ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოდიოდა ,,სარტყელისა და გზის’’ ინიციატივით და რომ ამაში მოიაზრებოდა ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თანამშრომლობის გაფართოება. ინიციატივა ითვალისწინებდა რეგიონალური ურთიერთკავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას და ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებას ყველა ქვეყანაში, რომლებშიც კი გაივლიდა ,,გზა’’. ინიციატივას სტრატეგიული კომპონენტიც ახლდა: სი ძინპინმა [...]
ჩინეთი საქართველოს მზარდი და საიმედო სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მის წილად მოდის საქართველოს მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტი და იმპორტის მთლიანი მოცულობის 7 პროცენტზე მეტი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ეს უდიდესი დემოგრაფიული და უკვე თითქმის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანა საქართველოს ექსპორტში უფრო სოლიდურადაა წარმოდგენილი, ვიდრე იმპორტში, ზოგადად ქართული სახელმწიფოს ექსპორტ-იმპორტის მნიშვნელოვანი დისბალანსის გამო (საქართველოს ყოველ ერთ [...]
რამდენიმე ხნის წინ თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომელიც შეიძლება ითქვას, უკვე ჩატარებული კვლევის განხილვას ეძღვნებოდა. აღნიშნული კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად, სტოკჰოლმში ცნობილი ანალიტიკური ცენტრის `სიპრის~ მკვლევარებმა ჩაატარეს და კვლევის საგანი გახლდათ ჩინეთის ახალი ინიციატივის შესაძლო გავლენა სამხრეთ და ცენტრალურ აზიასა და ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე. თუმცა, კვლევაში არ იყო ნახსენები სამხრეთ-კავკასია, შესაბამისად, სწორედ ამ სიცარიელის შესავსებად გაიმართა [...]