globalresearch.ge

Archive for the Category ‘ჩვენი კვლევები’

ქართული ლარის გაუფასურების პროტაგონისტის ძიებაში…

ქართული ლარის გაუფასურების პროტაგონისტის ძიებაში…

საქართველოზე მსოფლიო ეკონომიკის მხოლოდ 0.03 პროცენტი და მსოფლიო მოსახლეობის – 0.06 პროცენტი მოდის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში დაახლოებით ორჯერ ნაკლები მთლიანი შიგა პროდუქტი (მშპ) იწარმოება, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. საქართველოს ეკონომიკური ზრდის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტემპებით კი (2012-2014 წწ. – 4.6%) ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის უღარიბესი სახელმწიფოს – ბულგარეთის დონეს მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული [...]

იოსებ არჩვაძე: ორი ალიანსის ეკონომიკური (უ)ტოლობა (BRICS vs. G7)

იოსებ არჩვაძე: ორი ალიანსის ეკონომიკური (უ)ტოლობა (BRICS vs. G7)

ბოლო პერიოდში მსოფლიოში სულ უფრო იკვეთება გლობალური კონფრონტაციის ნიშნები არა მარტო რუსეთსა, ერთი მხრივ, და  აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის, მეორე მხრივ, არამედ ზოგადად ეკონომიკურად და ფინანსურად ყველაზე განვითარებულ ქვეყანათა ჯგუფსა და ტერიტორიითა და მოსახლეობით იმ დიდ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც მზარდი ეკონომიკური პოტენციალი და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ამბიციები გააჩნიათ. ამ დაინტერესებაში თავის სარგებლის მიღებას მისი [...]

იოსებ არჩვაძე: რამდენ ოჯახს ეყოფა საახალწლოდ ინდაურის საცივით გალიპლიპებული „ოლიმპიური აუზი?“ (არავირტუალური საახალწლო სტატისტიკა)

იოსებ არჩვაძე: რამდენ ოჯახს ეყოფა საახალწლოდ  ინდაურის საცივით  გალიპლიპებული „ოლიმპიური აუზი?“ (არავირტუალური საახალწლო სტატისტიკა)

ამ რამდენიმე დღის წინ ერთერთი ქართული ტელეარხის წამყვანი დამიკავშირდა და მთხოვა, მისთვის პასუხი გამეცა კითხვაზე, ოღონდ გამაფრთხილა: კითხვა ცოტა უცნაური და სახალისო დატვირთვის არის და არ გაგიკვირდეთო. მეც დავაიმედე, რომ მიუხედავად კითხვის მსუბუქი და იუმორისტული დატვირთვისა, შევეცდებოდი მასზე  მთელი სერიოზულობით და რაც მთავარია, ობიექტურად მეპასუხა. კითხვის შინაარსი კი შემდეგში მდგომარეობდა: რამდენ ოჯახს ეყოფა საახალწლოდ  ინდაურის [...]

საქართველო-ნატო – მითები და რეალობა

საქართველო-ნატო – მითები და რეალობა

მითები და ლეგენდები 2008 წლის 5 იან­ვრის საპრე­ზიდენ­ტო არჩევნე­ბის წინ, სპორტის სასახლეში ჩატარებულ ყრილობაზე პრე­ზიდენ­ტმა მიხე­ილ სააკაშვილმა განაცხადა: „დავით აღ­მაშე­ნე­ბე­ლი და გიორგი ბრწყინ­ვალე ნატოში შესვლაზე ოცნე­ბობდნე­ნ“. ამან კიდევ ერთი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში – დავით აღ­მაშე­ნე­ბე­ლი 1089-1125 წლებში მე­ფობდა, ხოლო გიორგი V – 1314-1346 წლებში. 1949 წელს ჩამოყალიბებულ ნატოში შესვლაზე ქართველი მეფეების ოცნება ლამაზ მეტაფორასაც [...]

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი ასპექტის შესახებ

იოსებ არჩვაძე: საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი ასპექტის შესახებ

2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში პარაფირებული იქნა ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტი. თუ მისი ხელმოწერისას დაშვებულ ერთგვარ კურიოზს (ხელმოწერა „შალახოს“ მუსიკის ფონზე) არ მივიღებთ მხედველობაში, თავად ამ დოკუმენტის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. თუ რამდენად დიდი მნიშვნელობისა და ბედიღბლიანია იგი ჩვენი ქვეყნისათვის ამ დინამიურად განვითარებად და სწრაფად ცვლად მსოფლიოში, მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მისი ხელმოწერის ვადა რამდენჯერმე იქნა გადმოწეული: ჯერ [...]

საქართველო ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ზოგიერთი ასპექტი. თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში

საქართველო ევროკავშირის ასოცირების  შესახებ შეთანხმების ზოგიერთი ასპექტი. თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში

თამაზ იმნაიშვილი, საქართველოს გენერალთა კლუბის საინფორმაციო და ანალიტიკური სამსახურის უფროსი თადარიგის ვიცე პოლკოვნიკი: ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება საქართველოსთვის ევროპის სრულყოფილ წევრად გახდომის გზაზე უაღრესად სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს ხელშეკრულება არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში უპირობოდ გაწევრიანებას, მაგრამ ევროკავშირს ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ექნება გაცილებით მეტი კონკრეტული და ხელმოსაკიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობა საქართველოს მიმართ, ვიდრე [...]

საქართველოსა და რუსეთის მიერ კონტროლირებადი მისი ტერიტორიების ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის შედარების ზოგიერთი ასპექტის თაობაზე

საქართველოსა და რუსეთის მიერ კონტროლირებადი მისი ტერიტორიების ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის შედარების ზოგიერთი ასპექტის თაობაზე

იოსებ არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: საქართველოსა და რუსეთის მიერ კონტროლირებადი მისი ტერიტორიების (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი) ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის შედარების ზოგიერთი ასპექტის თაობაზე (რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ხუთი წლისთავთან დაკავშირებით) რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ხუთი წლის თავზე მედიაში დომინირებდა მსჯელობა აღნიშნული მოვლენის პოლიტიკური და [...]