globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: კარლ ბილდტის ლობისტურ კომპანიას სააკაშვილისგან 40 მილიონ ევრომდე აქვს აღებული

Posted by Globalresearch on Apr 11th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეპორტიორის“ პრესკლუბში „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის მოწმედ დაბარების ფაქტს გამოეხმაურა. შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა პროკურატურა სააკაშვილის მიმართ გადამწყვეტ ზომებს და მიმართავს თუ არა მოწმის იძულების წესით წარდგენის ხერხს, დევდარიანმა განაცხადა, რომ თავის ქმედებებში პროკურატურა და ახალი ხელისუფლება ბოლომდე თავისუფალი არ არიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად აშანტაჟებს ახალ ხელისუფლებას დასავლეთის ფაქტორით. არ არის აუცილებელი მუდმივად დასავლეთისკენ ყურება და იმის ლოდინი, როგორი რეაქცია ექნება დასავლეთს ამა თუ იმ გადაწყევტილებაზე და გაგვიგებენ თუ ვერ გაგვიგებენ! გაგიგებენ, თუ შენ კანონის ფარგლებში იმოქმედებ!

საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ის გავლენიანი პირები, სხვადასხვა პოლიტიკური ფიგურები, ვინც საქართველოს სააკაშვილის დროს სტუმრობდნენ, უქებდნენ დემოკრატიას პრეზიდენტ სააკაშვილს, ამას უანგაროდ სულაც არ აკეთებდნენ. იგივე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტთან დაკავშირებით გაირკვა, რომ მის ლობისტურ კომპანიას სააკაშვილისგან 40 მილიონ ევრომდე აქვს აღებული ხუთი წლის განმავლობაში. იმიტომაც იყო საქართველოში თერთმეტჯერ ჩამოსული და დღემდე იცავს სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“. კორუფცია დასავლეთშიც არის. დაახლოებით ერთი თვის წინ ევროკომისიამ თვითონ გამოაქვეყნა სკანდალური კვლევა, რომელშიც დადასტურებულია, რომ ევროკავშირში ტრიალებდა 12 მილიარდი ევრო კორუფციული ფული. ეს, რაც აღმოაჩინეს და რაც არ აღმოაჩინეს კიდევ, ის ცალკე საკითხია. ამიტომ, როცა ამერიკიდან, ან ევროპიდან კეთდება განცხადებები, რომ „ნუ ჩაგრავთ „ნაციონალებს“ და ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება“, ყველა შემთხვევაში, ჟურნალისტები უნდა დაინტერესდნენ ვინ არის ის მაღალჩინოსანი, ვინც მათ ინტერესებს იცავს. აღმოაჩენს ძალიან ბევრ ინტერესთა გადაკვეთას და კავშირს „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებსა და იმ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც მათი დამცველები არიან დღესაც“, – განაცხადა მან.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=23025

Comments are closed