globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რა დგას ამ ერთი შეხედვით უაზრო კანონპროექტის უკან!

Posted by Globalresearch on Apr 11th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის გია ბარამიძის მიერ პარლამენტში შეტანილ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის უარყოფა სისხლის სამართლებრივი დანაშაული უნდა გახდეს.

„ყოფილი მართველი ძალის წამომადგენლის მიერ ამ პროექტის შეტანას არაფერი კარგი არ მოჰყვება. ეს კანონპროექტი იმის დასტური იქნება, რომ ადამიანებს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება შეეზღუდებათ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ ამ საკითხს ძალიან კარგი შეფასება მისცა და აღნიშნა,ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ადამიანებს აზრის გამოხატვას უკრძალავს და ამის გამო ციხეში გაისტუმრებსო. უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ ამ კანონპროექტის მიღებით ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ვეუბნებით, რომ თქვენ ხართ ოკუპირებული. ეს მათ უნდა თქვან, თუ გრძნობენ თავს ოკუპირებულებად. გია ბარამიძეს ისე შემოაქვს ეს პროექტი, თითქოს მათ პოლიტიკურ ძალას და მათ ლდიერს არ აქვთ ჩადენილი ის, რომ დღეს აქართველოს ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო – აფხაზეთი და ოსეთია აღიარებული (საბედნიეროდ ეს აღიარება შორს არ წავიდა). ახლა თურმე საუბარია იმაზე, რომ არ გავბედოთ და ვუარყოთ ოკუპაცია. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, და ჩვენთვის ეს ნამდვილად ასეა, ვითარება არ შეიცვლება და ჩვენი ძირითადი პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენ მარტო ტერიტორიების დაბრუნება ხომ არ გვინდა?! ჩვენ გვინდა ტერიტორიები და ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეები, ვისთან ერთადაც უნდა ვიცხოვროთ საერთო სახელმწიფოში. როგორ უნდა ველაპარაკოთ მათ იმის შემდეგ, როცა ვეუბნებით, რომ თქვენი ნებით კი არ არის რუსული სამხედრო ძალა შემოსული, არამედ თქვენ ხართ ოკუპირებულებიო.

ფაქტობრივად, ეს არის კარგად გათვლილი პოლიტიკური ავანტიურა და პროვოკაცია, რომლის მიზანია ყველა გზა მოუჭრას ახალ ხელისუფლებას, როგორც აფხაზებთან და ოსებთან დიალოგში, ისე რუსეთთან მოლაპარაკებისას. ზუსტად ამაზეა გათვლილი ეს კანონპროექტი. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, და 20%ზე მეტი ტერიტორია დაკარგა, იღწვის იმისთვის, რომ ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ამ პრობლემის მოგვარება. ვფიქრობ, საპარლამენტო უმრავლესობამ ეს საფრთხეები კარგად უნდა გაიაზროს და მიხვდეს, რა დგას ამ ერთი შეხედვით უაზრო კანონპროექტის უკან“, – განაცხადა მან.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=22999

Comments are closed