globalresearch.ge

რაზე ესაუბრა ნანა დევდარიანი გრიგორი კარასინს მოსკოვში

Posted by Globalresearch on Apr 8th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

,,გლობალური კვლევების ცენტრის’’ ხელმძღვანელის, ნანა დევდარიანის განცხადებით, კარასინთან შეხვედრაზე საუბარი დევნილთა ჰუმანიტარულ კატასტროფიას ეხებოდა.

,,მეორე მსოფლიო ომის დროს მთელ ევროპაში სარკინიგზო მიმოსვლა არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ ევროპაზე მეტი პაშისტებმა დაიპყრეს. არის საკითხები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჰუმანიტარულ სფეროს. კარასინთან მქონდა შეხვედრა და სწორედ ეს საკითხი დავსვი, რომ ნებისმიერი მთავრობა და ზოგადად სახლმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებს ცხოვრება გაუიოლონ და არა პირიქით, ამისთვის არის ეს აკითხები მოწოდებული.
მე დავსვი საკითხი იმ ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ, რომელიც აქვთ იმ ადამიანებს ვინც გამოდევნილები არიან თავიანთი ტერიტორიებიდან და ეს საზღვარი, რომელიც მცოცავი რეჟიმით მოდის აქეთ. ამიტომ ეს თემები კონფერენციაზე კი არა, კარასინტან განვიხილეთ. მავთულხლართები იყო პირველი საკითხი, რომელიც დავსვი იქ. ჩვენ განვიცდით ამას იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ხდება, მაგრამ მათი პასუხია, რომ გაფორმებული აქვთ ხელსეკრულება სამხრეთ ოსეთთან, მათთან ურთიერთქმედებაში აკეთებენ ამას. კარასინმა თქვა, რომ ყველგან არის გაკეთებული დაბალი ღობეები, თავისი გადამცემებით, რომელიც მოძრაობას აფიქსირებს. არის გახსნილი არაერთი გამშვები პუნქტი, რომლის მეშვეობითაც ხალხი მოძრაობს. ჩვენც გვესმის, რომ ეს გარკვეული დისკომფორტია, რადგან მიჩვეული იყო, რომ მინდორს პირდაპირ გადჭრიდა და მივიდოდა კონკრეტულ ადგილას, ახლა უწევს ის, რომ შემოუაროს ტერიტორიას და გავიდეს იმ პუნქტითო. ეს ამბავი წარმოუდგენელია ჩვენთვის, მაგრამ მათი მოსაზრება ასეთია და ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკებებით’’,- განუცხადა დევდარიანმა ,,ალიას’’.

წყარო: http://pia.ge/show_news.php?id=10437&lang=geo

Comments are closed