globalresearch.ge

ნიკოლაი სილაევი: ჩერქეზული საკითხი

Posted by Globalresearch on Nov 28th, 2014 and filed under უცხოური კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ნიკოლაი სილაევიმიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წლებში ჩრდილოეთ კავკასია რუსულ–ქართული უთანხმოებების ერთ–ერთი პუნქტი იყო, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოში მდგომარეობა შეიცვალა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში, რომელთა წარმატებით ჩატარებაც რუსეთის ხელმძღვანელობისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის, მათ შორის, სამხრეთ რეგიონების სტაბილურობისა და კეთილდღეობის ნიშანი. ამას მოჰყვა შეთავაზება თანამშრომლობაზე ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრინველყოფაში, რომელიც რუსეთში გაგებით მიიღეს. როგორც შეიძლება ვიმსჯელოთ, ასეთ თანამშრომლობას უკვე მოაქვს გარკვეული პრაქტიკული შედეგები, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს მრავალი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა დიპლომატიური ურთიერთობების არმქონე მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მიმდინარეობს ასეთ მგრძნობიარე სფეროში.

ქართველი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსა და რუსეთის ინტერესები ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია ამ რეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობიან განვითარებაში. კონფლიქტების ესკალაციას კავკასიონის მთავარი ქედიდან ჩრდილოეთით, შესაძლოა,ორივესთვისკატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ასეთ საკითხებში თანხმობა მით უფრო მნიშვნელოვანია, როცა მოსკოვი და თბილისი ჯერჯერობით იშვიათად თანხმდებიან რაიმეში.

მიუხედავად იმისა, რომ თავად შეთანხმების ფაქტი სასიხარულოა, რეგიონული თანამშრომლობის კონკრეტული გზები, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გარდა – ჯერ მხოლოდ მოიაზრება. ვიდრე ისინი შეიქმნება, საჭირო იქნება თავად სიტუაციის ქართული და რუსული ხედვა რეგიონში დაახლოვდეს და აიხსნას რუსული პოლიტიკა ქვეყნის სამხრეთში. აღნიშნული მოხსენება არ აცხადებს პრეტენზიას ამ საკითხის გადაწყვეტაზე, მაგრამ წარმოადგენს მცდელობას,მცირე წვლილი შეიტანოსმისიგადაწყვეტის საქმეში. კერძოდ, განიხილოს ეთნიკური ფაქტორების პოლიტიკური როლი ჩრდილოეთ კავკასიაში „ჩერქეზული საკითხის“ მაგალითზე, რომელიც ესოდენ მწვავედ განიხილებოდა თბილისში რამდენიმე წლის წინ.

მოხსენება ეფუძნება არაკომერციული პარტიორობა „კავკასიური თანამშრომლობის“ მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევის „ჩერქეზული საკითხი: ეროვნული მოძრაობა თანამედროვე რუსეთში“ მასალებს. პროექტი, რომელიც მოიცავდა ჩერქეზული ეთნიკური მოძრაობისა და სხვა ეთნიკური მოძრაობების, ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლებთან, ჩერქეზ ინტელექტუალებთან, მეწარმეებთან 75 ინტერვიუს, განხორციელებულ იქნა საზოგადოებრივი პროექტირების ინსტიტუტის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინტიტუტების მხარდაჭერის საპრეზიდენტო ფონდის ფარგლებში გამოყოფილ გრანტზე. კვლევის საველე ეტაპი ტარდებოდა 2012 წლის აპრილ–მაისში ყაბარდო–ბალყარეთში, ჩერქეზეთსა და ადიღეში, ასევე სოჭისლაზარევსკის ადმინისტრაციული რაიონისა და კრასნოდარის მხარის ტუაფსეს მუნიციპალური რაიონის შაპსუღურაულებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობის“ დირექტორმა, მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიისპრობლემების ცენტრისა დარეგიონული უსაფრთხოების ცენტრისუფროსმა მეცნიერ–თანამშრომელმა ნიკოლაი სილაევმა, ცენტრის უფროსმა მეცნიერ–თანამშრომელმა მიხაილ ვოლხონსკიმ, ე.ტ.გაიდარის სახელობის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ–თანამშრომელმა კონსტანტინ კაზენინმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ცივილიზაციური და რეგიონული კვლევების ცენტრის უფროსმა მეცნიერ–თანამშრომელმა ნაიმა ნეფლიაშევამ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანტროპოლოგიის ინსტიტუტის ეთნოპოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროსმა მეცნიერ–თანამშრომელმა ახმეტ იარლიკაპოვმა, ფასეული რეკომენდაციები მოგვაწოდა RAMCOM–ის რეგიონების სოციალ–ეკონომიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა დენის სოკოლოვმა. კვლევის ფრაგმენტები გამოქვეყნებულია.

მოხსენება არ იმეორებს კვლევის შინაარსს. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს რამდენიმე თეზისი, რომლებსაც, შესაძლოა, ჰქონდეს მნიშვნელობა ჩრდილოკავკასიური პრობლემატიკის გასააზრებლად, რუსულ–ქართული ურთიერთობების კონტექსტში.

ავტორი მადლობას უხდის პროექტში მონაწილე კოლეგებს და სთხოვს, მოხსენების ყველა უპირატესობა კვლევითი ჯგუფის საერთო დამსახურებად მიიჩნიონ, ხოლო ყველა ნაკლოვანებაზე პასუხისმგებლობა დააკისრონ მხოლოდ ავტორს.

„ჩერქეზული საკითხი“ პოსტ–საბჭოთა ათწლეულებში

თანამედროვე სახით ჩერქეზული ეროვნული მოძრაობა ჩაისახა გასული საუკუნის 80–იანი წლების შუაგულში. დაახლოებით ამ დროიდან ჩერქეზული ორგანიზაციების საქმიანობა გავიდა ცალკე აღებული ქვეყნის დიასპორის კეთილდღეობის შესახებ ზრუნვის ვიწრო ჩარჩოებიდან. ჩერქეზულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში გაჩნდნენ, დაიწყეს ერთიანი სტრუქტურების შექმნა და კავკასიასა და უცხიეთში მცხოვრები ყველა ჩერქეზის ინტერესების ფორმულირება.

აქ როლი რამდენიმე ფაქტორმაითამაშა. ეკონომიკური ზრდასა და ურბანიზაციასთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ჩერქეზული სათემოებისთვის სულ უფრო აქტუალური ხდებოდა ასიმილაციის პერსპექტივა. სსრკ–ში 60–იანი წლების შუაგულშიშეინიშნებოდა საერთო მოძრაობა „ფესვებთან დაბრუნება“, რომელმაც პრაქტიკულად ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტელექტუალები მოიცვა და ხელისუფლების ფაქტიური მხარდაჭერა მიიღო. ეს, შესაძლოა, გამოხატულიყო სხვადასხვა ფორმით – დაწყებული ნიშანდობლივი ისტორიული მემორიალების აღმართვით, ჩრდილო კავკასიაში და სსრკ–ს სხვა რეგიონებში ხალხური ტრადიციების აღორძინებით (ან შექმნით) და დამთავრებული სოფლის პროზის აღორძინებით, რომელიც წარმავალ რუსულ სოფელს ასხამდახოტბას. „პერესტროიკის“ წინ რეპრესიული რეჟიმის შესუსტებამ გაძლიერების საშუალება მისცაამ ტენდენციას, რომელიც დიდწილადგანსაზღვრავდა და ახლაც განსაზღვრავს იდეურ გარემოს პოსტსაბჭოთა სივრცეში. (2)

კავკასიური ომისა და ოსმალეთის იმპერიაში ჩერქეზთა მასობრივი ემიგრაციის შესახებ მოგონებები, კონტაქტები უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან იდეალურად ესადაგებოდა თემას „დაბრუნება ფესვებთან“. ჩერქეზი აქტივისტებიდან რიგი რესპოდენტებისა აღნიშნავს, რომ საზღვარგარეთ თანამემამულეებთან კავშირების გამყარების პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 60–იან წლებში გადაიდგა, როდესაც უცხოეთშისაბჭოთამაუწყებლობის არაბული რედაქციის კორესპონდენტმა კოზეტა ბეკმა დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ჩერქეზულ დიასპორასთან კოტაქტების დამყარება, თანაც ყაბარდო–ბალყარეთში მისი მუშაობა მხარდაჭერილ იქნა ყაბარდო–ბალყარეთის საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკის პარტიის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის, ტიმბორამალბახოვის მიერ. 80–იანი წლების შუაში კავკასიაში უკვე აქტიურად მოქმედებდა საზოგადოება „სამშობლო“, რომელიც თანამემამულეებთან კავშირებზე ამახვილებდა ყურადღებას.

80–იანი წლების ბოლოდან დაიწყო ჩერქეზული საზოგადოებების ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში. 1988 წლის ოქტომბერში ანკარაში ჩატარდა „ჩრდილოკავკასიური კულტურის კვირეული“, რომელიც XIX საუკუნის კავკასიური ომის დასრულების 125–ე წლისთავს მიეძღვნა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების, ასევე უცხოეთის ადიღეური საზოგადოების წარმომადგენლებმა სირიიდან, იორდანიიდან, აშშ–დან, გერმანიიდან, თურქეთის სხვადასხვა რაიონებიდან. მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელშიც საუბარი იყო სურვილზე, გაეცნოთ მსოფლიო ერებისთვის ჩერქეზული დიასპორის პრობლემები, მისი სწრაფვა, გაეფართოებინა კავშირები ისტორიულ სამშობლოსთან და ასევე, დიასპორის ნაწილისსურვილი, დაბრუნებულიყო ჩრდილოეთ კავკასიაში. 1991 წლის მაისში ნალჩიკში გაიმართა აშშ–ს, დასავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის ჩერქეზული ორგანიზაციების კონგრესი, რომელშიც ასევე მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის, ადიღეს, ყაბარდო–ბალყარეთის, ყარაჩაი–ჩერქეზეთის სამთავრობო დელეგაციებმა.

კონგრესზე დაფუძნდა ჩერქეზთამსოფლიოასოციაცია, რომელსაც მოგვიანებით ჩერქეზთასაერთაშორისოასოციაცია (ჩსა) დაერქვა. მისი პირველი პრეზიდენტი გახდა სსრკ–ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ბორის ელცინის თანამებრძოლი იური კალმიკოვი. ჩსა–ს პროგრამა მთავარ მიზნებად ისახავდა „ჩერქეზთა საზოგადოებრივი გაერთიანებების – ჩსა–ს წევრების ძალისხმევის გაერთიანებასა და საქმიანობის კოორდინაციას, რაც ხელს შეუწყობს ჩერქეზი ხალხის კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის აღორძინებასა და განვითარებას, მისი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას, ჩერქეზთა ნამდვილი ისტორიის აღდგენას“, აგრეთვე, „კანონით დადგენილი წესით“ იმ ჩერქეზთა დახმარებას, რომელთაც სურვილი აქვთ,დაუბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოს.

Comments are closed