globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: „ნაციონალები“ ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან

Posted by Globalresearch on Jun 26th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„გლობალური კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმას არ გამორიცხავს. როგორც დევდარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათ ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი არ აქვთ და ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან.
„შეატყობდით „ნაციონალებს”, რომ კარგ ხასიათზე ვერ არიან, რადგან თითქმის ხელისუფლებაში 10-წლიანი ყოფნის შემდეგ, არჩევნებში აჩვენეს ძალიან ცუდი შედეგი, რომელიც კლებისკენ წავა. მათი ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური შანსი ძალინ დაბალია და ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან. მაგალითად, ვრცელდება ხმები, რომ აპირებენ მაიდნის მსგავსს. ამ ხმებს კვებავს სააკაშვილის განცხადებებიც. უკრაინაში მოვლენების ეპიცენტრშია და ხანდახან განცხადებებს აკეთებს – ჩვენ დავბრუნდებით, ისევ თბილისიდან დაიწყება საქართველოს აღორძინება და ა.შ. მის მომხრეებშიც ეს ილუზიას აჩენს. ასევე „ნაციონალური მოძრაობის” სახეებმა განაცხადეს, რომ შემოდგომაზე ხალხი აუცილებლად გამოვა ქუჩაში და ხალხის გვერდით დადგებიან. როგორც ჩანს, მათ ხალხის განწყობა არ იციან. თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, მათ კონკრეტული მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ ექნებათ და მაინტერესებს, ამ ხალხს რომელი „ნაციონალი” დაუდგება გვერდით იმიტომ, რომ კაფეში ვეღარ შედიან და არ დარჩა ადგილი, სადაც ვინმე გამწარებული ადამიანი არ შეეფეთებათ. ამიტომ მათი ქუჩაში გასვლა დესტაბილიზაციის წყარო იქნება, ეს არის ადამიანის ნერვებზე თამაში. არ ვურჩევდი, ქუჩაში გამოსული ხალხის გვერდით დადგომას. ეს კარგით არაფრით დამთავრდება”, – განაცხადა დევდარიანმა.

წყარო: http://kvira.ge/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C/

Comments are closed