globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: „ნაციონალები“ ფილმს ამზადებენ, თითქოს ცოცხის კადრები დადგმული იყო

Posted by Globalresearch on May 31st, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ყოფილი სახალხო დამცველის, ნანა დევდარიანის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებისთვის ფილმს ამზადებს, რომელიც ე.წ. „ცოცხების კადრებს“ ეხება:

„ნაციონალებს“ კინოსტუდიები და სამონტაჟოები აქვთ გახსნილი. ახლა, ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას გეტყვით: ადგილობრივი არჩევნებისთვის ამზადებენ ფილმს, თითქოს დადგმული იყო ცოცხის კადრები, ამათ ცოცხზე აქვთ გართულება. იმას ვერ უარყოფენ, რომ კარანტინში პატიმრებს აწამებდნენ, ამიტომ ცდილობენ გააბათილონ ის ამაზრზენი „ცოცხის კადრები“. იმდენად არიან გამწარებულები, რომ ჰგონიათ, ამით სიტუაციას შემოატრიალებენ, მაგრამ იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ აქედან არაფერი გამოვა. ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელად რომ გვევლინება, გავიხსენოთ, ვინ იყო – ამისთანა ფილმების პროდიუსერი“, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=28604&lang=1

Comments are closed