globalresearch.ge

ნანა დევდარიანი:-”რადგან ვასაძეს ჩოხა აცვია პოლიტიკაში არ უნდა მოვიდეს? რა არის ამაში უცნაური?”

Posted by Globalresearch on Jun 3rd, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი აცხადებს, რომ თვალს ადევნებს ლევან ვასაძის განცხადებებს და ამბობს, რომ ვასაძე გამოხატავს თავის აზრს.
-”მე მაშფოთებს ერთი მომენტი-წინა ხელისუფლება განსხვავებულ აზრს საერთოდ ვერ იტანდა და ცდილობდა არსად არ ყოფილიყო განსხვავებული აზრი, დღევანდელი ვითარებაც ასეთია-როგორ გაბედა ვასაძემ განცხადების გაკეთება! ლევანი რასაც ფიქრობდა, ის თქვა. განცხადების გაკეთება არ მოასწავებს, რომ ის პოლიტიკაში მოვა და თუ ასეა, მერე რა, მოვიდეს, რა არის ამაში ცუდი? რახან ჩოხა აცვია პოლიტიკაში არ უნდა მოვიდეს? არავის დავიწყებია, რომ სამართლიანობის აღდგენის მაგივრად ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რაც ჩვენმა პარლამენტმა მიიღო, ეს ეროვნილი ტანისამოსის ტარებას შეეხება. რა, ვასაძის აზრები არ მოსწონთ? მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში ძალიან მაღალი უპირატესობით მოვიდნენ სწორედ იმ იდეოლოგიის პარტიები, რასაც დღეს ლევან ვასაძე ლაპარაკობს. რა არის ამაში უცნაური? ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ არსებობს განსხვავებული აზრები და მათ შორის უმრავლესობის აზრიც და არა მარტო უმცირესობის”.
აქვე ნანა დევდარიანი გამოეხმაურა თინა ხიდაშელის განცხადებებს ლევან ვასაძესთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება უმრავლესობის წევრების მხრიდან, რადგან თმენის ყველაზე მეტი ვალდებულება სწორედ უმრავლესობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს აქვთ.
-”უპირატესობის შეგრძნება, რომ მე ყველაზე მეტი ვიცი, სხვა დანარჩენმა უმრავლესობამ როგორ უნდა იცხოვროს, კარგს არაფერს მოგვიტანს. ასეთი ჯგუფი ქვეყანას უკვე მართავდა-ვიწრო ჯგუფი, რომელიც წარმოადგენდა უმცირესობის ინტერესებს, მაგრამ მოქმედებდა უმრავლესობის სახელით. ეს გავიარეთ, ამიტომ ახლა უმრავლესობამ ყური უნდა დაუგდოს ხალხს და გაითვალისწინოს ხალხის აზრი. არ შეიძლება ხალხი ცდებოდეს, თუმცა ისინი ხშირად ამბობენ, რომ ხალხი შეიძლება ცდებოდეს. ხალხი შეიძლება ცდებოდეს მაშინაც კი, როცა შენ მოყავხარ უმრავლესობაში. მთლიანად ვიზიარებ ვასაძის პათოსს იმის შესახებ, რომ უმრავლესობა ხალხის არცეული არ არის, ისინი ერთი კაცის შეყვანილები არიან პარლამენტში და ეს არ უნდა დაავიწყდეთ. ყველამ იცის, რომ მოსახლეობამ არცევანი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ხათრით”.

წყარო: http://iverioni.com.ge/4583-nana-devdariani-radgan-vasadzes-chokha-acvia-politikashi-ar-unda-movides-ra-aris-amashi-ucnauri.html

Comments are closed