გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, ნანა დევდარიანის პროგნოზით, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი ნინო ბურჯანაძის პარტიას აქვს. დევდარიანი ნარმანიასა და მელიას დებატებს უკიდურესად უინტერესოს უწოდებს.
“კარგი იქნებოდა, ოპოზიცია გაერთიანებულიყო, რაც ვერ მოხერხდა და გასაკვირი არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიას ამ ადგილობრივ არჩევნებზე სერიოზული შანსები აქვს. ვფიქრობ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს თბილისში მოგების შესაძლებლობა აქვს, ნარმანიასა და მელიას დებატები უკიდურესად არასაინტერესოა, ერთი მეორეს ეძახის, – თქვენ გააფუჭეთ და ჩვენ გავაკეთებთო, „ნაციონალების“ სლოგანია – „ერთად ავამუშაოთ თბილისი“, ოცნების – „ერთად ვიზრუნოთ თბილისზე”, ესენი ხალხნო, თავისი სლოგანით გვიმტკიცებენ, რომ ერთად არიან. ახლა ამომრჩეველმა ეს ერთობა უნდა დაშალოს, სხვა შემთხვევაში არაფერი შეიცვლება,“- აცხადებს ნანა დევდარიანი „ალიასთან“ ინტერვიუში.