globalresearch.ge

“მე-5 მუხლი თუ მარტო პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე გავრცელდება, ეს რას მოუტანს საქართველოს”

Posted by Globalresearch on Sep 17th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი “ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურა.

დევდარიანის თქმით, ბურჯანაძის მთელი წინასაარჩევნო კამპანია აგებული იყო იმაზე, რომ რუსეთთან ფართომასშტაბიანი, აფხაზებთან და ოსებთან კი პირდაპირი დიალოგია აუცილებელი. რაც შეეხება ნატო-ს, დევდარიანის აზრით, საქართველოს პოლიტიკური კლასი საკმარის ყურადღებას არ აქცევს იმას, თუ რატომაა რუსეთისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საფრთხე.

“რუსეთი ნატო-ს აღიქვამს, როგორც საკუთარი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო პირობა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, თუმცა ალიანსი რუსეთის საზღვრებს სულ უფრო უახლოვდება და რა თქმა უნდა, რუსეთი ამას როგორც რეალურ საფრთხეს აღიქვამს. ერთია, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ და მეორეა ის, რომ ნატო-ც არაა მოწადინებული საქართველო თავის რიგებში მიიღოს. კიდევ ერთი მომენტი, რაზეც ნინო ბურჯანაძე თავის დროზე საუბრობდა, ნატო-ს წესდების მე-5 მუხლს ეხება. სხვადასხვა ინტერვიუებით თუ კულუარებში ნატო-ს წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ მოიფიქრეთ თქვენ თვითონ ისეთი ფორმულა, რომ მე-5 მუხლი აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე არ გავრცელდეს. ჩვენი მთავარი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა და თუ ამათზე არ გავრცელდა მე-5 მუხლი, არ ვიცი! პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე გავრცელებული ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი, რას მოუტანს საქართველოს? ვფიქრობ, ეს სრულიად ჯანსაღი და პრაგმატული მიდგომაა. ჩვენ თავი უნდა დავანებოთ საკუთარი თავის, ამომრჩევლის მოტყუებას და “ნაციონალური მოძრაობის” იმ თამაშის გაგრძელებას”, – განუცხადა “პირWელს” დევდარიანმა.

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-სთან დაკავშირებით პლებისციტი თავის დროზე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა.

“იმ არჩევნების გაყალბებაზე კი მარტო საქართველოში არ საუბრობენ. პლებისციტის შედეგები არავის გადაუმოწმებია. ასევე აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ ნატო-ს, ისევე როგორც შეერთებული შტატების ავტორიტეტი საქართველოში სულ უფრო ეცემა, მათ შორის იმიტომაც, რომ იქიდან პირდაპირ მხარს უჭერენ სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა დევდარიანმა.

წყარო: http://pia.ge/show_news.php?id=23385&lang=geo

Comments are closed