გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი „ალიასთან“ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს გამოეხმაურა, თითქოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზეწოლისა და უკანონობის ორგანიზატორები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან.
„რა განცხადებებია, კვერცხის სროლაზე რომ აღშფოთდნენ, რაც „ნაციონალების“ გამოჩენას ცაგერში მოჰყვა, მანამდე კი ზუგდიდში. დაავიწყდათ „ნაციონალებს“, ქვის სროლით რომ მოვიდნენ დიდ პოლიტიკაში, ჯერ კიდევ 2003 წლის არჩევნებზე?! თუ მათ დაავიწყდათ, ჩვენ ამნეზია კი არ დაგვმართნია. მარტო ქვებს კი არა, თოფებსაც ისროდნენ, იგივე ზუგდიდში და თუ გნებავთ, ქვემო ქართლში. ასე არიან მოსული ხელისუფლებაში და ასე ინარჩუნებდნენ რეჟიმს. ვერ გავიგე, ექსკლუზივი აქვთ აღებული ძალადობაზე? დღეს ამბობენ, – ვინც ანტიდისკრიმინაციული კანონის მომხრე არ არის, იმას უნდა ძალადობაო. 9 წელი „ნაციონალები“ ძალადობდნენ საკუთარ ხალხზე, როგორ უბრუნდება „ნაციონალურ მოძრაობას“ ენა, სხვისკენ თითი გაიშვიროს?“- აცხადებს დევდარიანი.