2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები თითქმის 200–წლიანი ისტორიის მანძილზე ნამდვილად შევა, როგორც ყველაზე ოდიოზური, რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური მოვლენა. პირველად აშშ-ის პოლიტიკური ისტორიის პერიოდში, ამ არჩევნებმა ნათლად აჩვენა ქვეყნის ურთულესი სოციალურ-ეკონომიკური „ქარტეხილის“ და ასევე საგარეო-პოლიტიკური კრიზისის პრობლემატიკის მთელი სპექტრი, რამაც „ვულკანური ლავის“ სახით ამოხეთქა პოლიტიკურ ლანდშაფტზე. სამი უმძიმესი ფინანსური კრიზისი – 2002-2003, 2008 და [...]
გთავაზობთ გლობალური კვლევების ცენტრის დამფუძნებლის, პროფესორ იოსებ არჩვაძის კვლევას, რომელიც სპეციალურად globalresearch.ge–სთვის მომზადდა. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს, წინასწარი მონაცემებით, 2.6 პროცენტი შეადგინა, რაც ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელია. 4-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი 2012 წლის შემდეგდროინდელ პერიოდში მხოლოდ ერთხელ, 2014 წელს იქნა მიღწეული (4.6%); დანარჩენ წლებში ეკონომიკური ზრდა 2-3-პროცენტიან ნიშნულებში მერყეობდა. ეკონომიკურ [...]
„ციანიდის საქმემ“ თავისი დამანგრეველი როლი უკვე შეასრულა, ოღონდ, თავად ამ ნივთიერებისგან განსხვავებით, მისი ეფექტი მყისიერი კი არა, ხანგრძლივი და შენელებული მოქმედების ნაღმის მაგვარია. რამდენს არ ეცადნენ ლიბერალებად სრულიად უსამართლოდ შერაცხილი ახალი თაობის მებრძოლი ათეისტები (აქ, ალბათ, ფრჩხილები უნდა გამომეყენებინა, მაგრამ იმდენად ზუსტად პასუხობენ გამოთქმის შინაარსს, ფრჩხილები, ვფიქრობ, სრულიად უადგილოა) მართლმადიდებლობის დაცინვას და მასხარად აგდებას, მაგრამ [...]
February 20, 2017 | Posted in
კვლევები,
ჩვენი კვლევები |
Read More »
საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ ნათელი გახადა, რომ ამერიკული საზოგადოება გაიხლიჩა. დიდწილად ამას ხელი ამერიკულმა მედიამ და ლობისტურმა ჯგუფებმა შეუწყვეს, თუმცა ჯერ კიდევ არჩევნებამდე ზუსტად ასე იყო გახლეჩილი საზოგადოებრივი აზრი საქართველოში. უცნაური დამთხვევით, სწორედ ამერიკული სცენარით: ლიბერალური მედია და ექსპერტები ჰილარი კლინტონს უჭერდნენ მხარს, კონსერვატიული წრეები – დონალდ ტრამპს. ნათელი მაგალითია ჟურნალ „ОК“–ის ნომერი, რომელიც [...]
February 8, 2017 | Posted in
კვლევები,
ჩვენი კვლევები |
Read More »
საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს თავისი გრძელვადიანი შედეგებით როგორც საზოგადოებისათვის, ისე მასში გამარჯვებული სამი პარტიისათვის („ქართული ოცნება“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი) საკმაოდ წინააღმდეგობრივი და „ჰიბრიდულია“. – არჩევნებში მონაწილე 19 პარტიიდან და ბლოკიდან საარჩევნო ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ სამმა, არათანაბარი სიძლიერისა და გავლენის პოლიტიკურმა ძალამ დაძლია.[1] შესაბამისად, პარლამენტს მიღმა დარჩა აქტიური და ცნობადი პოლიტიკური სახეების მთელი გალერეა, [...]
January 30, 2017 | Posted in
კვლევები,
ჩვენი კვლევები |
Read More »
2015 წლის 31 ოქტომბერს გლობალური კვლევების ცენტრმა გამართა კონფერენცია „ლუგარის ლაბორატორია – საექსპერტო ხედვა“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ექსპერტები პეტრე მამრაძე, ვალერიან გორგილაძე, რამაზ საყვარელიძე, ირინა ფუტკარაძე, თამარ კიკნაძე, ვახტანგ მაისაია, მამუკა ჩხეიძე, თემურ მიქელაძე, პოლიტიკური [...]
ბაქო-თბილისი-ყარსი სარკინიგზო მეგაპროექტის განვითარების გეოპოლიტიკური და პოლიტიკური ასპექტები: ისტორია და მომავლის რისკ-ფაქტორები ვახტანგ მაისაია პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნვერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრატურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო საზოგადოებავ, პირველ რიგში მსურს მივესალმო აქ შეკრებილ საზოგადოების მაღალი დონის წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთი სფეროების პროფესიონალ-მკვლევარებს და ექსპერტებს და უღრმესი მადლობა მოვუხადო ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების [...]
2014 წლის 14 ნოემბერს გლობალური კვლევების ცენტრმა უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ გენერალი დავით თევზაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თამაზ იმნაიშვილი, სამხედრო ექსპერტი და საქართველოს გენერალთა კლუბის ანალიტიკური ცენტრის უფროსი, ვახტანგ მაისაია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი. დავით თევზაძემ წარმოადგინა მოხსენება „რუსული ფაქტორი: სამხედრო–სტრატეგიული ასპექტები“ 1. რუსეთის საფრთხე _ ზოგადი ხედვა დღევანდელი პოლიტიკური ლექსიკონი (ყოველ [...]
თანამედროვე ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები ინდუსტრიული რევოლუციის შედეგების მსგავს კრიზისს განიცდიან. გლობალიზაცია და ტექნოლოგიური ბუმი მოსახლეობის სხვადასხვა ფენების შემოსავლებს შორის განსხვავებას მხოლოდ ზრდიან. ამ, ერთი შეხედვით, დადებითი პროცესების მეორე მხარეზე საკუთარ ლექციაში კანადელი ჟურნალისტი და მწერალი კრისტია ფრილანდი გვიამბობს. გლობალური პლუტოკრატიის საუკუნე თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტი ის გახლავთ, რომ ჩვენ შემოსავლების მზარდი უთანაბრობის ეპოქაში [...]
«Независимая газета» (რუსეთი): „ნაციონალებმა“ რევოლუციის დღე დანიშნეს: მთავრობის პასიურობის საზღაური «Deutsche Welle» (გერმანია): ქართული ვალუტის ბედი: ლარის გაუფასურების მიზეზები და პერსპექტივა «Lragir» (სომხეთი): ვინ უშლის ხელს სომხეთ-რუსეთის ვაჭრობას? ———————– «Независимая газета» (რუსეთი), 4 მარტი, 2015 წელი http://www.ng.ru/cis/2015-03-04/1_gruzia.html „ნაციონალებმა“ რევოლუციის დღე დანიშნეს: მთავრობის პასიურობის საზღაური იური როქსი „ერთიანმა ნაცმოძრაობამ“, საქართველოს ყოფილმა მმართველმა პარტიამ, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის [...]