globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: ჭიკაიძე აბსოლუტურად სწორად მოიქცა!

Posted by Globalresearch on Apr 11th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის განცხადებითაც, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში „უკრაინული მაიდნის“ განხორციელებას აპირებს.

„ამ მხრივ პროვოკაციებს ნამდვილად ველი. „ნაციონალები“ ყველაფერზე წამსვლელები რომ არიან, დიდი ხანია დაამტკიცეს – ჯერ კიდევ 2003 წლამდე და მერე 9 წელიწადი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ კი ძალაუფლება დაიბრუნონ. ძალადობაზე უკან დამხევები არ არიან. ევრომაიდანს კი არა მეიდანსაც ვერ შეკრებენ, რადგან ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. ჭიკაიძის განცხადებას დადებითად ვაფასებ ზოგიერთი მისი თანაგუნდელისგან განსხვავებით. ჭიკაიძე აბსოლუტურად სწორად მოიქცა და პრევენციული დარტყმა გააკეთა! მათ აგრძნობინა, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ზომები იქნება მიღებული და თავი მოთოკეთო. მის ამ პრევენციულ განცხადებას გაცილებით უფრო მეტი პოზიტივი მოჰყვება, ვიდრე ზოგიერთი პარლამენტარის აზრით, იმას, რომ არ უნდა ეთქვა და უნდა იმუშაოს და ისე აღმოფხვრას ეს პრობლემაო. ხანდახან ეს აუცილებელია! იმედი მაქვს, შინაგან საქმეთა მინისტრი მხოლოდ განცხადებით არ შემოიფარგლება და დარწმუნებული ვარ, იმ ზომებს გაატარებს, რაც აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად“, -განაცხადა მან.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=23015

Comments are closed