globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 5 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 5th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“, 5 დეკემბერი, 2014 წელი
ჯეიმს აპატურაი: „რუსეთი ცდილობს, ევროპაში საზღვრები შეცვალოს, ნატო არ ეთანხმება“

ნათია ხურცილავა

სტატია ინფორმაციული ხასიათისაა და მასში გადმოცემულია საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის ვიზიტის ამსახველი შეხვედრები, პრეს-კონფერენციაზე გაჟღერებული განცხადებები და ა.შ.
როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში აპატურაიმ შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. მინისტრთა კაბინეის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრის ადგილმდებარეობისთვის რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ვიზიტის ბოლოს ჯეიმ აპატურაის არაფორმალური შეხვედრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ჰქონდა. შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას ძალიან აფასებს.
პრემიერის თქმით, ე.წ. შეთანხმება ოკუპირეული რეგიონის ანექიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს და მთავრობა შეშფოთებულია,რომ რუსეთი საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციულ მიდგომებს დესტრუქციული ქმედებებით პასუხობს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ პროცესის მენეჯმენტის ჯგუფი უახლოეს მომავალში შეიქმნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოს წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში აისაფისა და ავღანეთის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიებში.
ნატოს სპეციალური წარმომადგენელი გუშინ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.
– მივესალმები იმ ოპერატიულობას, სწრაფ ტემპს, რომლითაცსაქართველო მუშაობს აღნიშნული ცენტრის ჩამოყალიბებს პროცესში. პირველ ნიშნეს უკვე ვხედავ და საქართველოში თავდაცვის სფეროს ექსპერტებიცარიან ჩამოსული, რომლებიც ქართულ მხარესთან ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებენ. აქ უფრო მნიშვნელოვანია იმაზე კონცენტრაცია, რა დანაყოფები გაივლიან ტრენინგს და როგორ ჩაჯდება ის საქართველოს მოთხოვნებში. ეს არის სამუშაო პროცესი და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, საბოლოოდ განსაზღვროს საუკეთესო ადგილმდებარეობა აღნიშნული ცენტრის ჩამოსაყალიბებლად და როგორც ვიცი, რამდენიმე ვარიანტი არსებობს. – განაცხადა აპატურაიმ.
პრესკონფერენციაზე აპატურაიმ ასევე გამოთქვა კმაყოფილება, რომ უწყების ახალ გუნდთანაც გრძელდება უმაღლეს დონეზე თანამშრომლობა.
– მალე ნახავთ, ნატო საქართველოში კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, ასევე, ნახავთ საქართველოს უფრო მეტად ნატოში. ნება მომეცით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიონალიზმზე ვისაუბრო. მოხარული ვარ, რომ ახალ გუნდთან უმაღლეს დონეზე ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ვგეგმავთ უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს, რომელშიც სამოქალაქო სექტორიც იქნება ჩართული. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც ნატოსა და ნატო-საქართვეოს ურთიერთობების ექსპერტები არიან. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის. მას დიდი წვლილი შეაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში. – განაცხადა აპატურაიმ.
ჯეიმს აპატურაიმ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, რუსეთი კონტროლის მექანიზმების ხელში აღებას სერიოზულად ზრდის. აპატურაიმ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე დამულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ანექსიას გააჩნია იურიდიული ჩარჩოები და ის, რაც უკრაინაში უკვე ვიხილეთ, საქართველოში სრულიად იგივე სცენარი არ განვითარებულა.
– თუმცა რუსეთი კონტროლის მექანიზმების ხელში აღებას სერიოზულად ზრდის. მე, პირადად, თუ მკითხავთ, ვხედავ თუ არა ამ პროცესს დამატებით არიერად საქართველოს გაწევრიანებისკენ ალიანსში, გიპასუხებთ, რომ – არა. ეს გართულებები უკვე არსებობდა მაშინ, როდესაც ნატოს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
სახელმწიფო მინისტრმა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი განიხილეს და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე გაკეთდა აქცენტი. გარდა ამისა, შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება განიხილეს, რომელიც შეფასდა როგორც ანექსია და საფრთხე როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე რეგიონისთვის.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ოფიციალური შეხვედრა გამართა თავდაცვის ახალ მინისტრთან. ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
აპატურაის შეხვედრა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთანაც. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, დემოკრატიული რეფორმების პროცესს შეეხო.
– ცხადია, შევეხეთ დემოკრატიული რეფორმების პროცესს და ზოგადად, სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებს და მან აღნიშნა, რომ სამინისტროში ვიზიტის შემდეგ დარწმუნდა, რომ არათუ რაიმე ცვლილებაა პოლიტიკურ კურსში, არამედ ძალიან ტექნიკურ დონეზე ყველა საკითხი და თემა მიდის და ვითარდება ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო და როგორც მოლიდინი იყო. აპატურაიმ, რა თქმა უნდა, აღნიშნა, რომ შიდა პოლიტიკური ცხოვრება ეს შიდა პოლიტიკური ცხოვრებაა და ქართველებისა და მათ შორის, პოლიტიკურიძალების გადასაწყვეტია, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსგან მეტ სტაბილურობას და მეტ დაფიქრებას ელის ისეთ დროს, როდესაც მსგავსი საკითხები ხდება ხოლმე. – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ალია“, 5 დეკემბერი, 2014 წელი

რა კავშირია ბერუჩაშვილ-ქერის შეხვედრასა და აპატურაის ჩამოსვლას შორის?

პუბლიკაციაში საუბარია თამარ ბერუჩაშვილისა და ჯონ ქერის შეხვედრებზე, აგრეთვე ზოგადად, საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, რუსეთთან ურთიერთობებზე, გადმოცემულია აგრეთვე ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა განცხადება, რომ მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაზეც ისაუბრეს. კიდევ რაზე შეიძლება ესაუბრათ თამარ ბერუჩაშვილსა და ჯონ ქერის? არსებობს თუ არა კავშირი ჯეიმს აპატურაის ჩამოსვლასა და ბერუჩაშვილ-ქერის შეხვედრას შორის?
,,ალია“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს დაუკავშირდა.
შეკითხვაზე, ჯონ ქერი თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვსაც შეხვდა. კიდევ რაზე შეიძლებოდა ესაუბრათ თამარ ბერუჩაშვილსა და ჯონ ქერის?“, პოლიტოლოგი პასუხობს: „ურთიერთთანამშრომლობის თემა დიდი ხანია, ტრიალებს. წამოაყენეს კონგრესმენებმა და აღინიშნა, რომ იმ ქვეყნებში, რომელთა შეყვანაც უნდათ ნატოს სტრუქტურაში, დაძაბულობა რომ არ მოჰყვეს ამას რუსეთის მხრიდან, ამერიკის პარტნიორი ქვეყნები დაფიქრდნენ მათთვის გარკვეული დაცვის მექანიზმების მინიჭებაზე. საუბარია საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე. რეალურად, ეს მართლაც არის დაცვა, ისევე, როგორც ნატოში გაწევრიანება გვსურს მეხუთე მუხლის გამო. ამ მუხლით მოგეხსენებათ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი დაცვა ნატოს წევრი ქვეყნების მიერ. ამ მუხლის მიხედვით, მტერი ვისაც შეუტევს, ამერიკამ უნდა დაიცვას. ჩვენთვის ერთი და იგივე ძალაა როგორც ნატო, ისევე ამერიკა.
დიპლომატია არ არის მხოლოდ კულუარული შეთანხმებების გაფორმება, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ გაიმართოს რუსეთსა და ამერიკას შორის დიპლომატიური დუელი. რუსეთს არ სურს ეს, შეიძლება, მაგრამ ამერიკას შეიძლება ჰქონდეს კარტი, რომლის გამოც რუსეთმა ეს მოინდომოს. ლავროვის ფაქტორმა მაიძულა, მეფიქრა, რომ აქ გარკვეულ შეთანხმებაზე იქნება საუბარი.
შეკითხვა: ევროკავშირის წარმომადგენელი ამბობს, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება. ერთის მხრივ ამერიკასთან საუბარი გამუდმებით ამაზე, მეორეს მხრივ ჩვენი დელეგაციების ხშირი ვიზიტი ნატოში, ახლაც აპატურაი საქართველოში იმყოფება, რაზე მიანიშნებს? თუ მაინც არ გვიღებენ, ეს გამუდმებული კამპანია რას ემსახურება?
რამაზ საყვარელიძე: დასავლეთი, ზოგადად, რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციებს ერიდება. ამერიკას არ სურს გადადგას ნაბიჯი, რომ მერე ამ გაუწონასწორებელმა, დაუდევარმა რუსეთმა საპასუხო ნაბიჯი არ გადადგას, რომელიც მასაც დააზარალებს. მეორეს მხრივ, ამერიკას არ სურს პარტნიორების დაკარგვა. ჩვენ პარტნიორებად აღგვიქვამს. ნატოში ჩვენი ინტეგრაცია არის ნიშნობასავით. ნიშნობა ხომ არ ნიშნავს დაქორწინებას, მაგრამ იმის ნიშანია, რომ ეს ორი მხარე აუცილებლად დაქორწინდება. ამ მეტაფორის მიხედვით, ჩვენ პატარძლის როლში ვართ და არ გვაქვს საშუალება, ვუთხრათ ნატოს, გინდა თუ არა, ხვალვე შემირთე ცოლადო. ისე, თავადაც არ არიან ჩამოყალიბებულები. ეს დავინახე უკრაინის მაგალითზე. იქ რომ პრობლემები მოაგვარონ, მაგასაც ვერ წყვეტენ, ძიებაში არიან. ჩვენ რომ მოვითხოვოთ ჩვენი პრობლემის გადაწყვეტა, ასე ვერ იქნება, ამოცანა ერთი და იგივეა. ანუ ნატოში ინტეგრაციის საკითხი როგორც საქართველოში დგას, ისევეა უკრაინაშიც.
ხელისუფლებამ ხალხს უნდა განუმარტოს ყველა დეტალი მათთვის გასაგები ენით. საგარეო პოლიტიკურ კურსზე მოსახლეობის ინფორმირება რთული საქმეა. რუსეთი პირდაპირ კონფრონტაციაზე არ გადმოდის, ის მაშინ გვირტყამს, როცა ამერიკისთვის პასუხის გაცემა უნდა. მაგალითად, ამის შედეგი იყო 2008 წლის ომი. ამბობდა რუსეთი, არ აღიაროთ კოსოვოო, არ დაუჯერეს, დაგვარტყა, რაკეტების განლაგებაზეც იგივე მოხდა. ამ შეუთანხმებელ საკითხებზე იწყებს რუსეთი დარტყმას არა პირდაპირ, არამედ პარტნიორების კუთხით. ასეთი რამ გაკეთდა უკრაინაშიც. პარტნიორებზე დარტყმა პუტინის ახალი სტილია. ამის გამო მსოფლიო ომი არ დაიწყება, მაგრამ ის თავის ინტერესებს გაატარებს. უკრაინის უკან ამერიკა და დასავლეთი რომ არ ამოეკითხა, დარწმუნებული ვარ, პუტინი სხვა სტრატეგიას აირჩევდა. მას რომ არ დაენახა, მაედნის პროცესში დასავლეთი ფუნთუშებს არიგებს, კბილების ღრჭიალს არ დაიწყებდა. ეს ყველაფერი უნდა აეხსნას ხალხს, რომ ჩვენი და ნატოს ურთიერთობა მხოლოდ ორი მხარის ურთიერთობა კი არაა, არამედ ერთი რგოლია მსოფლიო ურთიერთობების, რომლის გაუთვალისწინებლობაც ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს.

Comments are closed