«Независимая газета» (რუსეთი): „ნაციონალებმა“ რევოლუციის დღე დანიშნეს: მთავრობის პასიურობის საზღაური
«Deutsche Welle» (გერმანია): ქართული ვალუტის ბედი: ლარის გაუფასურების მიზეზები და პერსპექტივა
«Lragir» (სომხეთი): ვინ უშლის ხელს სომხეთ-რუსეთის ვაჭრობას?
———————–
«Независимая газета» (რუსეთი), 4 მარტი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-03-04/1_gruzia.html
„ნაციონალებმა“ რევოლუციის დღე დანიშნეს: მთავრობის პასიურობის საზღაური
იური როქსი
„ერთიანმა ნაცმოძრაობამ“, საქართველოს ყოფილმა მმართველმა პარტიამ, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის დღე დაასახელა – 21 მარტი. პარტიის წარმომადგენლები და მისი მხარდამჭერები სოციალური ქსელებით მოსახლეობას მოუწოდებენ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღონ და „ისტორიის სანაგვეზე გაიტანონ საქართველოსთვის დამღუპველი რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“.
„ნაციონალებმა“ მას შემდეგ აფუსფუსდნენ, როცა მათი იდეა პარლამენტის საგანგებო სხდომის თაობაზე ჩაიფუშა. როგორც ცნობილია, მათ პრეზიდენტს განცხადებით მიმართეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო აუცილებელი იყო პარლამენტის სხდომა მოწვეულიყო და მთავრობის საქმიანობის საკითხი განხილულიყო. პრეზიდენტი მათ დაეთანხმა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა არ გამოცხადდა, იგივე გააკეთეს მთავრობის წევრებმაც – პარლამენტის სხდომის იგნორირება მოახდინეს. რასაკვირველია, „ერთიანმ ნაცმომძრაობამ“ მომხდარი ნეგატიურად სეაფასა და ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა: როგორც „ნაციონალების“ აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მთავრობისა და უმრავლესობა უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ, სხდომაზე არ გამოცხადდენ, სადაც შეიძლებოდა ანტიკრიზისული ზომები შემუშავებულიყო. მისი თქმით, ასეთ პირობებში, როცა ხელისუფლება მოსახლეობის მდგომარეობისადმი გულგრილობას ამჟღავნებს, როცა ხელისუფლებას ხალხის ხმა საკანონმდებლო ორგანოში არ ესმის, „ერთიან ნაცმოძრაობა“ ეცდება ხალხის ხმა ხელისუფლებას რუსთაველის გამზირიდან მიაწვდინოს. მოკლედ, „21 მარტს ყველანი ქუჩაში გამოდით და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის უუნარი მთავრობა ისტორიის სანაგვეზე მოვისროლოთო“.
სხვათა შორის, „“ნაციონალებთან“ სინქრონში დაიწყეს მოქმედება სხვა ოპოზციურმა პარტიოებმაც: ასე მაგალიTად, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, რომლებიც ცოტა ხნის წინათ მმართველ კოლიციაში იყვნენ, ხელისუფლების მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის კრიტიკა დაიწყეს და შეუტიეს როგორც რუსეთის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს… „თავისუფალი დემოკრატების“ შემდეგ ხმა ამოიღეს ლიეობორისტებმაც, რომლებმაც მთავრობა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაში დაადანაშაულეს.
ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია შეაფასა ალიანს „პატრიოტთა ლიგის“ ლიდერმა, ცნობილმა ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელმა 2012 წელს, საარჩევნო კამპანიის დროს, ციხეებში წამების ამსახველი ვიდეოკადრები და ამით ხელის შეუწყო „ნაციონალების“ დამარცხებას. მისი თქმით, დღეს „ნაციონალები“ მტავრობის კრიტიკის დროს ბევრ რამეში მართლები არიან, მაგრამ დასანანია, რომ ხელისუფლებას სწორედ ისინი აკრიტიკებენ: „იმის ნაცვლად, რომ არჩევნებში გამარჯვების სემდეგ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება დაესრულებინა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა თამაში დაიწყო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: „ნაციონალები“ მომძლავრდნენ და ახლა ისინი თავიანთ რევანშისტულ მიზნებს აღარ მალავენ“.
თუმცა, რასაკვირველია, ასე ხელაღებით მთავრობის დადანაშაულება უმოქმედობაში სწორი არ იქნებოდა: თბილისში ხელისუფლების მოწვევით საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულნი, ისინი შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს. ცნობილი გახდა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე, რომელიც ეროვნული ვალუტის გამყარებისკენ იქნება მიმართული. ამის მიუხედავად, ხელისუფლების ნაბიჯებს საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფასება არ მოჰყვა: სავალუტო ფონდთან ურთიერთობის მოწინააღმდეგეებმა გაიხსენეს ფაქტები იმ სახელმწიფოების ისტორიიდან, რომლებმაც ფონდის დახმარება მიიღეს და „ვალების ორმოში ჩაცვივდნენ, საიდანაც დიდხანს ვეღარ ამოვიდნენ“.
საეჭვოა, რომ ოცდაერთ მარტს დაგეგმილმა ანტისამთავრობო აქციამ თავის მიზანს მიაღწიოს – მთავრობა ამ შეტევას გაუძლებს, რადგან კრიტიკული სიტუაცია ობიექტურად ჯერ არ დამდგარა. აქცია პირველ რიგში აჩვენებს იმას, თუ რამდენად პერსპექტიულია „ნაცმოძრაობის“ შემდგომი გაძლიერების ტენდენცია. ეს აქცია ხელისუფლებისათვისაც შეიძლება საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდეს, რომელიც იძულებული იქნება პოლიტიკური ოპონენტებისაგან მომდინარე საფრთხეები სერიოზულად შეაფასოს და ანტიკრიზისული ზომები ინტენსიურად განახორციელოს, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.
თუ „ქართული ოცნება“ მოახლოებულ საპროტესტო აქციაზე თვალს დახუჭავს, მაშინ მმართველი ძალა დიდ და რთულად გადასაწყვეტ პრობლემას გაიჩენს, შიდაპოლიტიკურ არენაზე ინიციატივის დაკარგვის ჩათვლით.
«Deutsche Welle» (გერმანია), 4 მარტი, 2015 წელი
http://www.dw.de/a-18290547?maca=rus-rss_rus_yandex_new_comments_2-4163-xml
ქართული ვალუტის ბედი: ლარის გაუფასურების მიზეზები და პერსპექტივა
რადიოსადგურ «Deutsche Welle»-ს („გერმანული ტალღის“) რუსულენოვანი სამსახური შეეცადა გაერკვია ქართული ეროვნული ვალუტის – ლარის კურსის დაცემის მიზეზები და ამის თაობაზე ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა (ავტორი – ამალია ოგაჯანოვა, თბილისიდან).
ანალიტიკოსთა აზრით, ლარის 30%-იანი გაუფასურება უცხოური ვალუტის ნაკლებობის გამო მოხდა, რაც საშინაო და საგარეო ფაქტორებით იყო გამოწვეული. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ექსპორტი, შემცირდა ფულადი გადმორიცხვები უცხოეთიდან, ტურისტთა რაოდენობა და ასე შემდეგ. მიზეზი – რეგიონული ეკონომიკური კრიზისი, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს მსხვილი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები არიან: რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, თურქეთში… სწორედ ამ სახელმწიფოებში გადიოდა ქართული საექსპორტო პროდუქცია, იქიდან კი ფული ირიცხებოდა. თუმცა, რასაკვირველია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია მხოლოდ მეზობლებს ვერ დაბრალდება – ექსპერტთა აზრით, აქ თავისი როლი შეასრულა საქართველოს ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამაც: სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვამ, რამაც საბოლოო ჯამში შემოსავლების შემცირება გამოიწვია: „ჩვენ იმ ლიბერალური კურსიდან გადავუხვიეთ,, რომელიც ჩვენს ქვეყანას ტურისტებისა და ინვესტორებისათვის დიდი ხნის განმავლობაში მიმზიდველს ხდიდა“, – ამბობს „დოიჩე ველე“-სთან საუბარში ირინა გურული, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თანამშრომელი.
როგორც რადიოჟურნალისტთან ინტერვიუში ეკონომიკური განვითარების ცენტრის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა იმანაც, რომ ბიუჯეტი სოციალური პროგრამებით გადაჭარბებით დაიტვირთა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება პოპულისტური წინასაარჩევნო დაპირებების რეალიზებას შესწირა. ირინა გურული აზუსტებს: „ბიუჯეტის ჭარბი სოციალური ხარჯები არ ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენთან კერძო სექტორი შესაბამისად არაა განვითარებული: 4,5 მილიონ მცხოვრებზე მხოლოდ 600 ათასი გადასახადის გადამხდელი მოდის“.
ექსპერტები ხელისუფლებას ბრალს სდებენ ბიუჯეტის არასწორ გადანაწილებაშიც დროის მიხედვით, როცა თანხების მეტი ხარჯვა წლის ბოლოს ხდება: ასეთი მოქმედება ხელს უწყობს ფულის დიდი რაოდენობის ბაზარზე მყისიერ გამოტანას, რაც ეროვნული ვალუტის დევალვაციას იწვევს. ასე მოხდა 2013 წლის ბოლოს, იგივე განმეორდა ახლაც: რომან გოცირიძის ინფორმაციით, ორი თვის წინ, 2014 წლის დეკემბერში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთბაშად ბიუჯეტის 17% დახარჯა. ექსპერტი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ძველმოდური შეხედულებების გამო აკრიტიკებს, რაც ეკონომიკის სფეროში ხელისუფლების როლის გაძლიერებასა და პრივატიზაციისადმი პასიურ დამოკიდებულებას გულისხმობს.
ლარის კურსის მკვეთრმა დაცემამ უპირველესად ის მოქალაქეები დააზარალა, რომლებსაც საბანკო კრედიტები დოლარებში ჰქონდათ აღებული, ხელფასები კი ლარებში ერიცხებოდათ. ასეთი ადამიანები მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს შეადგენენ (500 ათასი). გარდა ამისა, ფასებმა მოიმატა მედიკამენტებზე… რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ ლარის კურსის დაცემა განსაკუთრებით უარყოფით გავლენას მოახდენს წვრილ ბიზნესზე, გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა. „ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკა საგარეო ფაქტორებისადმი ძალიან მგრძნობიარე გახადა. ეროვნული ვალუტა ლარი ხელისუფლების სარკეა და მისმა დევალვაციამ მთავრობის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა“, – დარწმუნებულია ეკონომიკური განვითარების ცენტრის პრეზიდენტი.
როგორ და რით შეიძლება ლარის გადარჩენა?
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას „ქამრების უფრო ვიწროდ შემოჭერა“ ურჩია და ადმინისტრაციული ხარჯები 12%-ით შემცირების კურსი გამოაცხადა, რიტაც 300 მილიონამდე ლარი დაიზოგება. ხელისუფლებას განზრახული აქვს ეკონომიკის ზრდის დონესაც გადახედოს – ბიუჯეტში ჩადებული ხუთი პროცენტის 2,5%-ით შეცვალოს, რაც ბიუჯეტის 400 მილიონი ლარით შემცირებას გამოიწვევს. დაგეგმილია აგრეთვე სახელმწიფოს კუთვნილი ობიექტების პრივაზიტებაც: შემოსავალი 300 მილიონი ლარის ოდენობით უნდა იყოს.
კრიზისის შეჩერებაში ეროვნული ბანკიც ჩაება, რომელმაც კომერციულ ბანკებს მოსახლეობისათვის კრედიტების დაფარვის გაიოლების საკითხში სპეციალური გეგემების შემუშავება მოსთხოვა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ კი იურიდიული პირებისათვის გაზის ტარიფების მომატება გამოაცხადა. თუმცა ექსპერტებმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და მას „პოპულისტური“ უწოდეს: გაზზე ტარიფის მომატება საბოლოო ჯამში წარმოებული პროდუქციის ფასის მატებას იწვევს და ამით ისევ მოსახლეობა დაზარალდება. თავის მხრივ, ექსპერტები მთავრობას სთავაზობენ, რომ შემცირდეს სოციალური ხარჯები, ბიუჯეტი თანაზომიერად გადანაწილდეს, განვითარდეს ინფრასტრუტურული პროექტები და გაუქმდეს ყველა ის რეგულაცია, რომლებიც ტურისტებისა და ინვესტორების მიმართ იქნა შემოღებული. ამასთან, რომან გიცირიძე ეჭვობს, რომ ხელისუფლებას სოციალური ხარჯების შესამცირებლად პოლიტიკური რესურსი არ ეყოფა…
«Lragir» (სომხეთი), 3 მარტი, 2015 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/40972
ვინ უშლის ხელს სომხეთ-რუსეთის ვაჭრობას?
ნაირა აირუმიანი, მიმომხილველი
სომხეთის სატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში, ანუ ქვეყნის ევრაზიულ ეკონომიკურში კავშირში შესვლის სემდეგ, სომხური პროდუქცოიის რუსეთში ექსპორტი 99,9%-ით შემცირდა. ასეთი ფაქტის ასახსნელად ვიღაცამ შეიძლება ამინდის გამო ლარსის სასაზღვრო-გამსვლელი პუნქტის დახურვა მოიმიზეზოს, ანდა ის, რომ დასვენების დღეების გამო საბაჟოებმა აქტიური მუშაობა მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებში დაიწყესო, მაგრამ 99,9% ნიშნავს, რომ ფაქტიურად არაფერი არ გაგვიტანია რუსეთში, არადა, ტვირთები ხომ ნამდვილად გადიოდა?!
რაშია საქმე?
გამოდის, რომ რუსეთში გასატანი ტვირთების გაფორმების წესებში რაღაც შეიცვალა. ვთქვათ, სომხეთიდან რუსეთისათვის განკუთვნილი ტვირთი საქართველოში სხვა ქვეყნის დასახელებით შევიდა, იქიდან კი საბოლოო ჯამში მაინც რუსეთში იგზავნება. ამაზე მეტყველებს ის, რომ ექსპორტი სომხეთიდან საქართველოში იანვარში 3,4-ჯერ გაიზარდა.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლამდე სომხური ტვირთები საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი ტრანზიტის წესებით მოძრაობდა, მაგრამ ორი ინავრის შემდეგ სომხეთ-რუსეთის საქონელთგაცვლა უკვე „ევრაზეს“-ის წესებით უმდა მომხდარიყო. მაგრამ რადგანაც საქართველოს და დასავლეთს ევრაზესი ჯერ ოფიციალურად არ უღიარებიათ, თბილისს არ შეუძლია „ევრაზეს“-ის მარკირების მქონე სომხური ტვირთების გატარება. გავიხსენოთ, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ სომხეთის „ევრაზეს“-ში გაწევრიანებამდე იდგა. გამოდის, რომ საქართველოსთან სომხეთმა ვერ მოილაპარაკა.
ახლა კიდევ ერთი მოვლენა გავიხსენოთ: ზუსტად ერთი თვის წინ რუსეთის ელჩმა სომხეთში ივან ვოლინკინმა პრეს-კონფერენციაზე რარაც გაუგებრად ჩაილაპარაკა: „საქონლის საბაჟო გაფორმების პროცედურის გამარტივების საკითხი პრაქტიკულად შემუშავებულია – სომხეთი თავის პროდუქციას „ევრაზეს“-ის ქვეყნებში მხოლოდ ერთი დოკუმენტის – საბაჟო დეკლარაციის შევსების შედეგად გაიტანსო და ეს მოხდება საბაჟო გაფორმების გარეშე, საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთის დროს“.
რას ნიშნავს „პრაქტიკულად შემუშავებულია“? ანუ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ არსებობს არაოფიციალური შეთანხმება, რომელიც სამართლებრივად გაფორმებული არ არის?
ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციამ, ჯერ-ჯერობით საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარება ვერ მიიღო და, შესაბამისად, ამ კავშირის შიგნით ვაჭრობა მხოლოდ ერთმენეთის მოსაზღვრე ქვეყნებს შორის ხდება. სომხეთს „ევრაზეს“-ის სხვა წევრებთან უშუალო სახმელეთო საზღვარი არ აქვს და ის რომ ამ კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, საჭიროა, რომ საქართველომ ევრაზიული კავშირის არსებობა სამართლებრივად აღიაროს. ჯერ-ჯერობით თბილისი დუმს. ეს კი ნიშნავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი „თვითგამოცხადებული“ სტატუსით დარჩება, სომხეთსა და კავშირის წევრ-ქვეყნებს შორის ვაჭრობა კი შემოვლითი გზებით განხორციელდება, [ანუ არასამართლებრივად], აღიარების გარეშე.