globalresearch.ge

კონფერენცია “ეთნოსი და პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში – “ჩერქეზული საკითხი”"

Posted by Globalresearch on Jan 27th, 2014 and filed under კონფერენციები, სემინარები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახმეტ იარლიკაპოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანტროპოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის, ეთნოპოლიტიკური კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი:

აქ გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ არსებობს კიდევ ისლამური განზომილება და იგი ძალიან სერიოზულია, და სინამდვილეში გავლენიანიც იმ მხრივ, რომ ისლამური ფაქტორი ძალიან სერიოზულად ახდენს გავლენას მთელი კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, არა მხოლოდ ჩრდილოეთში, არამედ სამხრეთშიც. დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ პატარა მიმოხილვა იმისა, თუ როგორ ვითარდება ისლამი ჩრდილოეთ კავკასიაში, ისლამის განვითარების ტენდენცია 1989–2013 წ.წ. – როგორ ვითარდებოდა ის და როგორ მდგომარეობაში იმყოფება ახლა.
შეხედეთ რუკას, როგორც ხედავთ, საქართველო ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიის პრაქტიკულად ყველა ისლამურ რეგიონს, ადიღეს გარდა, რომელიც ანკლავის სახითაა მოქცეული კრასნოდარის ოლქის შიგნით. ანუ, პრაქტიკულად, საქართველოს საზღვრის მთელ ჩრდილოეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილებში რუსეთის ჩრდილო–კავკასიური, მუსულმანებით დასახლებული რეგიონებია. ჩრდილოეთ კავკასიის ისლამური ნაწილი სსრკ–ს დაშლამდე სრულებით გასაგები და არც ისე რთული იყო, რამდენადაც ეს რეგიონი დასახლებულია ძირითადად სუნიტებით და ძალიან მკაფიოდ იყოფა ჰალაფიტებსა და შაფიიტებზე. შერეული მოსახლეობა მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთში იყო და სურათს ავსებდა სუფისტური დანამატი, სუფიები ისლამის მისტიკურ–ასკეტიკური მიმდინარეობის მიმდევრები არიან, რომელიც არ იმყოფება ისლამის რაიმე სახის მიმდინარეობების რიგში, ანუ ეს არის ისლამის საერთო მიმდინარეობა, მაგრამ ძირითადად სუფიები შაფიიტები იყვნენ.
შიიტები წარმოდგენილი იყვნენ მხოლოდ დაღესტნის სამხრეთ ნაწილში. ესენი არიან ძირითადად აზერბაიჯანელები და ერთი ლეკური სოფელი მისკინჯა. სხვათა შორის, რუსეთის უძველესი მეჩეთი, დერბენტის საკათედრო მეჩეთი ყოველთვის შიიტური იყო, დღეს მას შიიტები და სუფისტები იყოფენ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშნელოვანია საკითხი, თუ რა იყო ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა კავშირის ბოლოსთვის. საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ მაინც აღორძინება თუ რეისლამიზაცია მოხდა. ჩემი აზრით, ჩრდილო–დასავლეთ კავკასიაში ეს იყო რეისლამიზაცია, რამდგანაც ჩრდილო–დასავლეთ კავკასიაში ისლამი პრაქტიკულად აღარ იყო ანუ, იყო სეკულარიზაციის ძალიან მაღალი დონე, იყო ძალიან ბევრი არაპრაქტიკოსი მუსულმანი და განათლებული კადრები პრაქტიკულად არ იყვნენ. ანუ აქ მოსახლეობა ფაქტპბრივად, თავიდან ეზიარა ისლამს.
მათ ახსოვდათ, რომ ისინი მუსულმანები იყვნენ და ხელახლა მოექცეოდნენ, ხოლო ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასიაში, მიუხედავად საბჭოთა მმართველობის 70 წლისა, იყო ძალიან ძლიერი სუფისტური ჯგუფები, იყვნენ ისლამური ღვთისმეტყველები, შენარჩუნებულ იქნა განათლების ისლამური სისტემა, სწორედ სისტემის სახით, მიუხედავად იმისა, რომ იგი სუსტი იყო და ა.შ. მაგრამ შენარჩუნდა სწორედ როგორც სისტემა. ამას გარდა, დეპორტაციის წლებში ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის შემთხვევაში, ძალიან მჭიდრო კავშირი დამყარდა ისლამურ პრაქტიკებსა და ტეიპებს შორის, იგი ძალიან გაძლიერდა და ამიტომ 1989 წლიდან ჩვენ უკვე თვალს ვადევნებთ ისლამის აღორძინებას. ისლამის ამ აღორძინებაში ჩრდილო–დასავლეთ კავკასიაში დიდი როლი შეასრულეს უცხოელმა მისიონერებმა, როგორც წესი, თურქებმა. ეს ხდებოდა ძირითადად ადიღეში, მაგრამ იყვნენ ყაბარდო–ბალყარეთში და ჩერქეზეთში, მისიონერებიც ჩეჩნეთიდან და დაღესტნიდან და ასევე ადგილობრივი ახალგაზრდობაც, რომელიც განათლებას საზღვარგარეთ იღებდა. ჩრდილო–დასავლეთ კავკასიაში უცხოელი მისიონერები პრაქტიკულად არ იყვნენ, ანუ აქ ისლამის ეს აღორძნება ხდებოდა ადგილობრივი ძალებით, თუმცა ამას ემატებოდა ახალგაზრდობაც, რომელმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღო.
პოლიტიკისა და ისლამის კავშირი ძალიან საინტერესო საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება „ისლამურის“ ქვეშ აქ იყო რამდენიმე პარტია. ერთადერთი რეალური ისლამური პოლიტიკური პარტია, რომელიც წარმოდგენილი იყო რეგიონში, იყო ზუსტად ის საკავშირო ისლამური აღორძინების პარტია. იქ იყო ორი წარმოდგენილი ორი ცნობილი დაღესტნელი, ამ პარტიის ლიდერი – ახმად კადი–ახტაევი – დაღესტნელი მეცნიერი და ასევე დაღესტნელები – აბას კებედოვი და ბაგაუტდინ მაგომეტოვი, რომლებიც ალიმთა საბჭოს ანუ ამ პარტიის მეცნიერთა საბჭოს წევრები იყვნენ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურმა აქტივიზმმა ისლამური პოლიტიკური პარტოების სახით მაინც ვერ გაიდგა ფესვები რეგიონში, ანუ ისლამური აღორძინების პარტიები ვერ გახდნენ პოპულარულები ჩრდილოეთ კავკასიაში, ვერ გახდნენ პოპულარულები ვერც სხვა დღემოკლე პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იქმნებოდნენ. და ბოლოს, 1994 წელს პარტია იძულებული გახდა დაშლილიყო და მას შემდეგ პრაქტიკულად ამ მიმართულებით ისლამური პოლიტიკური აქტივიზმი არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, არის სხვა ფორმებიც, მაგალითად, დაღესტნის სუფიები. როგორც პოლიტიკური აქტორები, დაღესტანში საპარლამენტო არჩევნებში ძალიან აქტიურად მონაწილეობენ სუფისტური შეიხების მიურიდები, სახელისუფლებო სტრუქტურებზე ვრცელდება გავლენა, მათ შორის იმ მინისტრების მეშვეობით, რომლებიც სუფიების მიმართ სიმპატიებს გამოხატავენ. სუფიები მუნიციპალურ დონეზე ძალიან აქტიურად იკავებენ პოზიციებს და თუ პირადად არა, მაინც ახორციელებენ ძლიერ გავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე, იმიტომ რომ ადმინისტრაციის მეთაურიც და პოლიციის უფროსიც ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას ფიქრობს ეს ხალხი, მუდმივად მიმართავენ მათ კონსულტაციისთვის. მაგრამ ხშირად ეს ხალხიც ხდებიან სოფლების გამგებლები და ა.შ. პოლიტიკური საქმიანობის ასეთი ფორმა საკმაოდ წარმატებულად ახდენს ადგილობრივი სუფიების ხელისუფლების ადგილობრივ სისტემაში ინტეგრირებას.
მაგალითი, როდესაც ისლამი მოდის საჯარო სივრცეში – ქალაქ მახაჩკალაში, საცხოვრებელ სახლზეა ციტატები ყურანიდან რუსულ ენაზე, რათა ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება ასეთი გზით ეზიაროს ისლამურ ღირებულებებს, ანუ ეს ასევე წარმოადგენს ისლამის პოლიტიკურ ან საერთოდაც, საჯარო სივრცეში შესვლის ნაწილს. კიდევ ერთი მაგალითი, ეს არის ელექტრო–საქონლის მაღაზიის რეკლამა ისლამური სიმბოლოების გამოყენებით, ანუ მათ საჯარო სივრცეში ძალიან აქტიურად იყენებენ, რადგანაც ისლამმა ხალხის ცნობიერებაში ძალიან მკაფიო ადგილი დაიკავა.
მაგრამ პოლიტიკაში სუფისტური მონაწილეობის გარდა, არის კიდევ ე.წ. სალაფიტური და ვაჰაბიტური პროექტები. ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩეჩნეთის ომებმა, იმიტომ რომ ჩეჩნეთი ჩრდილო–კავკასიელი მუსულმანების ცნობიერებაში პირველი მუსულმანური ტერიტორია გახდა. მიუხედავად ამისა, რომ პირველი ჩეჩნური პროექტი ხაზგასმულად საერო ხასიათს ატარებდა, ჩეჩნეთი მოიაზრებოდა, როგორც საუკეთესო ტერიტორია ჯიჰადისთვის. ამის შესახებ ამირ ჰატაბი და ბასაევი საუბრობდნენ. წარმოიქმნა კიდევაც განსაკუთრებული ისლამური ტერიტორია, მათ შორის ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთაც, დაღესტანში, ე.წ. კადარის ზონაში. იქ გამოცხადებულ იქნა შარიათული მმართველობა, ამირ ჯარულას მეთაურობით. მათ შექმნებს შარიათის სასამართლო და ეს ტერიტორია პრაქტიკულად გახდა რუსეთის მმართველობისგან დამოუკიდებელი. მაგრამ ამ პროექტმაც ვერ გაძლო, 1999 წლის სექტემბერში ამ ტერიტორიამ, სამხედრო ოპერაციიდან გამომდინარე, არსებობა შეწყვიტა. სხვა პროექტი – ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია, რომელიც იყო საერო, პრაქტიკულად არსებობის რამდენიმე წელიწადში საეროდან ისლამისტურად გარდაიქმნა. და საბოლოო შედეგად იქცა კავკასიის ემირატის დეკლარაციის გამოცხადება დოკუ უმაროვის მიერ 2007 წელს. თუ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია ეცადა გამხდარიყო სრულყოფილი სახელმწიფო – ტერიტორიით, მმართველობით, მინისტრებით და ა.შ. კავკასიის ემირატი ფაქტობრივად წარმოადგენს ტერორისტულ ქსელს, რომელიც როგორც სახელმწიფო ემირატის სახით არსებობს მხოლოდ ინტერნეტის ქსელში.
რეალურად ეს არის სხვადასხვა ტერორისტული უჯრედების ნამდვილი ქსელი, რომლებმაც ხშირ შემთხვევებში არც იციან ერთმანეთის შესახებ არაფერი, გარდა იმისა, რომ ისინი არსებობენ. ახლა რამდენიმე სიტყვა ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური ველის მოზაიკურობის შესახებ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ისლამზე ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ველი ძალიან ფრაგმენტირებულია და არ წარმოადგენს რაიმე ერთიანს. ვთქვათ, ტრადიციული ისლამი – პირველ რიგში, ჩვენ არ ვიცით, რა არის ტრადიციული ისლამი, რადგანაც ტრადიციული ისლამის ერთიანი ფორმა არ არსებობს. დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ეს არის სუფიზმი. სუფიზმი ესმით, როგორც ტრადიციული ისლამი, ხოლო სხვა ტერიტორიებზე არ არის სუფიზმი, იქ ძალიან რთულია გაიგო, რა არის ტრადიციული ისლამი.
არის ასეთი მცდარი აზრი, რომ ტრადიციული ისლამი არის ძალიან მშვიდობიანი. სინამდვილეში ეს ყოველთვის ასე არაა, იმის გამო, რომ სუფიები, რომლებიც მოჰყავთ მაგალითად და ამბობენ, რომ ისინი მშვიდობიანები არიან, დაღესტანში არის რამდენიმე სუფისტური ჯგუფი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ შეირაღებული ჯიჰადის ლეგიტიმურობას ცნობენ, ანუ ისინი ამბობენ – დიახ, უნდა ვაწარმოოთ შეიარაღებული ჯიჰადი, მაგრამ ახლა არც ძალაა და არც საშუალება, ამიტომ ჩვენ მას არ ვახორციელებთ, ჩვენ უბრალოდ გვექნება მინიმალური კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან, ვიცხოვრებთ იზოლირებულად, შემდგომში, ოდესმე გვექნება ძალები და განვახორციელებთ ამ შეიარაღებულ ჯიჰადს. ანუ მითი იმის შესახებ, რომ არსებობს ტრადიციული ისლამი და ის მშვიდობიანია, სინამდვილეში ამარტივებს სურათს და შეცდომაში შევყავართ. აუცილებელია ყოველთვის გავითვალისწინოთ, რომ ეს ძალიან რთულად განისაზღვრება, პირველ რიგში და მეორე რიგში ასეთი სახის კლასიფიკაციებს არ მივყავართ იქამდე, რომ, მაგალითად, მშვიდობიან ისლამს აღმოვაჩენთ. მშვიდობიანი ისლამი ამაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ რაღაც სხვაში.
ისლამურ მოზაიკაში წარმოდგენილია სალაფიტური ჯგუფები… აი, ჩვენ ვამბობთ სალაფიტები, სინამდვილეში ეს ძალიან რთული შემადგენელი ნაწილია. პირველ რიგში იქ არიან ე.წ. „ვაჰაბიტები“, რატომ ეგრეთ წოდებული? იმიტომ რომ რეგიონში ნამდვილი ვაჰაბიტები არ არიან. ნამდვილი ვაჰაბიტები უნდა იყვნენ ჰანბალიტური გაგების, მაგრამ ასეთები არ არიან, ანუ ეს არ არიან ვაჰაბიტები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. არის ე.წ. ახალი მუსულმანების ახალგაზრდული ჯამაათები, არიან დაღესტანის სალაფიტები, რომლებიც სრულიად ცალკე არიან, არიან მადჰალიტი სალაფიტები, არიან სალაფიტები, რომლებსაც ჰიჯრის განხორციელება უნდათ და ამიტომ ჰყავთ თავიანთი შეიხები მაგალითად ვაზირისტანში ან კიდევ სადმე, ანუ ეს მოედანი ძალიან ჭრელია, მოძრავია და თავად სალაფიტებს შორის ხდება ძალიან სერიოზული და მძიმე დისკუსიები. დავუშვათ, რომელიმე მათგანი ამბობს: „უნდა განვახირციელოთ ჰიჯრა, უნდა გადავსახლდეთ“ და მათ შორის არიან რეალურად გადასახლებულები ეგვიპტეში, თურქეთში და ა.შ. არიან სხვები, რომლებიც ამბობენ: „არა, ჩვენ არ გვაქვს უფლება, სადმე გადავსახლდეთ და ომიც საჭირო არაა“. არიან ისინი, ვინც ამბობს: „უნდა წავიდეთ ტყეში“ და მთელი ეს მოედანი ძალიან ძლიერ დუღს და ეს დისკუსიებიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სალაფიტებზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევცდეთ და არ უნდა ვთქვათ, აი, არიან ვიღაც სალაფიტები, როგორც რაღაც ერთიანი. აბსოლუტურად არა. ეს ხშირ შემთხვევაში ადამიანების ჯგუფებია, რომლებსაც გააჩნიათ სრულებით სხვადასხვა ინტერესები და სრულებით სხვადასხვა გაგება იმისა, თუ საით უნდა წავიდნენ.
აი, ამ ისლამურ მოზაიკაში არის, მაგალითად, ნურჯულარი. რუსეთის სახელმწიფო მათ საერთოდ თურქეთის აგენტებად თვლის. თუმცა ეს ხალხი, ალბათ, ყველაზე მშვიდობიანია მუსულმანურ ჯგუფებს შორის, რადგანაც ძირითადად საიდ ნურსის ნაშრომების კითხვითაა დაკავებული. მაგრამ თურქული ენა იციან ძალიან კარგად, რადგანაც ნაშრომებს ორიგინალში კითხულობენ. ჰიზბ უტ–ტაჰრირი, რომელიც გაჩნდა ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან გვიან, დაახლოებით 2000–ანი წლების შუაგულში და ისინი ახლა ძალიან აქტიურად უწევენ კონკურენციას სალაფიტებს. ე.წ. “კრაჩკოველები“, ეს არის სექტა ყურანიტების ჯგუფიდან, რომლებიც თვლიან, რომ ყურანი უნდა იკითხებოდეს მშობლიურ ენაზე. აი ასეთი ძალიან რთული მოზაიკაა. ისლამი ჩრდილოეთ კავკასიაში არ წარმოადგენს რაიმე ერთიანს, რაიმე მარტივს, ისეთ რაღაცას, რასთანაც მშვიდად შეიძლება იქონიო საქმე. გვიწევს საქმის დაჭერა საერთოდ განსხვავებულ ჯგუფებთან, რომლებსაც აბსოლუტურად სხვადასხვა ინტერესები აქვთ. ამიტომ სახელმწიფოს სინამდვილეში ძალიან რთული ამოცანა აკისრია.
ძველი რიტორიკა, როდესაც ისლამს ტრადიციულად და არატრადიციულად ჰყოფდნენ, დღეს უკვე არის იმის შეგრძნება, რომ სახელმწიფო ამის დავიწყებას ცდილობს. საფუძველი ჩაეყარა სუფისტებისა და სალაფიტების დიალოგს. მართალია, სალაფიტების რიცხვიდან მხოლოდ ერთი ჯგუფი შეირჩა და სუფიებსაც ასევე ერთი ჯგუფი წარმოადგენს, მაგრამ თუნდაც ასე იყოს. და დღეს დიალოგის მიმართ სწრაფვა ამ ორ ჯგუფს შორის ძალიან სერიოზულია. სახელმწიფოც ცდილობს, მხარი დაუჭიროს ისლამურ განათლებას იმისთვის, რომ სისტემა, რომელიც ყალიბდება ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ტერიტორიებზე, სახელმწიფოს მიმართ ლოიალური იყოს. ძალიან საინტერესო საკითხია, კიდევ რა არის ისლამის გარდა და რა უშლის ხელს, რა შედის ღრმად ამ ისლამურ მოზაიკაში. პირველ რიგში ნაციონალიზმი და ნიკოლაიმ თავის ანგარიშში ახსენა ჰაბზიზმი, ჩერქეზული ხალხური გამოგონილი რელიგია. გარდა ამისა, არის ძალიან წარმატებული ქრისტიანიზაციის პროექტი დაღესტანში, იმიტომ რომ „ორმოცდაათიანელებმა“ იქ მიაღწიეს მართლაც სერიოზულ წარმატებას, დაახლოებით სამი ათასი გაქრისტიანებული დაღესტნელი მუსულმანია, ანუ ისინი მუშაობენ მუსულმანებს შორის, მართალია ძალიან დიდი დანაკარგების ფასად, იმიტომ რომ მგონი 2010 წელს მოკლეს მათი ლიდერი, მაგრამ ამის მიუხედავად, ისლამის გარდა სხვა იდეოლოგიუებიც არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ წარმატებული.
კითხვა: თქვენ საუბრობდით ჯგუფებზე, რომლებიც თვლიან, რომ ჯიჰადი უნდა განხორციელდეს. რით ხსნიან ისინი ჯიჰადის აუცილებლობას? რაშია მიზეზი? ეს ბუნებრივი პროცესი იყო თუ ამ პროცესს ხელი შეუწყვეს?
ახმეტ იარლიკაპოვი: პირველ რიგში, ჯიჰადის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, ისინი ეფუძნებიან მე–19 საუკუნის არგუმენტებს, ანუ შამილის დროინდელს და იმ დროიდან თვლიდან, რომ რუსეთის სახელმწიფოს არსი არ შეცვლილა და ამიტომ მუსულმანებს აუცილებლად სჭირდებათ შეიარაღებული ჯიჰადი, რათა გაათავისუფლონ ისლამის ტერიტორია. დაღესტანი ესმით, როგორც ისლამის სამყოფელი, რომელიც არ უნდა იყოს მართული არამუსულმანი მმართველების მიერ. შესაბამისად, ჯიჰადი ლეგიტიმურად მიიჩნევა ამ სუფისტური ჯგუფების მიერ. ისინი უმცირესობაში არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასეთებიც არსებობენ. დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში 80–იანი წლების აღორძინებასთან დაკავშირებით, ეს იყო ქვემოდან წამოსული ისლამის აღორძინების მოძრაობა და, ფაქტიურად, ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასიაში არ იყვნენ გარე მონაწილეები, რომლებსაც შეეძლოთ გავლენა ჰქონოდათ აღორძინების პროცესებზე. ანუ იქ ეს პროცესები შიდა რესურსებზე, დამოუკიდებლად ხდებოდა. ჩრდილო–დასავლეთ კავკასია: იქ ძალიან რთულია ილაპარაკო დამოუკიდებლობაზე, იქ მართლაც უფრო აქტიურები იყვნენ გარე მონაწილეები. და ეს გარე მონაწილეები იყვნენ როგორც საერთოდ საზღვარგარეთიდან, აი მე ვსაუბრობდი თურქებზე, ასევეა დაღესტნის, ჩეჩნეთის შიგნით ჩადიოდნენ მქადაგებლები და აქტიურად იღებდნენ ამაში მონაწილეობას. და შიდა მქადაგებლებიც, მე ვგულისხმობ საბჭოთა კავშირს, ანუ იქ ჩადიოდნენ მქადაგებლები, მათ შორის სხვა მუსულმანური რესპუბლიკებიდანაც, ტაჯიკეთიდან და ა.შ.
ნანა დევდარიანი: ასეთი კითხვა მაქვს: რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია ცნობს პარტიებს ნაციონალური ან რელიგიური ნიშნით? ჩვენთან, მაგალითად, ასეთი რამ ვერ იქნება, გარდა იმისა, რომ რეგიონალური პარტია არ შეიძლება იყოს, ასევე, მაგალითად, ისლამური პარტიაც.
ნიკოლაი სილაევი: კონსტიტუცია არ აკონკრეტებს ამ საკითხს, მაგრამ არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2000–იანი წლების დასაწყისში და იგი კრძალავს რეგიონალურ და ეთნიკურ კლასიფიკაციებს…
ახმეტ იარლიკაპოვი: კანონები კრძალავს, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური პარტიები არ არის არა ამიტომ, ანუ კანონი თუ კრძალავს, ისინი მაინც იქნებოდნენ, თუ ხალხს ეს პარტიები დასჭირდებოდა. უბრალოდ, ხალხს აქტივობის ასეთი ფორმა არ ესმის. მათ არ ესმით, რისთვისაა საჭირო პარტია, ამიტომაც ისინი არ არსებობენ.
კითხვა: როგორი დამოკიდებულებაა იქ ქრისტიანებთან?
ახმეტ იარლიკაპოვი: დამოკიდებულება ქრისტიანებთან სინამდვილეში სხვადასხვაა, ძირითადად ტოლერანტული დამოკიდებულებაა. ძალიან კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა დაღესტანში და ისიც მხოლოდ პროტესტანტებთან იმის გამო, რომ ისინი ძალიან აქტიურ მქადაგებლობას ეწევიან. ეს პროზელიტიზმი მართლაც ძალიან აქტიურია, იმიტომ რომ ქრისტიანული ტექსტები, ძირითადად ბიბლია დაღესტანის ენებზე ითარგმნება. ძალიან კარგი თარგმანებია და ძალიან კარგი ტაქტიკა აქვთ მათ მოსახლეობის ევანგელიზაციასთან დაკავშირებით. ამიტომ ზუსტად პროტესტანტიზმი იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას, თუმცა მათი საქმიანობის დასაწყისში ასეთი ღია სერიოზული გაუცხოება არ ხდებოდა.
კითხვა: და როგორ წარმოაჩენს თავს რუსული მართლმადიდებელი ეკლესია?
ახმეტ იარლიკაპოვი: ვერ გეტყვით ვერაფერს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის რაიმე განსაზღვრული ოფიციალური პოზიციების შესახებ, მაგრამ საქმიანობაშ არის საინტერესო მომენტი. მაგალითად, სოფლების, დასახლებული პუნქტების შესასვლელებში ჯვრების აქტიური აღმართვა. ეს იწვევს პროტესტს მუსულმანების მხრიდან სტავროპოლის მხარეშიც, ჩერქეზეთშიც, ვერაფერს ვიტყვის ყაბარდო–ბალყარეთის შესახებ.
კითხვა: და მეჩეთების შენებას ხელს უშლიან?
ახმეტ იარლიკაპოვი: დიახ, არის წინააღმდეგობა მეჩეთების აშენებისას, მაგრამ ეს ხდება რეგიონებში, სტრავროპოლის ოლქში და ა.შ. ამის გამო, სხვათა შორის, პრობლემებია კრასნოდარის მხარეშიც. დიდი პრობლემები აქვს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ისინი არ აძლევენ მეჩეთების აშენების უფლებას არავის შაპსუღური სოფლების გარდა. ათასობით მუსულმანია კრასნოდარის მხარეში. ეს ხალხი მიდის ადიღეს სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში პარასკევის ლოცვაზე და საბოლოო ჯამში ადიღეში სიტუაცია საკმაოდ იძაბება… კრასნოდარელი მორწმუნეები ძალიან განსახვავებულები არიან, უბრალოდ ეთნიკურად იქ არიან დაღესტანელებიც, ჩეჩნებიც, ავღანელებიც და ვინ აღარ არის. კრასნოდარში რომ ყოფილიყო მეჩეთები, ისინი იქ დარჩებოდნენ, მაგრამ იძულებული არიან, გაემგზავრონ ადიღეში და თავად ადიღეს თემშიც სიტუაცია ძალიან ძლიერადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი გავლენა მოდის ამ ხალხთან ერთად. ანუ ეს პარასკევის მიგრაცია ადიღეში დამატებით დაძაბულობას ქმნის.
კითხვა: როგორია რელიგიური მიმართულებების ბოლო ტენდენცია შეიარაღებულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, უპირატესად რომელი ჯგუფი ემხრობა შეიარაღებულ შეტევას, არა მომავალში, არამედ აწმყოში. რომელი ორგანიზაცია უჭერს მეტად მხარს?
ახმეტ იარლიკაპოვი: ფაქტიურად მუსულმანთა დღეს მებრძოლი ჯგუფები თავისი თავის კავკასიის ემირატთან ასოცირებას ახდენენ…
კითხვა: მე თეოლოგიური მიმართულების შესახებ ვიკითხე…
ახმეტ იარლიკაპოვი: თეოლოგიური მიმართულება ძალიან რთული განსასაზღვრელია, იმიტომ რომ არიან იგივე სუფიები, რომლებიც ამბობენ, რომ ბრძოლა შეიძლება, არიან სალაფიტები, მაგრამ სალაფიტები სრულიად… მათი თეოლოგია ერთობ მარტივია, ანუ დღეს ისინი ფაქტიურად სუსტად ძალიან სუსტად შედიან თეოლოგიაში. აი, იასინ რასულოვი არის ასეთი იდეოლოგი, უკვე ცოცხალი აღარაა, იგი გაანადგურეს. ის ამბობდა, რომ დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში შეიარაღებულ ჯიჰადს გააჩნია თანმიმდევრული ბუნება, ანუ იგი არ დამთავრებულა, მისი ძირითადი იდეა და ბევრის იდეა, რომ შეიარაღებული ჯიჰადი რუსეთის წინააღმდეგა არც დამთავრებულა, იგი დაიწყო მე–19 საუკუნეში და დღეს ზუსტად იგივე ჯიჰადი გრძელდება. ესაა ძირითადი აზრი, ძირითადი იდეა.
კითხვა: თქვენ გვაჩვენეთ კავკასიის დაყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებზე, მე აღარ ჩავუღრმავდები თუ რას ნიშნავს ეს, რით გვემუქრება ეს ჩვენ, ჩრდილოეთ კავკასიასაც და რუსეთსაც?
ახმეტ იარლიკაპოვი: დიდი მადლობა კითხვისთვის, უბრალოდ თვლიან, რომ ჩრდილო–დასალეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასია სულ უფრო დაშორდება ერთმანეთს იმ კუთხით, რომ ჩრდილო–დასავლეთ კავკასია, მაინც უპირატესად საერო იქნება და ამით იქონიებს ნაკლებად ღრმა ხასიათს, ვიდრე ჩრდილო–აღმოსავლეთი ანუ ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი. და მეტიც, ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი, ბევრი სპეციალისტი საუბრობს ამის შესახებ, სულ უფრო მეტად განიცდიან ცივილიზაციურ დრეიფს, ანუ კულტურულად სულ უფრო, ასე ვთქვათ, ახლო–აღმოსავლურები ხდებიან… დავუშვათ, ჩრდილო–დასავლეთ კავკასია, იგი მაინც უფრო საეროა, ევროპული ცნებები და ისლამი უფრო ეროვნული ცნობიერების ნაწილია, მაგრამ არც იმდენად მნიშვნელოვანი. დაღესტნელისთვის ისლამი კულტურის ნაწილია, ხშირად – იდენტურობის უპირატესი ნაწილი.
კითხვა: ისლამი ჩრდილოეთ კავკასიაში მოზაიკური ხდება? როგორ შევუთავსოთ ეს ბოლო დასკვნას?
ახმეტ იარლიკაპოვი: დიახ, მაგრამ მხედველობაშია ისლამი მთლიანობაში. დიახ, იგი ხდება სულ უფრო მოზაიკური.
კითხვა: რამდენად ძლიერია ემირატი?
ახმეტ იარლიკაპოვი: დიდი მადლობა შეკითხვისთვის, კავკასიის ემირატი სინამდვილეში წარმოადგენს ერთადერთ ძალას, რომელსაც ახლა ძალუძს რუსულ ძალას შეეწინააღმდეგოს, მაგრამ იგი წინააღმდეგობას უწევს იმის წყალობით, რომ იგი გარდაიქმნა ძალიან კონსპირირებულ ქსელად, უჯრედებს შორის სუსტი პირდაპირი კავშრებით. ასეთი ქსელის „გარღვევა“ ძალიან რთულია. ამიტომ რუსეთის ხელისუფლებას ძალიან უჭირს ამ ყველაფერთან გამკლავება, მაგრამ ამასთან ერთად მოსახლეობაში ემირატს მასობრივი მხარდაჭერა არ აქვს. ანუ თუ იქნებოდა მასობრივი მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, რა თქმა უნდა, კავკასიის ემირატი არ იქნეობდა ვირტუალური, ანუ რაღაც ტერიტორიული შემადგენელი თავად ემირატს ექნებოდა. მაგრამ დღეს ეს ასეა იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ეს მართლაც ერთადერთი მოწინააღმდეგე ძალაა, მაგრამ მეორეს მხრივ, მას მასობრივი მხარდაჭერა არ აქვს.
კითხვა: და რა მოხდება თუ ემირატი მათ შეკრებს?
ახმეტ იარლიკაპოვი: ემირატი? ემირატი ვერ შეძლება მთელი ამ მოზაიკის სრულად შეკრებას და ზუსტად ამაშია მთელი არსი, რომ ისლამი ჩრდილოეთ კავკასიაში ერთიანი პოლიტიკური ძალა არასოდეს იქნება, იმიტომ რომ ეს მოზაიკაა…
კითხვა: და როგორი ურთიერთობებია თურქეთთან?
ახმეტ იარლიკაპოვი: სინამდვილეში თურქეთთან პირდაპირი კავშირი დაღესტნის მუსულმანებს პრაქტიკულად არ აქვთ.
კითხვა: მაგრამ მათ ხომ აფინანსებენ…
ახმეტ იარლიკაპოვი: თუ ავიღებთ კავკასიის ემირატს, მაშინ დღეს იგი ფაქტიურად თვითდაფინანსებაზეა გადასული, ანუ ისინი შემოწირულობებს აგროვებენ… აი, ერთ–ერთი მომენტი: ისინი აგროვებენ ე.წ. ზაქათს. ზაქათი არის რელიგიური გადასახადი, რომელიც ყველა მუსულმანმა ვალდებულია, გადაიხადოს. მაგრამ როგორ აგროვებენ ისინი მას? ისინი ბიზნესმენებს ემუქრებიან და სძალავენ ფულს, მხოლოდ ასე… რეალური თურქული გავლენა თითქმის არ არის. ეს გავლენა იყო 90–იან წლების დასაწყისში და სწრაფადვე იქნა აღკვეთილი რუსეთის ხელისუფლების მიერ, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლება ამაში საფრთხეს ხედავდა და მას შემდეგ თურქული რეალური გავლენა, მითუმეტეს თეოლოგიური, პრაქტიკულად არ არის, ძალიან პატარა დაჯგუფების, ნურჯულარის გარდა. ისინი ძალიან მცირენი არიან, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ანუ უმნიშვნელოდ მცირე ჯგუფია.
კითხვა: ე.ი. ისინი პროვოცირებას უწევენ თავიანთ თეოლოგიურ ცენტრებსა და ორიენტაციებს ახლო–აღმოსავლური მიმართულებით?
ახმეტ იარლიკაპოვი: მე მხედველობაში მაქვს, რომ კულტურული თვალსაზრისით, ეს სწორედ ცივილიზაციურია, ანუ ხალხი სულ უფრო მეტად გრძნობს თავს კომფორტულად ამ გარემოში, ვიდრე მთლიანად რუსეთის გარემოში.
კითხვა: კიდევ ერთი შეკითხვა, თუ თავი არ მოგაბეზრეთ, აღგვიწერეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის მუსულმანთა ურთიერთობები.
ახმეტ იარლიკაპოვი: სუნიტურ–შიიტური ურთიერთობები ჩრდილოეთ კავკასიაში ახლა საკმაოდ დაძაბულია, ხოლო აზერბაიჯანულ საერო პროექტთან ურთიერთობა სუნიტებს ასევე ძალიან სკეპტიკური აქვთ, იმიტომ რომ იმ სახით, როგორითაც აზერბაიჯანი არსებობს ახლა, ეს ის არ არის, რაც უნდოდათ…
კითხვა: მაგრამ უბრალო მუსულმანებს აზერბაიჯანი მოსწონთ?
ახმეტ იარლიკაპოვი: პრინციპში მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ. ანუ პრეტენზიები თუ არის, ძირითადად აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან, აზერბაიჯანთან, როგორც სახელმწიფოსთან, მაგრამ არა ჩვეულებრივ ხალხთან.
კითხვა: და სად იღებენ განათლებას მუსულმანები? საზღვარგარეთ?
ახმეტ იარლიკაპოვი: გააჩნია რეგიონს. დავუშვათ, თუ ავიღებთ დაღესტანს, დაღესტანში დღეს 13 ისლამური უმაღლესი სასწავლებელი და ასზე მეტი მედრესე, ბევრი მექტები არსებობს. ამიტომ მუსულმანი მოღვაწეების ძირითადმა მასამ ადგილობრივი განათლება მიიღო. არის ადამიანების ძალიან პატარა ჯგუფი, რომლებმაც მიიღეს განათლება თურქეთში, სირიაში, საუდის არაბეთში, ქუვეიტში, ყატარში. სირია ძალიან პოპულარული იყო, იმიტომ რომ სირიაშიც შაფიიტები არიან. დაღესტანი შაფიიტური რეგიონია და სირიაც შაფიიტური რეგიონია. და ჩეჩნეთშიც იგივეა, იგივე სიტუაციაა, მაგრამ ისინი ვერ მიუთითებენ ვერავის. ისინი არ წარმოადგენენ მთავარ მოქმედ გმირებს, ანუ ტონის მიმცემები, თუ როგორი უნდა იყოს დაღესტნის განათლების სისტემა, ის ხალხია, ვინც ტრადიციული სუფისტური განათლება მიიღო.
კითხვა: ბოლო დროს ჩეჩნეთში ძალიან დიდ ძალისხმევაა საზოგადოების ისლამიზაციისთვის. როგორ ფიქრობთ ჩეჩნეთს რუსეთის პირობებში ასეთი პერსპექტივა აქვს?
ახმეტ იარლიკაპოვი: საქმე პერსპექტივებში არაა, საქმე იმაშია, რომ თქვენ სრულიად სწორად თქვით, კადიროვი ჩეჩეთის ისლამიზაციას ეწევა. აბსოლუტურად მშვიდად და მართლაც გეგმაზომიერად. ამიტომ აქ საქმე არა საფრთხეებშია, არამედ იმაში, რომ ეს რეალურად კეთდება. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩეჩნეთში არ იქნება განცალკევებული ავტობუსები და განცალკევებული განათლება, იმიტომ რომ მას სჭირდება გარკვეული ფორმალობების დაცვა. მაგრამ მიუხედავად ამისა, თავად ისლამიზაცია ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს და მათ შორის, მაგალითად, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ხალხური მედიცინა. ანუ მან ფაქტობრივად გაანადგურა ამგვარი საქმიანობა. მას ახლა გროზნოში აქვს ისლამური სამკურნალო ცენტრი, რომელშიც ყველა ამ მკურნალმა ისლამის თანახმად, ყურანით უნდა უმკურნალონ ხალხს, სხვა რამემ არ უნდა იარსებოს. ანუ ეს ისლამიზაცია, მათ შორი,ს მისი პირადი გავლენის გაძლიერების კალაპოტში მიმდინარეობს.
კითხვა: სკოლებში ასწავლიან ყურანს?
ახმედ იარლიკაპოვი: ახლა სკოლებში არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, მედვედევის წყალობით, რელიგიური კულტურისა და საერო ეთიკის საფუძვლები შემოვიტანეთ. შესაბამისად, ჩეჩნეთის სკოლების პრაქტიკულად 100%–ში შემოტანილია ისლამის შესწავლა და იქ არის საშუალება ყურანის შესწავლისაც და რისაც გაგიხარდებათ. იმიტომ რომ სერიოზული კონტროლი იმაზე, თუ როგორ გადმოიცემა ეს ყველაფერი, პრაქტიკულად არ არის.
ვასო კაპანაძე: მოზაიკურობა, საზოგადოების გახლეჩა შემთხვევით არ ხდება და დავუშვათ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ ლტოლვაც და ის პროცესებიც, რომლებიც იქ ხდება, შემთხვევითი არ არის. მე ვფიქრობ, ჩრდილოეთ კავკასია რუსეთისთვის აქილევსის ქუსლია და მე მგონია, რომ თავად ეროვნული პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ, თავად ტერმინი „კავკასიური ეროვნების პირებიც“ კი ჩრდილო–კავკასიელი ხალხის აღქმაა, როგორც მეორეხარისხოვნების, ეს ინტეგრაციას არ უწყობს ხელს. მე მახსოვს 90–იან წლებში, არის ასეთი პოლიტოლოგი პოზდნიაკოვი, მას ჰქონდა ეროვნული ინტერესის ცნება და ამ ტერმინის აღქმაც კი არ შეესაბამებოდა სახელმწიფო ინტერესს, რაც ხელს უწყობს დეზინტეგრაციას.
ახმეტ იარლიკაპოვი: დიდი მადლობა შეკითვისთვის. უდავოდ, ეს ყველაფერი ისწავლება გარკვეული გლობალური პროცესების ფონზე, თავად მუსულმანური მსოფლიო რუკა, თავად მუსულმანური ველი გლობალურია, იგი ძალიან მკვეთრად იცვლება და ასევე მოზაიკური ხდება. თავად საუდის არაბეთშიც კი, სადაც ყველაფერი ძალიან მკაცრად კონტროლდება, არის გამყოფი ხაზი ვაჰაბიტურ მქადაგებლებს შორის და საზღვრები მათ შორის სულ უფრო ხილვადი ხდება. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩრდილოეთ კავკასიაზე ისახება. ჩრდილოეთ კავკასიის ინტეგრაციასთან, როგორც რუსეთის აქილევსის ქუსლთან დაკავშირებით, მე ვთვლი, რომ ჩრდილოეთ კავკასია პირიქით, რეგიონია, რომელიც რუსეთს პრაქტიკულად საჩუქრად ერგო ალბათ, იმიტომ რომ აქ მართლაც სერიოზული გამოწვევებია რუსული სახელმწიფოებრიობისთვისაც, იდენტურობისთვის და ა.შ. მაგრამ ამავე დროს მე მგონია, რომ ჩრდილოეთ კავკასია იდეალური ველია იმისთვის, რომ ჩრდილო–კავკასიაშივე შემუშავდეს პროექტები, მათ შორის სრულიად რუსეთის პოლიტიკური ერის და ა.შ. სხვა საქმეა, როდესაც მართლაც ბევრი შეცდომაა ეროვნულ პოლიტიკაშიც, სახელმწიფო რიტორიკაშიც, მაგრამ მე ვთვლი, რომ ჩრდილოეთ კავკასია, პირიქით, თუ ყველაზე ცუდი სცენარის განვითარდა და რუსეთის ფედერაცია დაიშლება, ჩრდილოეთ კავკასია იქნება ბოლო რეგიონი, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან გავა.
კითხვა: გაქვთ თუ არა მონაცემები, თუ რამდენი სამხედრო ჩეჩენია სირიელ მეამბოხეთა შორის ან ჩრდილოკავკასიელი ავღანეთში, განსაკუთრებით რომელი რეგიონებიდან არიან და როგორ გგონიათ, არსებობს თუ არა სახელმწიფო პრაქტიკა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ამ საფრთხეებს ებრძვის?
ახმეტ იარლიკაპოვი: ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ათასობით არ არიან. საქმე იმაშია, რომ სირიის ტერიტორიაზე დავუშვათ ჩრდილოკავკასიელები ხანდახან დამოუკიდებლადაც იბრძვიან, ანუ ისინი თავიანთ დამოუკიდებელ რაზმებს და ანკლავებს ქმნიან, თავისუფალი შარიათული ტერიტორიის მსგავსად, როგორც მაგალითად, კადარში იყო. ისინი ამგვარ ანკლავებს ქმნიან სირიაში, ქმნიან თავიანთ რაზმებს და იბრძვიან. ციფრების დასახელება მე, სამწუხაროდ არ შემიძლია. არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობის მცდელობები, პირველ რიგში, იქ წასვლისთვის ხელშეშლა და მეორე, ბოევიკების იქიდან დაბრუნების სტიმულირება. მაგრამ მე მგონია, რომ პრაქტიკულად ის, რაც ახლა კეთდება, მაგალითად, დაღესტანში, ძალიან არაეფექტურია, იქ საბრძოლველად წასული ხალხის მშობლებთან ცდილობენ მუშაობას, მაგრამ მუშაობენ მუქარის გზით, ანუ ეს საუკეთესო გზა არაა. რა თქმა უნდა, საჭიროა სხვა ხერხები, სრულიად სხვა, მაგრამ ჯერჯერობით ასეა… დიახ, არის მცდელობები ამისთვის წინააღმდეგობის გაწევისა, არის მცდელობები ხალხის დაბრუნებისა, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან არაეფექტური, მე ვიტყოდი, სრულიად არაეფექტური.
კითხვა: გარკვეულ საფრთხედ იქცევა ეს თუ არა?
ახმეტ იარლიკაპოვი: რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოსთვის საფრთხეა. ეს ხალხი იბრძვის, ეს ხალხი იქ რელიგიურად მოტივირებული ომის წარმოების პრაქტიკას იძენს.
კითხვა: ეს ემისარები, სხვადასხვა ხალხი, რომელიც იქ იბრძვის – ბრუნდება. ისინი რუსეთის შიგნით სიტუაციაზე გავლენას არ ახდენენ?
ახმეტ იარლიკაპოვი: ემისარებსა და პირდაპირ გარე გავლენას რუსული ხელისუფლება ჩრდილოეთ კავკასიაში უკვე გაუმკლავდა, საზღვარგარეთული დაფინანსება უკვე თითქმის აღარ არის. უცხოელი მქადაგებლები ფაქტიურად თავად რეგიონში ვეღარ ხვდებიან, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ არსებობს „ელექტრონული“ მუფტიების ფენომენი, როდესაც ყველა უთოდან შეიძლება ინტერნეტში შესვლა და სასურველი რამის წაკითვა, ანუ ყველა ეს ავტორიტეტები, რომლებიც ჯიჰადის და სხვა ამგვარის შესახებ წერენ, დღეს ყველა ტელეფონის საშუალებით არიან ხელმისაწვდომი.

Comments are closed