„გლობალური კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „Facebook”-ზე სტატუს აქვეყნებს. მისი განცხადებით, ეკა გიგაური, კახა კოჟორიძე და ნინო ლომჯარია გაცილებით ხშირად არიან ტელეკომპანიების ეთერში, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები.
“დააკვირდით, სამეულია: გიგაური, ლომჯარია, კოჟორიძე, რომლებიც გაცილებით ხშირად არიან არა მხოლოდ “რუსთავი2″-ის, არამედ სხვა ტელეკომპანიების ეთერებშიც, ვიდრე პოლიტიკური ლიდერები. ეს არაფერზე არ მეტყველებს? ერთხელ რაღაც უმნიშვნელო მოხდა და ვიღაცამ იხუმრა სოციალურ ქსელში, კოჟორიძეს ჯერ არ გაუკეთებია ამაზე კომენტარიო? – რაღაც კასტაა შექმნილი, რომელსაც მინდობილი აქვს აბსოლუტური ჭეშმარიტების ნიშა – რასაც ისინი იტყვიან ეს არის აბსოლუტური სიმართლე”.- წერს ნანა დევდარიანი.