globalresearch.ge

ნანა დევდარიანი:ახლანდელი ხელისუფლება უფრო არ უგდებს პატრიარქს ყურს!

Posted by Globalresearch on Jun 3rd, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეპორტიორთან” ინტერვიუში „გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორესადმი დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას აფასებს.

„ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ – „ქართულ ოცნებაში” არიან ზუსტად იგივე იდეოლოგიის ადამიანები, როგორიც ნაციონალებში. არც კარგს ვამბობ და არც ცუდს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათთვის პატრიარქის ასეთი მაღალი ავტორიტეტიც პრობლემაა. რომ ეკლესიაში მრევლი რომ ასე მომრავლდა, ესეც პრობლემაა. მრევლს კი პირიქით მიაჩნია. ყველას კარგად გვახსოვს, ანტიდისკრიმინაციულ კანონზე როგორ გააფრთხილა პატრიარქმა, ნუ მიიღებთო. ამ კანონს პროვოცირების გარდა, საზოგადოებისთვის არაფერი მოუტანია, თორემ ქრისტიანიც და ათეისტიც რომ გააჩერო და ჰკითხო – დაშვებულია თუ არა ძალადობა ვინმეს მიმართო, გეტყვის, არავის მიმართ არ არის დაშვებულიო. მაგრამ, კანონის ამ სახით მიღებამ, როცა უგულვებელყოფილ იქნა საპატრიარქოს პოზიცია და პირადად პატრიარქის აზრი, პროვოკაციული ქმედებები გამოიწვია. ამიტომ, ხელისუფლების დამოკიდებულება, სიმართლე რომ გითხრათ, პატრიარქის მიმართ შეცვლილი არ არის. ისინი უფრო არ უგდებენ პატრიარქს ყურს, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა” . „დეზნიუსის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თითქოს თქვა, არ მიღირდა ხალხის ქოქოლის ფასად ამ კანონის მიღებაო. წაიკითხონ ხოლმე წყარო კარგად, დეზინფორმაცია იყო. არავითარი სინანული ამ კანონის მიღების გამო არავის გამოუხატავს. თუ არ ვცდები, 114 ხმა ნული ხმის წინააღმდეგ იყო კანონი მიღებული”, – განაცხადა დევდარიანმა.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=28975

Comments are closed