ჩვენი დროის გმირი, ანუ აღზევდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების შემდეგ
საქართველოს ექს–პრეზიდენტის და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, აგრეთვე საქართველოს და უკრაინის ყოფილი მოქალაქის, ამჟამად კი საერთოდ მოქალაქეობის არმქონე პირის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ უკრაინაში ა.წ. 10 სექტემბერს, მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო. აჟიოტაჟმა სულ რამდენიმე დღეს გასტანა, გამოითქვა მრავალი მოსაზრება და, როგორც ყოველთვის, კონსპიროლოგიური თეორიების მიმდევრებმა რამდენიმე ვერსია წარმოადგინეს. ისინი, ვისაც არ აწყობს სააკაშვილის ყოფნა [...]