globalresearch.ge

„ოცნებას“ აწყობს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საფრთხობელა”-ნანა დევდარიანი

Posted by Globalresearch on Mar 9th, 2017 and filed under პრესა, ცენტრი პრესაში. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კითხვებს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი პასუხობს.

სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის საქმეზე საზოგადოებაში აზრი ორად გაყო. ნაწილი ფიქრობს, რომ კარგია ასეთი გადაწყვეტილება, ამით ევროპამ საქართველოს ხელისუფლებას სილა გააწნა, ნაწილი კი უსამართლოს უწოდებს.

ჩემი აზრით, ეს ძალიან რთული თემაა. ერთი მხრივ, ჩვენი ხელისუფლება ახერხებს ხოლმე, რომ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტში წარდგება სრულიად არასარწმუნო არგუმენტებით. ამაზე არაერთი საქმე მიგვითითებს, როდესაც ექსტრადიციაზე უარი უთხრეს საქართველოს მხარეს. ერთი მხრივ, ეს არაკომპეტენტურობა და უუნარობაა, მაგრამ აქ მეორე, უფრო ღრმა პროცესია. გავიხსენოთ რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს? ექვსი წელი გავიდა, არავითარი გადაწყვეტილება არ არის მიღებული! სულხან მოლაშვილზე 5 წლის მერე დადგა განაჩენი, ასევე 5 წლის მერე დადგა განაჩენი გირგვლიანის საქმეზე. ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ მოლაშვილსაც, რომელიც სასტიკად აწამეს და უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ, გირგვლიანსაც, რომელიც წამებით მოკლეს, მათ ოჯახებს მიაკუთვნეს მატერიალური კომპენსაცია. მე ვსვამ კითხვას – ადამიანის სიცოცხლე, პატივი, ღირსება, მისი ჯანმრთელობა, წამებისგან დაცულობა 50 ათასი ევრო ღირს?! თანაც 5 წლის მერე! აქ შეტანაც ვერ მოასწრეს, რომ გადაწყვეტილება ერთ საათში იქნა გამოტანილი.

დღეს ბევრს რომ ლაპარაკობენ, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ერთ დღეში როგორ განიხილა და როგორ მოასწრო ამდენი ტომის შესწავლაო, ახლა რატომ არავინ სვამს კითხვას, სტრასბურის სასამართლოს კოლეგიამ ერთ დღეში როგორ განიხილა 18 ტომი, ყველაფერი შეისწავლა და კომპეტენტური პასუხი დადო”?!

ნანა დევდარიანის თქმით,დღეს ყველა სახელმწიფო უწყებაში დატოვებულია ნაციონალების კუდი, თითქმის ყველა სამსახურში და პოლიტიკური ამინდი ამ სტრუქტურებში არ შეცვლილა. დღეს კი ცდილობენ ნაციონალები, იძახონ, რომ ეს რუსული სქემაა, სინამდვილეში კი ხდება უფრო ღრმა და ძალიან ცუდი პროცესი.

მისივე ინფორმაციით, პროცესს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრება იმართება ბიზნესწესებით. როდესაც ერთი ბიზნესი მეორეს შთანთქავს. ასეთი შთანთქმის პროცესი მიდის. რასაც დაგვპირდა 2012-ში ბიძინა ივანიშვილი, რომ შუა უნდა გაიკრიფოსო, ეს 2016 წლის არჩევნებზე დააგვირგვინა. პრაქტიკულად ყველა პარტია გაანადგურა, ერთი ბურჯანაძის პარტია დარჩა, რომელიც ვერ დაშალა. დანარჩენი ყველა დაშალა და ლიდერები მოაშორა. ასეთი ბიზნესშთანთქმის პრინციპით მიმდინარეობს „რუსთავი-2“-ის საქმე.

დევდარიანი თვლის, რომ ყველაფერი ეს არის ამ ხელოვნურად მოგონილი კოჰაბიტაციის ბრალი, რომელიც მაგათ დაამკვიდრეს, როცა არ დაერქვა თავისი სახელი არც სააკაშვილს, არც ნაციონალურ მოძრაობას და მის ზონდერებს, არც „რუსთავი-2“-ს, როგორც პროპაგანდის მანქანას.

“ამ ორ პარტიას ერთმანეთი აწყობს. „ოცნებას“ აწყობს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც საფრთხობელა, 2016 წელსაც ხომ ამ დაშინებითმიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს. ხოლო ნაციონალურ მოძრაობას აწყობს ეს ნიშა, რომ არის საპარლამენტო ოპოზიცია. როგორც „რუსთავი-2“-ზე იძახიან, რომ ყველაზე ძლიერი და სიტყვის თავისუფლების გარანტი მედია საშუალებააო, ისე ესენი არიან ყველაზე ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია. როდის აქეთაა „რუსთავი-2“ თავისუფალი სიტყვის გარანტი ამქვეყანაში?! არ გვახსოვს, რა აქვთ ნაკეთები? არ გვახსოვს, პროგრამა ვრემიას რომ გვაჩვენებდნენ ყოველდღე კურიერში?

იცით, ეს რომ იყოს მარტო „რუსთავი-2“-ის შემთხვევა, შეიძლება დასვა კითხვები, მაგრამ როცა ჩვენ ვხედავთ მთლიანად მედია სივრცის გადანაწილებას, როდესაც იმედი იერთებს მაესტროს, ჯიდიეს-ის ნაწილს, როდესაც საზოგადოებრივზე ვხედავთ, პროცესები როგორ წავიდა. ვასილ მაღლაფერიძე რომ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია, ამაში ეჭვი ხომ არავის ეპარება. მთლიანობაში ეს პროცესი ამყარებს ამ ეჭვებს.

სტრასბურის სასამართლოში საკითხი დგება ასე: კონკრეტული პირი საქართველოს წინააღმდეგ. დღეს კი ეცადა პარლამენტის თავმჯდომარე ეთქვა, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველო გამოვა გამარჯვებული, მაგრამ ფაქტობრივად სტრასბურის სასამართლომ თქვა, რომ თქვენ არ ხართ მართალი ამ საქმეში და შეაჩერა აღსრულება. როგორც უნდა შეფუთონ და იძახონ, ფაქტი ერთია, იმიჯი კი არ შეილახა, მხარე გამტყუნდა. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება”-აცხადებს გლუბალური  კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

წყარო

Comments are closed