globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: „რუსთავი 2“ იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ორგანო!

Posted by Globalresearch on May 13th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „რუსთავი 2″-ის მიერ ჩანაწერების გავრცელებას ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებს. მისი განცხადებით, „რუსთავი 2″ ჩვეული სტილით ცდილობს არჩევნების წინ არეულობის შექმნას.

„ბედის ირონიით, ყველაზე მეტად, ახლა ის პიროვნება (ნიკა გვარამია) ხმაურობს, რომელიც ამ ჩანაწერებს თავად იყენებდა, ამის საფუძველზე საქმეები ითითხნებოდა და ადამიანები ისჯებოდნენ. სულ არ გამიკვირდება რომ თავად მათი დამონტაჟებული იყოს იმიტომ, რომ საინფორმაციო საშუალებას არანაირი პრობლემა არ აქვს, საკუთარ ოფისში რაიმე მოწყობილობა დაამონტაჟოს. ისევე როგორც, არ გამიკვირდება, თუ ამას სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები გააკეთებდნენ. ისინი ისე გატაცებულები იყვნენ, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ლოგინშიც კი უთვალთვალებდნენ. ძალიან რთულია, „რუსთავი 2″ მედიასაშუალებად აღიქვა. პირადად, ჩემთვის ასევე არ წარმოადგენდა ის მედიასაშუალებას 11 წლის წინ, ეს იყო პროპაგანდის იარაღი. კომუნისტების დროს არსებობდა გაზეთი კომუნისტი და ყველამ იცოდა, რომ ეს იყო პარტიული გაზეთი. „რუსთავი 2″-იც იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ორგანო”, – განაცხადა დევდარიანმა.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=26416

Comments are closed