globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: რუსეთს საქართველოს მიმართ ზემოქმედების ისეთი ბერკეტი არ აქვს, როგორიც უკრაინასთან!

Posted by Globalresearch on Jan 17th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„საერთოდ, შეფასება, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ ზემოქმედების ისეთი ბერკეტი არ აქვს, როგორიც უკრაინის მიმართ, რეალურია”, – ამის შესახებ განცხადება „გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა, ირაკლი ღარიბაშვილის მედიასთან შეხვედრის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით პრემიერ-მინისტრი ორ ქვეყანას შორის არსებულ დამოკიდებულებას ადექვატურად აფასებს.

„საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის ეკონომიკა არსებობს. საწარმოებია, ხალხი დასაქმებულია. ამდენად, ასოცირების ხელშეკრულება უკრაინისთვის უფრო დიდი საფრთხეების შემცველია. გარდა ამისა, ცნობილია, რომ უკრაინაში, ორიენტაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე გამოკვეთილი აზრია”, – აცხადებს დევდარიანი სააგენტო „საზოგადოება.გე”-თან საუბარში.

„რაც შეეხება, ჩვენს ქვეყანას, პოლიტიკური საფრთხეები, რა თქმა, არსებობს. ამაზე თვალის დახუჭვას არც საექსპერტო საზოგადოება აპირებს და არც როგორც ჩანს, დღეს მოქმედი მთავრობა. უბრალოდ ჩვენგან განსხვავებით მთავრობა თავისუფალი არ არის, ყველაფერი ღიად ილაპარაკოს. მთავრობის მეთაურის ნათქვამს გაცილებით სხვა პოლიტიკური წონა აქვს. ეს ჩვენ შეგვიძლია ვარაუდები გამოვთქვათ. საფრთხეები ყოველთვის არის და მის გაუვნებელყოფაზე მუშაობაა საჭირო. სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ასეთი აქტიური მუშაობა არ ჩანს. ვნახოთ, რა იქნება ამ ახალ წელიწადს”, – აღნიშნავს ნანა დევდარიანი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=12904

Comments are closed