globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 25th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: პაატა ბურჭულაძის პარტია, როგორც “ოქროს გასაღები” “ოცნებასა” და “ნაციონალებს” შორის

რეზონანსი“: დავით გამყრელიძის პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანებას ორივე მხარე უარყოფს

რეზონანსი“: ინტერვიუ კახა მიქაიასთან: სამეგრელოში “ოცნებას” ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს

რეზონანსი“: ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: „კვლევები, რომელთა თანახმად “ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” ერთნაირი შედეგი ჰქონდათ, არ გამართლდა

———

ალია”: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, „რესპუბლიკელები“ – ეს ტრიო ემზადება ხელისუფლების „ნაცებისთვის“ გადასაბარებლად!“

ალია”: რა ფსიქოლოგიური პროპაგანდა დაიწყეს „ნაციონალებმა“ და იმოქმედებს თუ არა ეს ამომრჩეველზე?

———

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ნაციონალებს“ ნებისმიერი ძალადობა აწყობთ” // გიორგი კვირიკაშვილისა და სხვების პოზიცია მყარია. იმედი მაქვს, არ აჰყვებიან ნაცისტებს, მათ ბოევიკებსა და პროვოკაციებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო მანჯავიძესთან: „ნაცმოძრაობა“ არ იძლევა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლებ-ლობას“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „კანონი თუ არ გამკაცრდა, 8 ოქტომბერს მასშტაბურ ცემა-ტყეპას მივიღებთ”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: “ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გარდაუვალია” // „ხელისუფლების ზოგიერთი წევრი უკვე გასაქცევად ემზადება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბესო დანელიასთან: „ქართული ოცნება“ გახდა „ნაციონალური მოძრაობა 2“

———

„საერთო გაზეთი“: რა ხდება ქართული პოლიტიკის კულუარებში?

„საერთო გაზეთი“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ნურავინ გვასწავლის ევროპელობას, რადგან ჩვენ, ქართველები,  თვითონ ვართ ევროპული კულტურის ერთ-ერთი დამფუძნებლები“

———————

რეზონანსი“, 25 მაისი, 2016 წელი

პაატა ბურჭულაძის პარტია, როგორცოქროს გასაღები” “ოცნებასადანაციონალებსშორის

ეკატერინე ბასილაია

ოქტომბრის არჩევნებში პარლამენტის მანდატების “საკონტროლო პაკეტის” მოპოვების შესაძლებლობა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, თუკი ოქტომბრამდე რაიმე სკანდალური, გარდამტეხი მოვლენა არ მოხდება და, როგორც პოლიტოლოგები ვარაუდობენ, უმრავლესობის მოპოვებისთვის “ქართულ ოცნებას” პოსტსაარჩევნო კოალიციის შექმნისათვის ძალაუფლების სხვისთვის გადანაწილება და დიდი გარიგებები აუცილებლად მოუწევს. ამ გარიგებებში მთავარი გასაღები კი, დიდი ალბათობით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალა შეიძლება გახდეს.

აღსანიშნავია, რომ 22 მაისის ერთგვარად სკანდალური შუალედური არჩევნების შემდეგ “ოცნების” სისუსტეზე ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტოლოგი ალაპარაკდა.

მიუხედავად იმისა, რომ, წესით, ამ არჩევნებს არ უნდა მისცემოდა ამხელა მნიშვნელობა არც “ნაციონალების” და არც “ოცნების” მხრიდან, აღმოჩნდა, რომ მას დიდი წონა თავად ხელისუფლებამ მიანიჭა. პირველ რიგში იმით, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მობილიზებულმა კუნთმაგარმა ბიჭებმა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს სცემეს. შემდეგ კი, ამავე უბანში, არჩევნების წაგების შემდეგ, ხმები, სულ რაღაც 800 ბიულეტენი, 4-ჯერ გადაითვალეს და ამის შემდეგაც არ სურდათ დამარცხების აღიარება.

საბოლოო ჯამში, 9 საარჩევნო ოლქიდან 7-ში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა, 2-ში – “ნაციონალური მოძრაობისამ”.

“ნაციონალები” ამბობენ, რომ მათ მხოლოდ 4 ოლქში ჰყავდათ კანდიდატი წარდგენილი და მათგან 2-ში, ანუ ნახევარში, გამარჯვება მოიპოვეს, რაც შეირაცხა კიდეც როგორც “ოცნებასთან” დუელში თანაბარი შედეგის მიღება და როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ეს ნიშნავს “დიდი შემობრუნების” დასაწყისს და იმას, რომ ამომრჩეველი “ივანიშვილის რეჟიმს” უარს ეუბნება.

საგულისხმოა ის, რომ 28 იანვარს გარდაბანში ჩატარდა გამგებლის რიგგარეშე არჩევნები და მაშინ ეს არჩევნები, მიღებული შედეგის თვალსაზრისით, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ შეაფასა ოქტომბრის არჩევნების გენერალურ რეპეტიციად, რადგან მათმა კანდიდატმა 70%-ით გაიმარჯვა.

პოლიტოლოგების თქმით, არც 22 მაისის და არც 28 იანვრის არჩევნების შედეგებით საერთო მხარდამჭერების გაზომვა რეალური არ არის, ჯერ ერთი იმიტომ, რომ არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი და სურათი შეიცვლება და მეორე – ბოლო გამოკითხვებით, 60%-ს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ხმას ვის მისცემს, ამიტომაც პარტიის ლიდერების მხრიდან ნიშნის მოგებით საუბარი ჩვეულებრივი პიარია.

პოლიტოლოგები იმასაც ამბობენ, რომ ჯერჯერობით არც ერთ პარტიას არ აქვს უმრავლესობით მოსვლის შანსი. დიდი ალბათობით, პირველ ადგილზე “ქართული ოცნება” გავა, მაგრამ მასაც მოუწევს უმრავლესობის შესაქმნელად რომელიმე პარტიასთან კოალიციის შექმნა. ხოლო ვისთან ერთად ვიხილავთ “ოცნებას”, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე რთულად მიაჩნიათ.

როგორც თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ამირან ბერძენიშვილი ამბობს, 4 წლის წინასწარი განწყობითა თუ კვლევებით არჩევნებში გამარჯვებას იმდროინდელ მმართველ პარტიას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ციხის კადრების გავრცელებამ შედეგი დიამეტრალურად შეცვალა. ახლაც არავინ იცის, რა კომპრომატები დაიდება და ის შედეგს როგორ შეატრიალებს. მისივე თქმით, ჩვენნაირ ჩამოუყალიბებელ ქვეყანაში ასევე რთულია იწინასწარმეტყველო, ვინ და როგორ შეიძლება დაჯგუფდეს არჩევნების შემდეგ და როგორც წესი, ჩვენთან პოლიტიკური პროცესები მეცნიერულ ანალიზს არ ექვემდებარება.

“ძალიან კარგი იქნება, თუ მოხდება ისე, რომ პარლამენტში რამდენიმე პარტია გავა და პოლიტიკური ხელშეკრულებების, გარიგებების, პოლიტიკური გადანაცვლების საშუალება იქნება. ასე უკეთეს ხელისუფლებას მივიღებთ. რადგან, კლასიკური გაგებით, დემოკრატიული ქვეყანა არ ვართ, არჩევნებს იგებს ის, ვინც ხმებს ითვლის და ამ მხრივ ხელისუფლებას ყოველთვის ძალიან დიდი რეზერვი აქვს. ეს პარტიები, რომლებიც ახლა აქტიურად ეჯახებიან ერთმანეთს, ალბათ იმდენ ხმებს დააგროვებენ, რომ ანგარიშგასაწევი იქნებიან, მაგრამ საინტერესოა არასაპარლამენტო ოპოზიციიდან 5%-იანი ბარიერის გადალახვას რომელი პარტიები შეძლებს. საპარლამენტო პარტიებიდან “თავისუფალი დემოკრატები” ასევე ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ყველაზე მძიმე სიტუაციაში, მგონი, “რესპუბლიკელები” აღმოჩნდნენ, მაგრამ მოაზროვნე თავები ჰყავთ და ამდენად ყველაფერი მათ მოქნილობაზე იქნება დამოკიდებული. მგონია, რომ არც პატრიოტულ თემებზე მომუშავე პარტიები დარჩებიან პარლამენტის გარეთ, თუკი ხმები არ გაუყალბეს – “პატრიოტთა ალიანსს” ვგულისხმობ. ამათგან “ქართული ოცნება” პროდასავლური კურსის მაღიარებელ პარტიებთან, ვინც არ უნდა იყოს, “ნაციონალების” გარდა, ყველასთან შეძლებს საერთო ენის გამონახვას. მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან დაემსგავსნენ და, ვთვლი, რომ ეს ორი პარტია ერთი მედლის ორი მხარეა, მათი კოალიციაში ყოფნა წარმოუდგენელია, სხვა პატარ-პატარა პარტიებთან ერთად კი მოახერხებენ კოალიციის შექმნას,” – აღნიშნავს ბერძენიშვილი. მისი აზრით, ახლანდელი დაპირისპირების მიუხედავად “რესპუბლიკელები” “ოცნებასთან” კოალიციაში ისევ იქნებიან და ამბობს იმასაც, რომ დიდი ინტრიგა შემოაქვს პაატა ბურჭულაძის ახალ პარტიას – “სახელმწიფო ხალხისთვის”.

პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია და არასოდეს არ უნდა თქვა – არასოდეს. ამიტომაც “ოცნებასთან” კოალიციაში “რესპუბლიკელების” ყოფნა შესაძლებელია, “თავისუფალ დემოკრატებთან” კი – არა, რადგან არ ვიცით როგორ დამთავრდება “კაბელების საქმე” და პარტიის ლიდერებს რას უქადის ეს გამოძიება. თუ გამოძიება ალასანიამდე მივა, ამას დიდი დაპირისპირება მოჰყვება. საერთოდ, “ქართულ ოცნებას” მომხრეების პოვნა არ გაუჭირდება. მთავარია, რაღაც ძირითადი ხმები დააგროვოს. საინტერესო ინტრიგები შემოაქვს პაატა ბურჭულაძის პარტიას. ისინი ბარიერის გადალახვას მოახერხებენ, მაგრამ რა მიმართულებას აირჩევენ, ვისთან შევლენ კოალიციაში თუ საერთოდ ცალკე იქნებიან, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ხელისუფლებაში ადგილების გადანაწილებისთვის ბრძოლაში. დღეს რომ ძალიან ძლიერი პარტიები გვგონია, მათგან ალბათ ბევრს კოპრომისზე წასვლაც მიუწევს. ახალი მოთამაშის შემოსვლა ახალ კომნფიგურაციას მოითხოვს და ვნახოთ, რა იქნება,” – ამბობს ამირან ბერძენიშვილი.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში დაახლოებით 5-დან 7 პარტიამდე გავა – “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “თავისუფალი დემოკრატები”, “პატრიოტთა ალიანსი”, ლეიბორისტული პარტია, ნინო ბურჯანაძის “გაერთიანებული დემოკრატები” და პაატა ბურჭულაძის პარტია. მათ, შესაძლოა, დაემატოს “ეროვნული ფორუმი” და”გირჩიც”. თუმცა არც ერთ პარტიას შანსი არ ექნება, რომსაკონტროლო პაკეტი მიიღოს, ანუ უმრავლესობის ფორმირება მოახერხოს, შესაბამისად პოსტსაარჩევნო, საპარლამენტო კოალიციების შექმნის აუცილებლობა დადგება.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ თეორიულად “ოცნების” მომავალ კოალიციაში “რესპუბლიკელების” ადგილი არის, მაგრამ თვლის, რომ ამ პარტიას ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ აქვს და ამიტომ “ოცნებას” სხვა პარტნიორების მოძებნა მოუწევს. მაგალითად, შეიძლება დაჯგუფდეს ანტიდასავლურ “პატრიოტთა ალიანსთან” ან პაატა ბურჭულაძის პარტიასთან.

“რესპუბლიკელების” ამომრჩევლებს მე საერთოდ ვერ ვხედავ, ცალკე მათ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ, ხოლო მათთან საარჩევნო კოალიციის შექმნა, რამდენადაც ვხედავ, არავის არ სურს. ვისთან დაჯგუფდება “ქართული ოცნება”, ძნელი სათქმელია, გადაჭრით ვიცი მხოლოდ ის, ვისთან არ დაჯგუფდება. ესაა “ნაციონალური მოძრაობა”. საპარლამენტო კოალიციის ფორმირების ინიციატორებად გამოვლენ “ქართული ოცნება” და ისევ მეორე ადგილზე გასული “ნაციონალური მოძრაობა”. მაღალი ალბათობაა, რომ კოალიციის შექმნა “ოცნებამ” მიახერხოს, სხვა საკითხია, რის ფასად მოხერხდება ეს და ძალაუფლების რამხელა წილის დათმობა მოუწევს ამ გარიგებაში.

კონკრეტულად ლაპარაკი გამიჭირდება, რადგან არ ვიცით, რა სცენარით წავა სიტუაცია. მაგალითად, “ოცნებას” კომუნიკაციის აწყობის, თემატური თანამშრომლობის რეზერვი აქვს იმავე ანტიდასავლურად განწყობილ “პატრიოტთა ალიანსთან”. მიუხედავად იმისა, რომ მათ საგარეო კურსი დეკლარირებული აქვთ, ის მაინც ეკლექტურია და ვერ ვიტყვი, რომ ის გამოკვეთილი პროდასავლური ძალაა. პარტიაში ხშირ შემთხვევაში ისმის კითხვები გარკვეული მიმართულებებით. ამიტომ, თეორიულად ეს კავშირი შესაძლებელია. არ მგონია, რომ მეჭიაური საგარეო კურსის გამო გაუშვეს – ის რომ ასე ფიქრობდა, “ქართულ ოცნებაში” კარგა ხანია, იცოდნენ. რა თქვა კვირიკაშვილმა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჯერჯერობით ის არ განსაზღვრავს არც პარტიის პოლიტიკურ კურსს და არც მის მომავალს” – მიიჩნევს ხუხაშვილი და დასძენს, რომ ახლად გამოჩენილი ბურჭულაძის პარტია შესაძლოა კოალიციების შექმნისას “ოქროს გასაღებადაც” კი იქცეს “ოცნებასა” და “ნაციონალებს” შორის.

პაატა ბურჭულაძის პარტიასთან კი როგორც “ოცნებას”, ისე “ნაციონალებს” აქვთ სივრცე გახსნილი. თუ ამ პარტიამ სწორად გამოიყენა თეორიული შანსები, შესაძლოა ისინი პოსტსაარჩევნო კოალიციის “ოქროს გასაღებიც” გახდნენ. ორივე მხრიდან მასზე იქნება განსაკუთრებული მოთხოვნა და მას შეუძლია ეს ვითარება ძალიან კარგად გამოიყენოს, თუ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კოზირი სწორად გაათამაშეს. თუმცა ეს ყველაფერი თეორიაა, რადგან პრაქტიკულ პოლიტიკაში ჯერ პაატა ბურჭულაძე არ გვინახავს,” – დასძენს გია ხუხაშვილი.

რეზონანსი“, 25 მაისი, 2016 წელი

დავით გამყრელიძის პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანებას ორივე მხარე უარყოფს

სალომე სარიშვილი

პაატა ბურჭულაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული ყრილობა კვირის ბოლოს, 28 მაისს გაიმართება, სადაც საზოგადოებას გუნდის შემადგენლობის შესახებ ახალ ინფორმაციას ამცნობენ. მანამდე კი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პარტიას შესაძლოა “ახალი მემარჯვენეების” ყოფილი ლიდერი და რამდენიმე წლის წინ პოლიტიკური თვალთახედვიდან გამქრალი დავით გამყრელიძე შეუერთდეს.

აღნიშნულ ინფორმაციას თავად გამყრელიძე არ ადასტურებს და ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არავისთან ერთად, მათ შორის, არც ბურჭულაძის პარტიასთან ერთად არ აპირებს: “სისულელეა. არანაირი ფორმით პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ, მათ შორის არც პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად. წავედი პოლიტიკიდან და უკან დაბრუნებას არ ვგეგმავ,” – განუცხადა “რეზონანსს” დავით გამყრელიძემ.

კულუარული ინფორმაციით, დავით გამყრელიძეს პაატა ბურჭულაძესთან მოლაპარაკება ჯერ კიდევ პარტიად გარდაქმნამდე, ანუ მანამდე ჰქონდა, ვიდრე მსოფლიო ბანი ფონდის საქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა შედგა თუ არა მათ შორის შეთანხმება, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცნობილი არაა.

დავით გამყრელიძისა და პაატა ბურჭულაძის შესაძლო ალიანსზე ინფორმაციის გადამოწმება, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ამის შესახებ პოლიტიკურ მოძრაობაში არ უმსჯელიათ და შესაბამისად, ინფორმაცია რეალობასთან ახლოს არაა. “ინფორმაცია არ დასტურდება. უფრო მეტიც, რეალობასთან ახლოსაც კი არაა,” – გვითხრეს პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” პრესსამსახურში.

პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთი ახალი სახე და ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კი ამგვარ ინფორმაციას “ქართული ოცნების” მორიგ ხრიკებს უკავშირებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ჭორების გავრცელებით მათი პარტიისთვის გარკვეული იარლიყების მიწებებას ცდილობს.

“როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” ამგვარი ჭორებით ცდილობს ჩვენთან ბრძოლას. “ოცნება” ჭორების გავრცელებითა და იარლიყების მოწებებით დაეჩვია იმ პარტიასთან ბრძოლას, რომლისაც ეშინია. ხედავთ, რომ ხან რა მეთოდით და ხანაც რა იარლიყით ცდილობენ ჩვენთან ბრძოლას. “ნაციონალების” სატელიტი და ა.შ. – ამგვარი ფორმით საუბარი ზუსტად იგივეა, რასაც თავის დროზე თავად “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას მერაბ მეტრეველი. მისივე თქმით, პარტიის შემადგენლობასა და ახალ სახეებზე პოლიტიკური მოძრაობა პარტიულ ყრილობაზე ისაუბრებს.

რაც შეეხება დავით გამყრელიძესა და მათ პარტიასთან ყოფილი პოლიტიკოსის შესაძლო ალიანსს, მერაბ მეტრეველი ამბობს, რომ ამის შესახებ არ სმენია და შესაბამისად, ამ საკითხზე პარტიაში არ უმსჯელიათ.

“ასეთი რამ ჩვენთან, პარტიაში არც კი განხილულა და შესაბამისად, ინფორმაცია არათუ მსმენია, პირველად თქვენგან გამიგონია. გახსოვთ, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, პირველი, რაც “ნაციონალებმა” გააკეთეს, იყო ის, რომ პუტინის სატელიტის იარლიყი მიაწებეს. ახლა ისინი ზუსტად ასევე იქცევიან, ეს ჩვეულებრივი მეთოდია – თუ გინდა ვინმე დააზარალო, მტრის იარლიყი უნდა მიაწებო, რომ შემდეგ მან თავი იმართლოს.

გული მწყდება, რომ “ქართული ოცნება” დღეს ზუსტად ამ მეთოდებით გვებრძვის. ნამდვილად არ ვიცი, ამ ინფრომაციის ინიციატორი ვინაა, თუმცა პარტიაში ამ საკითხზე არ გვიმსჯელია და ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ,” – გვითხრა მერაბ მეტრეველმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ პოლიტიკაში მიდის. მან ახალი პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” შექმნა და თქვა, რომ ამგვარ გადაწყვეტილებამდე ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო მივიდა. ცნობისთვის, ბურჭულაძე მანამდე “საქართველოს განვითარების” ფონდს ედგა სათავეში, ფონდის რამდენიმე წევრმა კი ახლა პარტიაში გადაინაცვლა. “მე ვიყავი ყველას გვერდით, რადგან ახალი იქმნებოდა, თუმცა დღეს მე ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, ვის გვერდითაც შეიძლება დადგომა. ეს ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არა იმიტომ, რომ მე ვარ ძალიან კარგი პოლიტიკოსი ან პიროვნება, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იძულებული ვიყავი, მიმეტოვებინა კარიერა, ტკბილი და კარგი ცხოვრება და ჩავდგომოდი პოლიტიკურ ძალას სათავეში,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

რეზონანსი“, 25 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ კახა მიქაიასთან: სამეგრელოში “ოცნებას” ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს

თიკო ოსმანოვა

“სამეგრელოში ოპოზიციის გამარჯვება ძალთა ბალანსზე არ იმოქმედებს. თუმცა “ნაციონალებს” მიეცათ საშუალება, ეჩვენებინათ, რომ ისევ ძალა აქვთ, შეუძლიათ გარდატეხის შეტანა და ხელისუფლებაში დაბრუნება. სამეგრელოში “ოცნებას” ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პარტიის “დაიცავი საქართველო” ლიდერი კახა მიქაია და ხელისუფლებას რამდენიმე რჩევას აძლევს.

- თქვენ,ბობთ, რომ სოფელ კორცხელში პროვოკაცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოაწყო?

- ფაქტია, რომ კორცხელში ხალხის მობილიზება გიგა ბოკერიამ სათავისოდ გამოიყენა და ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოაგო და ამაზე პასუხისმგებლობა “ოცნებას” ეკისრება, რადგან, რაც შემდეგ მოხდა, ეს ყველამ ნახა. კვირას მომხდარმა ინციდენტმა სოფლის მოსახლეობაზე დიდი გავლენა იქონია, რის გამოც “ქართული ოცნება” არჩევნებზე დამარცხდა. სამწუხაროდ, გიგა ბოკერიას პროვოკაციაზე წამოგებული ხელისუფლება კი ძალიან სავალალოდ და საცოდავად გამოიყურება.

- და რატომ დასჭირდა ხელისუფლებას მოჭიდავეების ჩაყვანა?

- სწორედ ეს გამოიყენა ბოკერიამ. არა მგონია, იქ საჭირო ყოფილიყო ასეთი მობილიზება და მოჭიდავეების ჩაყვანა. ამიტომ ვამბობ, თავად “ქართულმა ოცნებამ” შეუწყო ხელი გიგა ბოკერიას ამ პროვოკაციისთვის. საცოდავად და სავალალოდ გამოიყურება ხელისუფლება, რომელიც ამბობს, ოპოზიციამ წამომაგო პროვოკაციაზეო. გიგა ბოკერია ამის პროფესიონალია და ამიტომ არ უნდა მისცე მას საშუალება, რომ პროვოკაციაზე წამოგაგოს და მერე თავს არ უნდა იმართლებდე.

- ზოგადად სამეგრელოში რა განწყობაა?

- დარწმუნებული ვარ, ეს პროვოკაცია რომ არ ყოფილიყო და “ოცნებას” ნორმალური კანდიდატი წარედგინა, ხელისუფლება არჩევნებს მოიგებდა.

- ანუ, ერთგვარად ამ ინციდენტმა მოსახლეობის განწყობაზე გავლენა იქონია?

- რა თქმა უნდა.

- მართალია, რომ შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, “ოცნების” კანდიდატად წარდგენილი ამირან ლაგვილავა ადრე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო?

- კი ბატონო. ამაზე პირველად მე ვილაპარაკე. ორჯერ იყო “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოებული. სხვათა შორის, იგი დღესაც ამ პარტიის წევრია. მას არ დაუწერია განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ. და, ბუნებრივია, არჩევნების შედეგებზე გავლენა ამანაც მოახდინა. ეს არის ამომრჩევლის შეურაცხყოფა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ეს პროვოკაცია რომ არ ყოფილიყო, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს ვერ მოიგებდა. ამირან ლაგვილავას წარდგენა მაჟორიტარად “ქართული ოცნების” მხრიდან იყო დიდი შეცდომა და ამომრჩევლის შეურაცხყოფა.

- თუმცა “ქართულმა ოცნებამ” სამეგრელოში გამარჯვება ვერც 2012 წელს მოახერხა…

- სამეგრელომ გადაიტანა ძალიან დიდი ტერორი, შესაბამისად 2012 წელს “ქართული ოცნების” მარცხი ლოგიკური იყო. მაგრამ უკვე 4 წელი გავიდა… ხელისუფლების სისუსტის, არაკომპეტენურობის არასასურველი საკადრო პოლიტიკის, ე.წ. კოჰაბატაციის, პორტირებული “ნაციონალების” გამო “ოცნებას” სამეგრელოში არ აქვს სათანადო რეიტინგი. ამ წლების მანძილზე სიტუაცია შეიცვალა, თუმცა ისე არა, რომ ხელისუფლებას სახარბიელოდ ჰქონდეს საქმე. იმის მაგივრად, რომ მოეშუშებინათ ჭრილობები, კოჰაბიტაციის გამო ისევ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს, რაც ხალხის გაღიზიანებას იწვევს. ეს ქართული “ოცნების” ბრალია. არასწორმა პოლიტიკამ საშუალება მისცა “ნაციონალურ მოძრაობას,” ისევ დაებრუნებინა გავლენა.

- მას შემდეგ, რაც “ნაციონალების” კანდიდატმა გაიმარჯვა, კოალიცია კი დაშლილია, როგორი იქნება ძალთა ბალანსი ზუგდიდის საკრებულოში?

- სამგერელოში ერთი კაცის გამარჯვება არაფერს ნიშნავს. იქ უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აქვს. ძალთა ბალანსზე ეს არ იმოქმედებს. აქ მთავარი ისაა, რომ “ნაციონალებს” მიეცათ საშუალება, ეჩვენებინათ, რომ ისევ აქვთ ძალა სამეგრელოში, ისევ შეუძლიათ გარდატეხის შეტანა და ხელისუფლებაში დაბრუნება. ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ “ქართული ოცნება” არის არაკომპეტენტური და არაადეკვატური. “ოცნებას” სამეგრელოში ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. ვფიქრობ, “ოცნება” სერიოზულად უნდა მოემზადოს არჩევნების ჩატარებისთვის დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში. ძალადობა არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. ეს “ნაციონალების” ხერხებია. სიამის ტყუპებივით თუ დაემსგავსნენ ერთმანეთს, რა გამოვა?! ამიტომ, საპარლამენტო არჩევნებისთვის სერიოზულად უნდა მოემზადონ და ამასთან დაკავშირებით ერთ რჩევას მივცემ – ძალიან კარგი იქნება, თუ “ქართული ოცნება” “ნაციონალების” მიერ პოლიტიკურ სანაგვეზე გადაყრილ პირებს არ ამოიღებს და არ აქცევს საკუთარ მაჟორიტარად და ე.წ. ახალ სახეებად. ეს იქნება ძალიან კარგი.

რეზონანსი“, 25 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ ბიგვავასთან: კვლევები, რომელთა თანახმად “ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” ერთნაირი შედეგი ჰქონდათ, არ გამართლდა

თაკო მათეშვილი

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო-პროექტის” დამფუძნებელი, სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების გაანალიზებით ასკვნის, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ამის თქმის საფუძველს კი მას ის აძლევს, რომ 9 ოლქიდან, სადაც არჩენები გაიმართა, 7-ში სახელისუფლებო პარტიამ მოიგო. გარდა ამისა, გამართული არჩევნები სოციოლოგს იმის დასკვნის საშუალებასაც აძლევს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას არ ცდილობს და საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.

რაც შეეხება ხმაურიან დაპირისპირებასა და შეხლა-შემოხლას, ზურაბ ბიგვავა ფიქრობს, რომ ამაში გასაკვერი არაფერია: „ეს არჩევნები სრულყოფილი არ იყო, რადგან იგი მხოლოდ რამდენიმე ოლქში გაიმართა. მან თავი ხმაურიანი დაპირისპირებით დაგვამახსოვრა. გასული წლების ისტორიას თუ გავიხსენებთ, ამაში გასაკვირი არაფერი იყო. კარგად გვახსოვს ბოლნისის დაპირისპირება, კარალეთის, სადაც ადამიანები მხოლოდ ხელით კი არა, ქვებითაც იბრძოდნენ. ასე რომ, დრამატიზირებას თუ არ დავიწყებთ, ასეთი რაღაცები ხდება. არ ვიცი ვინ დაიწყო, მაგრამ, იმედია, გამოძიება ჩატარდება და დამნაშავეებს დასჯიან», – ამბობს სოციოლოგი.

- რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამ ყველაფრიდან?

- ზოგადად, ასეთი ვითარება გვაქვს – 9 ოლქიდან შვიდში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა. მხოლოდ ოთხ ოლქში იყვნენ “ნაციონალები” და “ქართული ოცნება” ერთმანეთის კონკურენტები და აქედან ორში “ნაციონალებმა” მოიგეს, ორში კი – “ოცნებამ”.

აქედან დასკვნა ასეთია – იმის მიუხედავად, რომ “ოცნებას” წინასაარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ არ დაუწყია და სააგიტაციო პიარ-ფრონტი არ გაუშლია, 9-დან 7 ოლქში მოიგო. ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უპირისპირდებოდა მას. თუმცა, ორ ოლქში “ნაცმოძრაობამ” გაიმარჯვა იმის მიუხედავად, რომ იქ დაპირისპირება იყო და ხმების გადათვლა გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ გადათვლითაც იგივე შედეგი დადგა და არ შეიცვალა. მგავსი სიტუაცია “ნაციონალური მოძრაობის” დროს რომ ყოფილიყო, საქმე სრულიად საპირისპირო ვითარებასთან გვექნებოდა – გადათვლის შედეგად აუცილებლად სახელისუფლებო პარტია გაიმარჯვებდა და ჩხუბის შედეგიც სხვანაირი და ბევრად სავალალო იქნებოდა. “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლის ორგან გამარჯვება კი იმის მანიშნებელია, რომ “ოცნებას” გაყალბების ან ადმინისტრაციული ზემოქმედების მექანიზმი არ გამოუყენებია. მას ასეთი განზრახვა რომ ჰქონოდა, იმ ორ ადგილასაც მოიგებდა.

ასე რომ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცა ვიღაცასთან ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირებას ცდილობდნენ, არჩევნები სამართლიანი იყო. ჩხუბი და ცხვირ-პირის დამტვრევა კი გასაკვირი არაა, ჩვეულერბივი მოვლენაა. თუმცა ძალიან უსიამოვნოა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს.

- როგორ პასუხობს ამ არჩევნების შედეგები იმ კვლევებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა?

- მიუხედავად წინასწარი პროგნოზებისა, რომ “ოცნებას” ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, იგი მზადაა საპარლამენტო არჩევნები მოიგოს, თანაც – 50%-ზე საკმაოდ მაღალი შედეგით. გარდა ამისა – ის არჩევნების გაყალბებას არ აპირებს. არადა, ენდიაი-სა და აირაი-ს კვლევების მიხედვით “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” თითქმის ერთნაირი შედეგები ჰქონდათ. კიდევ იყო რაღაც შიდა კვლევები, რომლებიც არ გამოქვეყნებულა. “ოცნების” ასეთი კვლევის შედეგები ვიცი – მას, სულ ცოტა, ორჯერ უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე “ნაცმოძრაობას”. სხვათა შორის, “ნაცმოძრაობამაც” ჩაატარა შიდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ისინი აგებდნენ. ასე რომ, კვლევები, რომლებიც ამბობს, რომ “ნაცმოძრაობას” და “ოცნებას” ერთნაირი შედეგები ჰქონდათ, არ გამართლდა. შეიძლება ახლა ვიღაცამ თქვას – “ნაცმოძრაობას” ყველა ოლქში რომ მიეღო მონაწილეობა, უკეთესი შედეგი ექნებოდა, მაგრამ თავისი კანდიდატი ყველგან რომ არ წარადგინეს, ესეც მათ სისუსტეზე მიუთითებს.

- ამ არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, როგორი ძალთა გადანაწილება შეიძლება ვივარაუდოთ ოქტომბრის არჩევნებში?

ზ.ბ: ამის თქმა ახლა ძალიან რთულია, რადგან არ ვიცით თუ ვინ ვისთან გაერთიანდება არჩევნების წინ. ეს პროცესი სწორედ ახლა მიდის და ამის მიხედვით ბევრი რამ გაირკვევა. ამ გადაჯგუფებას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ასევე წინასაარჩევნო პროცესსაც, რომელიც ჩემი აზრით, დაძაბული, პრინციპული და საინტერესო იქნება. მთავარი ის მგონია, რომ იმის მიუხედავად, რაც მოხდა, არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. ამაზე პრემიერ-მინისტრის ძალიან მტკიცე და დამაჯერებელი განცხადებაც მიუთითებს, რომ არჩევნებზე ძალისმიერი ზემოქმედების ყველანაირი მცდელობა აღკვეთილი იქნება. ამ ანალიზის მიხედვით, ყველა წინაპირობაა იმისათვის, რომ არჩევნები პატიოსნად ჩატარდება და “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს.

———————-

ალია”, 25 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, „რესპუბლიკელები“ – ეს ტრიო ემზადება ხელისუფლების „ნაცებისთვის“ გადასაბარებლად!~

ნინო ლაბარტყავა

მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე ძალიან სკანდალური განცხადება დაწერა: „გიორგი ვკვირიკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, „რესპუბლიკელები“ – ეს ტრიო ემზადება ხელისუფლების „ნაცებისთვის“  გადასაბარებლად!“.

„რესპუბლიკელები“, ცნობილი მიზეზების გამო, კოალიციურ პოლიტიკურ მინდორზე „ქართული ოცნებასთან“ ერთად რომ აღარ „ძოვენ“, ეს უკვე ვიცით, თუნდაც იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც „რესპუბლიკელი“ ლიდერები აკეთებენ ხოლმე. მარგველაშვილი რომ ივანიშვილმა თავის ხელისბიჭად ვერ აქცია, ესაც კარგად ვიცით… ბრეგაძის მიერ დასახელებულ „ტრიოში“ ყველაზე საინტერესო გიორგი კვირიკაშვილის სახელი და გვარია – ადამიანის, რომელსაც ივანიშვილთან წლების ურთიერთობა აკავშირებს, რომელსაც ყოფილი პრემიერი, როგორც თავად არაერთხელ უთქვამს, ენდობა და სწორედ ამ ნდობის გამოხატვაა, რომ კვირიკაშვილი ჯერ პრემიერი, შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი გახდა. კანონიც კი „მოარგეს“ კვირიკაშვილს, რომ, თუკი ის „ოცნების“ სიას სათავეში ჩაუდგება (რაშიც ეჭვი, ფაქტობრივად, არავის ეპარება), პარალელურად პრემიერ-მინისტრის პოსტსაც შეინარჩუნებს და გადადგომა არ მოუწევს.

თუკი სანდრო ბრეგაძის ინფორმაცია რეალობაა, ორი დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება: ან კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღალატობს, ან ივანიშვილის დავალებას ასრულებს და ივანიშვილის და „ნაციონალების“ ურთიერთლანძღვა ამ 4 წლის მანძილზე, კარგად შენიღბული თამაში იყო. ერთი სიტყვით,  სანდრო ბრეგაძის მიერ გაკეთებული განცხადების ირგვლივ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება და დეტალების გასარკვევად, „ალია“ „ეროვნულების“ ლიდერს დაუკავშირდა:

- სანდრო, რაზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ კვირიკაშვილის, მარგველაშვილისა და „რესპუბლიკელების“ ტრიო ემზადება ხელისუფლების „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადასაბარებლად? რაში გამოიხატება ეს გადაბარების პროცესი?

- პირველ რიგში, მინდა ერთ საინტერესო მოვლენას ავხადო ფარდა: დღეს მთელი საქართველო აღშფოთებულია ბატონი კოღუაშვილის მიერ გამოთქმული ფრიად „ორიგინალური“, ამავე დროს, ამაზრზენი მოსაზრებების გამო, როდესაც მან მიხელ სააკაშვილს რეფორმატორი უწოდა და ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას ციხიდან გამოშვება მოითხოვა. ერთი რამ მინდა იცოდეს მთელმა საქართველომ: ეს არ იყო კონკრეტულად კოღუაშვილის მოსაზრებები, რადგანაც ის არ არის ისეთი პიროვნება, ვინც დამოუკიდებლად განახორციელებს რამეს – მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს იყო ბატონი კვირიკაშვილის მიერ დავალებული, რათა დაეტესტათ მოსახლეობა იმაზე, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება მერაბიშვილისა და უგულავას ციხიდან გამოშვება და სააკაშვილის რეაბილიტაცია. მეორე: ბატონი კვირიკაშვილის ქმედებები, თუნდაც `ნაციონალებთან~ მიმართებაში, არის „ნაციონალების“ წისქვილზე წყლის დასხმა და თქვენ თუ დააკვირდებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებებს, ნათლად დაინახავთ, რომ ისინი ერთ ცუდსაც კი არ ამბობენ კვირიკაშვილზე, რადგანაც მათ ყველანაირად აწყობთ კვირიკაშვილი. რაც ყველაზე მთავარია: ბატონ ბიძინა ივანიშვილს კვირიკაშვილი „შეუგდეს“ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კვირიკაშვილი გახლავთ ადამიანი, რომელიც რევოლუციური სცენარის მომენტში გვერდზე გაიწევა და ხელისუფლებას გადააბარებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

- რა სცენარზეა საუბარი?

- პირდაპირ გეტყვით: ოდესაში მოკალათებულ მიხეილ სააკაშვილს, თავის უცხოელ მეგობრებთან ერთად, შემუშავებული აქვს ასეთი სცენარი – 2016 წლის არჩევნები არალეგიტიმურად უნდა იქნას ცნობილი; ამის ფონზე  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ასევე, უნდა გამოაცხადოს, რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, უნდა განვითარდეს რევოლუციური სცენარი, რომლის დროსაც ბატონი კვირიკაშვილი, როგორც „დიდი დემოკრატი“ პრემიერ-მინისტრი, გაიწევა ხელისუფლებიდან და ხელისუფლებას გადააბარებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს არის სცენარი, რომელზეც მე არაერთი ჩემი უცხოელი მეგობარი მესაუბრა, რომლის შესახებაც საკმაოდ დიდი ხანია, ხელისუფლებას ვაფრთხილებ და რომელიც, ვფიქრობ, საქართველოს დაღუპვისკენ მიმავალი გზაა.

- თქვენ კი ამბობთ, გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეუგდესო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი წლებია, მეგობრობენ და რომ ივანიშვილი მას ენდობა…

- ზუსტად ამაზე მინდა ვთქვა: კვირიკაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ერთ აქციაშიც არ მიუღია მონაწილეობა, პირიქით, უარესს გეტყვით: როდესაც ის იყო „ქართუ ბანკის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, არჩევნების წინ პირდაპირ განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან გადადგებოდა, ვერ მიიღებდა მონაწილეობას “ქართუ ბანკის” საქმიანობაში, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იყო შემოსული. აქედან გამომდინარე, მას არ უნდოდა, ურთიერთობა გაეფუჭებინა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ის გადადგა თავისი თანამდებობიდან და ფაქტობრივად, პოლიტიკურ პროცესებსა და „ქართუ ჯგუფს” გაეცალა. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება მოინდომეს, რომ სინამდვილეში ის იყო მისი ერთგული და ა.შ. ადამიანი, რომელმაც 2011 წელს უგანა ბიძინა ივანიშვილს და პროცესებს ვანო მერაბიშვილის დავალებით გაეცალა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ეს ადამიანი არ არის დაკავშირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან?” კვირიკაშვილი თავიდან ბოლომდე არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ის არის შევარდნაძის ხელისუფლების ნარჩენი, რომელიც აუცილებლად უნდა მოსცილდეს ხელისუფლებას.

- რასაც თქვენ ამბობთ, გამოდის, რომ ან კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ღალატს აპირებს, ან ყველაფერი მასთანაა შეთანხმებული. ამას გამორიცხავთ?

- არა, ბიძინა ივანიშვილთან არაფერი არ არის შეთანხმებული, რადგან ის ნამდვილად არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარებას. ეს ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული და მოდით, პირდაპირ ვთქვათ: არიან ადამიანები, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვას აქვთ ისეთი დიდი კომპრომატები, რომელ კომპრომატებსაც ისინი ვერსად ვერ გაექცევიან. აქედან გამომდინარე, მე არ მინდა ყველაფერზე ვისაუბრო, მაგრამ ბატონი კვირიკაშვილი სერიოზულად არის დაშანტაჟებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ის ვერასოდეს ვერ წავა მათ წინააღმდეგ. „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად ცდილობს, არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ სახედ შეინარჩუნოს გიორგი კვირიკაშვილი, რადგან მშვენივრად იციან, რომ საჭირო მომენტში კვირიკაშვილი გააკეთებს იმას, რაც მიხეილ სააკაშვილს სურს. ეს უნდა ითქვას ხმამაღლა და საქვეყნოდ!

ალია”, 25 მაისი, 2016 წელი

რა ფსიქოლოგიური პროპაგანდა დაიწყეს „ნაციონალებმა“ და იმოქმედებს თუ არა ეს ამომრჩეველზე?

მაკა დეკანოსიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის რომ ძალებს არ დაზოგავს და პოლიტიკური რევანშისთვის ყველაფერზე წავა, ეს უკვე შუალედური არჩევნების დროს, ცემა-ტყეპითაც ცხადი გახდა. გარდა იმისა, რომ მათ პროვოკაციებისა და სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენების დიდი ნიჭი და გამოცდილება აქვთ, ბოლო დროს ცალსახად, მიზანმიმართულად, ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვებას ცდილობს.

„ნაციონალთა“ მთელი არმია ხელისუფლების უუნარობასა და სისუსტეს მოსახლეობის ზომბირებისთვის, გულის მოსაგებად და გადასაბირებლად იყენებს. „ნაცების“ კომენტარების უმეტესობა მთავრდება დაახლოებით ასე: „ქართული ოცნება“ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ჩვენ დავბრუნდებით ხელისუფლებაში და გაჭირვებულ მოსახლეობას ამოვასუნთქებთო…

მოექცევა თუ არა ამომრჩეველი „ნაცმოძრაობის“ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ, რომელიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო გამძაფრდება? „ალია“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ზაზა ფირალიშვილი:

- ბატონო ზაზა, „ნაციონალთა“ თითქმის ყველა განცხადებაში გვესმის, როგორი უუნაროა „ოცნების“ ხელისუფლება, რაშიც არ შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ ასევე ამბობენ, ჩვენ გავიმარჯვებთ და მოსახლეობას სიღარიბიდან ამოვიყვანთო. ორივეს ჰყავს თავისი სტაბილური ამომრჩეველი, მაგრამ რამდენად მოქმედებს ეს ფსიქოლოგიურად ამომრჩეველთა იმ 60%-ის განწყობაზე, რომელსაც ეზიზღება `ნაციონალები~ და `ოცნების~ რწმენაც დაკარგული აქვს?

- გარკვეულწილად, რა თქმა წლის ნოემბერი? მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც რომ გაგახსენდეს, საკმარისია. ან როგორ არ უნდა გაგახსენდეს 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, თავად ვარ შემსწრე იმ საზარელი ისტორიებისა, რასაც „ნაცმოძრაობა“ სჩადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ხშირად ამბობენ, რომ მათ თავიანთ შეცდომებზე ისწავლეს, ერთია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება დაუჯერებს იმას, მართლა ისწავლეს თუ მოჩვენებითი და ყალბია მათი ეს პოზიცია. მგონია, შიში უფრო ძლიერია საზოგადოებაში, რომ რაღაცა სხვა მოხდება და ადგილი ექნება შურისძიებას, ვინაიდან ის განცხადებები, რასაც ხშირად აკეთებს ოდესის მმართველი, ნამდვილად არ მიანიშნებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიცვლება“.

რამაზ საყვარელიძე:

- პოლიტიკური პარტია ყოველთვის იღებს ოპონენტში ერთ ნიშას და იმას აძლიერებს, იგივე ხერხს მიმართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ყველაფერზე ერთად კი არ დაიწყო საუბარი, ერთი წერტილი აიღო. ისინი შევარდნაძის დროსაც ასე იქცეოდნენ, მათი კორუმპირებულობა გახადეს დარტყმის ობიექტად. „ოცნების“ შემთხვევაში კი გამოარჩიეს უუნარობა. ბევრი ეპიცენტრის არჩევა არ ვარგა ხოლმე ბრძოლის დროს. რაც შეიძლება საუკეთესო დარტყმა უნდა განახორციელო, ერთ წერტილზე, რომელიც გახდება პიარის პოლიტიკური ღერძი. თან თუ ხელისუფლებაც ხელს უწყობს ამას, რა თქმა უნდა, ეს ადამიანებზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს.

ანალოგიური ეპითეტი უუნარობის, გარდა კორუმპირებულობისა, შევარდნაძის დროსაც იყო, „დარდუბალა“ იყო მაშინ, გახსოვთ, ძალიან კარგი იარაღი. „დარდუბალობა“ უუნარობაა და ამ „დარდუბალამ“ იმუშავა, ოღონდ მხოლოდ „დარდუბალამ“ კი არ იმუშავა, შევარდნაძემ და „დარდუბალამ“ იმუშავეს ერთად. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლაც ეცდება, ამ ჩარჩოში ჩასვას „ოცნება“. ბოლო ფაქტიც, როცა ცემა-ტყეპა მოხდა საარჩევნო დღეს, „ნაცმოძრაობამ“ უუნარობად შეაფასა და ხელზე დაიხვია, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საარჩევნო უბნის დაცვა მშვიდობიანად და მიმართა ძალადობას, რადგან მას სხვა პოლიტიკური იარაღი აღარ დარჩა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლების უუნარობაზე ხაზგასმა ჭკვიანური სვლაა, რადგან, თუკი დიქტატურად შეაფასებენ მათ მმართველობას და ძლიერად დასახავენ მეტოქეს, ზოგჯერ ეს სიძლიერე იზიდავს ამომრჩეველს. სისუსტე კი განიზიდავს. ძალაუფლებას არ უყვარს სუსტები. გამოცდილი პარტიაა „ნაცმოძრაობა“ და კარგად იცის ეს ნიუანსები. ჩვეულებრივი პიარსვლაა ეს. ამის პასუხად, წესით, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ენერგიული, ჭკვიანური სვლები, რაც ჯერჯერობით არ ჩანს. ცალკე განხილვის თემაა, ასევე, როგორ შეუწყო ხელი ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ იმ დღეში ჩავარდნილიყო, რაშიც ახუნდა, ეს გათვლა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ რამდენად შეიძლება შედეგი მოიტანოს, ეს ძნელი სათქმელია, ვინაიდან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა უბრალოდ იმას, რას ამბობ, არამედ იმას – ვინ ამბობს. ყველა ის არგუმენტი, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იყენებენ, სამართლებრივი ხარისხით შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ ამით თავად ქულებს ვერ იმატებენ. ყველაზე მეტი, რასაც შეიძლება მიაღწიონ, ამომრჩევლის პასიურობაა, ან მიაღწევენ იმას, რომ მესამე ძალას გაუმრავლონ ელექტორატი. სხვა შედეგიამას არ მოჰყვება, მათი ამომრჩევლის ოდენობა ჩაკეტილია და მკაცრად არის განსაზღვრული.

- თუმცა უნდობლობა, გარდა ამ ორი პარტიისა, სხვა პარტიების მიმართაც არის, მრავალგზის იმედგაცრუებული, ნდობადაკარგული საზოგადოება ფსიქოლოგიურად არამდგრადია და ვინ შეიძლება მოახერხოს ამ ადამიანების გადაბირება?

- რეალურად სამ-ოთხ ძალას აქვს შანსი, რომ შეძლებს ამ პასიური და ნდობადაკარგული ელექტორატის თავისკენ შებრუნებას. წეღანაც ვთქვი, ამაში ამ პოლიტიკურ ძალებს ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობა და ყვირილი. „ნაციონალებმა“ შესაძლოა, იმედი გადაუწურონ ადამიანებს „ოცნების“ მიმართ, მაგრამ თავად ამ ხმებს ვერ მიიღებენ. რადგან მათ ბრალი ედებათ ყველაფერ იმაში,

ყოველ შემთხვევაში უდიდეს ნაწილში, რაშიც ახლა ხელისუფლებას სდებენ ბრალს. როდესაც „ნაციონალები“ ძალადობაზე საუბრობენ, როგორ არ უნდა გაგახსენდეს კაცს 2007 ლაა. ეს არ იყო მხოლოდ უუნარობა, იყო გამოუცდელობაც, იყო დასავლეთის ფაქტორიც, რაც კარგად გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამავე დროს „ნაცმოძრაობას“ უპრეცედენტო ტოტალიტარიზმი ახასიათებდა. დღემდე ყველგან ჰყავს თავისი ხალხი და ბევრგან შეძლო პროცესების მართვა, ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ ძნელია.

რა კურსიც აქვს ახლა „ნაცმოძრაობას“ და ის ფსიქოლოგიური დარტყმები, რითაც ხელისუფლებისთვის მხარდამჭერების გამოცლას აპირებს, ვერ გეტყვით რომ მხოლოდ დასავლელ ლობისტებთან მუშაობის შედეგია, რა თქმა უნდა, მათ აქვთ კონსულტაციები, ინტელექტუალური კავშირი დასავლეთთან, მაგრამ უკვე თავადაც იმდენად გამოცდილნი არიან პიარტექნოლოგიებში, დიდად აღარ სჭირდებათ ვინმეს მითითება, როგორ მოიქცენ.

არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი, გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა უბნებზე შუალედურმა არჩევნებმა, თუმცა ეს მცირე მასშტაბია. ამ მცირე მასშტაბშიც, „ნაციონალებს“ არ ეყოთ იმის ძალა, რომ რაიმე გასაოცარი შედეგისთვის მიეღწიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით რომ წავა პროცესი, იქ უკვე სხვა სურათი დაიხატება. აქ არ იყო სრულად პოლიტიკური სპექტრი წარმოდგენილი, ამიტომ სურათის დახატვა, რომ `ნაციონალებმა~ რამდენიმე უბანზე გამარჯვებით ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს, არ იქნებოდა მართებული, ეს რეპეტიციაც კი არ იყო არჩევნების.

———————-

„ახალი თაობა“,  25 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ნაციონალებს ნებისმიერი ძალადობა აწყობთ” // გიორგი კვირიკაშვილისა და სხვების პოზიცია მყარია. იმედი მაქვს, არ აჰყვებიან ნაცისტებს, მათ ბოევიკებსა და პროვოკაციებს

პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში არჩევნების დღეს მომხდარ დაპირისპირებასა და ძალადობას გმობს, თუმცა, მისი განცხადებით, ნებისმიერი ძალადობა აწყობთ ნაციონალებს. „ზოგადად კი ჩვენი საზოგადოება ამგვარ დაპირისპირებას ზიზღით უყურებს. ეს ზიზღი ორივე მხარის მიმართაა. იქ ვეღარ გაარჩევს ადამიანი, ვინ იყო მსხვერპლი, ვინ დამნაშავე“, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

- ბატონო პეტრე, ცოტა ხნის წინ თქვენ მეუბნებოდით, რომ ნაციონალები საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელებას შეეცდებიან. კორცხელში მომხდარი დაპირისპირება რევოლუციური სცენარის ნაწილი ხომ არ არის?

- ოღონდ ვამბობდი, რომ რევოლუციური სცენარის განხორციელებას ვერ შეძლებენ. ნაცები შეეცდებიან ძალადობას, პროვოკაციას, მაგრამ რევოლუციური სცენარის განხორციელებას ვერ შეძლებენ.

- რატომ ვერ შეძლებენ?

- ვერ შეძლებენ, რადგან ნიადაგი არ არის. ჩემი აზრით, კორცხელის დაპირისპირება იყო შემზარავი. მე ყოველთვის ვგმობ ძალადობას. ზნეობრივი უფლება მაქვს, ყველას შევახსენო, რომ როცა კაკო ბობოხიძემ პარლამენტის დარბაზში ხულიგნური თავდასხმა განახორციელა (ფიზიკური თავდასხმაც იყო და გინებაც), მე არც კი მივიხედე მისკენ.

- თუმცა, მგონი, თქვენ არანაკლებ შეგეძლოთ, საპასუხო რეაქცია გქონოდათ...

- ეს არც უნდა იკადროს ადამიანმა პარლამენტში. თუ ვინმეს რამე უნდა, რინგი არსებობს. ესენი (მაპატიეთ) ღიპებს ძლივს დაათრევენ და ჩხუბზე აქვთ პრეტენზია, მაგრამ კორცხელში მართლაც ჩანდნენ სპორტულად მომზადებული ადამიანები, რაგბისტები, მოჭიდავეები თუ სხვები.

- საინტერესოა, ვინ ჩაიყვანა...

- არ ვიცი, როგორ გაჩნდნენ, მაგრამ ერთი რამ ვიცი – ნებისმიერი ძალადობა აწყობთ ნაცისტებს.

- რატომ აწყობთ?

- ნაცისტები თავის დროზე ქვის სროლით მოვიდნენ (როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა) და ქვის სროლით წავიდნენ.

- ახლა გამახსენდა, 2003 წლამდე, არჩევნების წინა პერიოდში, ზუსტად ამგვარი დაპირისპირებები იყო, როდესაც სამეგრელოში ჩავიდა სააკაშვილი თავის ჯგუფთან ერთად. შემდეგ ამბობდნენ, რომ დაპირისპირება თვითონ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი. ამის გამო სხვადასხვა პროცესთან დაკავშირებით მუდმივად ჩნდება ეჭვი…

- რა თქმა უნდა, ეჭვი ჩნდება, რადგან, როცა დაგეგმილი არ არის, სააკაშვილი კისრისტეხით გარბის. როცა სააკაშვილი ყოჩაღად გრძნობს თავს, როგორც წესი, პროცესი დაგეგმილია, თორემ პანიკაში ჩავარდება და გაიქცევა. სხვათა შორის, გუშინ ეუბნებოდა კიდეც სააკაშვილი გამარჯვებულ ლაშხიას, აი, მაშინაც ასე იყო, როცა ოცნება მოვიდა, ძალადობა იყოო. მაშინ ნამდვილად დადგმული იყო. ნამდვილად დადგმული იყო 2008 წელს (შემდეგ კადრები აჩვენეს), როდესაც ავტობუსი დაიწვა. მერე ქალი ეუბნებოდა ვიღაცას, ხომ დამპირდით, ქოლგას არ გაგიფუჭებთ, აი, ჩემი ქოლგა გახვრეტილიაო. 2003 წლის რევოლუციის წინაც თითქოს დაუპირისპირდნენ და ნიღაბი ჩამოგლიჯეს. პროვოკაციები, ძალადობა, ცემა-ტყეპა, სისხლიანი სახეები ყოველთვის იყო ნაცისტების ხელწერა. ამიტომ აყოლა არ შეიძლება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნაცებს ეს აწყობთ. ეს მათი სტიქიაა.

- დაპირისპირება და ძალადობა ყოველთვის დასაგმობია. მომხდარს ყველა თავისებურად აფასებს. უკვე გააკეთეს განცხადებები ამერიკის ელჩმა და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა, რაც აწყობთ ნაციონალებს...

- ელჩისა და სახალხო პარტიის განცხადებები გასაგებია, როცა აღწევენ მიზანს. სააკაშვილის ხელწერა – მთავარია, მიაღწიო, რომ ეკრანზე დაიდოს სურათი, როცა „კარტინკაზე” ჩანს, როგორ გდია ბოკერია ძირს, მელიასა და სხვა ცნობად სახეებს ვიღაცები როგორ ურტყამენ, იქ ვიღაც არის დასისხლიანებული, არ ვიცი, რომელი მხრიდან, ოცნებიდან თუ სხვა, ეს არის “კარტინკის“ დადგმა. შეგახსენებთ, როცა ბობოხიძემ შეძლო, ოცნებასთან პარლამენტში მთელი სცენა დაედგა, ეს იყო მათი გამარჯვება. მსოფლიო გაზეთებსა და ტელევიზიებშიც გავიდა, უმრავლესობა ფიზიკურად უსწორდება უმცირესობასო. ჩემთან კი არ გამოუვიდა, არც კი მივიხედე და ჩაუვარდა კოვზი ნაცარში.

- რა გამოსავალს ხედავთ?

- ამიტომ ყველას ვაფრთხილებ. ძალადობა ისედაც შემზარავი და დასაგმობია. ამას ემატება ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებაც. ამგვარ დაპირისპირებას საზოგადოება ზიზღით უყურებს. ზიზღი ორივეს მიმართაა. იქ ვეღარ გაარჩევს ადამიანი, ვინ იყო მსხვერპლი, ვინ – დამნაშავე. უცხო ადამიანი უცხო თვალით რომ უყურებს, რას გაარჩევს, ეკრანზე ხედავს, ურტყამენ იმისათვის, რომ პოლიტიკოსებმა ნადავლი ვერ გაიყვეს.

- ნადავლი ვერ გაიყვეს?

- დიახ, პოლიტიკოსები მოდიან, რომ იხეირონ. ამის გამო ჩხუბობენ. იდეების ბრძოლა რომ იყოს, დასხდებიან და დისპუტს გამართავენ. აქ არის ბრძოლა გამდიდრებისათვის.

- ახლა ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს, თუმცა ეს საქართველოს სახელმწიფოს არ წაადგება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს დაპირისპირება ვიზალიბერალიზაციის საწინააღმდეგოდ ვიღაცამ დაგეგმა თუ სტიქიურად მოხდა?

- კორცხელის დაპირისპირებას ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს. ნაცებმა იციან, რომ გამარჯვების შანსი აქვთ. მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

- თქვენ ამბობდით, ნაციონალებს რევოლუციური სცენარი არ გაუვათო. საარჩევნო კამპანია ახლა იწყება. მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?

- ასეთი პროვოკაციები მოსალოდნელია. პროვოკაციებმა შეიძლება პიკს მიაღწიოს არჩევნების წინა პერიოდში, სექტემბერ-ოქტომბერში. კვირიკაშვილისა და სხვების პოზიცია მყარია. იმედი მაქვს, არ აჰყვებიან ნაცისტებს, მათ ბოევიკებსა და პროვოკაციებს. ისინი ხომ სადისტური სისტემის შემქმნელები და ლიდერები არიან. მეორე მხრივ, რაც შეეხება რევოლუციურ სცენარს – რევოლუციებს აწყობენ თვითონ მთავრობები.

- არის თუ არა დღეს რევოლუციური სიტუაცია?

- როდესაც ქვეყანაში არსებობს რევოლუციური სიტუაცია, როცა ხალხს მეტად მოთმინება არ უნდა, ხოლო ძალაუფლების მქონე ადამიანებს მეტი მართვა არ შეუძლიათ, მაშინ იწყება რევოლუცია, უსათუოდ ჩნდებიან ბელადებიც და მაშინ გარბიან ვიღაც-ვიღაცები უცხო ძალისთვის დახმარების სათხოვნელადაც. დახმარებას ზოგი იღებს, ზოგი – არა. ჯერჯერობით, მიუხედავად ოცნების ძალიან დაცემული რეიტინგისა, რევოლუციური სიტუაცია არ არის. რევოლუციური სიტუაცია არც პარტიებშია. დღეს მათში არ არის ვინმე ლიდერი, ვინც შეიძლება გადალახოს ბარიერი და პარლამენტში შევიდეს, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა სხვაა. ეს დღეს არავის შეუძლია. ახლანდელმა არჩევნებმა აჩვენა, რომ 9 ოლქიდან 7-ში გაიყვანეს თავიანთი, 2-ში ნაცები გავიდნენ.

„ახალი თაობა“,  25 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო მანჯავიძესთან: „ნაცმოძრაობა არ იძლევა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარების შესაძლებლობას

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ადრე დაწყებული კოაბიტაციის გაღრმავებაზე საუბრობს. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საჯაროდ ერთმანეთს ეკამათებიან და ცხვირ-პირსაც ულეწავენ, რეალურად, ისინი ერთმანეთის მოკავშირეები გამოდიან, მათ შორის კი კოაბიტაცია ღრმავდება.

„ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში განვითარდა საშინელი მოვლენები, რომლებმაც კიდევ უფრო გააძლიერა ნაციონალური მოძრაობა. ამ ინციდენტის შემდეგ არ წყდება იმ პირების დასისხლიანებული სახეების ტირაჟირება, რომლებიც თვითონ ბოროტებასთან, სისასტიკესთან და სიძულვილთან ასოცირდებიან“, – ამბობს სოსო მანჯავიძე.

- ვის გულისხმობთ?

- ნაცმოძრაობის აქტივისტებს. მოხდა ასეთი რამ – პარტია, რომელიც თავისი მმართველობის 10-წლიან პერიოდში დაკავშირებული იყო სისხლთან და აგრესიასთან, ამ მიმართულებას აგრძელებს. სააკაშვილის პარტია ხალხს ახსოვს იმით, რომ რეპრესიებს ატარებდა საკუთარი მოქალაქეების მიმართ; ადამიანებს ქუჩაში ხოცავდა; ორგანიზებას უკეთებდა სისტემურ დანაშაულს; ებრძოდა ტრადიციებს. ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც აგრძელებს ძალადობას. ის ოპოზიციაშიც აგრესიულია.

- მხარეები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალადობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ...

- ბუნებრივია, ასე იქნება. „ქართული ოცნება“ ინფორმაციულადაც მარცხდება. აქ საუბარია იმაზე, რომ აგრესიას არ ანელებს და ძლიერდება პარტია, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ხმა ვერ უნდა ამოეღო. „ქართული ოცნების“ პირობებში ეს ორგანიზაცია მთელი თავისი მრავალრიცხოვანი დანამატებით ძლიერდებოდა. ამ დღეებში ხდება ამ პარტიის განუწყვეტელი ტირაჟირება და რეკლამირება. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართული ნაციონალების მიერ კონტროლირებადი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

- საერთოდ, რამ შეუწყო ხელი ამ პარტიის გაძლიერებას?

- რა თქმა უნდა, კოაბიტაციამ, ასევე „ქართული ოცნების“ უსუსურობამ. ამ 3 წლისა და მეტი ხნის განმავლობაში ხდებოდა არაადეკვატური მოვლენები. ნაცმოძრაობას არა მარტო არ აგებინეს პასუხი სისტემურ დანაშაულებზე და სხვა ქმედებებზე, არამედ ეს პარტია გახადეს სრული მონოპოლისტი ოპოზიციურ ნიშაში. ეს არის აგრესიული და ბოროტებასთან ასოცირებული ძალა. ხალხისათვის საძულველი სახეები ამ პარტიიდან არსად წასულან. ნაცმოძრაობაში, ფაქტობრივად, არანაირი განახლება არ მომხდარა. ის აქტივისტები, რომლებსაც ხალხი ვერ იტანს, ფიზიკურადაც გვირტყამენ და რეკლამასაც იკეთებენ.

- კორცხელის ინციდენტმა ნაცმოძრაობა პოლიტიკურად კიდევ უფრო გააძლიერა?

- რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობა დესტრუქციული, ავტორიტარული, ქვეყნის მოძულე ძალაა, ის იმარჯვებს. ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო უპირატესობა მის მხარესაა. ნაციონალური მოძრაობა ისევ გამოდის საზოგადოების გამხლეჩად. ის არ იძლევა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარების, ჯანსაღი ოპონირების, მოვლენების განსჯის შესაძლებლობას. ამის გამო პოლიტიკურ სივრცესა და მთლიანად საზოგადოებაში აგრესია და არაჯანსაღი ატმოსფეროა.

- ეს ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ მომავალი პარლამენტი მთავარმა სპარინგ-პარტნიორებმა -“ქართულმა ოცნებამ და „ნაცმოძრაობამ შეავსონ და სხვებს დაბრკოლებები შეუქმნან?

- ნამდვილად აქეთკენ მიდის ყველაფერი. მათი მოქმედებების შედეგად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესებისათვის, სხვა ძალებისათვის ადგილი აღარ რჩება.

- შეიძლება ითქვას, რომ კოაბიტაცია გრძელდება?

- კოაბიტაცია არა თუ გრძელდება, არამედ ღრმავდება. ეს ორი ძალა ურთიერთდაახლოების ახალ ფაზაში იმყოფება.

„ახალი თაობა“,  25 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ შალვა ხაჭაპურიძესთან: „კანონი თუ არ გამკაცრდა, 8 ოქტომბერს მასშტაბურ ცემა-ტყეპას მივიღებთ”

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები გამკაცრდება. ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის და მან აღნიშნული კანონპროექტის მომზადება იუსტიციის მინისტრს დაავალა.

როგორც ცნობილი ხდება, კანონი მართლაც მკაცრდება და ჯგუფური დანაშაულის დროს სანქცია 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ ექნება მიღებული, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ ინიციატივას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ კანონი საკმარისად მძიმეა და მისი უფრო მეტად დამძიმება საჭირო არ არის. აღნიშნული ცვლილების პაკეტს პარლამენტი 27 მაისის სხდომაზე განიხილავს. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით „ახალი თაობის~ კითხვებს იურისტი, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს.

- ბატონო შალვა, როგორ აფასებთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას? უნდა გამკაცრდეს კანონი პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინების დროს?

- რაც მოხდა, ის ძალიან ცუდი ფაქტია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჩასატარებელია გამოძიება, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, პროვოკაციებს მართლაც ჰქონდა ადგილი თუ არა, საერთოდ, რა მოვლენასთან გვქონდა საქმე.

- მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალად პროვოკაციის მოწყობას.

- არსებობს ორი აზრი, ერთნი ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, მეორენი ნაციონალებს აბრალებენ, სადაც მათი ლიდერები იყვნენ მობილიზებულნი, სწორედ იქ მზადდებოდა პროვოკაციაო. წინასწარ რაიმეს თქმა ძნელია, უნდა ჩატარდეს გამოძიება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რეალურად რა მოვლენასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, რომ ცხვირწინ არჩევნები გვაქვს და, თუ გარკვეული პრევენციები არ განხორციელდა, ჩვენ ეს შესაძლოა მთელი საქართველოს მასშტაბით ვიხილოთ 8 ოქტომბერს.

- ფიქრობთ, რომ უფრო მასშტაბურ ცემა-ტყეპას მივიღებთ 8 ოქტომბერს?

- თუ კანონი არ გამკაცრდა, ნამდვილად ასე იქნება, შემდეგ კი მავანი დაიწყებს იმაზე საუბარს, რომ ლეგიტიმაცია არ ჰქონდა ამ არჩევნებს და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვემხრობი პრემიერის პოზიციას. რა თქმა უნდა, თუ ხედავ რომ დანაშაული სახეზეა და არ არის საკმარისი სანქცია ანუ ეს შემაკავებლად არ ითვლება ამა თუ იმ ქმედებაზე, მაშინ სანქცია უნდა გამკაცრდეს.

- ბატონო შალვა, რთული არ იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნების დღეს ამ პროცესის გაკონტროლება? ყველგან პოლიცია უნდა დადგეს?

- რატომ იქნება რთული? ყველა რაიონს ისედაც ჰყავს თავისი პოლიცია, ასევე მუშაობენ უშიშროების სამსახურები. თუ ვინმე ამზადებს რაიმე პროვოკაციას, მათ ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა გააჩნდეთ, სამართალდამცავი ორგანოების უფრო მეტი მობილიზება უნდა მოხდეს. ფაქტია, ვიღაცას აწყობს მსგავსი სახის არეულობები.

- არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები, იგივე ნაციონალები, ეწინააღმდეგებიან ამ ინიციატივას, კანონი საკმარისად მკაცრიაო. ამაზე რას იტყვით?

- კანონი აუცილებლად უნდა გამკაცრდეს! აქ კანონის არგამკაცრება აწყობთ მხოლოდ იმ ძალებს, რომლებიც გეგმავენ მსგავს არეულობას. ნორმალურად მოაზროვნე და ქვეყნისთვის გულშემატკივარ ადამიანს, ეს უბედურება რაც ნახე, როგორ არ უნდა გინდოდეს, ამაზე კანონი გაამკაცრო?! ამ ყველაფერმა შეიძლება 8 ოქტომბერს სამოქალაქო დაპირისპირების სახე მიიღოს და ამან მთელი საქართველო მოიცვას!

- სერიოზული კრიტიკა მოჰყვა ამ შუალედურ არჩევნებს, გაკეთდა შეფასებები, რომ დღევანდელი ხელისუფლება ზუსტად იმავე ინსტრუმენტებს იყენებს, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდაო. ასეა?

- აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება. ზოგი ამბობს, კალაძე იდგა ამ ყველაფრის უკანო. ათასნაირი განცხადება კეთდება და ამ ფონზე რაიმე სერიოზული შეფასება ძნელი იქნება. ფაქტია, ძალიან ცუდი რამ მოხდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო სპონტანური და იქ სპორტსმენთა ჯგუფი მართლაც სულ სხვა რამისთვის იყო ჩასული.

- ეს ძალიან საეჭვო ხომ არ არის?

- საეჭვოა და ზუსტად ამისთვის სჭირდება გამოძიება. საეჭვო სხვაც ბევრია ამ ისტორიაში, თუნდაც ნაციონალების ერთად თავმოყრა. რა დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ერთი სოფლის არჩევნებს?! ფაქტია, რომ იქ რაღაც მზადდებოდა და ეს წინასწარ იყო დაგეგმილი! გამოძიებამ დაადგინოს, რა და როგორ, ოღონდ სერიოზულმა გამოძიებამ და არა ისეთმა, რომ დაიწყება და წლობით აღარ მთავრდება. აქ სასწორზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი დევს!

- რამდენად უშველის სიტუაციას სანქციების გამკაცრება?

- ბოლომდე უშველის-მეთქი, რომ გითხრათ, ტყუილი იქნება. ისეთ პროგნოზებს ვკითხულობ, რა იქნება, კაცმა არ იცის. მხოლოდ ეს ნამდვილად არ იქნება საკმარისი. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ 2016 წლის არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს. ეს არის მათი უპირველესი ამოცანა.

- დღეს იმაზეც საუბრობენ, რომ ოცნებაშიც ძალიან ბევრია ჩანერგილი ნაციონალი“...

- არიან. ძალიან ბევრზე მაქვს ასეთი ინფორმაცია. სამწუხაროა, რომ „ოცნებას“ ოთხი წელიწადი არ ეყო იმისთვის, რომ ამ ჩანერგილებისთვის მიეჩინა ადგილი. ეს ჩანერგილები ჩანან ყოველდღიურ ქმედებებში, ჩანს სასამართლოში, ჩანს პოლიტიკაში და ჩანს ყველგან! რა გახდა ამის მიხედვა, ვერ გავიგე!

„ახალი თაობა“,  25 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: “ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გარდაუვალია” // „ხელისუფლების ზოგიერთი წევრი უკვე გასაქცევად ემზადება

რაზე მიანიშნებს 22 მაისს გამართული შუალედური არჩევნები, რამდენი დარჩა დრო ხელისუფლებას, ვინ აპირებს ქვეყნიდან გაქცევას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ არასამთავრობო ორგანიზაცია `თავისუფალი თაობის~ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

„საქართველოში 22 მაისს გაიმართა შუალედური არჩევნები. 10 უბანზე ნაციონალებს თავიანთი კანდიდატები ოთხგან ჰყავდა წარდგენილი. ამ ოთხი უბნიდან ყოფილმა ხელისუფლებამ ორი მოიგო. ეს არის საგანგაშო სიგნალი და იმის დადასტურება, რომ ხელისუფლება სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი ხალხი შემოიკრიბა გარშემო, რომლებსაც „ნაციონალების“ წინააღმდეგ ბრძოლაში თითი-თითზე არ დაუკარებიათ. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ქართული ოცნება“ ლატენტურ „ნაციონალებს“ უფრო დააფასებდა, ვიდრე ერთგულ თანამებრძოლებს. ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან. ალბათ ყველას გვახსოვს 2009 წლის აქციები. (…) არაერთხელ ითქვა და მეც გავიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთგული ხალხი ჩამოაცილეს. შესაბამისად მასთან აღარ მიდის ზუსტი ინფორმაციები და მასაც უჭირს სწორი დასკვნების გამოტანა. იმედი მაქვს, რომ ამაში მას 22 მაისს გამართული არჩევნები დაეხმარება”, – ამბობს ლადო სადღობელაშვილი.

- ამ არჩევნების შედეგებით ქართული ოცნება” კმაყოფილია და რატომ გგონიათ, რომ ივანიშვილი იქნება უკმაყოფილო?

- ამ შედეგით კმაყოფილი როგორ შეიძლება ვინმე იყოს? 4 ოლქიდან ნაციონალებმა 2 მოიგეს. ეს საგანგაშოა და დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს სწორი რეაქცია ექნება. მათ ბევრი რამის გამო გაანაწყენეს ხალხი, მათი გულის მოსაგებად „ქართულ ოცნებას“ სულ რაღაც 4 თვე დარჩა და თუ მოგება უნდათ, კოღუაშვილები და მისნაირები კი არ უნდა მოიყვანონ, არამედ ღარიბაშვილი დააბრუნონ.

- დააბრუნებენ ირაკლი ღარიბაშვილს?

- 22 მაისს გამართული არჩევნების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გარდაუვალია.

- რატომ არის გარდაუვალი? რას შეცვლის ყოფილი პრემიერი?

- მას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ღარიბაშვილთან რაღაც შეხება მქონდა და ვიცი მისი განწყობა. ის მოწოდებული იყო იმისკენ, რომ დამნაშავე რეჟიმის წინააღმდეგ ერის გაერთიანება მომხდარიყო. დღევანდელი „ქართული ოცნების“ „ვერხუშკას“ „ნაციონალების” დამარცხება არ აინტერესებს. მათთვის მთავარია სანათესავო წაახალისონ და დააწინაურონ. მათი წყალობით მოხდა მოსახლეობის დანაწევრება. იმედია ივანიშვილი ამას დაინახავს და მოვლენებს ღირსეულად შეაფასებს.

- თუ არ შეაფასა ღირსეულად, რა მოხდება? თავად ამბობთ, რომ მასთან სწორი ინფორმაცია არ მიდის...

- არც მომავალში არ მიაწვდიან ზუსტ ინფორმაციებს, მაგრამ 22 მაისის არჩევნები ხომ ყველაფერზე მეტყველებს. ამას ხომ მაინც ვერ დაუმალავენ, რომ წააგეს. ეს მხოლოდ 2 უბნის წაგება არ ყოფილა, ეს შედეგი არჩევნებში დამარცხების ტოლფასია. თუ ივანიშვილმა არ შეცვალა ვითარება, ჩავთვლით, რომ მას უნდა ხელისუფლება ნაციონალებს გადააბაროს.

- ასე იოლად დათანხმდებიან ოცნების წევრები ნაციონალებისთვის ხელისუფლების გადაბარებას?

- ვინ შეეწინააღმდეგება, კალაძე თუ კობახიძე? მათ ძალიან კარგად იციან, რომ ნაციონალების მობრუნების შემთხვევაში მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. კობახიძეს ხელს არავინ ახლებს, კალაძე მოახტება თვითმფრინავს და „მოხევს“ მილანში. შესაძლოა, არც გაიქცეს, დღემდე მეგობრობს და ქეიფობს ნაცებთან. ნაციონალების დაბრუნება იმ ხალხისთვის იქნება ტრაგედია, ვინც რეალურად ებრძოდა მათ სისხლიან რეჟიმს. ჩვენზე გადატყდება ჯოხი და ძალიან ბევრი ადამიანი გაუბედურდება. და მე ნამდვილად არ მიბრძოლია ისეთი ძალის ხელისუფლებაში მოსაყვანად, რომელიც ძალაუფლებას ნაცებს გადააბარებდა. ჩვენ იმ „ქართულ ოცნებას“ ვუჭერდით მხარს, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი და ივანიშვილი მეთაურობდნენ.

- გავრცელებული ინფორმაციით, 22 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო, კალაძემ სერიოზული შენიშვნა მიიღო ივანიშვილისგან. თქვენ გსმენიათ რამე ამის შესახებ?

- შენიშვნით თუ შემოვიფარგლებით, ძალიან ცუდად ყოფილა საქმე. არჩევნების მოგება თუ უნდათ, შენიშვნა კი არ უნდა მისცენ, კობახიძე, კალაძე და კოღუაშვილი უნდა მოაშორონ არჩევნებს. ერთი ნაციონალებს მისტირის, მეორე გაუგებარ განცხადებებს აკეთებს, მესამე ბიზნესებს კრიშავს. ცოტა ხნის წინ გამოვიდა პრემიერი კვირიკაშვილი და განაცხადა, რომ ჩვენი კურსი არის ევროპული. თუ ევროპული კურსი აქვთ აღებული, ამ ზონდერებს რას დაატარებენ აქეთ-იქეთ.

- არ თქვათ ახლა, რომ ქოცთა ზონდერების მიერ ნაციონალების გალახვა გეწყინათ, თავად აწიოკებდით იმათ ოფისებს...

- ნაციონალების გალახვა არ მწყენია, მაგრამ არჩევნებზე ზონდერების მიყვანა არის დაუშვებელი. დასჯა თუ უნდათ, იმდენი დანაშაული აქვს ყოფილ ხელისუფლებას ჩადენილი, თავისუფლად შეუძლიათ ისინი ციხეში გაუშვან. ამის ნება არ არის, სამაგიეროდ, ყველას თვალწინ არბევენ მათ და დასავლეთს სალაპარაკოს აძლევენ. აშკარაა, ვიღაცას არ სურს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩეს.

„ახალი თაობა“,  25 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ბესო დანელიასთან: „ქართული ოცნება გახდა ნაციონალური მოძრაობა 2

რითი დაემსგავსა „ქართული ოცნება“ ყოფილ ხელისუფლებას, რატომ არ მოხდა ბოლომდე 2011 წლის 26 მაისის დარბევის გამოძიება, ვისი სახელით შეაქო დავით კოღუაშვილმა მერაბიშვილი? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება.

„2011 წლის 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაციიდან 5 წელი სრულდება. ჩვენ, სახალხო კრების და დემოკრატიული მოძრაობის წევრები წელსაც რუსთაველზე შევხვდებით 26 მაისს და კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა იმსხვერპლა. 2011 წლის 26 მაისი იყო ქართველი ხალხის თავისუფალი ნების სისხლში ჩახშობის მცდელობა. ასეთი რამე 1989 წლის 9 აპრილს როდიონოვის ჯალათებსაც კი არ გაუკეთებიათ. მათ, სააკაშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, ხალხს გასასვლელი მისცეს. 26 მაისის ღამეს მომიტინგეები მთლიანად მოაქციეს ალყაში და დაუნდობლად გაუსწორდნენ მათ. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ხალხს ნაციონალების წინააღმდეგ გამოსვლა აღარ გაებედა. იმ ღამეს ამ ამბავს 4 ადამიანი ემსხვერპლა. ამ სისხლიანი ოპერაციის დასრულების შემდეგ, სისხლით მორწყული რუსთაველის გამზირი გადარეცხეს და აღლუმი გამართეს. ეს იყო ამაზრზენი სანახაობა, მაგრამ იქ კიდევ უფრო უარესი რამე მოხდა – იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, სადაც ნაციონალები ზეიმობდნენ, ჯიხურის თავზე ნიკუშა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის გვამები იყო შემოწყობილი. ამის შესახებ აღლუმის ორგანიზატორებმა ძალიან კარგად იცოდნენ“, – ამბობს ბესო დანელია.

„ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ეს საშინელება „გააპრავეს“ დასავლეთის ქვეყნების ელჩებმა, რომლებიც გვერდით ედგნენ აღლუმზე სააკაშვილს. ყველა მათგანმა შესანიშნავად იცოდა, რაც მოხდა წინა ღამეს. ეს გახლავთ დასავლური ორმაგი სტანდარტები, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმს მისცა ბიძგი, მისულიყო ავტორიტარიზმიდან დიქტატურისაკენ და ასე სასტიკად გასწორებოდა საკუთარ ხალხს. ჩვენთვის 26 მაისი ყოველთვის მძიმე გასახსენებლი იქნება, მაგრამ ეს იყო დიდი გამარჯვებაც. სწორედ 2011 წლის 26 მაისს აეხადა საბოლოოდ ფარდა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც თავად თქვა, სწორედ ამ დღის შემდეგ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა“, – აღნიშნავს ინტერვიუში რესპონდენტი.

- ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლა ამ სისხლიანმა ღამემ გადააწყვეტინა. ხელისუფლებამ დაიწყო ამ საქმის გამოძიება და ამის გამო ვანო მერაბიშვილი დღეს ციხეში ზის. ცოტა ხნის წინ გამოვიდა ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი ახალი ლიდერი კოღუაშვილი და განაცხადა, რომ მერაბიშვილი კარგი ადამიანი და გარემოების მსხვერპლია. ამაზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- სანამ კოღუაშვილის განცხადებას შევაფასებდე, აუცილებლად უნდა ვისაუბრო 26 მაისის საქმეზე. ეს დანაშაული ბოლომდე არ არის გამოძიებული. ვანო მერაბიშვილი 26 მაისის დარბევის გამო არ დაუკავებიათ. ეს ფაქტი მის საქმეში ერთ-ერთი ეპიზოდია მხოლოდ. 26 მაისის სპეცოპერაციის დამკვეთები, მისი მომმზადებლები და შემსრულებლები დასჯილები არ არიან. რაც შეეხება დავით კოღუაშვილის განცხადებებს, ეს იმდენად უპასუხისმგებლო განცხადება იყო, რომ მის მაგივრად გიორგი კვირიკაშვილმა ლამის ბოდიში მოიხადა. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი სულელური განცხადება მას არასდროს მოუსმენია.

- ბევრი თვლის, რომ კოღუაშვილმა ამ განცხადებით ხელისუფლების პოზიცია გააჟღერა...

- მე ასე არ მგონია და დარწმუნებული ვარ, ამ განცხადებასთან `ქართული ოცნების~ სხვა წარმომადგენლებს არანაირი შეხება არა აქვთ. ეს იყო მხოლოდ დავით კოღუაშვილის განცხადება, რომელმაც სამართლიანად გააღიზიანა საზოგადოების დიდი ნაწილი. განსაკუთრებით გავღიზიანდით ის ხალხი, რომლებიც ნაციონალური რეჟიმის მსხვერპლი ვიყავით. ჩვენთვის ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც გვესაუბრებიან, რომ მერაბიშვილი, ადეიშვილი და უგულავა გარემოების მსხვერპლი არიან. ეს ის ხალხია, რომლებმაც ბოროტების რეჟიმის შექმნაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ასეთი უპასუხისმგებლო და აბსურდული განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ “ოცნებაში“ ჯერ კიდევ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ კოაბიტირებენ ნაციონალებთან, არამედ მათთან გარიგებული არიან.

ამ გარიგებებმა და აბსურდულმა განცხადებებმა მიგვიყვანა იმ პროცესებამდე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში, სოფელ კორცხელში ვიხილეთ. კორცხელის ინციდენტი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გახდა „ნაციონალური მოძრაობა 2“. ისინი ძველი ხელისუფლების მეთოდებით გაუსწორდნენ ნაცმოძრაობის ლიდერებს.

ნაცმოძრაობის ლიდერებს კი მათ მიერ ჩადენილი საქციელი ბუმერანგივით დაუბრუნდა უკან. ისინი „ქართული ოცნების“ ზონდერჯგუფის მიერ გაილახნენ. ნაციონალები სწორედ ასე ექცეოდნენ თავიანთ ოპონენტებს. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენო ის ინციდენტი, რაც ჩვენს პარტიას სოფელ ხურვალეთში შეემთხვა. იქ წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ჩავედით. ნაციონალებმა თავიანთი ზონდერები დაგვახვედრეს, რომლებმაც ქვები და ლოდები დაგვიშინეს. ასეთი დახვედრა ყველა იმ პარტიას აქვს გამოცდილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმთან არ თანამშრომლობდა.

კორცხელის ინციდენტის დროს პოლიცია გამშველებლის როლს მაინც ასრულებდა, ნაციონალების დროს პოლიცია ასეთ ფაქტებზე რეაგირებას არც კი ახდენდა. ახლა ნაციონალებს არბევენ ზონდერები. ვიღაცას შესაძლოა ამან გული მოფხანა, მაგრამ ეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის. მინდა გაგახსენოთ ისიც, რომ ნაციონალები თავიდან მხოლოდ ოპონენტებს უსწორდებოდნენ და შემდეგ უკვე მთელ ქვეყანას მისდგნენ.

- ფიქრობთ, რომ შესაძლოა ქართულმა ოცნებამაც იგივე გააკეთოს?

- ისინი წარმატებით ითვისებენ ნაციონალების მეთოდებს. 4 თვეში არჩევნებია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ორივე ძალა გავუშვათ ხელისუფლებიდან. არც ერთი და არც მეორე სახელმწიფოს ინტერესებს არ ემსახურებიან. ისინი მხოლოდ საკუთარი სკამების შენარჩუნებაზე ზრუნავენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავლენ.

- ზემოთ თქვენ კორცხელში მომხდარი ინციდენტი დაგმეთ და ნამდვილად არ მეგონა, თუ ამას გააკეთებდა ის ადამიანი, რომელსაც წლების წინ ნაციონალები სასტიკად გაუსწორდნენ...

- ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, შესაძლოა, მეც გამეხარდა, რომ ნაციონალები გალახეს. (…) მე და ჩემმა თანამებრძოლებმა, ათეულობით ათას საქართველოს მოქალაქესთან ერთად, იმ რეჟიმისგან ბევრი უბედურება გადავიტანეთ და აქედან გამომდინარე გული მოგვფხანა ნაციონალების გალახვამ, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინტერესები. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არ შეიძლება ერთსა და იმავე წრეზე ვიაროთ. ჩაკეტილ წრეზე სიარული არის საშინელება.

კორცხელის ინციდენტმა ცხადყო, რომ რაც დათესე, იმას აუცილებლად მოიმკი. ამიტომ ვამბობ, რომ დაუშვებელია ისეთი მეთოდებით ბრძოლა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ნაციონალებიდან გადმოიღო. დემოკრატიული ქვეყნის აშენება თუ გვინდა, შურისძიებასა და პირად ემოციებზე მაღლა უნდა დავდგეთ. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა.

სამართლიანობის აღდგენა რომ მომხდარიყო და ნაციონალების დროს ჩადენილი დანაშაულები კომპეტენტურად გამოეძიებინათ, ის აღარ მოხდებოდა, რაც კორცხელში ვიხილეთ. არც ადამიანებს გაეხარდებოდათ ასე ვიღაცების ცემა. ახლა უხარიათ იმიტომ, რომ მათში უსამართლობის განცდაა დაგროვილი.

„ქართული ოცნების“ უმთავრესი დანაპირები იყო სამართლიანობის აღდგენა. ეს დაპირება არ შეუსრულებიათ. უამრავი ადამიანისგან გამიგონია, რომ ხელისუფლებისგან იმედგაცრუებულები თავად აპირებენ სამართლიანობის აღდგენას. ძალიან კარგად მესმის ყველა მათგანის, მაგრამ ვთხოვ, რომ პირად შურისძიებაზე ფიქრი დაივიწყონ. სახელმწიფო იმისთვის არის სახელმწიფო, რომ თავისი მოქალაქე დაიცვას. არჩევნები მოდის და მოსახლეობას შეუძლია თავისი პოზიცია საარჩევნო ყუთთან დააფიქსიროს და ისეთი ძალა აირჩიოს, რომელიც სამართლიანობას აღადგენს.

———————-

„საერთო გაზეთი“, 25 მაისი, 2016 წელი

რა ხდება ქართული პოლიტიკის კულუარებში?

ნელი თორდია

„ქართული ოცნების“  პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება ხმაურიანი აღმოჩნდა პარტია. თავის ერთ-ერთ ინტერვიუში კოღუაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში არც თოფაძის და არც მეჭიაურის ადგილი არ იქნება, რადგან მათგან გამიჯვნა და დისტანცირება თავისთავად მოხდა.

„მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როგორც მინისტრმა, რომ არ გაემიჯნა ამ თემას და არ აღასრულა ის, რაც მასზე იყო დამოკიდებული.“  „მე გული მწყდება თითოეულ მათგანზე, რომ თავიანთი საქმეების გამო დევნილები გახდნენ.“

„არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში“, – ეს დავით კოღუაშვილის ინტერვიუებიდან ამონარიდებია, რომლებმაც მმართველ გუნდსა და საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

„ქართულ ოცნებაში“ დავით კოღუაშვილის განცხადებები განხილვის თემად იქცა.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ  პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალბედა წევრს პარტიის დატოვებისკენ მოუწოდა.  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა,  რომ კოღუაშვილს უფლება აქვს ჰქონდეს პირადი აზრი, რომლის გამოხატვას ვერავინ  აუკრძალავს. (სხვა საკითხია, როგორ მოხვდა ასეთი პირადი აზრების მქონე ადამიანი იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ ნაციონალური მოძრაობის გასამართლების ლოზუნგით მოვიდა).

მეგობრის განცხადებები შეაფასა ქვეყნის პრემიერ მინისტრმაც, რომლის თქმით, დავით კოღუაშვილმა ორიოდე დღეში მოხსნა დაუფიქრებელი განცხადებების ყველა რეკორდი. მთავრობის მეთაურს განსაკუთრებით განცხადებების ის ნაწილი არ მოეწონა, რომელშიც ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახალი წევრი თამაზ მეჭიაურსა და გოგი თოფაძეს ეხება.

(…)

როგორ იმოქმედებს სახელისუფლებო პარტიის შიგნით და მის გარეთ მიმდინარე პროცესები არჩევნების შედეგებზე, გარიცხავს თუ არა „ქართული ოცნება“ დავით კოღუაშვილს თავისი რიგებიდან და რა კონფიგურაციის იქნება მომავალი პარლამენტის შემადგენლობა? ამ კითხვებით „საერთო გაზეთი“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს დაუკავშირდა:

– პოლიტიკური განაცხადის გაკეთება ხშირად უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე იმ წუთის ნაფიქრის ხმამაღლა თქმაა. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე მოუწია თავის განცხადებებთან დაბრუნება, რომ განემარტა, თუ რა იგულისხმა. ამდენად, ჩვენთვის ასეთი მოვლენები უცხო არ არის. პრემიერ მინისტრის შეფასებით, ეს იყო დაუფიქრებელი განცხადებები და არც მე მგონია, რომ ეს ფრაზები დავით კოღუაშვილის რეალურ პოზიციას ასახავს. ეს ადამიანი მოდის მემარჯვენეების პოლიტიკური ტრადიციიდან და ასეთი განცხადებები იმ ლოგიკასაც არ უკავშირდება.

–  როგორ შეიძლება იმოქმედოს ასეთმა დაუფიქრებელმა განცხადებებმა დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ყოველ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მოსახლეობის განწყობაზე?

– როგორც ბრძანეთ, ეს „უნებლიე ინციდენტი“ გადასასინჯია და სანახავია, რეალურად რა პოზიცია დგას მის უკან. ჩვეულებრივ, პოლიტიკური გუნდი ორი დღის მოსულ ადამიანს ერთი განცხადების გამო არ უშვებს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება გაჩნდეს შთაბეჭდილება, რომ გუნდი „გარედან“ შეძახილებით მოქმედებს და საკუთარი პოზიცია არ გააჩნია. ვფიქრობ, არც ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა იქნება ხელსაყრელი „ქართული ოცნებისთვის“.

– მმართველი პარტიის რიგებს დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ძალები ტოვებენ. თქვენი აზრით, როგორი კონფიგურაცია შეიძლება ვიხილოთ წინასაარჩევნოდ და ვის როგორი შანსები აქვს?

– უპირველეს ყოვლისა, მისასალმებელია, რომ ადამიანებს არ ეშინიათ პოზიციის გამოხატვის, ამიტომ ვიღებთ სურათს, როცა პოლიტიკური დაჯგუფებები საზოგადოების განწყობას ასახავენ. ერთ ჯგუფს გააჩნია დასავლეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება, მეორე კი მთლიანად დასავლეთზეა ორიენტირებული. კრიტიკული ჯგუფების არსებობა ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არსებობენ დასავლური ორიენტაციის კრიტიკის მატარებელი ადამიანები და არჩევნების შედეგად ვნახავთ, რომელ პოზიციას მეტი მხარდამჭერი ჰყავს. უფრო ცუდია, როდესაც პოლიტიკოსები ცდილობენ შეინიღბონ საკუთარი პოზიცია, რადგან შენიღბულ პოლიტიკოსთან დისკუსია უფრო რთულია.  ზოგადად, თითოეულ პოზიციას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ცუდი არაა, რომ ეს პოზიციები მოსახლეობაში აისახება.

– ხურჩის ტრაგედიის შემდეგ, პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს  ცეცხლი უნდა გაეხსნა და თავდამსხმელები ადგილზე გაენადგურებინა. არის მოწოდებები, რომ ადგილზე ჩავიდეთ და საპროტესტო აქციები გავმართოთ.  თქვენი აზრით რა შედეგი შეიძლება მიგვეღო მოვლენების ამგვარად განვითარებისას და არსებობს თუ არა, სიტუაციის უფრო დაძაბვის საფრთხე?

– ვფიქრობ, სიტუაციის დაძაბვის საფრთხე არსებობს. ბევრმა გააკეთა ასეთი კომენტარი და მეც ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული, სირიაში თავისი მონაწილეობის შემცირების შემდეგ, რუსეთი ცდილობდეს მსოფლიოსთვის სხვა მოვლენებით გახდეს აქტუალური: ყარაბახით, საქართველოში არსებული კონფლიქტებით და ა.შ. ანუ გააჩაღოს კონფლიქტები და მერე მსოფლიოსგან ამ კონფლიქტების ჩაქრობის საფასური მოითხოვოს. რუსეთისთვის ეს ბუნებრივი პოლიტიკაა. ამიტომ შეიძლება ამ კონფლიქტიდან სასურველი შედეგის მიღება მოისურვოს. არა მგონია, რომ საპროტესტო განწყობის  მანიფესტირებული ჩვენებით რუსეთს უკან დავახევინოთ, პირიქით კი შეიძლება. თუ ჭკუაში მოუვიდა, იმის იმედით, რომ ქართველები სამხედრო კონფლიქტს დაიწყებენ, შეიძლება რუსეთი საქართველოს პროვოცირებას ეცადოს. ჩვენ რომ პროტესტის მუხტი გვაქვს, ამას ეჭვქვეშ არავინ აყენებს და ეს პოზიცია სახელმწიფო და დიპლომატიურ დონეებზეც გამოიხატა, მაგრამ სასურველია, რომ ეს პროცესი იმ ზღვარს არ მიუახლოვდეს, როცა პროვიცირების ალბათობა გაიზრდება. დავფიქრდეთ ამაზე…

„საერთო გაზეთი“, 25 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან:ნურავინ გვასწავლის ევროპელობას, რადგან ჩვენ, ქართველები, თვითონ ვართ ევროპული კულტურის ერთ-ერთი დამფუძნებლები

გვესაუბრება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი,  გიგლა ბარამიძე:

– ბატონო გიგლა, წინასაარჩევნო პერიოდი საკამოდ დაძაბულია. ქართულ პოლიტიკაში გადალაგების პროცესი ხმაურიანად მიმდინარეობს. რა მოლოდინი გაქვთ, მივაღწევთ მშვიდობიანად არჩევნებამდე?

– არჩევნები, გვინდა თუ არა, მაინც ქვეყნის განვითარების გარკვეული ეტაპია. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა ამ პროცესით უფრო მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე საჭიროა. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთან ტოტალური უმუშევრობაა, ხალხს არჩევნები გასართობადაც კი ექცა. მსოფლიოში ვერ მოძებნით მეორე ქვეყანას, სადაც ტელევიზიით პოლიტიკურ თემებს ესოდენ დიდი დრო ეთმობოდეს. ეს ჭაობის პოლიტიკაა – ერთიდაიგივე მეტყველება, ლექსიკა და საქმე წინ არ მიდის. ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა. სულ სხვაა ვახტანგის სკოლა. მოსახლეობა არჩევნებზე არჩევანს უნდა აკეთებდეს და მერე, მისი საზრუნავი სულ სხვა რამ იყოს. უპირველესად, ის უნდა გაკეთებულიყო, რასაც „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნისას „ნაცმოძრაობისგან“ მოითხოვდა – საარჩევნო კანონის შეცვლას, რაც არჩევნების ნორმალურად ჩატარების გარანტიას მოგვცემდა. დღევანდელმა ხელისუფლებამ არცერთი მუხლი არ გაითვალისწინა – არც საარჩევნო გარემოს შეცვლა, არც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და, რაც მთავარია, არც ბიომეტრიული სიები გააკეთა. ამიტომ, მივიღეთ სია, რომელიც გაყალბების საშუალებას იძლევა. განა შეიძლება, აღწერის შედეგად, საქართველოში 3.750 ათასი მოსახლე იყოს და აქედან, 3.250 ათასი ამომრჩეველი?! ეს ხომ ნონსესია.

– ბატონო გიგლა, მედია-საშუალებები ხან რომელ პარტიასთან გაერთიანებთ და ხან რომელთან. რეალურად, თუ გეგმავთ რაიმე სახის გაერთიანებებს?

– რაც შეეხება გაერთიანებას, ჩვენ, თვითკმარი პარტია ვართ, ბლოკებში, ფრონტებში არანაირ გაერთიანებას არ ვგეგმავთ. გამორიცხული არაფერია, მაგრამ როგორც პოლიტიკური მდივანი დარწმუნებული ვარ, სხვა პარტიებთან გაერთიანება არ იქნება. „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ამბობდა, მაჟორიტარული სისტემა გასაუქმებელიაო, ახლა, ამის საპირწონედ ლამის გერმანული მოდელი წარმოადგინეს და ხელისუფლება არც ამაზე მოდის. იმიტომ, რომ უნდათ 77 გარანტირებული მაჟორიტარი ჰყავდეთ…

– მერე, ეს არჩეული მაჟორიტარები კალიებივით დახტუნავენ პარტიიდან პარტიაში…

– დიახ, მართალია. კანონში ცვლილებების შეტანას 2020 წლისთვის გვპირდებიან, დროს წელავენ. სასაცილოა, როცა „ქართული ოცნების“ წევრს, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ უსუფაშვილს საოპოზიციონეროდ დაუდგა საქმე. მან, ორი დღის წინ, ინტერვიუში განაცხადა: ეტყობა, მართლაც ცუდი საარჩევნო კოდექსი გვაქვს და სერიოზული ცვლილებებია განსახორციელებელიო. ოთხი წელია ამას ვამბობთ და არ განძრეულან. ახლა, როცა დღეს ან ხვალ მინისტრის პოსტები უნდა დატოვონ, საარჩევნო კოდექსი გაახსენდათ? ახლა, აუტყდათ ოპოზიციონერობა?

– ბატონო გიგლა, წინა კვირას ქართული ოცნების მეოთხე ყრილობა ჩატარდა. კვირიკაშვილმა საზოგადოებას პოლიტსაბჭოს ახალი სახეებიც წარუდგინა...

– რაც შეეხება ახალ სახეებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ პარტიაში განახლება უნდა ხდებოდეს, მაგრამ ერთია – ახალი სახე და ცნობადი – მეორე. შეიძლება ესა თუ ის პიროვნება ცნობადი სახე იყოს, მაგრამ ჩვეულებრივი უქნარა და თახსირი. ამიტომ, მთავარი ცნობადობა კი არაა, არამედ ისეთი პიროვნებები იყვნენ, რომლებიც ქვეყანასაც გამოადგება და პოლიტიკურ ორგანიზაციასაც. ჩვენი განახლება სწორედ ამ კუთხით მიდის და არა ცნობადი ან არაცნობადის მიხედვით. განმსაზღვრელი სამი ძირითადი კრიტერიუმია – პროფესიონალიზმი, წესიერება და ერთგულების განცდა. წეღან თქვით, არჩეული მაჟორიტარები აქეთ-იქით დახტუნავენო. არადა, ამომრჩეველი კონკრეტულად მის დაპირებებს აძლევს ხმას და მაშინ, პარტია უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩადგეს. ეს პრობლემა, ქართულ პოლიტიკაში, ყოველთვის იყო. მიკვირს, რატომ იყო დიდი მოლოდინი `ქართული ოცნების~ ახალი სახეების მიმართ.

საოცარია, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ყრილობაზე ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, სამართლიანობის აღდგენაზე, იმ პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე ესაუბრათ, რომელმაც წლების მანძილზე საქართველოს ტერორი, მკვლელობები, მოტაცებები, უზნეობა დაატეხა თავს, პოლიტსაბჭოს ახალმა სახემ კოღუაშვილმა იმაზე ისაუბრა, რომ თურმე, „ნაციონალების“ ლიდერები ძალიან ინტელექტუალები, ჭკვიანები ყოფილან. პრემიერის გუნდის ერთი ნაწილი ყველა უბედურებას „ნაცებს” აბრალებს, ახალი ფრთის წარმომადგენელი კი ამბობს, რომ თურმე, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი რომის პაპი უნდა გახდეს, რათა მერაბიშვილს და სხვებს ინდულგენცია მისცეს. შე დალოცვილო, როგორც სამცხე-ჯავახეთის ყოფილი რწმუნებული, ისე გეუბნები, რომლის წიაღიდანაც მერაბიშვილი წარმოიშვა, რომ ამბობ განათლებულიაო, ეს ის მერაბიშვილია, რომელმაც 7, 26 მაისი მოუწყო საქართველოს. ჟურნალისტებს ცელებით დასდევდნენ. რაში გამოიხატა მისი ნიჭიერება, რომ პარიზში სასახლე აქვს? – რომ გამოვა წასვლას სწორედ იქ აპირებს. ეს 26 მაისის მონაწილეებისთვის დიდი შეურაცხყოფაა. სწორედ მათი სისხლით ჩაეცა ლახვარი `ნაცების~ სიბინძურეს. ამიტომ, პირადად მე, გიგლა ბარამიძე მივმართავ ბატონ პრემიერს, ვინც ეს ახალი სახეები წარგვიდგინა, კი არ ვეპატიჟები, არამედ მივმართავ 26 მაისს ღამით მობრძანდეს რუსთაველზე და იმ ხალხს მოუყვეს როგორი ნიჭიერია მერაბიშვილი.

დიახ, ხვალ ხუთი წელი სრულდება იმ დიდი ბრძოლის დაწყებისა და სისხლისღვრის დღიდან. სხვათა შორის, 44 მარტო პოლიტდევნილი იყო. ევროპას რომ გაიძახიან, პირველი, ყველაზე ახალგაზრდა პოლიტპატიმარი ჩვენ გვყავდა, 16 წლის ბექა. მობრძანდით, მოეფერეთ ამ ადამიანებს, შეუსრულეთ დანაპირები სამართლიანობის აღდგენა, მოიყვანეთ ახალი სახეები და აჩვენეთ 26 მაისის ზოგ მონაწილეს თვალი აქვს ამოდგებული, ზოგს კიდურები არ აქვს, ორი მოკლეს, 500-მდე ადამიანი ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად დასახიჩრდა, ქონება წაერთვა, ნასამართლეობა მოხსნილი არ აქვთ, უმუშევრები არიან. მოუყევით ამ ადამიანებს როგორი ნიჭიერი ყოფილა მერაბიშვილი. როცა პოლიტსაბჭოში ასეთი ადამიანები მოჰყავთ, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის სულში ჩაფურთხებაა, განსაკუთრებით, მათთვის ვინც იბრძოლეს. აუხსენით საზოგადოებას რატომ არიან გირგვლიანების, ვაზაგაშვილების და სხვათა მკვლელები და გამაუბედურებლები ნიჭიერები და თურმე, კათოლიკურ ინდულგენციასაც იმსახურებენ. აღარაფერს ვამბობ ჩემს თავზე, კაცი რომელსაც არაფერი დამიშავებია, შემედაროს ვინმე წესიერებაში, ცხრა წელი ძებნაში ვიყავი გაგდებული, მამის დაკრძალვას ვერ დავესწარი, ბავშვი დამიავადეს – თვალის ბადე აქვს ჩამოშლილი, წელიწადში ორ ოპერაციას ვუკეთებ, რათა თვალი შევუნარჩუნო. იმიტომ, რომ 500-ჯერ შემოვარდნენ სახლში და ოჯახის წევრებს მიტერორებდნენ. ნიჭიერი ყოფილა მერაბიშვილი, დიდი მადლობა ამისთვის. ამ გოიმ მერაბიშვილს პარიზში აქვს სახლი, კაცმა არ იცის თვითონ ვისი გაკეთებულია. მე ვიცი მისი ბიოგრაფია და იმიტომ ვამბობ. მესხელიც ვიცი ვინ არის. არ გამიხადეს ეს ავაზაკები ტალანტები?! იმ ავბედით ღამეს ათასობით ჩვენი მომხრე დაიჭირეს, დაასახიჩრეს, ცემეს, ტყეპეს, მამას აყურებინებდნენ როგორ სცემდნენ შვილს და პირიქით, ყველას მანქანა წაართვეს, ქონება არავის დაუბრუნეს. ყველა უმუშევარია, ნასამართლეობა არავის მოუხსნეს, ფსიქოლოგიურად დამძიმებულები, დატერორებულები არიან. ვიცი ფაქტები, როცა მეუღლეს წიხლებით შედგნენ და მუცელი მოუშალეს. ამ ყველაფრის ორგანიზატორ მერაბიშვილზე შეიძლება ასე ილაპარაკო? ამას ვიგინდარას მეტი არავინ გააკეთებს. ჯერ `ნაცების~ ქმედებას, ყველა მათ დანაშაულს დაარქვან სახელი, ეს იურიდიულად გააფორმონ და მათ ნიჭიერებაზე მერე გველაპარაკონ.

– კვირიკაშვილმა უკვე მეორედ განაცხადა, რომ “გაერთიანებულ დემოკრატებთან არ ითანამშრომლებს. რით აიხსნება მისი კატეგორიულობა თქვენს მიმართ?

– ახლა ჩვენ გვკითხოს, გვინდა მასთან თანამშრომლობა? მეორეც, კვირიკაშვილს ჰგონია რომ ახალ პარლამენტში ვიცე-პრემიერი იქნება? – მეტი არაა ჩემი მტერი. იქ, ჩვენ სერიოზული ძალებით ვაპირებთ შესვლას და საკუთარი კანდიდატურები გვეყოლება, მეტად პრინციპული და პროფესიონალები, რომლებიც იმოქმედებენ არა იმით, თუ რომელი საელჩო რა მითითებას მისცემს და ვინ ასიამოვნონ, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მათთვის უპირველესი ერის ინტერესები იქნება და არა რომელიმე საელჩოს ან არასამთავრობოს ტატყანი და ქმედება. კვირიკაშვილმა, თუკი მისმა მოყვანილმა პოლიტსაბჭოს წევრებმა ასეთი განცხადებები აკეთეს, შეიძლება არჩევნებამდეც ვერ მიაღწიოს, ხალხი ცემა-ტყეპით გამოიყვანს კაბინეტიდან თუ ახალი სახის მიერ ნაპრუტუნებს არ შეიმჩნევს და ამისთვის მას ყურს არ აუწევს.

– თქვენთან თანამშრომლობაზე უარის თქმა რით შეიძლება იყოს განპირობებული, იგი პრო-რუსულ ძალად მოგიაზრებთ?

– მივმართავ მათ: მსოფლიოში აღარავინ აყალიბებს ასე პრო-დასავლურ თუ პრო-ამერიკულ ხედვებს. ნორმალური პოლიტიკოსი თავის თავს და არც სხვას იარლიყებს არ აწებებს, არამედ იგი ერთი ამოსავლით აზროვნებს – რა სჭირდება მის ქვეყანას ახლო და შორეულ პერსპექტივაში. მთავარი ის კი არ უნდა იყოს ვისთან და როგორ, არამედ რა პრინციპები, რა ამოცანები აქვს დღეს საქართველოს და ყველასთან ურთიერთობა ამის მიხედვით უნდა ავაგოთ. ევროპელობას ნუ იბრალებთ იმიტომ, რომ სანამ თქვენ გაჩნდებოდით, საქართველო თავისთავად იყო ცნობიერებით ევროპა. ჩვენ ევროპის დამფუძნებლები ვართ როგორც ქრისტიანი მართლმადიდებლები. მართლმადიდებლურ და ელინურ კულტურაზეა დაფუძნებული ევროპული ფასეულობები. ამიტომ, ნუ გინდათ ევროპელობისგან იმუნიტეტი მიიღოთ. ჩვენ, პარტია არ ვართ პრო-ევროპელები, არ ვართ პრო-რუსები, ჩვენ არ ვართ პრო, არამედ ეროვნულ ინტერესზე დამყარებული ძალა, რომელიც ყოველთვის ევროპის ნაწილია, მაგრამ ამავე დროს თვლის, რომ აუცილებელია, ყველასთან, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობა თუნდაც იმიტომ, რომ ტერიტორიები აქვს წაღებული და მოლაპარაკების გარდა მათი დაბრუნების სხვა გზა არ არსებობს.

– ბატონო გიგლა, ვარშავის სამიტი ახლოვდება. მაიკლ კარპენტერმა უკვე განაცხადა, რომ საქართველო მაპ“-ს ვერ მიიღებს. ჩვენი პოლიტიკოსები კი მაინც ნატო, ნატოს ძახილით ცდილობენ ქულების დაწერას...

– ჩვენ თავმოყვარე ისტებლიშმენტი არ გვყავს, ერთხელ მოგვატყუეს, მეორედ, მესამედ, როდემდე შეიძლება?! ნატოს წევრ ქვეყნებზე მეტი ჯარისკაცი გვყავს ავღანეთში. თავმოყვარე ქვეყანა სამას კაცს მაინც მოაკლებდა და წამოიყვანდა თავის სამშობლოში. ეს დიპლომატიური ნაბიჯი, დემარში იქნებოდა. ამით ევროპას ვაგრძნობინებდით, რომ სხვა ინტერესებიც გაგვაჩნია. ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც ხმამაღლა გამოთქვან საყვედური – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არ გვეხმარებით, მცოცავ ანექსიაზე არ გვეხმარებით, ჩვენს მწყემსს რომ იტაცებენ ხმას არ იღებთო, არც იმას ამბობენ ჩვენი ჯარისკაცები აქ გვჭირდებაო. როცა თურქეთს რაღაც არ გამოსდის, მაშინვე ულტიმატუმს უყენებს ევროკავშირს, ასევე სომხეთი სომხეთი. გახსოვთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რა დღეში ჩააგდო ევროკავშირი. ჩვენები მეძავის პრინციპს არიან აყოლილი. კვიპროსისა და გერმანიის მაგალითებზე საუბრობენ, არადა, ჩვენთვის ორივე დამღუპველია. ხომ ამბობდნენ კიდეც „რესპუბლიკელები“ რა მოხდა მიიღოს აფხაზეთმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი და მერე გავაფორმოთ მასთან ხელშეკრულებაო. ამას გვთავაზობს ზოგი პოლიტიკოსი. ჩვენი პარტია არ იყო ნატოს წინააღმდეგი, თუკი გარკვეულ პრობლემატიკაზე დაგვეხმარებოდნენ. მაგრამ 2008 წლის მერე, წინა ხელისუფლებამ თამაშ-თამაშ რომ ჩააბარა მიწები, გენერლებმა ერთი ტყვიაც ვერ გაისროლეს, პირიქით გადააბარეს ახალგორი, 100 სოფელი, კოდორის ხეობა, ამის მერე, ძნელია, საქართველოში ორი სამხედრო პოლიტიკური ბლოკის ჯარების განთავსება. დემოგრაფიული თვალსაზრისით, კატასტროფული მაჩვენებელი გვაქვს, მალე ქართველები საქართველოში უმცირესობაში ვიქნებით. გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე იბადება. დემოგრაფიული პრობლემა ქართული პოლიტიკის ჩამონათვალში საერთოდ არაა. ნატოში ჩვენი შეყვანა თუ უნდათ, ჩაგვავლებენ ყურში ხელს და სულ არ გვკითხავენ ისე შეგვიყვანენ. სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის როცა შენს ქვეყანას მოჯამაგირესავით, მთხოვნელის როლში აყენებ და სახელმწიფოს ოცნებად და მიზნად რომელიმე სტრუქტურაში გაერთიანება გაიხდი. ეს ერთ-ერთი საშუალებაა. ქვეყნის მიზანი სხვა უნდა იყოს – დემოკრატია, ტერიტორიების დაბრუნება, სამუშაო ადგილები.

– ბოლოს, ნაცმოძრაობაზე მინდა გკითხოთ, ამბობენ, სერიოზული არეულობისთვის ემზადებიანო?

– „ნაცებს“ არეულობისა და ხალხის გამოყვანის თავი რომ ჰქონდეთ, აქამდე გამოჩნდებოდა. მათ რამდენჯერმე დატესტეს ეს და არ გამოუვიდათ, ვერც „რუსთავი2“-ისთვის გამოიყვანეს ხალხი და ვერც სხვა აქციებზე გამოიჩინეს თავი. მათ დღევანდელმა ხელისუფლებამ კი დაუტოვა მილიონები, მაგრამ ხალხი მაინც ვერ გამოჰყავთ. ამიტომ, ტყუილად ნუ იმუქრებიან.

Comments are closed