globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ სათანადო ოპონირებას ვერ უწევს

Posted by Globalresearch on Jun 14th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნები სრულიად განსხვავებულ ვითარებაში ტარდება. მისი შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ერევა და სათანადო ოპონირებას ვერ უწევს.

„წინასაპრეზიდენტო არჩევნები იყო ინერციული და ბიძინა ივანიშვილის ხათრით არჩეული. ის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, ეს სერიოზული ფაქტორია და ნურავის დაავიწყდება, მას შემდეგ ივანიშვილი დიდი პოლიტიკიდან წავიდა და დაგვიტოვა ის ხელისუფლება, რაც დაგვიტოვა. ახლა ტარდება არჩევნები სრულიად განსხვავებულ ვითარებაში. ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ერევა, სათანადო ოპონირებასაც კი ვერ უწევს. ორი წელია, რაც ხელისუფლებაში არიან და სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ხალხს უმტკიცებენ, სამართლიანობა აღვადგინეთო. ეტყობა, განცხადებას რომ აკეთებდნენ, საკუთარი თავი ჰქონდათ მხედველობაში. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი როცა გაიგებს, „ოცნების” მინისტრმა თვეში აიღო 80-ათასლარიანი ხელფასი თავისი სახელფასო დანამატით, ვიღაცამ შედარებით ინამუსა და 50 ათასი აიღო, როგორ იქნებიან გამწარებული დამშეული ადამიანები?!”- აცხადებს დევდარიანი „ალიასთან” ინტერვიუში.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=30179

Comments are closed