globalresearch.ge

ჩვენი დროის გმირი, ანუ აღზევდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების შემდეგ

Posted by Globalresearch on Sep 26th, 2017 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

საქართველოს ექს–პრეზიდენტის და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, აგრეთვე საქართველოს და უკრაინის ყოფილი მოქალაქის, ამჟამად კი საერთოდ მოქალაქეობის არმქონე პირის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ უკრაინაში ა.წ. 10 სექტემბერს, მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო. აჟიოტაჟმა სულ რამდენიმე დღეს გასტანა, გამოითქვა მრავალი მოსაზრება და, როგორც ყოველთვის, კონსპიროლოგიური თეორიების მიმდევრებმა რამდენიმე ვერსია წარმოადგინეს. ისინი, ვისაც არ აწყობს სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში აცხადებენ, რომ იგი არის რუსეთის სპეცსამსახურების პროექტი მიმართული პოროშენკოს წინააღმდეგ. 17 სექტემბერს რუსეთის ტელევიზიით (სოლოვიოვის გადაცემა ,,კვირის საღამო’’–ში) ცნობილმა რუსმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილი არის აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტი მიმართული ისევ და ისევ პოროშენკოს წინააღმდეგ. არადა ამავდროულად ამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თვითონ პოროშენკო არის აშშ–ის სახდეპის პროექტი და ამ ვერსიების შესაჯერებლად საჭირო ხდება ისეთი არგუმენტის მოფიქრება, როგორიცაა მაგალითად ის, რომ აშშ–ის სახდეპი იყენებს სააკაშვილს იმისათვის, რომ დააჩქარებინოს პოროშენკოს იმ აუცილებელი რეფორმების გატარება, რომელიც აშკარად ყოვნდება უკრაინაში….

ასეთ დროს ადამიანს ახსენდება ცნობილი რუსული ანდაზა ,,язык до Киева доведет“.

დავეთანხმები ცნობილ რუს პუბლიცისტს იგორ იაკოვენკოს იმაში, რომ კონსპიროლოგიურ თეორიებთან რაციონალური მეთოდებით ბრძოლას აზრი არ აქვს და დროს არ დავხარჯავ ასეთი თეორიების კრიტიკაზე. ნაცვლად ამისა შემოგთავაზებთ რეალურ ფაქტებზე და რაციონალურ, სამეცნიერო მიდგომაზე დაფუძნებულ ანალიზს. აქვე აღვნიშნავ: მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი მისი პიროვნული თვისებების გამო არავითარ ინტერესს არ იმსახურებს. სამაგიეროდ ძალზე საინტერესოა და საჭირბოროტოა იმის გაანალიზება, თუ როგორ ხდება პოსტმოდერნისტულ ეპოქაში პოლიტიკურ სარბიელზე პოლიტიკური მოღვაწეობისათვის სრულიად არაადექვატური ადამიანების გამოჩენა და, ზოგ შემთხვევაში, მათი აღზევება ამა თუ იმ სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობამდეც კი.

ყველა სხვა პოლიტიკოსზე მეტად სააკაშვილს ვუწოდებდი ჯადოქარს, ისეთს რომელსაც შეუძლია ყველასათვის იყოს ყველაფერი. ის ხან ათათურქია (სახელმწიფოს აღმშენებელი), ხან ჯორჯ ბუში (ნეოკონი), ხან ზვიად გამსახურდია (ნაციონალისტი) და ხან ვლადიმერ პუტინი (უმოწყალო ცენტრალიზატორი). ის მე ბილ კლინტონსაც მაგონებს, ბუნებრივ კომუნიკატორს და ბორის ელცინსაც, რომელიც ისე აწესრიგებდა პოლიტიკურ წრეებს, როგორც ამას სხვა ვერავინ ახერხებდა.

აბა იფიქრეთ, როგორ ახერხებს მიშა (სააკაშვილს ყველა ასე ეძახის) იყოს სენატორ ჯონ მაკკეინის და ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს მეგობარი. ის დღემდე აღაფრთოვანებს რესპუბლიკურ აუდიტორიას ვაშინგტონში და ირანთან უვიზო რეჟიმს აწესებს. ეს ის კაცია, რომელი ამაყობსმსოფლიო ბანკისრეიტინგში (“ბიზნესის იოლად წარმართვა“) თავისი ვარსკვლავური შედეგით, მაგრამ ამავე დროს ხელმძღვანელობს ეკონომიკას, რომელშიც მონოპოლიებს მტკიცედ აქვთ გადგმული ფესვები.

ეს ის კაცია, რომელიც ლაპარაკობსსინგაპურის ელემენტების მქონე შვეიცარიისაშენებაზე (დაბალი გადასახადები, მთავრობის მინიმალური ჩარევა), მაგრამ იმავდროულად ცდილობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწიოს (რაც უზარმაზარი რაოდენობის ახალ რეგულაციებს და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას მოითხოვს). ერთი და იგივე ლიდერი ნაციონალურ ღირებულებებზე და ქართული კულტურის დაცვაზე ლაპარაკობს და მავე დროს არის ავტორი ახალი ბრჭყვიალა შუშის ხიდისა, რომელიც უფრო ჯორჯიის ატლანტას მოუხდებოდა და რომელმაც დაასახიჩრა თბილისის ძველი უბანი.

ყველა პოლიტიკურ დებატში, იქნება ეს ეკონომიკა, აფხაზეთი თუ სამხრეთ ოსეთი, ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ სოციალური საკითხები, ის დისკუსიის ორივე მხარეზე ყოფნას ახერხებს. ამას წინათ ციტირებდნენ მის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის ადგილზე ის მთავრობას ბევრ პრობლემას შეუქმნიდა. აი მართლაც პოსტმოდერნისტი პრეზიდენტი“, წერდა 2010 წელს ცნობილი მეცნიერი და კავკასიისა და საქართველოს ბრწყინვალე მცოდნე თომას დე ვაალი .

მოცემულ წერილში შეუძლებელია პოსტმოდერნიზმის ეპოქის ძირითადი მახასიათებლების ჩამოთვლა და გაანალიზება, თუმცა დე ვაალის მიერ ჩამოთვლილი სააკაშვილის უნარ–ჩვევები და ასეთი ადამიანის აღიარება პოსტმოდერნისტ პრეზიდენტად თავისთავად საკმარისად ახასიათებს ჩვენ ეპოქას.

ამ შესავლის შემდეგ შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ცნობილ წერილში ,,გადაარჩინეთ ახალი უკრაინა’’ ჯორჯ სოროსი და ბერნარ–ანრი ლევი უკრაინაში სააკაშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით წერდნენ, რომ სააკაშვილმა საქართველოში კორუფცია კი არ დაამარცხა, არამედ აქცია კორუფცია სახელმწიფო მონოპოლიად.

სოროსის და ბერნარ–ლევის გარდა სხვა ცნობილმა მოღვაწეებმაც გააფრთხილეს პოროშენკო სააკაშვილთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება კი ოფიციალურად, სახელმწიფო დონეზე ატყობინებდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები იყო აღძრული. პოროშენკოზე არაფერმა იმოქმედა და 2015 წლის მაისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა მიანიჭა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა და დანიშნა იგი ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. იმავე პერიოდში სააკაშვილის რამდენიმე თანამზრახველი უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე დაინიშნა. ეს დანიშვნები ფართოდ იქნა რეკლამირებული, როგორც კორუფციასთან მასშტაბური ბრძოლისა და უკრაინის მოდერნიზაციის დასაწყისი. იმხანად ბევრმა ადამიანმა, ჩემი ზოგიერთი უკრაინელი ნაცნობის ჩათვლით, გულწრფელად დაიჯერა, რომ პოროშენკომ ეს დასავლეთის და, პირველ რიგში, აშშ–ს წარმომადგენლების ზეწოლისა და მოთხოვნების გამო გააკეთა. სხვა რაციონალურ ახსნას ეს ადამიანები უბრალოდ ვერ პოულობდნენ. მართლაც, ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ადამიანს თავისით შეეძლო მიეღო ასეთი ირაციონალური გადაწყვეტილება და, თუნდაც საქართველოსთან, როგორც სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაფუჭებაზე მაღლა სააკაშვილის გვერდით ყოლის დაყენება. მაგრამ გავიდა სულ ორიოდე თვე და სატელეფონო საუბრებში უკრაინელმა ნაცნობებმა დამიდასტურეს, რომ მართალი ვიყავი, როცა ვეუბნებოდი, რომ დასავლეთი არ ითხობდა და რეკომენდაციასაც არ უწევდა სააკაშვილის დანიშვნას უკრაინაში. უფრო მეტიც – მათ მითხრეს, რომ პოროშენკოს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისგან გაიგეს, რომ ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები კიდევაც აფრთხილებდნენ პოროშენკოს სააკაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ პოროშენკომ მათ ყური ისევე არ დაუგდო, როგორც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ გაფრთხილებას. მაშინათვე საჯაროდ ვაცხადებდი, რომ სააკაშვილის მწვავე დაპირისპირება პოროშენკოსთან გარდაუვალი იყო და რომ ეს საკმაოდ სწრაფად დაიწყებოდა.

საქმე ის არის, რომ საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომი ვითარება რადიკალურად განსხვავდება უკრაინაში 2014 წლის ე.წ. ,,ღირსების რევოლუციის’’ შემდგომი ვითარებისაგან. საქართველოში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილს და მის გუნდს ჰქონდათ აღებული სრული კონტროლი პარლამენტზე და სულ მცირე დროში, რეფორმების გატარების ლოზუნგის ქვეშ, მათ დაამყარეს ასევე სრული კონტროლი სასამართლო სისტემაზე. ამგვარად, მათ დაამყარეს სრული კონტროლი ხელისუფლების სამივე შტოზე, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებში ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია (მაღალი ხარისხით) და სწორედ ეს განაპირობებს ასეთ ქვეყნებში კანონის უზენაესობის და, შესაბამისად, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაღალ ხარისხს. (,,ხარისხს’’ ვახსენებ იმიტომ, რომ იდეალური ვითარება ამ მხრივ არც ერთ ქვეყანაში არ არის და ვესასდროს ვერ დამყარდება). ხელისუფლების სამივე შტოს და სულ მალე ელექტრონული მას–მედიის უმსხვილესი კომპანიების  სრულმა გაკონტროლებამ, მართვის ხისტი ავტორიტარული ვერტიკალის შექმნამ,  საშუალება მისცა სააკაშვილს და მის გუნდს დაეწყოთ მასობრივი კორუფციის ამოშანთვა და ქვეყნის მოდერნიზაცია ავტორიტარული მეთოდებით და, შესაბამისად, ეს ყველაფერი ელვისებური სისწრაფით გაეკეთებინათ. ჩატარებული რეფორმების უდიდესი ნაწილი ხორციელდებოდა სრულიად უკანონო გზებით. რეფორმატორები ხელმძღვანელობდნენ ლოზუნგით ,,მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას’’. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ამ რეფორმებს უპრეცედენტოდ სწრაფს და ეფექტიანს უწოდებდნენ, მაგრამ ცალკეული ექსპერტები მაშინათვე აცხადებდნენ, რომ ავტორიტარული მოდერნიზაცია სრულდება საზარელი მასშტაბის ელიტარული კორუფციით; რომ უსამართლობასთან უსამართლო მეთოდებით ბრძოლა საბოლოო ჯამში უფრო დიდი უსამართლობით მთავრდება, ვიდრე ამ ბრძოლის დასაწყისში იყო; რომ ხდება საზოგადოების სახიათო ატომიზაცია; რომ ნადგურდება საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი – სოფლის მეურნეობა და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ თვითონ სააკაშვილი უშუალოდ რეფორმებში პრაქტიკულად არ მონაწილეობდა. ის კორუფციასთან ბრძოლისა და მოდერნიზაციის ეფექტიანი პიარ–მენეჯერის როლს ასრულებდა და როგორც ,,პოსტმოდერნის ნამდვილი პრეზიდენტი’’ ამ ამპლუაში ფანტასტიკური ტყუილების თქმასაც არ ერიდებოდა.

სულ სხვა ვითარება დამკვიდრდა უკრაინაში ,,ღირსების რევოლუციის’’ (2013 ნოემბერი – 2014 წლის თებერვალი) შემდეგ: პრეზიდენტად არჩეული პოროშენკო ვერ აკონტროლებდა და ვერც ახლა აკონტროლებს უკრაინის პარლამენტს – რადას. შედეგად ამისა, უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სასამართლო სისტემას. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინა პოსტსაბჭოური სივრცის ერთადერთი რესპუბლიკაა ბალტიის ქვეყნების გამოკლებით, რომელიც კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 2005-2010 წლებში აღიარებული იყო ,,სრულიად თავისუფალ’’ ქვეყნად. ცხადია, თავისუფლების ეს ხარისხი განპირობებული იყო არა კანონის უზენაესობით, არამედ ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა უკრაინის მკვეთრი რეგიონალურ-პოლიტიკური სხვაობები; ოლიგარქიული კლანების ერთგვარი წონასწორობა როგორც რადას შიგნით, ასევე გარეთ და ა.შ. ჯორჯ სოროსი და ბერნარ ლევი ადარებენ რა უკრაინას საქართველოს, სამართლიანად აღნიშნავენ, რომ საქართველოსგან განსხვავებით უკრაინა არის ,,პირდაპირი ჩართულობის დემოკრატია’’, რომელიც დამოკიდებულია არა ცალკეულ ლიდერზე, არამედ ,,შეკავებების და საპირწონეების’’ მექანიზმის მუშაობაზე.   ,,ასეთი დემოკრატიები შედარებით ნელა მოქმედებენ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ისინი უკეთესს შედეგს აღწევენ’’ წერენ სოროსი და ლევი. ცხადია, ასეთ პირობებში, უკრაინის ნებისმიერ პრეზიდენტს, როგორი ძლიერი პოლიტიკოსიც არ უნდა ყოფილიყო, ძალიანაც რომ ნდომოდა კორუფციასთან ბრძოლა და ქვეყნის მოდერნიზაცია, მოუწევდა რთული და ხანგრძლივი პროცესის წამოწყება. მაგრამ ,,ღირსების რევოლუციის’’ შემდეგ სამნახევარი წელიწადია გასული და დრომ აჩვენა, რომ პეტრო პოროშენკო აღმოჩნდა არა თავდადებული პატრიოტი, არამედ ოლიგარქი, რომელიც ცდილობს გამოიყენოს თავისი პრეზიდენტობა პირადი გამდიდრებისათვის. სწორედ ასე აღიქვამს მას უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. დღეს უკვე ეჭვს არ იწვევს, თუ რა ამოძრავებდა პოროშენკოს სააკაშვილის უკრაინაში ჩამოყვანისა და მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს – მას უნდოდა კორუფციის სწორედ ისეთივე სახელმწიფო მონოპოლიზაცია, როგორსაც სააკაშვილმა საქართველოში მიაღწია, თანაც ისე, რომ დასავლეთს ეღიარებინა უკრაინული რეფორმების წარმატება. უკრაინელი მეცნიერი პეტრე ოლეშჩუკი წერილში ,,პოროშენკო ჩიხშია. რა უყოს აწი სააკაშვილს’’ სამართლიანად აღნიშნავს, რომ პოროშენკომ დანიშნა სააკაშვილი და სააკაშვილის გუნდის წევრები საკუთარი პიარომანიის გამო: ,,Собственно, для чего Порошенко заварил эту кашу? Ответ очевиден. Из-за собственной пиаромании. Очень хотел попиариться на теме “грузинских реформ”. აღსანიშნავია, რომ ოლეშჩუკი და არაერთი სხვა უკრაინელი მეცნიერი ,,სააკაშვილის პროექტს’’ უკრაინაში არასოდეს არ იხილავდნენ, როგორც პოროშენკოს მცდელობას დაეწყო ნამდვილი რეფორმები უკრაინაში. ოლეშჩუკის შეფასებას დავუმატებ ჩემს აზრს: დარწმუნებული ვარ, პოროშენკოს ეგონა, რომ საქართველოს მიერ ძებნილად გამოცხადებული სააკაშვილი მთლიანად მასზე იქნებოდა დამოკიდებული, შეასრულებდა პოროშენკოს დავალებებს და არ დაიწყებდა საკუთარ თამაშს. ცხადია ეს პოროშენკოს უხეში შეცდომა იყო.

ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე სააკაშვილს ამ ოლქის ფარგლებში არ ჰქონდა (და ვერც ექნებოდა) იმ სრულიად უკონტროლო ძალაუფლების მცირე ნაწილიც კი, რასაც ასე მასშტაბურად იყენებდა იგი საქართველოში თავისი პრეზიდენტობის დროს. ამიტომაც ოდესაში და ოდესის ოლქში მან შეძლო მხოლოდ რამდენიმე უაღრესად წარმატებული, მაგრამ ხანმოკლე პიარ-აქციის ჩატარება (იუსტიციის სახლის ამუშავება, ოლიგარქების მიერ პლაზებთან აგებული კედლების უკანონო დანგრევა და იმ პლაზების საზეიმო ,,გადაცემა’’ ხალხისათვის, გზის მშენებლობის იმიტაცია და ა.შ.) იყო ხანმოკლე პერიოდი, როდესაც სააკაშვილის რეიტინგი პოროშენკოს და პრემიერ-მინისტრ იაცენიუკის ჯამურ რეიტინგს აღემატებოდა და სააკაშვილი მოითხოვდა რადის რიგგარეშე არჩევნებს. მაგრამ გადიოდა დრო, ცხოვრება ძველ კალაპოტს უბრუნდებოდა და სააკაშვილისადმი ნდობაც მკვეთრად ეცემოდა. აი მაშინ დაიწყო სააკაშვილმა პოროშენკოს და სხვა ოლიგარქების მწვავე გაკრიტიკება და მხილება იმაში, რომ მათ არ უნდათ კორუფციასთან ბრძოლა და რეფორმების გატარება, ვინაიდან იყენებენ არსებულ ვითარებას პირადი გამდიდრებისათვის (რაც სრული სიმართლეა და რასაც იზიარებს და აღტაცებით უსმენს უკრაინის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი). ასეთ ვითარებაში პოროშენკომ ა.წ. ივლისში ჩამოართვა სააკაშვილს მოქალაქეობა იმ მომენტში, როდესაც სააკაშვილი უკრაინაში არ იმყოფებოდა და გადაწყვიტა მისი არშეშვება უკრაინაში (ამ აქტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე პოროშენკო ჩამოვიდა საქართველოში და მოილაპარაკა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ ჩვენი მთავრობა განაახლება სააკაშვილის ექსტრადიქციის მოთხოვნას). ძნელია წარმოიდგინო უფრო აბსურდული და კონტრპროდუქტიული მოქმედება! მოქალაქეობის გარეშე დარჩენილმა სააკაშვილმა მაქსიმალურად გამოიყენა ეს ყველაფერი პირადი პიარისათვის, რომელიც მის ფსიქიკას, ცნობილი ამერიკელი მეცნიერის ლინკოლნ მიტჩელის აზრით, ისევე სჭირდება, როგორც ჟანგბადი მის ორგანიზმს და წარმატებასაც მიაღწია – მსოფლიო მედიის წამყვანი გამოცემები და ტელევიზიები აშუქებდნენ სკანდალს სააკაშვილის გარშემო. შემდეგ სააკაშვილმა წინასწარ გამოაცხადა, რომ 10 სექტემბერს შევიდოდა უკრაინაში პოლონეთიდან. ამის შემდეგ პოროშენკოს მოქმედება საბოლოოდ აბსურდულ თეატრად იქცა: მრავალი პოლიტიკური აბსურდის მნახველი თვალებს ვერ ვუჯერებდი, როცა ვგებულობდი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ პოლონეთის ტერიტორიაზე მთელი უკრაინული მატარებელი გააჩერა და გამოაცხადა, რომ ამის მიზეზი ის იყო, რომ იქ ,,იმყოფებოდა ერთი პიროვნება, რომელსაც არ გააჩნდა უკრაინაში შესვლის უფლება’’. ვუყურებდი ტელევიზორს და სატელეფონო ინტერვიუებში ვუხსნიდი ჟურნალისტებს, რომ პოროშენკო მოქმედებდა, როგორც სააკაშვილის პირადი ,,სასარგებლო იდიოტი’’ და რომ თავისი კონტრპროდუქტიული მოქმედებით ის უზრუნველყოფდა სააკაშვილის ტრიუმფალურ დაბრუნებას უკრაინაში. აი რას წერდა ცნობილი უკრაინელი მეცნიერი ირინა ბეკეშკინა (რომელსაც მთლიანად ვეთანხმები) ა.წ. 13 აგვისტოს:

,,Я считаю ситуацию вокруг Михаила Саакашвили очень скверной. Меня, честно говоря, пугает, когда власть принимает глупые решения, заводящие ее в цугцванг, и непонятно: а что делать дальше? Очевидно, когда принимается какое-либо решение, следует рассчитывать последствия, результат. Я могу понять, почему было принято решение лишить Саакашвили гражданства – очевидно, эмоциональное, очевидно, лопнуло терпение, очевидно, верх взяла обида.  Но вот на вопрос «зачем?» у меня нет ответа.  Пик его популярности в Украине давно прошел, рейтинг партии был ниже 2%, и он постепенно превращался в маргинальную фигуру – да, шумную, скандальную, но не опасную для власти.  Ну и зачем нужно было делать из него героя?

События на границе, вообще напоминают театр абсурда.  Ну как можно заминировать территорию, постоянно находящуюся в поле зрения пограничников? Зачем вообще было устраивать это шоу на границе и создавать скандальную видео-картинку, желанную на всех телеканалах, и не только украинских? Почему бы не пойти в этой ситуации по самому простому пути, и при прохождении контроля просто забрать паспорт? Нелепость решений просто пугает’’.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას სააკაშვილის გვერდით თავი მოიყარეს ცნობილმა პოლიტიკოსებმა და სხვა ,,ცნობადმა’’ სახეებმა. უკრაინის დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ მესაზღვრეების ჯაჭვი მილიარდერ კოლომოისკის პირადი ბატალიონის მებრძოლებმა გაარღვიეს, ხოლო სააკაშვილის გვერდით იყვნენ მთელს უკრაინაში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტებიც. ექსპერტების ინფორმაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს, მაგრამ ფაქტად რჩება ის, რომ მთელი ეს სიტუაცია შექმნა პირადად პოროშენკომ თავისი დაუჯერებლად აბსურდული, კონტრპროდუქტიული მოქმედებით.

რა ხდება ახლა და რა არის აწი მოსალოდნელი?

ჯერ კიდევ სააკაშვილის მიერ საზღვრის ტრიუმფალური გადაკვეთის პროცესში ვაცხადებდი, რომ მისი შემდგომი მოქმედება ნელ-თბილ რეჟიმში გადავიდოდა. საქმე ის იყო, რომ ამ დროს უკრაინის არც ერთ ქალაქში – არც ლვოვში, არც კიევში და არც სხვაგან არ გაიმართა სპონტანური დემონსტრაციები სააკაშვილის მხარდასაჭერად და პოროშენკოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს კი ნიშნავდა, რომ უკრაინაში შესვლის შემდეგ სააკაშვილი ვერ შესძლებდა მაშინათვე კიევზე ტრიუმფალური ლაშქრობის მოწყობას – მას აშკარად არ გააჩნდა ამის რესურსი. პირადად კარგად ვიცნობ მას და დარწმუნებული ვარ: სააკაშვილს რომ ჩაეთვალა, რომ ასეთი რესურსი ჰქონდა, ის ამას მაშინათვე გააკეთებდა და მას ვერაფერი შეაჩერებდა – ვერც დაპატიმრების და საქართველოში ექსტრადირების მუქარა და ვერც სხვა რამ. საკუთარი ფსიქიკის მძევალი სააკაშვილი ვერ იტყოდა უარს ასეთ ლაშქრობა-მარშზე ისევე, როგორც ბოლო სტადიაში მყოფი ნარკომანი ვერ ამბობს უარს ნარკოტიკების დოზის მიღებაზე. მაგრამ სააკაშვილი ხედავდა, რომ რესურსი არ ჰქონდა და ეს მთავარი და გადამწყვეტი მიზეზია იმისა, რომ მან მალე გამოაცხადა, რომ უარს ამბობდა ამ ეტაპზე კიევზე გალაშქრებაზე. საინტერესოა სხვა ფაქტორებიც. უკრაინის პროკურატურამ მაშინათვე განაცხადა, რომ სააკაშვილს არ დააპატიმრებდნენ და არ გადასცემდნენ საქართველოს; რომ მას შეუძლია იცხოვროს უკრაინაში. ცნობილ და ობიექტურ უკრაინელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებისაგან ეს გარანტიები სააკაშვილმა მიიღო სწორედ იმის ფასად, რომ დათანმხდა, რომ შეანელებს და გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევს თავის მოქმედებას. ეს სავსებით დასაჯერებელია. უკრაინის პროკურატურის განცხადება, ცხადია, ნიშნავს იმას, რომ პოროშენკოს გარემოცვამ დაითანხმა უკრაინის პრეზიდენტი რომ მას მათთვის გადაეცა სააკაშვილთან დაკავშირებული კრიზისის მენეჯმენტი და სააკაშვილსაც მოელაპარაკა.

წერილს ირინა ბეკეშკინას უკვე ციტირებული წერილის ფრაგმენტით დავასრულებ:

,,Что в результате? Думаю, рейтинги Саакашвили и его партии пойдут вверх.  Электоральные социологические опросы показывают, что половина населения не имеет партийных предпочтений: они или вообще не собираются идти на выборы, или не определились с выбором. Запрос на «новых политиков» достаточно высок. Конечно, Саакашвили уже не такой и «новый». Но, с другой стороны, в ситуации «прорыва» он публично, на всю страну, проявил себя как человек абсолютно безбашенный, сметающий на своем пути любые препятствия, – качества, востребованные сейчас у части населения.  И этот радикализм достаточно затребован сейчас и у части украинского общества, уставшего от отсутствия желаемых перемен и резко негативно относящегося к власти вообще, к президенту – особенно. Вот этих людей Саакашвили может «перетянуть» на себя.

С другой стороны, ведь он лично не может ни баллотироваться на президентских выборах, ни участвовать в парламентских. И поэтому очевидно желание политических лидеров из оппозиции воспользоваться неожиданным везением и завлечь Саакашвили в качестве союзника. Кому это удастся?  Пока кажется, что Юлии Тимошенко.  Да это и понятно, она – в электоральных лидерах, и «завлекалок» у нее побольше. Насколько длительным будет это союз – сказать трудно, ведь непредсказуемость – одна из характерных особенностей Саакашвили.

В то же время очевидно, что объединение политических сил, оппонирующих президенту, вряд ли будет длительным и устойчивым: у них общий электорат, поэтому взаимная конкуренция неизбежна. Так что «Шегенский квартет» не станет подобием «Каневской четверки» – сразу за президентскими выборами предстоят парламентские, и для успеха на парламентских выборах партии необходимо, чтобы ее лидер максимально «раскрутился» во время президентской избирательной кампании.

И да, во время президентской кампании Саакашвили, который не может быть кандидатом, будет полезен – и мотор, и рупор, и в то же время не конкурент!   Но просчитывался ли вариант, а что будет на выборах парламентских? Не заберет ли политическая сила, в названии которой буде «Саакашвили» такие нужные проценты от вчерашних союзников? Жизнь показала, что благодарность – это не то качество, которое свойственно бывшему грузинскому президенту.

Впрочем, все эти размышления имеют смысл, если Саакашвили останется в Украине.  Что предпримет власть? И что необходимо предпринять?  Не знаю. Особенность цугцванга в том и состоит, что хороших решений просто нет.

Что предпримет Саакашвили? Как ни странно, но здесь «непрогнозируемый» как раз прогнозируем лучше. Он будет максимально использовать ситуацию, организовывать протестные акции, участвовать во всех возможных шоу, максимально использовать тех, кто, в свою очередь, будет использовать его.  В конце концов, у него нет другого выхода и других возможностей для политического будущего.

Возможен ли новый Майдан? Вряд ли. Пока власть осторожна, памятуя, что настоящий Майдан начался не с протеста студентов, а с их избиения.

Хотя нельзя исключать радикально-экстремистских акций, тем более что кое-кто по соседству мог бы и поспособствовать такому развитию событий.

Наконец, хотелось бы посоветовать некоторым нашим политикам, с азартом, подсчитывающим дивиденды от неожиданного подарка от власти в виде разбушевавшегося Саакашвили, не забывать посчитать и потери страны.  И заняться чем-нибудь более полезным для страны, например, направить свои усилия на принятие крайне необходимых стране законов и проведение необходимых стране преобразований.

А Саакашвили? Он действительно кому-то интересен? Мне – нет.  Правда, приходится слушать в силу профессии. Но, ей богу, лучше бы сходить в цирк’’.

ყველაფერში ვეთანხმები შესანიშნავ უკრაინელ მეცნიერს, რომელმა მრავალი წელი უძღვნა უკრაინაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური შესწავლას და გაანალიზებას. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რაც ქალბატონმა ირინამ შესანიშნავად იცის: უკრაინელი პოლიტიკოსები, ცხადია, არ დაუჯერებენ ირინა ბეკეშკინას: არ დაიწყებენ იმის დათვლას, თუ რა ზარალი ადგება უკრაინას; არ მიმართავენ თავის ძალისხმევას უკრაინისათვის უკიდურესად საჭირო კანონების მიღებაზე და ასევე აუცილებელ გარდაქმნებზე. ნაცვლად ამისა ისინი ისევ მხოლოდ საკუთარ ,,დივიდენდებზე’’ იზრუნავენ პოსტმოდერნისტული ეპოქის უმოწყალო მოთხოვნების შესაბამისად.

პეტრე მამრაძე

Comments are closed