globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სწრაფვას რუსეთში მწვავედ არ აღიქვამენ

Posted by Globalresearch on Apr 11th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „რეპორტიორის” პრეს-კლუბში მოსკოვში ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მიწვევით ქართველი ექსპერტები ნანა დევდარიანი, სოსო არჩვაძე, თამარ კიკნაძე და ლევან მეტრეველი იმყოფებოდნენ. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა ის მწვავე საკითხი დაისვა, რაც ორივე მხარეს აწუხებს.

„საექსპერტო შეხვედრები აუცილებელია, რადგან ვიგებთ, როგორ აფასებენ რუსი ექსპერტები ჩვენთან ქვეყნის შიგნით ვითარებას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, პერსპექტივებს… ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე გრიგორი კარასინთან შეხვედრა, რომელიც სპეციალური წარმომადგენელია ამ საკითხებში, ისევე როგორც ჩვენგან ზურაბ აბაშიძე. რუსეთში საკმაოდ ჯანსაღად უყურებენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისკენ სწრაფვას. მე პირადად საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ ხელმოწერამდე სიტუაცია ხელოვნურად დაიძაბოს, ან როგორც ყოფილი მმართველი ძალის წარმომადგენლები ამბობენ, ჯარი შემოვა და ომი და უბედურება ატყდება. ამის ერთი მარტივი მიზეზი არსებობს – საქართველოს არ გააჩნია ისეთი მდიდარი მრეწველობა, როგორც უკრაიანს. რუსეთი საქართველოზე არ არის ისე მნიშვნელოვანდ მიბმული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, როგორც უკრაინის შემთხვევაში. ბოლო თაობის ვერტმფრენები უბრალოდ ვერ აიწყობა, რადგან მაკომპლექტებლები მზადდება სწორედ უკრაინაში. ჩვენ შემთხვევაში ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან ასე მწვავედ არ აღიქვამენ, როგორც NATO-ში გაწევრიანებას, რასაც რუსეთი პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს. რაც უფრო ახლოს განლაგდება NATO-ს სამხედრო ბაზები, მით უფრო მატულობს რუსეთისთვის საფრთხე. გათვლებიც კია, რომ თუ მაგალითად უკრაინაში განლაგდება NATO-ს სამხედრო ბაზები, იმის ნახევარი დრო დასჭირდება რუსეთში მიზნამდე მიღწევისთვის რაკეტას, ვიდრე ახლა სჭირება”, – განაცხადა მან.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=22996

Comments are closed