globalresearch.ge

გლობალური კვლევების ცენტრის ანგარიშის პრეზენტაცია

Posted by Globalresearch on Nov 28th, 2014 and filed under კონფერენციები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

პრეზენტაციასასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ მომზადებული ანგარიშის, „საქართველო–ნატო მითები და რეალობა“ პრეზენტაცია 26 დეკემბერს 14:00 საათზე გაიმართება. კვლევაში განხილულია საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების ისტორია და პერსპექტივები. 

კვლევაში მოყვანილია ექსპერტების „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის პეტრე მამრაძის, „გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძის, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების“ ხელმძღვანელის (ამჟამად საქრთველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე) ირაკლი სესიაშვილის, პოლიტოლოგების სოსო ცინცაძისა და რამაზ საყვარელიძის შეხედულებები საქართველოს ნატო–ში ინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამავე საკითხზე ანგარიშში განხილულია დიპლომატების საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს, საქართველოში გერმანიის ელჩის ორთვის ჰენიგის, აშშ–ს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტის ჩარლზ კუპჩანის, ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუსის, ნატოს გენერალური მდივნის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის და სხვათა მოსაზრებები.

ანგარიშში ასევე გამოყენებულია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC), საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის, ევრაზიის ინსტიტუტისა და აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები.

Comments are closed