გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „რეპორტიორთან” საუბარში პროკურატურას გამბედაობისკენ მოუწოდებს.
„რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ როგორც კი ხელისუფლებაში მოვარდნენ ნაციონალები, სააკაშვილმა პირველი რაც გააკეთა, მისთვის არასასურველი, ანუ არამართვადი მოსამართლეები უზენაესი სასამართლოდან გაყარა კანონის უხეში დარღვევით. ახლა ეს სტრუქტურა ხელშეუხებელი კასტასავით არის. სასამართლო იგივეა,რაც ნაციონალების დროს იყო. ვნახოთ, როგორ მოხდება ამის ტრანსფორმაცია. სისხლის სამართლის საქმის გაფუჭება ძალიან ადვილია, გაფუჭებული საქმის თავიდან გამოძიება საკმაოდ რთული და ეს მხოლოდ პოლიტიკური ნების საკითხი არ არის. ალბათ ბევრი მტკიცებულება და სამხილია გამქრალი. არის საქმეები, რომლებიც ვერასდროს გაიხსნება, ამიტომ პროკურატურას უნდა ეყოს გამბედაობა და თქვას ამის შესახებ.”-აცხადებს დევდარიანი.