globalresearch.ge

საექსპერტო სემინარი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

Posted by Globalresearch on Mar 11th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია, ცენტრი პრესაში. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

`გლობალური კვლევების ცენტრმა~ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საექსპერტო შეხვედრა გამართა, რომელსაც საგანგებოდ მოწვეული საკონსტუტიციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის წევრები და ექსპერტები ესწრებოდნენ. `გლობალური კვლევების ცენტრი~ ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ აქტუალურ მოვლენას ეხმიანება და მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად საკითხის დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს. ამჯერად მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე გიორგი ახვლედიანმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პეტრე მამრაძემ, იოსებ არჩვაძემ, გიორგი მდივანმა და ვასილ კაპანაძემ იმსჯელეს.

`გლობალური კვლევების ცენტრის~ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: დღევანდელი საექპერტო სემინარის თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე საკონსტიტუციო კომისია მუშაობს და, შესაბამისად, მოვიწვიეთ სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლები, რათა მიგვეღო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს აღნიშნულ საკონსტიტუციო შესწორებებზე მუშაობა.

სემინარზე გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, კერძოდ, საარჩევნო სისტემის ცვლილება, პრეზიდენტის უფლებამოსილება და არჩევის წესი, მიწის საკითხი, ორმაგი მოქალაქეობა და საგადასახადო სისტემის მოსალოდნელი ცვლილებები. `ქართული ოცნების~ სურვილი, საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღოს საყოველთ^კონსენსუსის სახით, გასაგებია, თუმცა პროცესის მიმდინარეობა ამ შესაძლებლობას კითხვის ქვეშ აყენებს. განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმის დაპირების დარღვევა. წინა მოწვევის პარლამენტიდან `გადმოყოლილი~ პროექტის განხილვის გაჭიანურება და ახალი მოწვევის დეპუტატების განსხვავებული აზრი. ასევე მიუღებელია პრეზიდენტის ისედაც შეკვეცილი უფლებების კიდევ უფრო დამცრობის ტენდენცია და მის პირდაპირ არჩევაზე უარის თქმა. უხერხულ მდგომარეობას ქმნის პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხიც, რადგან თუ წინა მოწვევის პარლამენტში `ოცნებას~ ამაში `ნაციონალური მოძრაობა~ უშლიდა ხელს, ახლა სწორედ ქუთაისელებისადმი `ოცნების~ წინასაარჩევნო დაპირება აღარ აძლევს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ ძალას ამ დაპირების შესრულების საშუალებას.

გიორგი მდივანი, პოლიტოლოგი: `მინდა ორიოდე სიტყვით საგადახადო კუთხით მიმოვიხილო საკითხი. სააკაშვილის მმართველობის დროს ისეთი ცვლილებები შეიტანეს კონსტიტუციაში, შეუძლებელია დამოუკიდებელი საგადასახადო მონეტარული პოლიტიკის გატარება. ჩვენ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ _ პირდაპირი დემოკრატიაა ქვეყანაში თუ წარმომადგენლობითი. რა თქმა უნდა, პირდაპირი დემოკრატია არ არის (თუმცა წარმომადგენლობითიც არ არის), რადგან არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ ხდება პლებისციტის და რეფერენდუმის საგანი. არსებული კონსტიტუციის მიხედვით, თუ გაიმარჯვა მემარცხენე ან ცენტრისტულმა პარტიამ, ფაქტობრივად, ის მაინც ვერ განახორციელებს თავის საარჩევნო  დაპირებას, რის გამოც ის აირჩიეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ეკოლოგიის გადასახადი, პროგრესული ან ფუფუნების გადასახადი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენადაც ვიცი, სოციალ-დემოკრატებმა მოამზადეს ცვლილებების პაკეტი, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ მათ მარგინალიზაციას.

არადა, თავად ევროკავშირის ქვეყნებშიც კი, რაც მეტი აქვს შემოსავალი პირს, მეტად იბეგრება. ამაზე მთელი თანამედროვე სამყარო შეთანხმდა. ჲბრალოდ, ეს სამართლიანობის პრინციპია. თუმცა, ნეოლიბერალები  ამტკიცებენ, რომ ამან შეიძლება ფულის გადინება  გამოიწვიოს და მაგალითად ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე მოჰყავთ, რომელიც რუსეთის მოქალაქე გახდა, მაგრამ ის არავის ახსოვს, რომ საქართველოში ქონება ფაქტობრივად არავის დაუბანდებია და დაუგროვებია.

ვფიქრობ, აუცილებელია აღნიშნული ცვლილებების გატარება და ეკოლოგიის გადასახადის შემოღება. ამაზე ცნობილი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი და სხვა ეკონომისტი ნობელის პრემიის ლაურეატები შეთანხმდნენ. ვინაიდან, შეიძლება ეს ასე ღიად არ ჩანს, მაგრამ  იგივე ტრანსნაციონალური დიდი კომპანიების საქმიანობის შედეგად დიდი ზარალი ადგება ბუნებას. ეს არ ჩანს ეკონომიკურ ციფრებში, მაგრამ ეს ჩანს გარდაცვლილ და დაავადებულ ადამიანებზე.

რაც შეეხება პროგრესულ გადასახადს. სამხრეთ ამერიკის და სოციალისტურ ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, თვით ევროპის წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში მოქმედებს მსგავსი შკალა. მცირე შემოსავალი ვისაც აქვს, საერთოდ თავისუფლდება გადასახადისგან. მაგალითად, საქართველოში შესაძლებელია 500 ლარი ვისაც აქვს თვეში შემოსავალი, ის გათავისუფლდეს გადასახადისგან. ამერიკაში თვითონ ეკონომიკური პოლიტიკა ძირფესვიანად არასწორი იყო. მაგალითად ხშირი იყო შემთხვევები, როცა ფიზიკურ პირებს მეტი გადასახადი შეჰქონდათ ბიუჯეტში, ვიდრე ტრანსნაციონალურ კომპანიებს, ვინაიდან, ისინი დიდი შეღავათებით სარგებლობდნენ. არსებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში იგივე ბანკების საქმიანობაში ვერ მოვახერხებთ ძირფესვიანი ცვლილებების განხორციელებას. კახა ბენდუქიძემ საბანკო სექტორის ისეთი მაქსიმალური ლიბერალიზაცია განახორციელა, როცა ფინანსური კრიზისის პირობებშიც კი ბანკები რეკორდულ მოგებას ნახულობენ.

ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს არის ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის დიქტატი. საინტერესოა ისიც, რომ `ქართული ოცნების~ და `ნაციონალური მოძრაობის~ პოლიტიკა საგადასახადო სფეროში, ფაქტობრივად, არ განსხვავდება. გვაქვს შრომის კოდექსი, თუმცა მას არავინ აქცევს ყურადღებას. ასევე იურიდიულად არსებობს შრომის ინსპექცია, მაგრამ ის პრაქტიკულად არაფერს აკეთებს~.

`ქართულ ოცნებას~ ჯერ საკუთარი საბოლოო ცვლილებების პაკეტი არ წარმოუდგენია. მთლიანობაში საკონსტიტუციო კომისიაში 300-მდე ინიციატივა შევიდა. ჯერჯერობით არ არსებობს საკონსტიტუციო ნორმებისა და მათი ალტერნატივის მკაფიო ფორმულირებები. ამთავითვე ჩანს, რომ შეთანხმების მიღწევა ერთობ გართულდება. თუ პრინციპულ საკითხებზე `ქართული ოცნება~ კომპრომისზე არ წავა, არ არის გამორიცხული, ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადონ.

Comments are closed