globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: რა დაესიზმრათ ამ ადამიანებს ერთდროულად?

Posted by Globalresearch on Jun 2nd, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ნანა დევდარიანი თვლის, რომ სხვადასხვა ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნა, ზეწოლის შედეგია.

„მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სხვადასხვა ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნით დაინტერესდეს და გამოიძიოს, რეალურად, რატომ ამბობენ უარს კონკრეტული პირები არჩევნებში კენჭისყრაზე.

ცსკ-ს თავმჯდომარე შეეცადა ამ პირებთან შეხვედრას, მაგრამ მათ ბოლო წუთში უარი განაცხადეს, რაც იმის დასტურია, რომ რაღაც ხდება და ამ პირებზე ზეწოლაა განხორციელებული.

კომისია უნდა დაინტერესდეს, რა მოხდა ამ ოლქებში, რა დაესიზმრათ ამ ადამიანებს ერთდროულად. თამარ ჟვანიას უნდოდა შეხვედრა და თავი აარიდესო, ესე იგი, რაღაც ხდება, ხომ?

ხელისუფლებამ, წინაასაარჩევნოდ მორატორიუმი გამოაცხადა არჩევნებში ჩართული პირების დაკავებაზე, სამაგიეროდ დაიწყო კანდიდატებზე ზეწოლა , რომ საკუთარი პარტიული სია ადვილად გაიყვანოს არჩევნებში“,- განაცხადა ნანა დევდარიანმა, დღეს, „რეპორტიორში“ სტუმრობისას.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=28816&lang=1

Comments are closed