ყოფილი სახალხო დამცველის, ნანა დევდარიანის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებისთვის ფილმს ამზადებს, რომელიც ე.წ. „ცოცხების კადრებს“ ეხება: „ნაციონალებს“ კინოსტუდიები და სამონტაჟოები აქვთ გახსნილი. ახლა, ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას გეტყვით: ადგილობრივი არჩევნებისთვის ამზადებენ ფილმს, თითქოს დადგმული იყო ცოცხის კადრები, ამათ ცოცხზე აქვთ გართულება. იმას ვერ უარყოფენ, რომ კარანტინში პატიმრებს აწამებდნენ, ამიტომ ცდილობენ გააბათილონ ის ამაზრზენი „ცოცხის კადრები“. იმდენად [...]
„გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „რუსთავი 2″-ის მიერ ჩანაწერების გავრცელებას ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებს. მისი განცხადებით, „რუსთავი 2″ ჩვეული სტილით ცდილობს არჩევნების წინ არეულობის შექმნას. „ბედის ირონიით, ყველაზე მეტად, ახლა ის პიროვნება (ნიკა გვარამია) ხმაურობს, რომელიც ამ ჩანაწერებს თავად იყენებდა, ამის საფუძველზე საქმეები ითითხნებოდა და ადამიანები ისჯებოდნენ. სულ არ გამიკვირდება რომ თავად მათი დამონტაჟებული იყოს [...]
გაზეთ „ახალ თაობასთან” ინტერვიუში „გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი აცხადებს, რომ ოპოზიციას, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, საკმაოდ კარგი შანსები აქვს. „მართალია, მთლიანად არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება არ მოხერხდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არის ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია, ქალაქის მერობის კანდიდატი ძალიან სერიოზული შანსების მქონეა, დიმიტრი ლოთქიფანიძე და სხვა რაიონებშიც საკმაოდ ავტორიტეტული და სოლიდური ხალხია წარმოდგენილი. [...]
არასამთავრობო ორგანიზაცია «გლობალური კვლევების ცენტრმა» 26 აპრილს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით მორიგი სემინარი გამართა. შეხვედრაზე მოწვეულმა ეკონომიკის ექსპერტებმა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მოსალოდნელი საფრთხების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს მთავრობისთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას საქართველო ივნისში გააფორმებს, მაგრამ «გლობალური კვლევების ცენტრის» ხელმძღვანელის _ ნანა დევდარიანის განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ [...]