globalresearch.ge

საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი პრობლები არ შეესაბამება დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის სფეროებს

Posted by Globalresearch on Jul 4th, 2017 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„იმის გასაგებვად თუ ვინ არის თქვენი ბატონი, ჯერ ის გაარკვიეთ ვისი კრიტიკის უფლება არ გაქვთ.“ – ვოლტერი.

დღევანდელი საქართველოს ყველაზ მნიშვნელოვანი პრობლემებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, შეგვიძლია რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი გამოვყოთ:

  1. ტერიტორიული მთლიანობა
  2. მზარდი ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა
  3. ქვეყნის დეპოპულაცია და დემოგრაფიული რეგრესი
  4. უმუშევრობა
  5. რეგიონალური განვითარება

აღნიშნული საკითხები მიაჩნია ძირითად პრობლემებად ასევე საქართველოს მოსახლეობას, რაც სხვადასხვა საზაგადოებრივი აზრის კვლევის შედეგადაც დასტურდება.[1] ბოლოს ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის შედეგად რესპოდენტების უმრავლესობის აზრით ქვეყნის ძირითადი პრობლემებია: უმუშევრობა (47%), ეკონომიკური კრიზისი (24%) და ტერიტორიული მთლიანობა (9%).

შეუარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოში გაცემული გრანტები არ მოდის თანხვედრაში ქვაყანაში არსებულ ძირითად პრობლემებთან. ძითიდადი მიმართულებები, რასაც დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა აფინანსებს საქართველოში არის: გენდერული პოლიტიკა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, ევროინტეგრაცია, ნატო და საქართველო, ‘’რუსული პროპაგანდის’’ წინააღმდეგ ბრძოლა,   სექსუალური უმცირესობების უფლებები, მედიის მხარდაჭერა, დემოკრატიის მხარდაჭერა.

მაგალითად საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დასავლური არასამრთავრობო ორგნაზაცია, ‘’ფონდი ღია საზოგადოება საქართველო’’ გრანტებს შემდეგი მიმართულებებით გასცემს:  მედიის მხარდაჭერა, ადგილობრივი დემორკატიის განვითარებაგენდერული პოლიტიკა, ევროინტეგრაცია და ა.შ. ამისთვის საკმარისია მათ ვებ-გვერდზე შევიდეთ და თავად დავრწმუნდეთ ამაში.[2] ანალოგიური სიტუაციაა მაგალითად დასავლური საერთაშორისო ორგანიზაცია ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მაგალითზე’.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ საერთო ჯამში რამდენიმე ასეულ ათას ამერიკულ დოლარზე მეტი ოდენობის შემოწირულობები მიიღეს, თუმცაღა მათ საქმიანობის სფეროც და განხორციელებული პროექტებიც არ მოდის თანხვედრაში საქართველოს წინაშე მდგარ უმთავრეს პრობლემებთან.  (დემოკრატია და მედიის მხარდაჭერა).

უფრო მეტიც, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები ხშირ შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივი ხასიათისაა, რაც ბიზნესის ინტერესების ლობირებით გამოიხატება. მაგალითად ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა’’ იყო ერთ-ერთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციათაგანი, რომელიც კონსტიტუციაში 94-ე მუხლის დარჩენის მომხრეა. შეგახსენებთ რომ ამ, 94-ე მუხლის თანახმად, რა შესწორებაც სააკაშვილის დროს შევიდა კონსტიტუციაში სახელემწიფოს წართმეული აქვს დამოუკიდებელი ფისკალური პოლიტიკის წარმაღთვის საშუალება. ანუ შეუძლებელია ახალი გადასახადების შემოღება, არსებული გადახასადების ტარიფების გაზრდა, ან სულაც პროგრესული საგადასახადო სისტემის დანერგვა. ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ასევე იმ კონსტიტუციაში შესატანი იმ ცვლილების წინააღმდეგი იყო, რომლის თანახმადაც მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზი არ უნდა გაიყიდოს.

მეტისმეტად საინტერესო ფენომენია კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’მედიის განვითარების ფონდი’’ და მისი შვილობილი ორგანიზაცია ‘’მითების დეტექტორი’’. ($49,980 2017 წელს USAID-ის გრანტი)

როგორც დონ-კიხოტი ებრძოდა ქარის წისქვილებს,  ასევე ეს ორი ორგანიზაცია ებრძვის ‘’წარმოსახვით რუსულ პროპაგანდას’’ ყველაფერში. უფრო მეტიც, ისინი ვრცელ კვლევებსაც კი აქვეყნებენ და ნებისმიერ ევროსკეპტიკურად განწყობილ პორტალს და გამოცემას (რომელთა რაოდენობაც სულ თითზე შეიძლება ჩამოვთავლოთ) ‘’რუსული პროპაგანდის’’, ‘’კრემლისტური მედიის’’ იარლიყს აკერებენ და ცდილობენ მათ მარგინალიზაციას და დისკრედიტაციას.  ეს ორი ორგანიზაცია (‘’მედიის განვითარების ფონდი’’, ‘’მითების დეტექტორი’’ ხშირ შემთხვევაში ცილისმწამებლურ, ინფორმაციას ავრელებს სხვა პორტალებზე, როდესაც მათ ‘’რუსული პროპაგანდის’’ გავრცელებაში ადანაშულებს. სხვადასხვა ტელეეთერის მეშვეობითა ამ ორგანიზაციის წევრებს თუ დავუჯერებთ ყველაზე სერიზული პრობლემა, რაც დღესდღეობით საქართველოში გვაქვს ‘’რუსული პროპაგანდა’’ ყოფილა. ამაზე უნებლიედ აშშ-ის პირველი თავდაცვის მინისტრი, პენტაგონის დამაარსებელი ჯეიმს ფორესტოლი მახსენდება, რომელიც რუსოფობიით იყო დაავედებული და სულ რუსები ელანდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ის ფსიქიატრიულში დააწვინეს, სადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გრანტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამცემია ასევე USAID.  USAID-ის 2017 წელს გაცემული მიმდინარე გრანტების სია თუ გადავავლებთ თვალს შევამჩნევთ რომ ძირითადად ‘’ანდიდასვლური პროპაგანდის’’ წინააღმდეგ მიმართულ პროექტებს და საქართველოს ევროინტეგრაციის თემებს აფინანსებენ.[3] მაგალითად სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას USAID-ის საქმიანობაზე საკმარისია მათ მიერ გაცემული გრანტების აღწერილობას გადავხედოთ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო „კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოს“ 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს რეგიონებში ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს ლოზუნგით „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“ $49,600.
  • მედიის განვითარების ფონდი თავის ვებგვერდზე  www.eurocommunicator.ge განათავსებს სტატიებს ანტიდასავლური მითების საპასუხოდ („მითების დეტქეტორი“-ს სერია).  მოსახლეობაში მედიაწიგნიერების დონის ამაღლებისა და ანტიდასავლური მითების გაქარწყლების მიზნით,  ტელეკომპანია პირველი მოამზადებს ყოველკვირეულ ტელესიუჟეტებს და ინტერვიუებს „მედიის განვითარების ფონდის“ მკვლევარების მონაწილეობით.  $49,980.
  • ინტეგრაციაგზა ნატოსა და ევროკავშირისკენ პროექტი “მითი თუ რეალობა?”. პროექტის ფარგლებში ჩაატარდება საინფორმაციო კამპანია ანტიდასავლური მითების გასაქარწყლებლად. კერძოდ, რუსთავი 2-ის გადაცემა “სხვა შუადღის” ეთერში ორ კვირაში ერთხელ გავა ტელერუბრიკები ანტიდასავლურ დეზინფორმაციაზე და მითებზე. გადაცემის გარდა მომზადდება სოციალური კლიპები ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მითებზე. პროექტის ხანგრძლივობა: 15 მარტი, 2017 – 15 იანვარი, 2018. ბიუჯეტი: $49,920.
  • . რადარამი, პროექტი: საზოგადოების ინფორმირება რუსული პროპაგანდის შესახებ. პროექტის მიზანია ანტიდასავლური დეზინფორმაციის გაქარწყლება და მოსახლეობის ინფორომირება რუსული პროპაგანდის შესახებ. ამ მიზნით ორგანიზაცია მოაწყობს  პიტერ პომერანცევის წიგნის  არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში საჯარო განხილვებს საქართველოს რეგიონებში (20 ქალაქში). 15,000 $.

მაგრამ რატომ ამოიჩემეს ამ ყბადაღებულ „რუსულ პროპაგანდასთან’’ ბრძოლა მსხვილმა დასავლურმა არასამთავრობო ორგანიზაცეიბმა. ერთი წამით თუ დაფიქრებულხართ რას ნიშნავს ზოგადად ”რუსული პროპაგანდა”? ევროცენტრისტების და დასავლური პოლიტიკის ელიტების მიერ ეს ტერმინი თავის დროზე იმისთვის იყო მოფიქრებული, რომ ყველა იმ ადამიანის/ადამიანთა ჯგუფის, ორგანიზაციის თუ პოლიტიკური პარტიის, დისკრედაცია და მარგინალიზირება მოეხდინათ, რომლებიც მათთვის არასასიამოვნო ფაქტებს და მასალებს აშუქებენ. რეალურად გამოდის რომ ”რუსული პროპაგანდის” ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არა რუსები, არამედ ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები, რეჟისორები და გამოჩენილი ადამიანები არიან – ნოამ ხომსკი, მაიკლ მანი, ოლივერ სტოუნი, მაიკლ მური, ჯოზეფ სტიგლიცი, ულიამ ბლუმი, ჰოვარდ ზინი, ჯიმ მორისონი რადგანაც სწორედ ეს ხალხი იყვნენ და არიან აშშ-ს და ევროკავშირის იმპერიალისტური პოლიტიკის ყველაზე კონცეპტუალური და გამორჩეული კრიტიკოსები. ის რომ “რუსული პროპაგანდა” არის პროპაგანდისტული ტერმინი ნათლად გამოჩნდა ბრექსიტის და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც უამრავი მცდელობის მიუხედავად მოეხდინათ ბრექსიტის მომხრეების და ტრამპის მარგინალიზირება და მათთვის “რუსული პროპაგანდის” იარლიყი მიებათ სრული კრახით დამთავრდა.

მსგავსი მეთოდებით ბრძოლა, რაც გულისხმობს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმას დასავლურ ელიტებს ბუმერაგნივით შემოუბრუნდებათ უკან. მათი უსური მცდელობა ‘’რუსულ პროპაგანდას’’ მიაწერონ ყველაფერი ის, რაც მათ პოზიციებს ასუსტებს ალბათ ძალიან წააგავს ორუელისეულ ‘’სიმართლის სამინისტროს’’. ჩვენ საქართველოს მაგალითზე ნათლად შეგვიძლია დავრწმუნდეთ რომ ფაქტიურად ‘’ნატოს’’ ან ‘’ევროკავშირის’’ კრიტიკა ტაბუდადებული თემაა და ფაქტიურად ზოგერთებისთვის (ზოგიერთებისთვის და არა მოსახლოების უმრავლესობისთვის) სამშობლოს ღალატად მოიზარება? მაშინ რა განსხვავებაა ამ ხალხსა და ბოლშევიკების იდეოლოგიურ ცენზურას შორის?

გიორგი მდივანი


[1] https://sputnik-georgia.com/politics/20170405/235486941/IRI-gamokitxva-mosaxleobis-problemebi.html

[2] http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=26&mod_id=0&info_id=0&new_year=0&limit=0&date=&new_month=&entrant=2

[3] http://ewmi-access.org/ka/ongoing-grants/

Comments are closed