globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: „ნაციონალებს“ თანამდებობაზე მუშაობა უნდა აეკრძალოთ“

Posted by Globalresearch on Aug 22nd, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მათ ვისაც მაღალი თანამდებობები ეკავათ, არ უნდა ჰქონდეთ აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის უფლება.
„როგორც გია თორთალაძემ შეიტანა თავის დროზე კანონპროექტი და მერე მიიღეს კიდეც, რომ კომპარტიის მაღალ თანამდებობაზე ნამსახურებ ადამიანებს არ ჰქონდათ პოლიტიკაში, არჩევით თანამდებობაზე და სხვა თანამდებობაზე ყოფნის უფლება, აი ზუსტად ასევე, ამ დანაშაულებების გამო, ანალოგიური კანონია მისაღები. “ნაციონალური მოძრაობის“ მაღალ ჩინოსნებს, მათ ვისაც ეკავათ მაღალი თანამდებობები, არ უნდა ჰქონდეთ არჩევით თანამდებობაზე და აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობის უფლება. აი, ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა და მოივენებს ხალხი! ყველაფრის მკადრებელ ხალხთან ასე თითის წვერებზე სიარული და ვაიმე, ახლა დემოკრატიული ნორმა არ დავარღვიოთო… ან მაშინ აღიარონ სააკაშვილის დასავლელმა მეგობრებმა, რომ რასაც ის აკეთებდა იყო უკანონობა და დემოკრატიასთან არაფერი ჰქონია საერთო, ან თუ ამბობენ, რომ ყველაფერი კარგად იყო და დემოკრატიულად ვითარდებოდა საქართველო, მაშინ თორთლაძის კანონით წავიდეთ. სწორედ მათივე კანონებით უნდა მოექცნენ მათ“, – განაცხადა დევდარიანმა „ახალ თაობასთან“ საუბრისას.

წყარო: http://www.tabloid.ge/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C/

Comments are closed