globalresearch.ge

როცა ღარიბაშვილმა დამნაშავე „ნაცების“ დაჭერით ხალხის გული მოიგო, რანაირად გადაუსწრო ალასანიამ?

Posted by Globalresearch on Aug 29th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ენდიამ“ კვლევის პოლიტიკურ ნაწილში უცნაური რეიტინგი გამოაქვეყნა: გიორგი მარგევლაშვილი – 48%, ბიძინა ივანიშვილი – 45%, დავით ნარმანია – 45%, თეა წულუკიანი – 44%.

მარგველაშვილი – პრეზიდენტად, ხოლო ნარმანია თბილისის მერად მოსახლეობამ ივანიშვილის ხათრით აირჩია. მაშინ რანაირად ხდება, რომ ერთმა გადაუსწრო, ხოლო მოერეს იგივე პროცენტი აქვს, რაც ივანიშვილს?
გლობალურუ კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი გაზეთ „ალიასთან“ NDI-ს კვლევის შედეგებს აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული ინსტუტი მუდმივად პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. ნანა დევდარიანი მთავრობას მოუწოდებს, შეკრიბონ სოციოლოგების ჯგუფი და საზოგადოებას ალტერნატიული კვლევევის შედეგები მიაწოდონ.

„ეს ერთგვარი ტექნოლოგიაა, ისე დასვა კითხვები, რომ მიიღო შენთვის სასურველი პასუხები. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კითხვარი იქნეს გამოქვეყნებული. ახლა მთავრობამ უნდა მოიწვიოს ავტორიტეტული სოციოლოგები, დადოს „ენდიაის“ ყველა კვლევა და იგივე კითხვებით ჩაატაროს რეპრეზენტაბელური გამოკითხვა“, -აღნიშნა დევდარიანმა.

წყარო: http://press.mediamall.ge/?id=12167

Comments are closed