასული ამომრჩეველი სიაში არის და ვერც ამოიღებ, რადგან თეორიულად ის შეიძლება ჩამოვიდეს არჩევნების დღეს და, რომ არ აღმოჩნდეს სიაში, გიჩივლებს. ამიტომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ ადამიანებს ხმის უფლებას არ წაართმევს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამომრჩეველთა ასეთი არარეალური სია არ უნდა იყოს. აქ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი – აბსოლუტურად ყველა ოლქში არჩევნების წინა დღეებში ზოგან 2 ათასი, ზოგან 3 ათასი ამომრჩეველი დაემატა. საიდან მოვიდა ეს ამომრჩეველი, არავინ იცის. ამომრჩეველი მიწერილია არარსებულ მისამართებზე, არარსებულ კორპუსებზე.

- ეს ცესკომ გააკეთა?

- ვერ გეტყვით, ეს ცესკომ გააკეთა, იუსტიციის სამინისტრო დაეხმარა, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ვინ, მაგრამ ფაქტია, რომ ასე იყო. საბოლოო ჯამში, ჯოხი მაინც ცესკოზე ტყდება, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციას ცესკო ხელმძღვანელობს, მაგრამ აქ ჩართული არიან სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიც. ცესკო აკეთებს ამას იმ მონაცემების საფუძველზე, რომელთაც იღებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და იუსტიციის სამინისტროდან. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ დიდი მითქმა-მოთქმაა ყალბ პირადობის მოწმობებზე, რომლებიც დაარიგეს და ამ ყალბი მოწმობებით ხალხი სხვადასხვა ადგილას აძლევდა ხმას.

- ანუ კარუსელი ამ არჩევნებზეც აქტიურად მუშაობდა?

- კი, რა თქმა უნდა. არავინ ჩათვალოს, რომ მე ახლა ამ არჩევნებზე ვამბობ რამეს და არ ვგულისხმობ იმას, რაც მანამდე, ნაციონალების დროს ხდებოდა. ისინი საერთოდ ისე ჭრიდნენ და კერავდნენ კანონმდებლობას, როგორც თვითონ გაეხარდებოდათ. რევოლუციის შემდეგ, როცა ცესკოს თავმჯდომარე გახდა ჭიაბერაშვილი და ჩაატარა იანვარში საპრეზიდენტო არჩევნები, საერთოდ გაუგონარი შესწორება შეიტანა.

- რომელ შესწორებას გულისხმობთ?

- მათ გამოაცხადეს, რომ ამომრჩეველი ყველა კი არ ვართ, არამედ ამომრჩეველი ყოფილა ის, ვინც მივა და თვითონ დარეგისტრირდება საუბნო კომისიაში. ეს თავისთავად აბსურდია! ამან მისცა მათ საშუალება, მინიმუმამდე დაეწიათ ამომრჩეველთა რაოდენობა. მაშინ სპეციალურად დავიარე, საარჩევნო უბნები ცარიელი იყო და აჩვენეს 93% სააკაშვილის სასარგებლოდ. მერე და მერე საერთოდ აიშვეს. დღეს რომ გაჰყვირიან, `ოცნებას~ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა ჰქონდესო, თვითონ რა ხერხებითა და საშუალებებით მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა 2008 წელს, ყველას კარგად გვახსოვს.

- ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობას შევეხებოდეთ, რა ეტაპები გაიარა ცესკომ 2003 წლიდან დღემდე? სიტუაცია გაუარესდა თუ გაუმჯობესდა?

- ჭიაბერაშვილმა რაც გააკეთა, უკვე გითხარით.

- თქვენით დავიწყოთ...

- მე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი 2 თვე თუ ცოტა მეტი. გასაოცარი და სასაცილოა, რასაც ჩემგან მოითხოვდნენ იმ 2 თვეში – აბსოლუტურად დაზუსტებულ ამომრჩეველთა სიას. დღესაც არ აქვს არავის ეს გაკეთებული. აი, ეს არის ყველაზე მთავარი. მინდა, ისიც შევახსენო მკითხველს, რომ მაშინდელ არჩევნებზე 3 ბიულეტენი იდებოდა კონვერტში. ერთი იყო პროპორციული, მეორე – მაჟორიტარული და მესამე – რეფერენდუმის, პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით.

რევოლუციის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ამ სამიდან მხოლოდ ერთი ბიულეტენი ანუ პროპორციული გააუქმა. ახლა თუ ვინმე ახსნის, როგორ მოხერხდა, რომ მაინცდამაინც პროპორციული გაყალბდა და მაჟორიტარული და რეფერენდუმის სამართლიანად და სწორად იყო ჩატარებული, ამას ვერავინ დაასაბუთებს ვერასოდეს. მეტსაც გეტყვით, სამართლებრივი თვალსაზრისით 2003 წლის არჩევნების შედეგები დღესაც არ არის გაუქმებული.

- ეს როგორ?

- როგორც წესი, ეს უნდა განეხილა საკონსტიტუციო სასამართლოს, სააკაშვილმა კი განახილვინა უზენაეს სასამართლოს და სამიდან მხოლოდ ერთი ბიულეტენი გააუქმებინა. აი, ეს არის იურისტ სააკაშვილის მიერ ჩადენილი ქმედება. იმ არჩევნებით 6 პარტია შევიდა პარლამენტში. ჭიაბერაშვილის მერე თარხნიშვილი და ხარატიშვილი იყვნენ ცესკოს თავმჯდომარეები და ყველა მათგანი იყო რეჟიმის აბსოლუტური მსახური. ამ პროცესებს ახლაც არ არის ჩამოშორებული ხარატიშვილი, რომლის ცოლის კომპანიაც ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს.

- არც ბოლო არჩევნებს აფასებთ დადებითად?

- ძალიან მინდა, დადებითად შევაფასო, მაგრამ არაფრით არ გამომდის, ფაქტები არ მაძლევს ამის საშუალებას. თუნდაც ნინო ბურჯანაძის საჩივრები ავიღოთ, 300 საჩივარი ჰქონდა უბნების გადათვლაზე და არცერთი არ დაკმაყოფილდა. ელემენტარულად, თუ ყველაფერი წესრიგში გაქვს და სწორად გაქვს გაკეთებული, რამდენიმე უბანზე მაინც გადათვალე და დაუმტკიცე ამ ხალხს, რომ ყველაფერი სწორად არის. მაგრამ ეს გაჯიუტება, მთელი საქართველოს მასშტაბით უარის თქმა პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ გახსნა არ აწყობთ, რადგან შედეგები არ არის რეალურად ისეთი, რაც ნაჩვენებია. 3,5% დაუწერეს, როცა აჭარაში 7% აქვს. ასე არ ხდება.

„ახალი თაობა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „სამიდღემჩიო მოსამართლეობა აბსოლუტური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლე უვადოდ დანიშნა. მათ შორის არიან გახმაურებული საქმის მოსამართლეები. სამართლის ექსპერტი, ადვოკატი ლია მუხაშავრია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.

- ქალბატონო ლია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლე სამწლიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ უვადოდ დანიშნა. ძალიან დიდი ვნებათაღელვა იყო, უნდა დანიშნულიყვნენ თუ არა მოსამართლეები უვადოდ და უნდა ყოფილიყო თუ არა სამწლიანი გამოსაცდელი ვადა. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს?

- მთელ მსოფლიოში მიჩნეულია, რომ მოსამართლის სამუდამოდ, სამიდღემჩიოდ გამწესება მოსამართლის თანამდებობაზე მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას უზრუნველყოფს. სამიდღემჩიოდ მოსამართლის გამწესება უდავო გარემოება გახლავთ მისი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ სხვა საკითხია, როგორი პროცედურებითა და კრიტერიუმებით ხდება მოსამართლეთა გამწესება. გახსოვთ, რომ ჩვენთან დიდი დავა გამოიწვია გამოსაცდელმა სამწლიანმა ვადამ _ ყოფილიყო თუ არ ყოფილიყო.

- თქვენ ეთანხმებით გამოსაცდელ ვადას?

- დიახ, გამოსაცდელი ვადა გამართლებულია საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, არ აქვს მაღალი სამართლებრივი კულტურა, მართლმსაჯულების მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან და ა.შ. სხვა გარემოებებიც არის, ამიტომ, როდესაც დღეს სასამართლო სისტემა მეტ-ნაკლებად გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი პარლამენტისა და ახალი ხელისუფლების პირობებში ეს მდგომარეობა შენარჩუნდება ან გაუმჯობესდება. ამ შემთხვევაში დადებითად უნდა შეფასდეს მოსამართლეთა სამიდღემჩიო გამწესება მოსამართლის პოზიციაზე.

- თქვენ მთელ ამ პროცესში სად გაქვთ კითხვის ნიშნები?

- მე ვისურვებდი, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შეფასების კრიტერიუმები იყოს უფრო დაკონკრეტებული და უფრო მკაფიო, მე ვიტყოდი, უფრო საჯარო და გასაგები საზოგადოებისთვის, რადგან ჩვენ ამ ადამიანებს ვაძლევთ უფლებას, სამიდღემჩიოდ განგვსაჯონ. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამდენად არის სრულყოფილი მათი შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა.

- ქალბატონო ლია, რას იტყვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომლის ფუნქციაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაა?

- იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თავისი კომპოზიციის გამო, სამწუხაროდ, არ იმსახურებს საზოგადოების ნდობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო რომ შედგებოდეს საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე წევრებისგან, ეს მოსამართლეთა ნდობას უფრო გააძლიერებდა. თუმცა, პირველ რიგში, უნდა მივულოცოთ ამ მოსამართლეებს, რომლებიც სამიდღემჩიოდ გამწესდნენ მოსამართლის თანამდებობაზე, რადგან ჭეშმარიტი მართლმსაჯულების სამსახურში ყოფნა, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი პატივი და ღირსებაც არის. ზოგადად, მოსამართლისა და მართლმსაჯულების ფუნქცია სახელმწიფოში განუზომლად დიდია, მეტისმეტად მნიშვნელოვანია. მინდა, იმედი მქონდეს, რომ ამ 12 მოსამართლეს ბოლომდე ექნება გაცნობიერებული ყოველივე ეს და ამას ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ასახავენ. სხვაგვარად ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვერ გავხდებით.

- რამდენიმე გახმაურებული საქმის მოსამართლე, მაგალითად, ნატალია ნაზღაიძე, გერმანე დადეშქელიანი, უვადოდ იქნენ გამწესებულნი. კონკრეტულად მათ მიმართ უნდა ჰქონოდათ კითხვები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს? შესაძლებელია, რომ მოსამართლე, სწორედ გახმაურებული საქმეებიდან გამომდინარე, საზოგადოების დაკვირვებისა და განსჯის ობიექტი აღმოჩნდეს?

- დიახ, რასაკვირველია, შესაძლებელია, აღმოჩნდეს, მაგრამ, როდესაც მოსამართლე გახმაურებულ საქმეზე საყოველთაო საზოგადოებრივი აზრის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგად, მაღალ დონეზე უნდა იყოს დასაბუთებული. იმდენად კარგად და დამაჯერებლად უნდა იყოს ყველა მტკიცებულება, ყველა არგუმენტი, ყველა დასკვნა გამოყვანილი, რომ არათუ იურისტთა საზოგადოებაში, არამედ რიგითი მოქალაქის აზრის შეცვლა მოახდინოს, თუ ის მოსამართლის გადაწყვეტილებას წაიკითხავს.

სამწუხაროდ, ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილებები ასეთი სტანდარტისგან ძალიან შორს არის. როდესაც მოსამართლე გახმაურებულ საქმეზე საზოგადოებისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებას იღებს, მას არ უჩნდება სურვილი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს დასაბუთების ნაწილს, სურვილი არ აქვს, საჯარო აზრი, რომელიც არსებობს ამ გახმაურებულ საქმეზე, შეცვალოს, დაანახოს საზოგადოებას, თუ სად დგას სიმართლე.

მოსამართლის გამოხატვის საუკეთესო შესაძლებლობა მისსივე გადაწყვეტილებაა, რომელიც ისე კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, რომ არავის სიტყვა არ წაუცდეს. თუკი მოსამართლე მიუღებელია, მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოსამართლის აცილების საკითხი დააყენონ. თუ მოსამართლეს მხარე არ ენდობა, ასეთ სასამართლოს აზრი ეკარგება, რადგან სასამართლოს არსი არის ის, რომ ორი მოდავე მხარე მივიდეს მესამე, მიუკერძოებელ მხარესთან, რომელიც მათ დავას სამართლიანად გადაწყვეტს.

- და თუ არ დაკმაყოფილდა?

- ეს არის სავალალო, რომ ამ მოსამართლეებს კარგად არ აქვთ გაცნობიერებული ამ გადაწყვეტილებათა ტვირთი, რომელიც მათ მთელი ცხოვრება უნდა ატარონ. თუკი მხარეები დაიწყებენ ასეთი მოსამართლის აცილებას, ამან შეიძლება ბევრი მოსამართლე, რომელთაც მხრებზე აწევთ ასეთი მძიმე ტვირთი, ჩამოაცილოს სასამართლო განხილვებსა და კონკრეტულ საქმეებს.

- ქალბატონო ლია, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა რეალურად არის მეტი დამოუკიდებლობა, მეტი თავისუფლება მათთვის?

- დიახ, ეს არის აბსოლუტური დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი. იმედი მინდა ვიქონიო, რომ ჩვენი მოსამართლეები სათანადოდ დააფასებენ ამ გადაწყვეტილებას და მას სამართლიანობასა და კანონიერების დაცვას მოახმარენ.

„ახალი თაობა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გელა ხუციშვილთან: რატომ გართულდა მიმოსვლა სარფის საბაჟოზე // „საქართველომ სასაზღვრო რეჟიმი აუცილებლად უნდა გაამკაცროს

რა ხდება საქართველო-თურქეთის საზღვარზე, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა, ვინ და როგორ უნდა გააკონტროლოს სახელმწიფო საზღვარი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი სასაზღვრო საკითხებში გელა ხუციშვილი ესაუბრება.

- სარფის საბაჟოზე არსებულ შეფერხებას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ოფიციალური ვერსიით, შეფერხება ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდება. თქვენ წლების განმავლობაში იყავით სასაზღვრო ძალების სარდლის მოადგილე და კარგად იცნობთ საზღვრების სპეციფიკას. ასეთი შეფერხებები რამდენად ხშირად ხდება?

- ის პროცესები, რომლებიც ბოლო დროს თურქეთის საზღვართან ხდება, ჩემში ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს. ცოტა ხნის წინ მოულოდნელად გაირკვა, რომ თურქეთთან სადავო გვქონდა 6 ჰექტარი. საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, დღემდე ასეთი პრეტენზია არავის წამოუყენებია. ამ პრეტენზიებს საზღვარზე შეფერხებებიც დაემატა. ეჭვებს იწვევს ის ფაქტიც, რომ იმათ შეუფერხებლად ატარებენ, ვისაც სამუშაო ვიზა აქვს, სხვები კი სირთულეებს აწყდებიან. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება, სასაზღვრო რეჟიმი შეცვალოს იმის მიხედვით, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა ესაზღვრება სირიას, სადაც ომი მიმდინარეობს. ამ ომში ჩართული არიან ქურთებიც. შესაბამისად, თურქეთმა საზღვრებზე კონტროლი უნდა გაამკაცროს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ სარფის საბაჟოზე გართულებები სირიის კონფლიქტს უკავშირდება?

- მე ბევრ რამეზე მაქვს ეჭვი და არ გამოვრიცხავ, რომ სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრება სწორედ ამას უკავშირდება.

- თუ ასეა, რატომ სახელდება სხვა მიზეზი?

- შესაძლოა, ამის აფიშირება არ სურთ. ფაქტი ისაა, რომ ასეთი რამე წარსულში არ მომხდარა. იმას, რაც დღეს ხდება, ბუნებრივი ფორმის სახე არა აქვს. ის ისეთ რაღაცასთან არის დაკავშირებული, რასაც მე ვერ ავხსნი.

- არ გამორიცხავთ, რომ სასაზღვრო რეჟიმის შეცვლა სირიის კონფლიქტს უკავშირდებოდეს, მაგრამ საქართველოსთან რატომ გაამკაცრა რეჟიმი, აქედანაც საფრთხეს ელოდება?

- მხოლოდ საქართველოსთან არ იქნება ასე. არა მგონია, საბერძნეთთანაც მარტივად იყოს მიმოსვლა. სომხეთთან მას საერთოდ არ აქვს საზღვარი. ეს მიმართულება დაკეტილია. საქართველოს ბევრ სახელმწიფოსთან აქვს უვიზო მიმოსვლა. საბერძნეთში შენგენის ვიზის გარეშე ვერ მოხვდები. აქედან გამომდინარე, თურქეთისთვის ყველაზე მოწყვლადი მიმართულება საქართველოა. ამდენად, სრულიად ბუნებრივია, თუ ანკარა საქართველოსთვის სასაზღვრო რეჟიმს გაამკაცრებს.

- გამოდის, რომ თურქეთის მიერ სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრება საქართველოს მიერ დაწესებულ უვიზო მიმოსვლასთან ყოფილა კავშირში.

- დანამდვილებით გამიჭირდება იმის მტკიცება, ეს ზუსტად რას უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში უპრობლემოდ შემოდის ყველა, ვისაც მოესურვება. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ისლამური სახელმწიფოს მხარეს ასეულობით ეთნიკური კავკასიელი იბრძვის. იქ ჩვენი თანამოქალაქეებიც იბრძვიან. ამ თემაზე ანკარა, ოპერატიული თვალსაზრისიდან გამომდინარე, ხმამაღალ განცხადებას არ აკეთებს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება და ჩვენ ამაზე აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ.

- რაზე მიანიშნებთ?

- როდესაც მეზობელი ქვეყანა სასაზღვრო რეჟიმს ამკაცრებს, ის შენგან რაღაც საფრთხეს ელის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი რაღაც ხდება, რასაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

- უკვე მეორედ ამბობთ, რაღაც სერიოზული ხდებაო და რას გულისხმობთ?

- იმას ვგულისხმობ, რომ ცოტა მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ ვინ შემოდის ქვეყანაში.

- ამით რის თქმა გინდათ, რომ საქართველომაც უნდა გაამკაცროს სასაზღვრო რეჟიმი?

- რაც ახლო აღმოსავლეთში ეს უბედურებები დაიწყო, მაშინვე უნდა გაგვემკაცრებინა სასაზღვრო რეჟიმი. რაც დღეს საქართველოში ხდება, დაუშვებელია. სხვების არ ვიცი და მე ძალიან მეშინია.

- რისი ან ვისი გეშინიათ?

- კარგად გადახედეთ, თბილისში რა კატეგორიის ხალხი დადის და მიხვდებით, რისიც მეშინია. ამ საკითხზე საქმეში ჩაუხედავ ადამიანებსაც უჩნდებათ კითხვები და, ხომ წარმოგიდგენიათ, მე, როგორც ამ საქმის მცოდნე, რა დღეში ვიქნები.

- მოდით, ისევ თურქეთის მიერ სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრების თემას დავუბრუნდეთ. ერთ-ერთი ვერსიით, რეჟიმის შეცვლა საქართველოში გაკეთებულ ანტითურქულ განცხადებებთან არის კავშირში. ამ ვერსიას გამორიცხავთ?

- მიზეზი, შესაძლოა, ბევრი იყოს, მაგრამ ამ ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ, ვერც იმას ვიტყვი, რომ აქ ანტითურქული განცხადებები კეთდება და ანტითურქული განწყობაა. ვინმეს თუ მხედველობაში რამდენიმე კვირის წინ აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ინციდენტი აქვს, ეს არაფერს ნიშნავს. ის, რაც მოხდა, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ვიღაც ძალიან მეთოდურად მუშაობს იმაზე, რომ საქართველოს მეზობლებთან პრობლემები შეექმნას.

მე ადრეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მივიწყებული წარსული არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აღიარებული ვართ 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ საზღვრებში, არავისთან ტერიტორიული პრეტენზია არ გაგვაჩნია. ეს არის დე იურე. დე ფაქტო ხომ არის 23.000 კვ.კმ. თავისი მოსახლეობით, რომელიც ახლა თურქეთის საზღვრებშია მოქცეული. 3.000 კვ.მ. სომხეთის მხარეს არის, 4.000 _ აზერბაიჯანის მხარეს. მართალია, ხმამაღლა არ ვამბობთ, მაგრამ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია.

ახლა ვიღაცამ, შესაძლოა, თქვას, რომ ეს ტერიტორიები ნებაყოფლობით გადავეცით. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ 1921 წელს საქართველოს ოკუპაცია მოხდა, მაშინ რატომ უარვყოფთ ამ მიწების ოკუპაციის ფაქტს? სწორედ იმ ოკუპაციის გამოძახილი იყო, რაც მოხდა. 1993 წელს მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა თურქეთისგან პირდაპირ მოითხოვეს ბრესტის ზავის ანულირება და სომხეთ-საქართველოსთვის მათი კუთვნილი მიწების დაბრუნება. ამოვწიოთ ეს დოკუმენტიც და ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთი პერიოდი იმაზეც ვაპელირებდით, რომ პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე ვიყავით. აუცილებელია საზღვრებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების რევიზია და ინვენტარიზაცია. დროა, გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ, რა ხდება ჩვენ გარშემო – სახელმწიფოები მარტივ მამრავლებად იშლება.

- ფიქრობთ, რომ ჩვენც ეს გველოდება?

- ჩვენ ნელი მოქმედების ნაღმზე ვსხედვართ. რა დროს რა იქნება, არავინ იცის. ძალიან ცუდია, რომ საქართველო ამისთვის მზად არ არის. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, სასაზღვრო უწყება უნდა გამოეყოს შსს-ს, ისევ ცალკე უწყება გახდეს და პრემიერს დაექვემდებაროს. საზღვრების დაცვა ასე უკეთესად იქნება შესაძლებელი.

———————-

„კვირის პალიტრა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ნატო: ბრძოლა შავი ზღვისთვის!!!

ირაკლი ალადაშვილი

იენს სტოლტენბერგმა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ისტორიული განცხადება გააკეთა – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 17 წევრი სახელმწიფო თავის საბრძოლო დანაყოფებს განალაგებს უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, ბალტიისა და შავიზღვისპირა ქვეყნებში.

ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში განთავსდება ალიანსის სამხედრო ბაზები, რომლებიც პირველი თავდაცვის ზღუდე იქნება ისეთი “ჰიბრიდული ომის” დაწყებისას, როგორითაც რუსეთმა ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი, ყირიმის ნახევარკუნძული და დონბასის მხარე დაიპყრო.

საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექვსი ქვეყანა – აშშ, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი და თურქეთი – თავიანთ სახმელეთო, საზღვაო და საჰარო დანაყოფებს გაგზავნიან რუმინეთში სასწავლო ბრიგადის შესაქმნელად, რომელმაც შავი ზღვის რეგიონში NATO-ს საბრძოლო შესაძლებლობები უნდა გაზარდოს.

შავიზღვისპირა ექვსი ქვეყნიდან სამი – თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი – NATO-ს წევრია, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრობას ცდილობენ და მხოლოდ რუსეთია დარჩენილი მოწინააღმდეგეთა ბანაკში, მაგრამ მიუხედავად ამისა, შავ ზღვაში სამხედრო-პოლიტიკურ უპირატესობას მაინც რუსეთი ინარჩუნებს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველი – 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლისა და ნახევარსაუკუნოვანი ცივი ომის დამთავრების შემდეგ დასავლეთში რატომღაც ჩათვალეს, რომ მათ კრემლი დაასამარეს და რუსეთი ფეხზე ვეღარასდროს წამოდგებოდა, რაც უდიდესი შეცდომა იყო. ამასთან, დასავლელ ლიდერებს გამოეპარათ მომენტი, როცა რუსეთმა ჯერ – ეკონომიკურად, შემდეგ კი სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერება დაიწყო და ბუნებრივია, პოლიტიკური მადაც გაეხსნა. ეს გამოჩნდა ჯერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიით, რომელსაც დასავლეთში წაუყრუეს და მხოლოდ არაფრისმთქმელ “შეშფოთება-აღშფოთებას” დასჯერდნენ, რამაც კრემლის ბინადარნიA 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დასაწყებად წაახალისა.

მეორე – ორივე სამხედრო აგრესია რუსეთმა შავიზღვისპირა ქვეყნების – საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა, რის შემდეგაც მოსკოვის ხელში აღმოჩნდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ასეულობით კმ სიგრძის სანაპირო ზოლი, რამაც რუსეთს საშუალება მისცა, თითქმის სრულად გაეკონტროლებინა შავი ზღვის აკვატორიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. ყირიმის ნახევარკუნძულზე თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო, ასევე – საჰაერო თავდაცვისა და ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების განთავსებამ, რომელთა მოქმედების რადიუსი 300-500 კმ-მდე აღწევს, რუსეთს შესაძლებლობა მისცა, გააკონტროლოს შავი ზღვის მთავარი კარიბჭე – ბოსფორის სრუტე, რაც რადიკალურად ცვლის სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს, ცხადია, არა NATO-ს სასარგებლოდ.

მესამე – ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროდან რუსული “ისკანდერის” ტიპის რაკეტები, რომლებსაც 300 კტ-მდე ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინის გადატანაც შეუძლიათ, სწვდება NATO-ს წევრი რუმინეთის ტერიტორიას, რომელზეც ალიანსი თავის ბრიგადას, ხოლო აშშ – ანტისარაკეტო სისტემას განათავსებს, ანუ ყირიმიდან რუსული ბირთვულქობინიანი “ისკანდერები” რუმინეთს ისეთივე საფრთხეს შეუქმნის, როგორსაც კალინინგრადის ოლქიდან – პოლონეთს.

მეოთხე და უმთავრესი მიზეზი, რის გამოც შეიძლება NATO-ს შავი ზღვის რეგიონში გაძლიერება გაუჭირდეს, არის ის, რას მოიმოქმედებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება.

ერთი მხრივ, ოფიციალური ანკარა გვერდით უდგას ალიანსს და NATO-ს­ ეგიდით ისიც გაგზავნის დანაყოფებს რუმინეთში ალიანსის სასწავლო

ბრიგადის შესაქმნელად, მაგრამ ამასთან, ყველამ იცის პრეზიდენტების – პუტინისა და ერდოღანის – “ჩახუტების” ამბავი. შარშან რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს თითქოს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ, შავ ზღვაშიც კი, მაგრამ რუსი ტურისტების თურქეთის­ პლაჟებზე და თურქული­ პომიდვრის­ რუსულ მაღაზიებში დასაბრუნებლად თურქეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო დიპლომატიის ისტორიაში თითქმის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა – პუტინს მოსკოვში ეახლა და ჩამოგდებული ბომბდამშენისა და მოკლული რუსი პილოტის გამო არც ბოდიშის მოხდა გასჭირვებია.

იბადება კითხვა: თუკი თურქეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია, ბოდიში მოიხადა და ალბათ, კრემლს სირიის საკითხებშიც რაღაცები დაუთმო, დაუპირისპირდება ის მოსკოვს შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების შეჯახების შემთხვევაში?

არადა, შავი ზღვის კონტროლის გასაღები დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გაკონტროლებაა და ეს სწორედ თურქეთის ხელშია, რის გარეშეც შავი ზღვა დიდ ჩაკეტილ ტბად იქცევა.

ყველაზე კრიტიკულ მომენტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ამ სრუტეების ჩაკეტვა (რისი უფლებაც თურქეთს აქვს მონტრეს საზღვაო კონვენციის თანახმად, თუკი მას საფრთხე დაემუქრება და ომში ჩაერთვება) ნიშნავს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის სტრატეგიული ინტერესების სრულ კრახს, სირიის მიმართულებითაც კი.

დავუბრუნდეთ შავ ზღვაში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს. მაშინ, როდესაც რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე არათუ აღადგინა, არამედ ახალ თვისებრივ დონეზე აიყვანა საბჭოთა კავშირის დროინდელი სამხედრო ინფრასტრუქტურა, რუმინეთში ალიანსის მიერ ერთი სასწავლო ბრიგადის შექმნა ცოტა არასერიოზული ჩანს, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს, რადგან მსოფლიო რეალურად დგას ახალი ცივი ომის დაწყების (თუკი უკვე დაწყებული არ არის) წინაშე.

“საქართველოსთვის გაღებული NATO-ს კარის” შესახებ დედები მგონი, უკვე ზღაპრებს უყვებიან შვილებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორედ შავ ზღვაში ძალთა გადანაწილების პრობლემა შეიძლება გადაიქცეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაახლოების დაჩქარების საფუძვლად.

საქართველოს სანაპირო ზოლზე თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებით ალიანსი შეძლებს, უკეთ გააკონტროლოს შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი, რაც გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, თუმცა, სამწუხაროდ, ასევე გაიზრდება ჩვენი ქვეყნისკენ დამიზნებული რუსული რაკეტებისა თუ ბომბდამშენების რაოდენობაც.

თუკი NATO მართლაც სერიოზულად მოეკიდება შავი ზღვის რეგიონში თავისი გავლენის გაძლიერებას, მას მოუწევს ფიქრი წევრი და მოკავშირე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზეც.

ამ თვალსაზრისით საქართველო ყველაზე დაჩაგრული ჩანს. მას არა ჰყავს სამხედრო-საზღვაო ძალები, რომელთა აღდგენა, თუნდაც ფორმალურად, საშური საქმეა, რადგან შავ ზღვაში ალიანსის სტრატეგიული ინტერესების ზრდის პარალელურად გაიზრდება დახმარების მოცულობაც, რაც ქართულ სამხედრო ფლოტს საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას გაუადვილებს. როგორც ჩანს, ბრძოლა შავი ზღვისთვის ჯერ წინაა…

რას უნდა უფრთხოადეს ყველაზე მეტად ნატო შავ ზღვაში

შავ ზღვაში შემოყვანილია 636.3 პროექტის ხუთი ახალი რუსული წყალქვეშა ნავი, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ NATO-სთვის. წყალქვეშა ნავის სიგრძე 73,8 მ,­ სიგანე კი – 9,9მ-ია. მისი სრული წყალქვეშა წყალწყვა 3 950 ტ-ს აღწევს, წყალზედა კი 2 350 ტ-ს უტოლდება. ორი დიზელ-გენერატორი და ერთი მთავარი ელექტროძრავა წყალქვეშა ნავს წყალქვეშ მაქსიმალურ 20 კვანძის (37 კმ/სთ) განვითარების საშუალებას აძლევს. ნავს 300 მეტრამდე ჩაყვინთვა შეუძლია. ეკიპაჟი 52 ოფიცრისა და მეზღვაურისგან შედგება, ხოლო ავტონომიური ცურვის ხანგრძლივობა 45 დღე-ღამეა.

წყალქვეშა ნავი აღჭურვილია ექვსი ცალი 533 მმ კალიბრის სატორპედო აპარატით, რომლებიდანაც, ტორპედოების გარდა, “კალიბრის” სისტემის ფრთოსანი რაკეტების გაშვება (წყალქვეშაც) და საზღვაო ნაღმების დაყენებაც შეიძლება. შეიარაღების მარაგშია 18 ტორპედო, ან 24 საზღვაო ნაღმი, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის – “იგლას” 8 რაკეტა.

„კვირის პალიტრა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „თინა ხიდაშელის განცხადება პოლიტიკური სპეკულაციაა“ // „ნატოს ბევრ რამეს ვთხოვდით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები არ კმაყოფილდებ­ოდა

რუსუდან შელია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ არ გაემგზავრა ამჟამინდელი­ თავდაცვის მინისტრი ნატოს მინისტერ­იალზე, ან რატომ ვერ მოისმინა საზოგადოებ­ამ ვერც ერთი სიტყვა უმნიშვნელოვანეს­ საერთაშორისო პარტნიორთან ურთიერთობაზე: “ვარშავიდან მინისტერიალ­ამდე სამი თვეა. ზუსტად ვიცოდით, რომ ოქტომბრის მინისტერიალი შავი ზღვის ფორმატის­ შესახებ იმსჯელებდა. დიახ, სამი თვე შავი ზღვის ნატოს წევრ ქვეყნებთან დიალოგში,­ შეთანხმებებში, ფორმატის დაზ­უსტებაში უნდა გაგვეტარებინა. ამ ფორმატზე, შესაძლებლობებზე, წინააღმდეგობებსა და სამუშაოზე პრემიერს დეტალური­ ინფორმაცია დავუ­ტოვე. თუმცა ამ ხნის მანძი­ლზე არ გვინახ­ავს ვიზიტი, არ მოგვისმენია არც ერთი სიტ­ყვა, რომ კომუნიკაცია შედგა, რამეზე შევ­თანხმდით, ან რაიმე ტიპის გარანტიები მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში მინისტერიალი­ იყო, თავდა­ცვის მინისტრი კი თბილისში იმყოფებოდა.­ არგუმენტები, რომ ეს შიდა მინისტერიალი­ გახლდათ, არ მიგვიწვიეს და ა.შ. – არ მიიღება. ამაზე ლაპარაკი სირცხვილიც კია. როდესაც ყველა იქ არის, შენც იქ უნდა იყო. ყველა საშუალება და ფორმატი უნდა გამოიყენო, ესაუბრო, ორმხრივ ფორმატში შეეხმიანო, დერეფანში გადააწყდე, შეახსენო, დაუმეგობრდე. ჩვენთვის ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, არავინ მოიკლავს თავს. მეგობრებიც მაშინ­ არიან მონდომებული, როდესაც მუდამ თავს ახსენებ, აწუხებ, კარზე უკაკუნებ.­ ვარშავის­ სამიტის წინა მინისტერია­ლ­იც შიდა მინისტერიალი­ იყო, ოფიციალური ფო­რმატით არც მაშინ­ გახლდით, მაგრამ ჩვენ იქ ვიყავით და ზუსტად ისევე ვიმუშავ­ეთ, როგორც მანამდე და შედეგიც ვნახეთ. ვარშავის შედეგს დაცვა, ბრძოლა და მეტის დაშენება სჭირდება. შავი ზღვა არის ყველაზე მოკლე გზა ნატოსკენ მიმავალ გზაზე”.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი:

- ხელის­უფლება მაქსიმალურად აქტიურობს იმ ფო­რმატის ფარგლებში, რომელიც ნატომ და საქართველომ შეათანხმეს. დიახ, ვარშავის სამიტზე საქართველოსა­ და ნატოს კომისიის სხდომა გაიმართა, რაც მართლაც უპრეცედ­ენტო გახლდათ – ასეთი­ შეხვედრა მანამდე არასოდეს გამართულა და ეს დიდი წარმატება იყო. სწორედ­ ვარშავის სამიტზე შავი ზღვის აკვატორიის გაძლიერება გადაწყდა და ნატოც მოსამზადებელი სამუშაოების განხილვას მხოლოდ ალიანსის წევრი მინისტრების მონაწილეობით გეგმავდა. მინისტერიალს, რომელზეც ხიდაშე­ლი ლაპარაკობს, არც ერთი მაპ-ის­ მქონე ან ნატოს ასპირანტი სახე­ლმწიფოს წარმომადგენელი არ დასწრებია. მოწვევა რომ მიგვეღო, ბუნებრივია, განხილვაში სიამოვნებით ჩავერთვებოდით. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას ჰგავს. მან კარგად იცის ნატოს შიდა სამზარეულო და იცის, რომ მსგავს შეხვედრებში ზოგჯერ საქართველოს მინისტრი არ მონაწილეობს.

- რაში სჭირდება ხიდაშელს იზორიას წინააღმდეგ პოლიტიკური სპეკულაცია?

- კარგად მახსოვს “რესპუბლიკელე­ბის” და მანამდე – “თავისუფალი დემოკრატების” განცხადება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაცია მათით იწყება და მთავრდება. დავით ბერძენიშვილმა ისიც კი განაცხადა, “ქართულ ოცნებაში” დასავლური კურსის გენერატორები მხოლოდ “რესპუბლიკელები” ვართო. სწორედ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია. ნატო და ევროკავშირი ერთხმად აღიარებენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლების მუშაობას დადებითად აფასებენ, ოპონენტები კი უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებენ. სწორედ ამიტომ მიჩნდება ეჭვი პოლიტიკურ სპეკულაციებზე, მით უმეტეს, რომ თინა ხიდაშელმა ლევან იზორიას წინააღმდეგ განცხადება არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გააკეთა და “ქართული ოცნების” წინააღმდეგ აჟიოტაჟის ატეხა სცადა.

- “ნაცმოძრაობისსასარგებლოდ?

- ზოგს თავის გამოჩენა სურს, ზოგს, შეს­აძლოა, “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერა უნდა. მიზნებზე თვითონ ილაპარაკონ. სამწუხაროა, თუ თინა ხიდაშელი ვერ ხვდება, რომ ასეთი განცხადებებით “ქართულ ოცნებას” კი არა, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

- და რას უპასუხებთ ხიდაშელის არგუმენტს, რომ შიდა მინისტერიალზე მონაწილეობაც­ შესაძლებელია, თუ თავდაცვის მინისტრი აქტიუ­რად იმუშავებს და პარტნიორებს ქვეყნის სწრაფვას ინტენსიურად შეახსენებს?

- ხიდაშელმა კარგად იცის, რომ ნატოს ბევრ რამეს ვთხოვდით, მაგრამ მოთხოვნები არ კმაყ­ოფილდებ­ოდა, თუმცა ამ პროცეს­ებზე ხმამაღლა ხომ არ უნდა ვილაპარაკოთ?!

- ანუ, ლევან იზორიამ მოითხოვა მინისტერიალზე­ დასწრება და ნატოსგან უარი მივიღეთ?

- დაწვრილებით არ ვილაპარაკებ. ნატოში საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ მინისტერიალზე მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოები შეიკრიბნენ და ამით ყველა კითხვა ამოწურულია.

„კვირის პალიტრა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი კობახიძესთან: „კონსტიტუციაში­ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ურთიერთკონტროლის სისტემა დარღვეულია“ // გახდება თუ არა ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე?

არჩევნები 2016 საქართველოში დასრულებულია – მმართველი­ გუნდი კი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ემზადება. როგორ აფასებს არჩევნების შედეგებს და რა კორექტივებს უნდა ველოდოთ კანონმდებლობაში, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საუბრობს:

- საერთაშორისო და ადგილ­ობრივმა ორგანიზაციებმა არჩე­­­­ების შედეგები სამართლიანად­ შეაფასეს. შედეგით კმაყოფილი ვართაბსოლუტურ უმრავლესობას­ ვაანონსებდით და ამ შედე­გსაც მივაღწიეთ

- ცოტა დაგვაკლდა 50%-იან მაჩვენებლამდე, თუმცა ამოცანა­ იყო, ყოველ მეორე ამომრჩეველს­ ჩვენთვის მოეცა ხმა, ეს მიღწეულია.­

- “ნაცმოძრაობამსაარჩევნო­ უბნებზე დარღვე­ვების ამსახველი­ ვიდეომასალები­ გამოაქვეყნა

- ხარვეზები ნებისმიერ არჩევნებზეა. მთავარია, ისეთი­ დარღვევა არ დაფიქსირებულა, რასაც შედეგსა და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა შეეძლო. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, “ნაცმოძრაობამ” დამონტაჟებული ვიდეომასალა გაავრცელა.

- ფირებში დაფიქსირებული დარღვევებია არარეალური?

- სერიოზულ დარღვევაზე საუბრის საფუძველი ოპოზიციას არა აქვს. ასეთ შემთხვევაში ისინი უბნებზევე დაწერდნენ საჩივრებს. ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომელიც ქვეყანაში არსებულ განწყობას ასახავს. ეს არჩევნებამდე ობიექტური სოციოლოგიური კვლევებითაც ფიქსირდებოდა. ვამბობდ­ით, რომ რამდენიმე პარტია ბარი­ერთან ახლოს იყო, პარლამენტში შესვლა კი გარანტირებული მხოლოდ ორ პარტიას ჰქონდა…

- ანუ იცოდით, რომთავისუფალი დემოკრატებიდარესპუბლი­კელებიპარლამენტს გარეთ დარჩებოდნენ, “პატრიოტთა ალიანსი“­ კი ფრაქციით იქნებოდა წარმოდგენილი?

- პლურალიზმის უზრუნვე­ლსაყოფად ოთხი-ხუთი პარტიის ხილვა კარგი იქნებოდა, თუმცა პარტიების ბედს მხოლოდ ამომრჩეველი წყვეტს. მომავალ პარლამენტში პარტიული სისტემის კონსოლიდაცია ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება, განსაკუთრებით, “ნაციონალურ მოძრაობასთან”, რომელიც მუდმივად რადიკალიზმისკენ გადახრას ცდილობს.

- დავით უსუფაშვილის გან­ცხა­დებით, “ქართულმა ოცნებამყველ­აფერი გააკეთა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული არ ყოფილიყო და მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა მიეღო...

- გაუგებარია, უსუფაშვილი რას გულისხმობდა… წინასაარჩევნოდ პროცესების პოლარიზება ჩვენი კი არა, “ნაცმოძრაობის” პიარ-ს­ტრატეგია გახლდათ. ამას ემსახურებოდა მათი ნეგატიური კამპანიაც, განსაკუთრებით, სააკაშვილის დაბრუნების დაანონსება.

- სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას­ მმართველი გუნდიც აანონსებდა...

- შეუძლებელია, სიძულვილის­ ენას მწვავედვე არ უპასუხო. ამან პოლიტიკური პოლარიზაცია გამოიწვია, რამაც ხელი შეუწყო ორი მთავარი ძალის გამოკვეთას. სწორედ ამ პროცესმა განაპირობა სხვა პარტიების შანსის შემცირებაც.

- როგორ ემზადებით მომავალი პარლამენტისთვის და რა ცვლილებები გაქვთ უკვე განსაზღვრული?

- ჩვენთვის მთავარი პარლამენტში სტაბილური უმრავლესობის მოპოვება გახლდათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა კი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება განვიხილ­ოთ­ როგორც გამოწვევა დემოკრატიული განვითარებისთვის. არსებული კონსტიტუცია კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე­ პრინციპებს არ შეესაბამება. სააკა­შვილმა ჯერ 2004 წელს მოირგო­ კონსტიტუცია, შექმნა სუპერსაპრ­ეზიდენტო სისტემა, ძლიერი პრ­ეზიდენტითა და სუსტი პარლა­მე­ნტით, მას შემდეგ კი, რაც ძალ­აუ­ფლების შენარჩუნება პრემიერ-მინ­ისტრის პოსტიდან დაგეგმა,­ ისევ საკუთარ თავს მოარგო ცვლი­ლებები. დღეს კონსტიტუციაში­ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ურთიერთკონტროლის სისტემა დარღვეულია, ჩვენი ამოცანა სწორედ მისი დახვეწაა.

- რა იგულისხმება დახვეწაში?

- კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტი სუსტი ინსტიტუციაა­ და კონკრეტული ნორმებია შესაცვ­ლელი. მაგალითად, 81-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს უნდობ­ლობის პროცედურას და პარლამ­ენტს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შედარებით ასუსტებს. გას­ამიჯნია გარკვეული კომპე­ტენციები, რაც თუნდაც ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერისას ვიხილეთ…

- ანუ პარლამენტის უფლებები­ გასაძლიერებელი, პრეზიდენტის ფუნქციები კი კიდევ უფრო შესაზღუდია

- მთავარია, რა ტიპის მმართ­ველობის ფორმა­ გვინდა. სამი ძირითადი სისტემა არსებობს: საპარლამენტო, ნახევრად საპრეზიდ­ენტო და საპრეზიდენტო. დღეს საპარლამენტო სისტემაში ვცხოვრ­ობთ და ვფიქრობ, ამ ფორმას მომავალშიც შევინარჩუნებთ. თუ პრეზიდენტის უფლებების­ გაფარ­თოებაზე­ ვიმსჯელებთ, ეს საპრეზ­იდენტო სისტემაზე გადასვლას ნიშნავს. გრძელვადიან პერსპექტი­ვაში უნდა დავინახოთ, რომელი სისტემაა ყველაზე კარგი.

- რა გეგმები აქვს გუნდს მომავალ პრეზიდენტზე, ის ხალხმა უნდა აირჩიოს თუ პარლამენტმა?

- წინასწარ არც ერთი გადა­წყვეტილება არ მიგვიღია. ამ საკითხებზე მსჯელობაა აუცილებელი.­

- პარლამენტის თავმჯდომარედ თქვენი კანდიდატურა განიხილება, ამას პარტიის ნაწილიც არ უარყოფს...

- შესაძლოა, ვიღაცებს ჩვენთვის პოზიციები მოაზრებული აქვთ, თუმცა ამ საკითხზე გუნდში საუბარი ჯერ არ ყოფილა.

- თქვენ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ხართ და პოზიციები ვინვიღაცებმაუნდა შეგირჩიოთ?

- პარტიას ჰყავს­ თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო და ა.შ. კანდიდატურებზე გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს.

„კვირის პალიტრა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „პრეზიდენტობაზე კახა კალაძე აკეთებს გათვლას

რუსუდან შელია

მთავრობა მინისტრთა კაბინეტის ოპტიმიზაციას აანონსებს, თუმცა­, რომელი სამინისტრო საჭიროებს ფუნქციების შეკვეცას­ ან გაერთიანებას, ამ კითხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი­ პასუხობს:

- მთავარი ამოცანა ეფექტიანი მმართველობის ჩამ­ოყალიბებაა. ერთჯერად სამინის­ტროდ მივიჩნევ დევნილთა, ევროინტეგრაციის, შერიგებისა და თანასწორობის სამინისტროებს, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდ­ო­ბის სამინისტროს, რომლის სახე­ლ­წოდებაც კი არაადეკვატურია. ამ სამინისტროების ფუნქციების დეპარტამენტების დონეზე განხილვა აუცილებელია. ვფიქრობ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინი­სტრო უნდა დაიშალოს – სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს მიუერთდეს, მეორე ნახევარი კი – განათლების სამინისტროს. ევროინტეგ­რაციისა და დიასპორის სამინისტროები საგ­არეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდეს. რატომ უნდა წყდებოდეს მინისტრის დონეზე ევროინტეგრაციის საკითხები, როდესაც ამ მიმართულებით მუშაობა საგარეო საქმეთა მინისტრს უწევს? მმართველი გუნდი არ უნდა იყოს იმაზე დიდი, ვიდრე ქვეყნის ეფექტიანად მართვისთვის არის აუცილებელი. გაბერილი შტატები ქვეყანას დიდ ტვირთად აწევს.

- ამ ლოგიკით, გარემოს დაცვის სამინისტროც ენერგეტიკის სამინისტრ­ოსთან უნდა გაერთიანდეს. რამდენი სამინისტრო სჭირდება ქვეყანას ეფექტიანი მმართველობისთვის?

- გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფერო, კარგი გაგებით, ერთმანეთის ოპონენტები არიან. გარემოს დაბინძურება სწორედ ენერგეტიკული პროექტებით ხდება. შესაბამისად, ერთ ვერტიკალში ამ ორი უწყების მოქცევა, არასწორია, ინტერესთა კონფლიქტს მივიღებთ. თუ ენერგეტიკის მინისტრის ფუნქციებში გარემოს დაცვის კურატორობაც შევა, ეს მხოლოდ ფორმალურ სახეს მიიღებს.

- უკვე დაანონსდა­ მთავრობის­ ოპტიმიზაცია, თუმცა, როდესაც სახ­ელმწიფო ერთ-ერთ მთავარ დამსაქმ­ებლად აღიქმება, მმართველი გუნდი­ ადმინისტრაცი­ულ რესურსს შეელევა­ და კადრებს­ გაცხრილავს?

- საჯარო სექტორი რომ მთავარი დამსაქმებელია, სწორედ ეს არის უბედურება. ევროპულ ქვეყანაში მთავარი დამსაქმებელი­ კერძო სექტორია. შვეიცარიას ხუთი მინისტრი ჰყავს, რომლებიც­ ველოსიპედებით დადიან. სამეურნეო საქმიანობაში სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს, ჩვენს სამინი­სტროებს კი სწორედ ეს ფუნქცია აქვთ შეთავსებული. სამინისტრო მხოლოდ პოლიტიკის განმსაზღვრელი უნდა იყოს, ჩვენთან კი მთავრობამ სოციალური დანიშნულება მიიღო. საჯარო სექტორი საარჩევნო ბეღ­ლად იქცა ხელისუფლებისთვის. ასეთ ვითარებაში ეკონომიკური პროცესიც ვერ გაჯანსაღდება. ოპტიმიზაციის პარალელურად, მთავრობის გადახალისებაც უნდა დაიწყოს. ჩემი ინფორმაციით, ამ მიმართულებით “ქართულ ოცნებაში” ქაოსია.

პარტიაში ბევრი ამბიციური ადამიანია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გიორგი კვირიკაშვილზე არანაკლებ ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. სულ სამი-ოთხი დაჯგუფებაა, რომელიც მაღალი თანამდებობის მისაღებად ნებისმიერი ნაბიჯის გადასადგმე­ლად მზადაა. კვირიკაშვილმა უახლოეს პერიოდში უნდა მოახერ­ხოს, რომ გუნდის რეალურ მმართველად იქცეს. სხვათა შორის, კალაძე საკმაოდ ამბიციურ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, აქვს ამბიცია, რომ წინ წავიდეს – ენერგეტიკის სამინისტროში მისი დაბრუნება მისთვის წინსვლა არ იქნება.

- პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელოს...

- ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ყოფილი პრემიერი პრეზიდენტობის რეალურ კანდიდატურად განიხილებოდეს. ვფიქრობ, კალაძის ამბიციურობიდან და განვითარების დინამიკი­დან გამომდინარე, სწორედ ის აკეთებს გათვლას ქვეყნის პრეზიდენტობაზე. ამ საკითხზე “ქართულ ოცნებაში” დიდი ფაციფუცია. ასეთ ქაოსურ ვითარებაში ხდება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებაც – თუ ლოგიკას მივყვებით, დავით უსუფაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

„კვირის პალიტრა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

როგორ ავირჩიოთ პრეზიდენტი

პრეზიდენტს, რომელსაც მხოლოდ ლენტების გაჭრისა და გვირგვინების მიტანის ფუნქცია დარჩა, ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია არ სჭირდება“

ეკა ასათიანი

მმართველი გუნდის წევრები და ექსპერტთა დიდი ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებს პროგნოზირებს. ცვლილება სავარაუდოდ, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც შეეხება. ალბათ, დაისმება საკითხი – პრეზიდენტი, რომელსაც მინიმალური უფლებამოსილება აქვს, უნდა ირჩეოდეს თუ არა პირდაპირი წესით. “კვირის პალიტრას” ექსპერტები ესაუბრნენ.

———-

ავთანდილ დემეტრაშვილი, კონსტიტუციონალისტი:

- კონსტიტუციაში ყველაფერი შესანიშნავად არის გაწერილი. პრეზიდენტი­ მშვიდობიან პერიოდში არის აქტი­ური არბიტრი, საგანგებო და განსაკუთრებით საომარი მოქმედების დროს კი ერთპიროვნული მმართველი, რაც სრულიად შეესაბამება პრეზიდენტის დანიშნულებას დემოკრატიულ სახელმწიფოში. ერთადერთი, რისი შეცვლაც დასაშვებად მიმაჩნია, არის პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებული ვეტოს უფლება. მოგეხსენებათ, როდესაც პარლამენტი მთავრობის ფორმირებასა და გადაყენებას ვერ ახერხებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს. პრეზიდენტის დღევანდელ სტატუსს ასეთი ვეტოს უფლება არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის მნიშვნელობა დიდია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პარლამენტში­ ერთ პარტიას საკონსტიტუციო უმრ­ავლესობა აქვს. თუმცა არბიტრის როლის შესრულებისას მას მაინც ავტორიტეტი უნდა დაეხმ­აროს. პრეზიდენტს არ შეუძლია გააუქმოს მთავრობის ან პარლამენტის აქტი, მაგრამ აქვს უფლება,­ მიმართოს საკონსტიტუციო სასამ­ართლოს, შეტყობინებითი ხასია­თის ვეტო გამოიყენოს, მოხსენე­ბით წარდგეს. თუმცა, როგორც გითხარით, ავტორიტეტი უფრო დიდ როლს თამაშობს, პრეზიდენტ მარგველაშვილის ვეტო კი მხოლოდ ერთხელ გაიზიარეს…

საჭიროა კონსტიტუციის მეორე მუხლის რეალიზაციაც, რომე­ლიც მესამე პუნქტით ადგენს, რომ საქართველოს ტერიტორიული­ მოწყობა კონსტიტუციური კანო­ნით უნდა განისაზღვროს, კონსტიტუციაში კი ტერიტორიულ მოწყობაზე ნათქვამი არაფერია. უმჯობესია, ჯერ კონსტიტუციაში­ ტერიტორიული მოწყობა განისაზღვროს, შემდეგ კი ამით საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. ასევე, კონსტიტუციის მე-4 მუხლი გვეუბნება, რომ საქართველოს პარლამენტი ორპალ­ატიანი უნდა იყოს და ამის გაშლა კარგი იქნება. თუ ეს მოხერხდა, 2020 წლისთვის ავირჩევთ ორპალატიან პარლამენტს, სადაც ქვედა პალატა იქნება რესპუბლიკის საბჭო, ზედა – სენატი. სენატი იქნება ქუთაისში, რადგან ის ტერიტორიული წარმომადგენლობითი ორგანოა, ხოლო რესპუბლიკის საბჭო – თბილისში. პირადად, მიმაჩნია, რომ პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს”.

————-

ვახტანგ ძაბირაძე, ექსპერტი:

- ჩვენისთანა ქვეყანაში პრეზიდენტი პირდაპირი წესით არ უნდა აირჩიონ. მიზეზს ძალიან მარტივად ჩამოვაყალიბებ: საქართველოში ამომრჩეველს ძნელად წარმოუდგენია, რომ არჩევნებში მონაწილე სუბიექტმა საარ­ჩევნო და­პირებები არ გასცეს. ამიტომ, როცა კამპანია დაიწყება, პრეზიდენტი აუცილებლად გასცემს­ დაპირებებს, რომლის აღსრულების­ მექანიზმი მის ხელში არ არის. არ უნდა ვაიძულოთ ­პრეზიდენტი, მოსახლეობასთან იცრუოს. მეორე არგუმენტი ის არის, რომ შეზღუდული უფლებამოსილებების მქონე პრეზიდენტს, რომელსაც რეალურად ლენტების გაჭრის და გვირგვინების მიტანის ფუნქცია დარჩა, ასეთი მაღალი ლეგიტიმაცია არ სჭირდება. რატომ? შესაძლოა, ამან უფრო დიდ უფლებებზე გაუჩინოს პრეტენზია, რომელიც კონსტიტუციით არა აქვს განსაზღვრული, შედეგად, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრს და­უ­პირისპირდეს, ეს კი ქვეყნისთ­ვის არ ივარგებს. საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყნებში იშვიათად ნახავთ პრეზიდენტს, რომ­ე­ლიც 60 წელს გადაცილებული არ არის. მას ნაკლებად­ გაუჩნდება პრემიერ-მინისტრობის სურვილი. მისი მწვერვალი პრეზიდენტობაა. ახალგაზრდა კაცს კი, რომელსაც კონსტიტუციით უფლებამოსილებები შეზღუდული აქვს, შეუძლია საკუთარი პოსტი პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად გამო­იყენოს, რაც მის პრეზიდენტობის არსს და ფუნქციას ეწინააღმდეგება. ამასთან, ჩვენ რეალურად არც საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, უფრო ნახევრად საპრეზიდენტოს ვგავართ, თუმცა კანონმდებლობით ბევრი რამ დასახვეწია და კონსტიტუციაც უნდა დაიხვეწოს.

- პირდაპირი წესით თუ არა, მაშ როგორ ავირჩიოთ პრეზიდენტი?

- ვერ გავამართლებ იმას, თუ პრეზიდენტს საკონსტიტუციო­ უმრავლესობის მქონე ერთი პარტია აირჩევს. ასეთ შემთხვევაში­ მხოლოდ ერთი პარტიის პრე­ზ­იდენტი გვეყოლება. იქნებ სჯობია,­ ის არა მხოლოდ პარლამენტმა, თვითმმართველობის ორგანოებმაც აირჩიონ? საჭიროა, კონსტ­იტუციაში განისაზღვროს, რომ ერთ პარტიას პრეზიდენტის არჩ­ევის უფლება არ უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, კონსტიტუციაში ასეთი განმარტებაც ჩაიწეროს – პრეზიდენტი როგორც საპარლამენტო, ისე ოპოზიციის უმრავლესობამ ერთად აირჩიოს. კარგი იქნება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც­ პრეზიდენტისთვის ახალი უფლებამოსილებების დაწესების მექან­იზმებს შეიმუშავებს. თუ ასე არ მოხდა,­ ვერც პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ბიუჯეტი განისაზღვრება სწორად და ვერც მივხვდებით, რას აკეთებს პრეზიდენტი და რა თანხები სჭირდება.

———

მინდია უგრეხელიძე, სამართალმცოდნე:

- თავის დროზე არ უნდა მიგვეცა პრეზიდენტისთვის ასეთი დიდი ლეგიტიმაცია, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდიოდით. ახლა არც საპა­რლამენტო რესპუბლიკა ვართ, აღარც საპრეზიდენტო… ვერც იმაში ვხედავ საფრთხეს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო უმრავლესობის ასარჩევი გახდეს, ვინა­იდან ამ უმრავლესობას თავად ხალხი ირჩევს. დავუშვათ, მხოლოდ ერთი პარტია შევიდა პარლამენტში, ვის დარჩება­ პრეზიდენტის არჩევის უფლება? ამიტომ კონსტიტუციაში გაუგებარი რაღაცები არ უნდა ჩაიწეროს. ისიც ცხადია, რომ კონსტიტუციას ცვლილებები­ სჭირდება, რათა რაღაცები შესაბამისობაში მოვიდეს. პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის დანახარჯები სოლიდურია. თუკი პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია და ბევრს არაფერს აკეთებს, მაშინ ეს მდგომარეობა დანახარჯებს ხომ უნდა შეესაბამებოდეს? ყოველი ხარჯი­ უნდა გაიზომოს. მაგალითად, იტალიის პრეზიდ­ენტს დანახარჯი თითქმის არა აქვს, სხვა ქვეყნებშიც (სადაც პრე­ზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია) ძალიან მცირეა…

პრეზიდენტს ხარჯების გამო უსაყვედურეს

თავის დროზე, სალაპარაკო გახდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯები. გასული წლის შვიდთვიან პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 7 ავტომობილი ახლით შეცვალა, ფასთა სხვაობამ კი 108.000 ლარი შეადგინა მაშინ, როცა იმავე პერიოდში მთავრობას ერთი ავტომობილიც არ შეუცვლია. არცთუ უმნიშვნელოა პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამივლინებო და როუმინგის ხარჯებიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამივლინებო­ ხარჯი 104.252 ლარს შეადგენდა. იმავე პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯი 184.134 ლარი იყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის როუმინგის ხარჯი 16.720 ლარი გახლდათ, მთავრობის კი – 21.049 ლარი.

„კვირის პალიტრა“, 31 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ვიღაცებს ჩემზე ენა გაექცათ, ძალიან იაფად იყიდებაო“ //

ეკა ასათიანი

ჰპირდებიან თუ არა თავისუ­ფალი დემოკრატების ყოფილ წევრებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში თანამდებობებს? რატომ გამოაცხადეს მათნაცმოძრაობამთავარ საფრთხედ, „კვირის პალიტრას“ ზურაბ აბაშიძე ესაუბრა,­ რომე­ლმაც “თავისუფალი დემოკრატები” ვიქტორ დოლიძესთან, დავით ონოფრიშვილსა და სხვებთან ერთად 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა.

- “ნაცმოძრაობა” ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და წარმოადგენს. სააკაშვილი ყოველთვის მზად არის რევოლუციისთვის, რათა ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. მე ქვეყნისთვის საფრთხედ ეს მიმაჩნია და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა. საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი, რასაც სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდება.

- შეცდომად აფასებთ, რომ წი­ნა­სა­არჩევნოდთავისუფალი დემო­კრა­ტებისრიტორიკანაცმოძრაობისსა­წინააღმდეგოდ არ იყო მიმართუ­ლი?

- “თავისუფალ დემოკრატებს”­ “ნაცმოძრაობასთან” კავშირი არ ჰქონიათ. მე და ჩემი მეგობრები კი ვამბობდით, რომ “ნაცმოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში არ შეიძლებოდა. ვამბობდით იმასაც, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაპირებები სათანადოდ ვერ შეასრულა. ფაქტია, ასეთმა კამპანიამ ჩვენს სასარგებლოდ ვერ იმუშავა.

- ხომ არ ნანობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდშიქართული ოცნებაცგააკრიტიკეთ?

- ვაკრიტიკებდით “ქართულ ოცნებას”, რადგან ოპოზიც­იაში ვიყავით და ელექტორატს ჩვენში ალტერნატიული ძალა დაენახა.

- ამბობენ, რომთავისუფალი დემოკრატებისყოფილი წევრები მაღალ თანამდებობებს მიიღებენ

- თანამდებობა რომ მნდომოდა, არ წავიდოდი ოპოზიციაში და დღესაც ვიქნებოდი ვიცე-სპიკერი. ვიღაცებს ჩემზე ენა გაექცათ, ძალიან იაფად იყიდებაო და ამის გამო პასუხი მოეთხოვებათ. დღეს თუ ჩავთვალე, რომ “ქართულ ოცნებას” უნდა დავუჭირო მხარი, ეს ძალ­იან ლოგიკურია, რადგან ეს ის ძალაა, რომელთან ერთადაც ქარტეხილები გამოვიარე.

- “ნაცმოძრაობასთანდაახლოებული პერსონების თქმით, ირაკლი ალასანიას ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. თუ ასე იყო, ალასანია რომ დათანხმებულიყო, მიიღებდნენთავისუფალი დემოკრატებიპარლამენტში ადგილებს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში კი თანამდებობებს?

- ასეთი შეთავაზება არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ზოგს უნდა, საკუთარი ფანტაზია საზოგადოებას რეალობად მიასაღოს.

- თუმცა, თქვენი წამოსვლა პარტიიდან და შემდეგ ამომრჩევლისთვის­ მოწოდება, მხარიქართული ოცნების“­ კანდიდატებს დაუჭირონ, ზოგმა­ ბოდიშის მოხდად შეაფასა..

- ჩვენს განცხადებებს ბევრი დადებითად შეხვდა. ჩემი პირველი­ არჩევანი იყო “თავისუფალი დემოკრატები”, მეორე – “ქართული ოცნება”. ასე იყო და ასევე დარჩა!

- თვლით, რომ სახელისუფლებო ძალას არჩევნები არ გაუყალბებია?
- ხარვეზებით ჩატარდა, მაგ­რამ გაყალბება არ ყოფილა. საზოგადოებამ გადაწყვეტილება მიიღო, საერთაშორისო თანამეგობრობამ შედეგები აღიარა… ისე კი ჩხუბის შემდეგ მუშტებს აღარ იქნევენ. არჩევნების მეორე ტურის წინ “თავისუფალმა დემოკრატებმა” 400-მდე კომისიის წევრი გამოიწვიეს. რა გახდა ამის მიზეზი, “თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე საუბრობს: – იმ საარჩევნო ოლქებიდან, სადაც მეორე ტური ტარდებოდა, 385 კომისიის წევრი გამოვიწვიეთ. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ მეორე ტურზე ვინმეს “ქართული ოცნების” ან “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ჩვენი სახელი არ გამოეყენებინა. სამწუხაროდ, 8 ოქტომბრის არჩევ­ნებზე ჩვენსავე კომისიის წევრებს, როგორც სახელმწიფო ძალასთან, ისე “ნაცმოძრაობასთან”, გარიგებ­ები ჰქონდათ. თუმცა დასაბუთებას დრო სჭირდება. მათ, ვინც ბინძურ გარიგებებში მონაწ­ილ­ეობდა, პარტიის დატოვება მოუწევთ.

- ჭიათურაში, სადაცთავისუფალი დემოკრატებისკანდიდატი მეორე ტურშიც მონაწილეობდა, კომისიის­ წევრები არ გამოიწვიეთ, რატომ?

- ჭიათურიდან არავინ გამოგვიწვევია, მხოლოდ ერთი შევცვალეთ და უბნებზე ჩვენი წარმომადგენლები დავამატეთ.

- ჭიათურაში არჩევნების მეორე­ ტურს დამკვირვებლის სტატუსით ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა. რა გახდა ამის მიზეზი?

- ჩვენს კანდიდატს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. გადავწყვიტეთ, თავად გაგვეკონტროლებინა პროცესი და ყოველი დარღვევის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლისთვის მიგვეწვდინა ხმა. მოქალაქე ამბობდა, მეუბნე­ბოდნენ, “თავისუფალი დემოკრატების” წევრს თუ ხმას მისცემ, სოციალურ დახმარებას მოგიხსნითო. ვიცი, სკოლის დირექტორები წინასწარ აღრიცხავდნენ, ვისთვის უნდა მიეცათ ხმა მასწავლებლებს.

- “თავისუფალი დემოკრატებისყო­ფილმა წევრებმა ამომრჩეველს მოუწოდეს, რომ ჭიათურაშითქვენს, ხოლო სხვა ოლქებშიქართული ოცნებისკანდიდატს დაუჭირონ მხარი...

- ისინი “თავისუფალი დემოკრატების” წევრები აღარ არიან და შეფასებისგან თავს შევიკავებ.

Comments are closed