globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მოცილება არ აწყობს!

Posted by Globalresearch on May 12th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

გაზეთ „ახალ თაობასთან” ინტერვიუში „გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, საკმაოდ კარგი შანსები აქვს.

„მართალია, მთლიანად არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება არ მოხერხდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არის ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია, ქალაქის მერობის კანდიდატი ძალიან სერიოზული შანსების მქონეა, დიმიტრი ლოთქიფანიძე და სხვა რაიონებშიც საკმაოდ ავტორიტეტული და სოლიდური ხალხია წარმოდგენილი. ფაქტობრივად, ახლა რჩება ერთადერთი პოლიტიკური ძალა ბურჯანაძის ხელმძღვანელობით, რომელსაც შეუძლია „ნაციონალებსაც” და „ოცნებასაც” გაუწიოს კონკურენცია. თვითონ ოცნება რომ ნაციონალების მომცილებელი და სამართლის აღმდგენი არ არის, ეს დადასტურდა უკვე. არ აწყობთ მოცილება. ეს ძალიან კომფორტული ოპოზიციაა, სახეშელახული, უავტორიტეტო, დამნაშავე, რომელსაც, როცა გინდა, მაშინ ჩააგდებინებ ხმას, თუმცა ამასაც ვერ ახერხებენ, რომ ხმა ჩააგდებინონ. ორივეს წინააღმდეგ ყველაზე რეალური ძალა მაინც ბურჯანაძე და მისი კოალიციაა”, – აცხადებს ის.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=26283&lang=1

Comments are closed