globalresearch.ge

თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს მოწმედ დაუდგა

Posted by Globalresearch on Mar 1st, 2017 and filed under პრესა, ცენტრი პრესაში. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, დაკავებულ ვანო მერაბიშვილის სასარგებლო ჩვენება საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მისცა. წულუკიანმა ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა მთავარში ისაუბრა.

“რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწინააღმდეგე მხარეს ოფიციალურად მის სასარგებლოდ, მოწმედ დაუდგა ჩვენი ომბუდსმენი სტრასბურგში, მან გააგზავნა მოწმის ჩვენება ოთარ კახიძის ხელით, რომელიც მერაბიშვილის ადვოკატია. სახალხო დამცველი მხარს უჭერს, და მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის მხარეზე, ასე ვთქვათ, მოწმედ დაუდგა მას, რბილად რომ ვთქვათ, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი იმისა, რომ ასეთი მოწმის პირობებშიც კი დავამტკიცოთ ის, რაც არის ნამდვილად სიმართლე“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევა მანამდე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა, როცა სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი იყო.

სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში საქართველო ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის საკითხს დავობს. ამ მუხლის დარღვევა სტრასბურგის სასმართლომ საქართველოს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესაძლო ფაქტზე.

წყარო

Comments are closed