globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 09 დეკემბერი 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 9th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ერთი ნაბიჯი უვიზო მიმოსვლამდე // ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ევროინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერის იდეა ჩამოიტანა

„ალია“: რის გადასამოწმებლად ჩამოვიდა შტაინმაიერი საქართველოში?

„ალია“: რა ინფორმაციები ჩამოიტანა გოგა ხაინდრავამ კიევიდან?

————————-

„რეზონანსი“, 9 დეკემბერი, 2014 წელი
ერთი ნაბიჯი უვიზო მიმოსვლამდე
შტაინმაიერმა ევროინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერის იდეა ჩამოიტანა
თაკო მათეშვილი
(შემოკლებით)
გერმანიის გადაწყვეტილება კავკასიის რეგიონში გააქტიურების შესახებ, ნატოს გაფართოება, საქართველოსტან მიმართებით მათი პოზიციის შეცვლა – სწორედ ეს მიზეზები უდევს საფუძვლად, პოლიტოლოგების აზრით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტს საქართველოში. ისინი არ გამორიცხავენ, რომ გერმანიამ შესაძლოა ჩვენთვის არცთუ სახარბიელო პოზცია ნატოში გაწვრიანების ტაობაზე გარკვეულწილად შეცვალა კიდეც.
როგორც ცნობილია, შტაინმაიერის შუამავლობით კონფლიქტების მოგვარებაზე ჩვენში დიდ იმედებს ამყარებენ, თუმცა პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს თემა გაყინულია და მისი ვიზიტი ამ საკითხის ირგვლივ წინადადებებს არ შეიცავს.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის დაწყებამდე ცოტა დროს დარცა“, – განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა თავის ქართველ კოლეგასთან, თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის დროს. მისი თქმით, „ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება მოცულობითი დოკუმენტია, მისი დებულებების დანერგვა ახლა დაიწყო და, შესაბამისად, დრო სჭირდება იმას, რომ მოსახლეობამ სარგებელი მიიღოს. გერმანიის მტავრობა ცდილობს, რომ ეს საქართველოსთან ერთად გააკეთოს და მას ყოველთვის დაეხმარება. გერმანიის მთავრობა ასევე უპირობოდ ემხრობა ნატოს სამიტის გადაწყვეტილებებს საქართველოს სესახებ. იმ გაძლიერებული შესაძლებლობების პაკეტის ინიციატორი, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო, სწორედ გერმანია იყო. ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ყველაფერი ნორმალურად მიდის. ჩვენ ნატოს კომიტეტებში ამას ვამბობთ და ამ პროცესში ჩვენი წვლილი შეგვაქვს“.
ოფიციალური თბილისი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველოსადმი პოლიტიკურ მხარდაჭერად და სოლიდარობის გამოხატულებად მიიჩნევს: „დღეს, როცა საქართველო და მთლიანად ევროკავშირის აღმოსავლეთი სამეზობლო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, შტაინმაიერის ვიზიტი უნდა განვიხილოთ როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული ინტეგრაციის მხარდაწრის მკაფიო გამოხატულებად“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
ქართველი პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის აგრესიული მოქმედების ფონზე, შესაძლოა, ბერლინმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში პოზიცია სეიცვალოს. ამას ემატება გერმანიის კანცლერეის ანტირუსული განცხადებები გაზეთ „ველტის“ საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში…
„შტაინმაიერის ვიზიტის დროს განსახილველი საკითხები, ალბათ, ბევრი იქნება. ჩვენთვის გერმანიის პოზიცია ცნობილია, ბერლინს ჩვენს სესახებ არაერთხელ გაუკეთებია პრობლემური განცხადება“, – ამბობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიზე და და დასძენს, რომ გერმანელები არც ისე მოცლილი ხალხია, რომ ვიზიტები უმნიშვნელო საკიტხებზე გამართონ
პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ამ ვიზიტისაგან კონფლიქტების მოგვარებიასთან მიმარტებით რაიმე სიახლეს არ ელოდება: „რუსეთი არაფერს თმობს და ამას კარგად ვხედავთ. შესაბამისად, შტაინმაიერსაც არანაირი გეგმა არ ექნება კონფლიქტების დასარეგულირებლად. მათი მოგვარება ახლა რუსეთის კეთილ თუ ბოროტ ნებაზეა დამოკიდებული. ეს ყველამ იცის და ამას გერმანიაც კარგად ხვდება, რომ ახლა საქართველოში კონფლიქტების მოგვარების დრო არ არის“, – ამბობს შარაშენიძე, – „მე მგონია, რომ გერმანია კავკასიასთან მიმართებით თავისი პოზიციის გადახედვას აპირებს. ადრე იგი მაინც და მაინც არ აქტიურობდა, ჩუმად იყო, აღიარებდა, რომ რეგიონში მთავარი რუსეთი იყო. ახლა კი, ეტყობა, ამ პოზიციის გადახედვა სურთ და შტაინმაიერის ვიზიტიც ამას ემსახურება. ბერლინს, ალბთ, ჩვენს შიდა პოლიტიკასთან მიმართებითაც ექნება კითხვები“.

„ალია“, 9 დეკემბერი, 2014 წელი
რის გადასამოწმებლად ჩამოვიდა შტაინმაიერი საქართველოში?
ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გერმანიის საგარეო მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაიმაიერის ვიზიტის მიზნებს ეხება და აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი რთულია:
„ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაკეტილი უწყებაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი ამბავიც კმარა – პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მთელი სამინისტრო „ნაციონალებზე“ მუშაობდაო და ამ დროს სამინისტროს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა – თამარ ბერუჩაშვილი ისევ მინისტრად დაინიშნა. ეს ძალიან დამაბნეველია. ქართული საგარეო პოლიტიკა გაუმჭვირვალეა და შესაბამისად, ძნელია ფაქტებზე აპელირება. ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრები, ძველებიც და ახლებიც, „მამაო ჩვენოს“-სავით იმეორებენ სულ რაღაც 50-მდე სიტყვას.
რაც შეეხება გერმანელი დიპლომატის ვიზიტს: შტაინმაიერისთვის საქართველო პრიორიტეტი არ არის, რადგან თვითონ გერმანიისა და ნატოსათვის არ არის პრიორიტეტული საქართველო. არ გამოვრიცხავ, რომ რადგან რუსეთთან მიმართებით ასეთი სიტუაციია შექმნილი, იგი ზრდილობის გამო ჩამოვიდა, რათა დაგვამშვიდოს და ნატოში სესვლის სურვილი არ გაგვიქრეს.
არაა გამორიცხული ისიც, რომ ევროპას საქართველოს საკადრო პოლიტიკაც აინტერესებდეს. ორი წელი გავიდა და ყველა უკმაყოფილოა – არც სამართლიანობა აღდგენილა და არც „ნაციონალთა“ პარტია გაუქმებულა, არადა ხალხი სწორედ ამას მოითხოვდა…
დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოეთისკენ გადახრა არ მოხდეს, არ მოხდეს მოსკოვ-თბილისის ურთიერთობის გაუმჯობესება. დასავლეთი დღემდე ვერ გაერკვა ჩვენი მთავრობის საგარეო კურსში: ჯერ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სურდა, შემდეგ თითქოს კურსი დასავლეთისკენ სეიცვლა. არადა, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩვენი ხელისუფლება დასავლეტში ჯერ კიდევ სრ სარგებლობს სრული ნდობით. ბრიუსელმა ვერ დაადგინა, რა მიზანი აქვს საქართველოს მთავრობას. ზოგადად შთაინმაიერი არცთუ დიდი ხალისით უჭერს მხარს ანტირუსულ დასავლურ სანქციებს. მართალია, იგი მერკელის მტავრობის მინისტრია, მაგრამ საკუთარი ხედვები აქვს.
ჩემი აზრით, იგი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გააცნობიერებს, შეხვდება ოპოზიციას, ხელისუფლების წარმომადგენლებს,თუმცა წინასწარ ვიცით, რას ეტყვის მას ჩვენი მტავრობაც და ოპოზიციაც. აქ ისაა მნიშვნელოვანი, ის რომელ მხარეს დაუჯერებს. მოუსმენს თავაზიანად, ღიმილით, არავის შეეკამათება, გერმანელი ქართველივით ემოციებს არ აჰყვება, მაგრამ დასკვნებს გააკეთებს და ინფორმაციასაც წაიღებს“.

„ალია“, 9 დეკემბერი, 2014 წელი
რა ინფორმაციები ჩამოიტანა გოგა ხაინდრავამ კიევიდან
ინტერვიუში რეჟისორი გიორგი ხაინდრავა თავის კიევში ყოფნის შთაბეჭდილებებზე საუბრობს. მან უკრაინაში ფილმი ჩაიტანა „დემოკრატიის შუქურის“ სახელწოდებით, რათა იქაური პოლიტიკოსებისა და დაინტერესებული ადამიანებისათვის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ნამდვილი სახე ეჩვენებინა (ესაუბრება ჟურნალისტი ნინო სამხარაძე).
გიორგი ხაინდრავა კრიტიკული პოზიციით უდგება უკრაინის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საკადრო პოლიტიკას, რომელიც ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების, სააკაშვილის დროინდელი პირების უკრაინაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნაში გამოიხატა.
გიორგი ხაინდრავა აკრიტიკებს აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და ასევე ყოფილ მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, რომელმაც ვერ მოახერხა სესაბამისი პოლიტიკის გატარება უკრაინასტან, რომელმაც ვერ დაარწმუნა უკრაინული პოლიტიკური ელიტა მიხეილ სააკაშვილის ანტიხალხური რეჟიმის არსში. უკრაინაში ბევრმა არ იცის ის, თუ რა დანაშაულებები ჩაიდინეს „ნაციონალებმა“ და მათმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. რეალურად ამ მიზნით ორი წლის განმავლობაში ქართული საგარეო პოლიტიკის უკრაინულ ვექტორში არაფერი გაკეთებულა. „მე მათ ვუთხარი, რომ ქართველებს უკრაინა ძალიან გვიყვარს, ამიტომ გვინდა მეგობრული რჩევები მოგცეთ, რომ სააკაშვილი და მისი ხალხი გვერდზე არ გაიკაროთ. გვინდა, რომ წინასწარ იცოდეთ, თუ რის გამოწვევა შეუძლიათ მათ და რა რისკებს უმზადებენ უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნავს ინტერვიუში გიორგი ხაინდრავა.

Comments are closed